უსაფრთხო დასვენება ზღვაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უსაფრთხო დასვენება ზღვაზე

  • შავი ზღვა ცხოველთა 2500 სახეობის საარსებო გარემოა. მის სიღრმეში, 150-200 მეტრზე, სიცოცხლე არ არის. გამონაკლისია ზოგიერთი მიკროორგანიზმი, მათ შორის - ბაქტერიები. ეს იმიტომ, რომ შავი ზღვის წყალი სიღრმეში გოგირდწყალბადითაა გაჯერებული.
  • შავი ზღვა გარშემორტყმულია მთებით, რომლებიც გამუდმებით იზრდება. თავად ზღვაც განუწყვეტლივ ფართოვდება. იმ განსხვავებით, რომ მთები საუკუნეში სულ რამდენიმე სანტიმეტრით იმატებს, ზღვა კი - 20-25 სანტიმეტრით.
  • შავ ზღვაში გავრცელებულია ფოსფორის შემცველი პლანქტონური წყალმცენარე, რომლის წყალობითაც აგვისტოში შავი ზღვა ღამღამობით “ანათებს”.
  • ეკლებიანი ზვიგენი კატრანი შავ ზღვაში მობინადრე ერთადერთი ზვიგენია, რომელიც სანაპიროს მახლობლად არასოდეს დაცურავს, რადგან ადამიანებს უფრთხის.

მოსალოდნელი საფრთხენაწლავური პრობლემები

სტატისტიკის თანახმად, დამსვენებელთა ყველაზე გავრცელებული პრობლემა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევა - ბანალური დიარეაა. ამ კუთხით ყველაზე ხშირად თავად დამსვენებლები სცოდავენ: ეზარებათ ხელების დაბანა, სვამენ არცთუ სანდო წყალს, მიირთმევენ საეჭვო ხარისხის ნაყინს. ძალზე საშიშია ყინულიანი კოქტეილი. კარგია, თუ ყველაფერი ბანალური ფაღარათით დასრულდა და ეს დიზენტერიის ან სხვა მძიმე ინფექციური დაავადების ნიშანი არ აღმოჩნდა. გასაკვირია, მაგრამ დასავლეთ ევროპის ყველაზე კეთილმოწყობილ კურორტებზეც კი არ არის გამორიცხული ამგვარი პრობლემები. დიარეას პროვოცირებას უწევს კლიმატის, წყლისა და კვების რაციონის ცვლილება. დიარეისადმი განსაკუთრებით არიან მიდრეკილნი 2 წლამდე ასაკის ბავშვები, ქრონიკული გასტრიტით დაავადებულები და ისინი, ვისაც კუჭის წვენის მჟავიანობა ნორმაზე დაბალი აქვს.

უსაფრთხოების წესები

  • ხშირად იბანეთ ხელები.
  • ურიგო არ იქნება, თუ თან იქონიებთ ანტიბაქტერიულ ხელსახოცს ან რომელიმე სხვა ანტისეპტიკურ საშუალებას ხელების გასაწმენდად.
  • ერიდეთ ქუჩაში საკვების შეძენას.
  • თუ სუსტი კუჭ-ნაწლავი გაქვთ, ზღვაზე წასვლამდე 2-3 კვირით ადრე მიიღეთ საჭირო პრობიოტიკები, რათა მოიწესრიგოთ ნაწლავური ფლორა და გაიძლიეროთ იმუნიტეტი.

უხარისხო საკვები

ამ მხრივ ყველაზე საშიშია სალათები და ზღვის პროდუქტები, რომლებიც სიცხეში რამდენიმე საათში საკვებად უვარგისი ხდება. თერმულად დაუმუშავებელმა მოლუსკებმა შესაძლოა ჰელმინთებით დაგასნებოვნოთ. ხარისხიანმა ზღვის პროდუქტებმაც კი ჭარბი მიღებისას შესაძლოა ცილოვანი მოწამვლა გამოიწვიოს.

უსაფრთხოების წესები

  • მიირთვით მხოლოდ სანდო ობიექტებში მომზადებული საკვები.
  • ერიდეთ უმი ხორცისა და თევზის კერძებს.
  • ერიდეთ საეჭვო წარმომავლობის პროდუქტებს.

მზე და სიცხე

მზისა და სითბური დაკვრა საკურორტო უსიამოვნებათა ჩამონათვალში ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს.

უსაფრთხოების წესები

  • მოიხვიეთ თავსაფარი ან დაიხურეთ ქუდი. ამასთან, გახსოვდეთ, რომ მუქი თმა და ტანსაცმელი მზის დაკვრის ალბათობას ზრდის.
  • შეარჩიეთ ნატურალური ქსოვილის სამოსი. ხელოვნური ქსოვილები ცუდად ატარებს ჰაერს, ამიტომ ადამიანი იოლად ოფლიანდება და სითბური დაკვრის საფრთხის წინაშე დგება.

დამსვენებლებისთვის ოპტიმალურია ბამბის ქსოვილის სამოსი. შეგახსენებთ: ნატურალური ქსოვილები ულტრაიისფერი გამოსხივების მხოლოდ 1%-ს ატარებს, კაპრონი - დაახლოებით 30%-ს, თეთრი ნეილონი - 25%-ს, სხვა სინთეზური ქსოვილები კი ულტრაიისფერი გამოსხივების 50-მდე პროცენტის გამტარია. ეცადეთ, სამოსი იყოს ხალვათი და მოძრაობაში ხელს არ გიშლიდეთ.

კვება

მზის გამოსხივების ზემოქმედებით ორგანიზმი კარგავს ჩ ვიტამინს, რომლის მარაგის შევსებაც აუცილებელია. ამისთვის უნდა მიირთვათ ხილი და ბოსტნეული. ლამაზი ნამზეურის მიღებაში დაგეხმარებათ ატამი, გარგარი და სტაფილო - ეს პროდუქტი შეიცავს ბეტა კაროტინს, რომელიც კანის მიერ ულტრაიისფერი სხივების ზომიერ შთანთქმას უწყობს ხელს. სწრაფად ირუჯებიან ადამიანები, რომელთა რაციონშიც ჭარბობს პომიდორი. იგი შეიცავს ლიკოპენს - ნივთიერებას, რომელიც აძლიერებს კანში მელანინის გამომუშავებას. საზამთრო სიცხეში წყლის ბალანსის საუკეთესო აღმდგენია.

წყალი

ზღვაზე, ცხელ დღეებში, ადამიანი ბევრ სითხეს კარგავს, ამიტომ აუცილებელია ჩვეულებრივზე 1,5-ჯერ მეტი სითხის მიღება. საუკეთესოა მწვანე ჩაი, დაბალმინერალური წყალი, წყლით განზავებული ნატურალური წვენები. გაზიანი სასმელები წყურვილის მოსაკლავად არ გამოგადგებათ. სანაპიროზე არ შეიძლება ალკოჰოლიანი სასმელების სმა - მათ კრძალავენ როგორც ექიმები, ისე მაშველები.

პლაჟის ჰიგიენა

  • პლაჟზე წასვლისას, უპირველეს ყოვლისა, გაარკვიეთ, არის თუ არა იქ ტუალეტი და საშხაპე კაბინა.
  • ზღვიდან ამოსვლის შემდეგ შხაპის მიღება აუცილებელია, რათა ჩამოიბანოთ სხეულიდან ოფლი და მარილი.
  • შხაპის შემდეგ რეკომენდებულია დამატენიანებელი საშუალების წასმა. შეარჩიეთ ისეთი საშუალება, რომლის გამოყენებაც ნებადართულია გარუჯვის შემდეგ.
  • განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს თმა. სასურველია, ზღვიდან ამოსვლის შემდეგ თავზე გადაივლოთ დაბალმინერალური წყალი.
  • საღამოს უმჯობესია თავი დაიბანოთ მკვებავი შამპუნით.
  • გაითვალისწინეთ, ზღვაზე იზრდება ქალური ინფექციების ალბათობა, ამიტომ კარგი იქნება, თუ პროფილაქტიკისთვის გამოიყენებთ გვირილის ან გულყვითელას ნაყენს.