გინდ დაიჯერეთ, გინდ არა!

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */
ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */
ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */
ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */
ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */
ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */
ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */
ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */
ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
უკანასკნელ ხანს ბავშვთა ქიმიური პრეპარატებით გამოწვეულ ინტოქსიკაციებს შორის საგრძნობლად იმატა ანალგინითა და ასპირინით გამოწვეულმა მოწამვლამ, რადგან ორივე ამ წამალს ბევრი ექიმის დანიშნულების გარეშე ასმევს პატარებს გრიპისა თუ გაციების დროს. ისინიც კი, ვინც მშვენივრად იციან, რა ზიანის მოტანა შეუძლია ექიმის გარეშე ასპირინის პრეპარატების უმართებულო მიღებას.
ყურის ნიჟარაზე მდებარეობს 11 აქტიური ნეიროგენული წერტილი, რომლებიც დაკავშირებულია თვალებთან, კბილებთან, ენასთან, სახის კუნთებსა და შუა ყურთან. არასწორ ადგილას ყურის გახვრეტამ შესაძლოა რომელიმე მათგანი დააზიანოს და მასთან დაკავშირებული ორგანოს ფუნქციის მოშლა გამოიწვიოს - მხედველობის გაუარესება, ყურის ტკივილი, კბილის დაზიანება...
სპეციალისტები გვირჩევენ, ყური მხოლოდ იმ ადგილას გავიხვრიტოთ, სადაც აქტიური ზონები არ არის, ამისთვის კი აუცილებელია, ყურის გახვრეტა ამ საქმეში გამოცდილ ადამიანს ანდოთ.
ინგლისელმა დიეტოლოგებმა მთელი მსოფლიოს სპეციალისტები საგონებელში ჩააგდეს, როდესაც ხანგრძლივი ექსპერიმენტის შედეგები გააცნეს და დაასაბუთეს, ჰიპოთეზა, თითქოს საღამოს 18 საათის შემდეგ ჭამა წონის მატებას უწყობდეს ხელს, სიმართლეს არ შეეფერებაო. გაირკვა, რომ ადამიანი წონას იმატებს მხოლოდ მაშინ, როდესაც მიღებული კალორიები ჭარბობს დახარჯულს და მნიშვნელობა არ აქვს, დღის რომელ მონაკვეთში მიიღებს მათ; მთავარია, მიღებულმა დახარჯულს არ გადააჭარბოს.
არანაკლებ გამაოგნებელი აღმოჩნდა ამერიკელი მეცნიერების დასკვნა, რომ ტკბილი გაზიანი სასმელები ხელს კი არ უწყობს კარიესის განვითარებას, როგორც აქამდე ეგონათ, - პირიქით, აფერხებს კიდეც, რადგან შეიცავს ისეთ სტაბილიზატორებს, როგორებიცაა ნატრიუმის ბენზოატი და სორბიტები.
თურმე ადამიანებს, რომლებიც დღეში 4 ფინჯანზე მეტ ყავას სვამენ, პარკინსონის დაავადება, ფაქტობრივად, პრაქტიკულად, არ ემუქრებათ.
კანადელი მეცნიერების აზრით, დღეში ერთი კათხა ლუდი კატარაქტის პროფილაქტიკის ეფექტიანი საშუალება ყოფილა. შაქრიანი დიაბეტით მოავადეებისთვისაც კი.
ტაილანდელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ზღვის ზოგიერთ წყალმცენარეს ადამიანის შიდსისგან დაცვა შეუძლია. კერძოდ, თუ ქალბატონები სქესობრივი კავშირის წინ მათ აპლიკაციას ან ტამპონს გამოიყენებენ, ინფიცირების ალბათობა მინიმუმამდე დადის. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ერთ-ერთმა ფარმაცევტულმა კომპანიამ უკვე დაიწყო ამ წყალმცენარეებისგან სპეციალური გელის დამზადება და მას ქალები სქესობრივ ურთიერთობამდე ერთი საათით ადრე გამოსცდიან.
ვაშინგტონელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ახალი რეკომენდაციები მიკროელემენტებისა და ვიტამინების გამოყენების თაობაზე. ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ: