ანორგაზმია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ანორგაზმია

ცნობილია, რომ ოჯახების 58% სქესობრივი დისჰარმონიის გამო იშლება, თუმცა ყველა როდი უსწორებს თვალს ოჯახური უთანხმოების რეალურ მიზეზს. ხშირად საბაბად ხასიათებს შორის შეუთავსებლობა მოჰყავთ.

რა იწვევს ანორგაზმიას

ანორგაზმია - ორგაზმის განცდის უუნარობა - ქალისთვის სქესობრივი დისჰარმონიის ძირითად მიზეზს წარმოადგენს. მრავალი ქალი ისე ცხოვრობს, რომ არ განიცდის ორგაზმს, რის საფუძველიც თავად ქალის სექსუალურობის ბუნებაშია საძიებელი.

ქალისათვის მეტად მნიშვნელოვანია სქესობრივი ურთიერთობის ფსიქოლოგიური მხარე, ამიტომ ორგაზმის უქონლობის პრობლემა ძალიან ხშირად განპირობებულია არა ფიზიოლოგიური დარღვევებით, არამედ პარტნიორებს შორის ურთიერთობათა სირთულით.

ქალებში ორგაზმის განცდას ამუხრუჭებს დაორსულების, ვენერული თუ სხვა დაავადებით დასნებოვნების, პარტნიორის მხრიდან უარყოფის შიში, ქვეცნობიერი თუ გააზრებული სიძულვილი, ზიზღი მამაკაცის მიმართ.

მკაცრად აღზრდილი ქალების ანორგაზმიას შესაძლოა საფუძვლად ედოს დანაშაულის განცდა საკუთარი სქესობრივი ლტოლვის გამო.

ოჯახური თუ გარეშე კონფლიქტი ნეგატიურ გავლენას ახდენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და შესაძლოა, დააკარგვინოს ქალს ორგაზმის განცდის უნარი.

ზოგი ქალი ორგაზმს პირველად მხოლოდ მშობიარობის შემდეგ განიცდის, თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ბავშვის დაბადებამდე სქესობრივი ცხოვრება ჰარმონიულად მიმდინარეობს, ხოლო მშობიარობის შემდეგ ორგაზმის განცდის უნარი ქრება. მიზეზი შეიძლება იყოს შორისისა და მენჯის კუნთების, საშოს ლორწოვანის, ნერვული დაბოლოებების ტრავმა.

ანორგაზმიის ნაირსახეობანი

განასხვავებენ პირველად და მეორეულ ანორგაზმიას. პირველად ანორგაზმიაზე მაშინ საუბრობენ, როდესაც ქალი არავითარი სტიმულაციის შემთხვევაში არ განიცდის ორგაზმს. მეორეულად ითვლება ისეთი ანორგაზმია, როდესაც ქალს ადრე ერთხელ მაინც აქვს განცდილი ორგაზმი. ექიმები გამოყოფენ ასევე სიტუაციურ ანორგაზმიას. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქალი ორგაზმს განიცდის მხოლოდ გარკვეულ პირობებში, მაგალითად, მასტურბაციის შედეგად. სპორადული ანორგაზმიის დროს ქალი ორგაზმს განიცდის სქესობრივი აქტივობის სხვადასხვა ფორმის დროს, მაგრამ არა ყოველთვის. არსებობს ასევე ნიმფომანური ანორგაზმიის რთული ვარიანტი, როდესაც მომატებულია სქესობრივი ლტოლვა, მაგრამ მოშლილია ორგაზმის განცდის უნარი, მიუხედავად ხანგრძლივი სტიმულაციისა და აგზნებისა.

ანორგაზმიის შედეგები

ორგაზმის განცდის უუნარობა უარყოფითად მოქმედებს არა მხოლოდ ნერვულ სისტემაზე, არამედ მთელ ორგანიზმზე. ასეთი სქესობრივი აქტის შემდეგ ქალი უჩივის ნერვულ აგზნებადობას, ცუდ თვითშეგრძნებას და დათრგუნულობას. სქესობრივმა დაუკმაყოფილებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ნევროზი, ისტერია, შაკიკი, გაღიზიანება, დეპრესია.

ფიზიოლოგიური თვალსაზრისით ორგაზმის უქონლობა იწვევს შეგუბებით მოვლენებს სასქესო ორგანოებში. შედეგად ირღვევა მენსტრუალური ციკლი, ვითარდება მტკივნეული მენსტრუაცია, საშვილოსნოდან სისხლდენა, ძლიერდება წინარემენსტრუაციული დაძაბულობის სიმპტომები. ჰორმონული ფონის ცვლილება სარძევე ჯირკვლის ქსოვილში პათოლოგიურ პროცესებს აძლევს დასაბამს.

მრავალ სექსოლოგსა და გინეკოლოგს მიაჩნია, რომ გენიტალიური ვენური შეგუბება იწვევს საშვილოსნოს ტანის ფიბრომიომას, საკვერცხეების პოლიკისტოზურ გადაგვარებას.

როგორ მკურნალობენ ქალთა ანორგაზმიას

როდესაც ქალს წინათ განცდილი აქვს ორგაზმი, მაგრამ არ აკმაყოფილებს ახლანდელი პარტნიორი, მან აუცილებლად უნდა მიმართოს სექსოპათოლოგს. ის აუხსნის პარტნიორებს მდგომარეობის არსს, მისცემს რეკომენდაციებს კერძო შემთხვევის თავისებურებათა გათვალისწინებით.

ფიზიოლოგიური დარღვევის შემთხვევაში აუცილებელია ანორგაზმიის მიზეზის აღმოფხვრა. აუცილებლობისას შესაძლებელია სქესობრივი პარტნიორების ერთდროული მკურნალობაც.

ანორგაზმიის სამკურნალოდ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს როგორც ფსიქოთერაპია, ისე მედიკამენტური მეთოდები, ფიზიოთერაპია, ნემსორეფლექსოთერაპია, გინეკოლოგიური მასაჟი. ფსიქოთერაპიის დროს ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის ურთიერთობა ექიმთან და განკურნების სურვილი. იმ ქალებს, რომლებსაც ორგაზმი არასოდეს განუცდიათ, მით უმეტეს სჭირდებათ სექსოლოგის დახმარება.

ვიდრე არ ჩატარდება გამოკვლევა და არ დამტკიცდება, რომ ანორგაზმია პირველადია და განპირობებულია რაიმე დაავადებით, მანამდე არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ ადეკვატური სტიმულაციისას ქალს შეუძლია ორგაზმის განცდა.

დასასრულ, არ შეიძლება ამ პრობლემის იგნორირება, რადგან იგი შესაძლოა ქალის ცხოვრების სრულფასოვნების ხელშემშლელ ფაქტორად იქცეს.