სქესობრივი აქტი

სამედიცინო თვალსაზრისით ეს პროცესი პირველად ჰიპოკრატემ აღწერა ნაშრომში "ოჯახისა და ბავშვის ბუნების შესახებ".
სქესობრივი აქტი წყვილის მიერ განხორციელებული ფიზიოლოგიური პროცესია, მიუხედავად ამისა, ის ფიზიოლოგიური ცვლილებები, რომლებიც ამ დროს ქალისა და მამაკაცის ორგანიზმში მიმდინარეობს, ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდება. რამდენადაც კოიტუსი ინტიმურ გარემოში მიმდინარეობს, ამ მოვლენის თანმხლები ფიზიოლოგიური ცვლილებები საკმაო ხანს შეუსწავლელი იყო. მხოლოდ სპეციალური საკვლევი ტექნიკის შექმნის შემდეგ გახდა შესაძლებელი სქესობრივი აქტის დროს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებზე დაკვირვება და მათი შესწავლა.
სქესობრივი აქტის ფიზიოლოგიური ეტაპები
სქესობრივი აქტის ნორმალურად წარმართვისთვის აუცილებელია, მამაკაცისა და ქალის ორგანიზმში თანამიმდევრობით განხორციელდეს შემდეგი ტიპის სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებანი.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
მამაკაცებში:
- ნეიროჰუმორული - იგი დაკავშირებულია თავის ტვინის ღრმა სტრუქტურებთან და მთელ ენდოკრინულ სისტემასთან. ისინი უზრუნველყოფენ სქესობრივი ლტოლვის ძალას და შესაბამის აგზნებადობას ნერვული სისტემის იმ უბნებში, რომლებიც სქესობრივ მოქმედებას არეგულირებენ.
- ფსიქოლოგიური. ამ ცვლილებებს დიდი ნახევარსფეროების ქერქის სპეციალური ზონები უზრუნველყოფს. ამ ცვლილებათა შედეგად ჩნდება სქესობრივი ლტოლვა და ადვილდება ერექციის წარმოქმნა ჯერ კიდევ სქესობრივი აქტის დაწყებამდე.
- ერექციული, ანატომიურ-ფიზიოლოგიური. ამ ცვლილებებს ზურგის ტვინის შესაბამისი ცენტრები განაგებს. ამ ცვლილებათა შედეგია ფრიქციები (სასქესო ასოს რიტმული მოძრაობა საშოში), რაც სქესობრივი აქტის მექანიკურ მხარეს განსაზღვრავს.
- ეაკულაციური - ისიც ზურგის ტვინის ცენტრებით ხორციელდება, უზრუნველყოფს თესლდანთხევის აქტს და ორგაზმს.
ქალებში:
- ფსიქოლოგიური - განპირობებულია ტვინის უმაღლესი ცენტრების მოქმედებით, რის შედეგადაც ჩნდება სქესობრივი სიახლოვის სურვილის შეცნობა და გადაწყვეტილების მიღება მისი განხორციელების, რეალიზების შესახებ.
- სენსორული - მათ განსაზღვრავს ორგანიზმში მიმდინარე ნეიროენდოკრინული ძვრები. გამოიხატება ეროგენული ზონების მგრძნობელობის მომატებითა და მათი სპეციფიკური სტიმულაციის მოთხოვნილების გაჩენით.
- სეკრეციული - გამოიხატება ლუბრიკაციით, საშოს ლორწოვანის დასველება-გაპოხვით, რაც აადვილებს საშოში სასქესო ორგანოს მოძრაობას.
- ორგასტული - განპირობებულია ზურგის ტვინის სპინალური ცენტრების მოქმედებით, რის შედეგადაც ქალს უნარი შესწევს, ერთი სქესობრივი ურთიერთობის დროს განიცადოს ერთი ან რამდენიმე ორგაზმი.
სქესობრივი აქტის სტადიები
სქესობრივი აქტი ერთმანეთში შეუმჩნევლად გარდამავალი რამდენიმე სტადიისგან შედგება. ამ სტადიათა ერთობლიობას სქესობრივ ციკლს უწოდებენ. სქესობრივი ციკლი მოიცავს აგზნების ფაზას, "პლატოს", ორგაზმს და უკუგანვითარების ფაზას - დეტუმენსცენციას. ეს ფაზები შესაძლოა განვითარდეს როგორც სქესობრივი აქტის დროს, ასევე მის გარეშეც, მაგალითად, პოლუციის ან მასტურბაციის შემთხვევაში. სქესობრივ აქტს, ჩვეულებრივ, წინ უძღვის ალერსის ფაზა - პრელუდია.
სქესობრივი აგზნების ფაზა
მამაკაცებში სქესობრივი სტიმულაციის დაწყებიდან ერთი წუთის შემდეგ ძლიერდება სისხლის მიდინება სქესობრივ ორგანოებში და რამდენადმე ფერხდება მათი უკუდენა ვენების შევიწროების გამო. შედეგად სასქესო ორგანო სწრაფად დიდდება (დაახლოებით 3-ჯერ), მკვრივდება და 7-8 სმ-ით გრძელდება, ამასთანავე, იკავებს მდებარეობას მუცლის კედლის გასწვრივ. სწორედ აქედან მომდინარეობს სახელწოდება "ერექცია", რაც ლათინურად აწევას ნიშნავს. სწორედ ერექცია განსაზღვრავს მამაკაცის უნარს განახორციელოს სქესობრივი აქტი.
ერექციასთან ერთად ჩნდება განტვირთვის, სქესობრივი დაძაბულობისგან გათავისუფლების სურვილი. თუ სასქესო ასოს თავის ნერვული დაბოლოებები ამ დროს რიტმულად, ფრიქციულად ეხება საშოს კედლებს, ერექცია ძლიერდება, სქესობრივი აგზნება იმატებს, ხშირდება სუნთქვა, გულისცემა, სახე წამოწითლდება. ამ პერიოდში მოძრაობის შეჩერების შემთხვევაში აგზნება თანდათან სუსტდება, ფართოვდება სასქესო ორგანოს ვენები, ძლიერდება სისხლის უკუდენა, ასო რბილდება, პატარავდება. მოძრაობის განახლების შემთხვევაში ერექცია კვლავ ძლიერდება. ამრიგად, მამაკაცს ფრიქციების შეჩერებით და განახლებით შეუძლია გაახანგრძლივოს სქესობრივი აქტი, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ დრომდე. დგება მომენტი, როდესაც მას უკვე აღარ შეუძლია აკონტროლოს აგზნება და ხდება ეაკულაცია.
აგზნების ფაზაში ქალის ორგანიზმშიც ხდება სისხლის მიწოლა სასქესო ორგანოებისკენ, ამის გამო მცირე ბაგეები განივკვეთში 2-3-ჯერ დიდდება და სქესობრივი აქტის გაძლიერებასთან ერთად მუქ წითელ ფერს იღებს. ქალების 50%-ს აგზნების ფაზაში უდიდდება კლიტორიც. სქესობრივი აგზნების დაწყებიდან 10-15 წამის შემდეგ ქალის სასქესო ორგანოები სველდება. ეს საპოხი ჩნდება საშოს კარიბჭის დიდი და მცირე ჯირკვლების მიერ გამოყოფილი ლორწოს და საშოს კედლების ამომფენი ვენური სისხლძარღვებიდან გამონაჟონი სითხის ხარჯზე.
სქესობრივი აგზნებისას გრძელდება და ფართოვდება საშოს შიგნითა მესამედი, საშვილოსნოს სხეული და ყელი რამდენამდე იჭიმება ზემოთ და უკან. საშოს დიამეტრი საშვილოსნოს ყელთან ახლოს დიდდება, რითაც იქმნება სპერმის ერთგვარი სათავსი. ფრიქციის გავლენით ძლიერდება ნერვული დაბოლოებების რიტმული გაღიზიანება, იმატებს სქესობივი აგზნება და იწყება პლატო ფაზა.