/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

ადამიანის ინტელექტი

ადამიანის ინტელექტი
ინტელექტის წარმოშობის, მისი ბუნების, სტრუქტურის, ფუნქციებისა და გაზომვის თაობაზე ფსიქოლოგები დღემდე ცხარედ კამათობენ, თუმცა ერთ საკითხზე მაინც თანხმდებიან -

ინტელექტი ადამიანის შემეცნებისა და პრობლემათა გადაჭრის მყარი სტრუქტურული შესაძლებლობაა, რომელიც გარემოში მის ადაპტაციაზე დიდ გავლენას ახდენს. IQ მაჩვენებელიინტელექტს აქვს სპეციალური რაოდენობრივი მახასიათებელი IQ ინტელექტის კოეფიციენტის სახით. იგი სპეციალური ტესტების დახმარებით განისაზღვრება. მისი მაჩვენებლის დადგენისას ითვალისწინებენ ადამიანის უნარს, გადაამუშაოს ინფორმაცია, რომელთან მიმართებითაც შეძენილი უნარ-ჩვევები არ გააჩნია.

სწორედ ეს მაჩვენებელი იძლევა ინტელექტის დონით ადამიანების ერთმანეთისგან განსხვავების საშუალებას. ამრიგად, გონებრივი მოქმედებების შესრულების სისწრაფე და სიზუსტე ინტელექტის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია.

  • ინტელექტის განმსაზღვრელი ფაქტორები

ადამიანის ინტელექტს, ერთი მხრივ, ფიზიოლოგიური ფაქტორები, გენეტიკური ნიშნები, ტვინის ზომები და აგებულება განსაზღვრავს, ხოლო მეორე მხრივ - სოციალური და კულტურული გარემო, აღზრდა და განვითარება.

  • ინტელექტის სახეები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ცნობილი ინგლისელი ფსიქოლოგი აიზენკი ინტელექტის 3 სახეს განასხვავებდა:

  1. ბიოლოგიურს;
  2. ფსიქომეტრულს;
  3. სოციალურს.

  • ბიოლოგიური ინტელექტი

ბიოლოგიური ინტელექტი გენეტიკურად დეტერმინირებული და ინდივიდუალურად დამახასიათებელი ფუნქციონირების ბიოლოგიური ბაზაა, რომელიც ვითარდება ნეიროფიზიოლოგიური და ბიოქიმიური ფაქტორების გავლენით, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავშირებული დიდი ნახევარსფეროების ქერქთან.

  • ფსიქომეტრული ინტელექტი

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

იგი შესაძლებელია გაიზომოს ინტელექტუალური ტესტებით და დამოკიდებულია როგორც ბიოლოგიურ ინტელექტზე, ისე სოციალურ-კულტურულ ფაქტორებზე.

  • სოციალური ინტელექტი

სოციალური ინტელექტი ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობებია, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვლინდება. იგი დამოკიდებულია ფსიქომეტრულ ინტელექტსა და პიროვნულ თავისებურებებზე, სწავლებაზე, სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსზე. ზოგჯერ ბიოლოგიურ ინტელექტს იხსენიებენ როგორც ინტელექტ A-ს, სოციალურს - როგორც ინტელექტ B-ს. ეს უკანასკნელი გაცილებით ფართოა, ვიდრე ინტელექტი A და თავის თავში მასაც მოიცავს.

  • ინტელექტის განვითარების სტადიები

ასევე დაგაინტერესებთ
გადაჭარბებული მიმნდობლობა შეიძლება იყოს დემენციის ადრეული ნიშანი
მეცნიერები მებაღეობას უკავშირებენ სიბერემდე ინტელექტის შენარჩუნებას
არსებობს თუ არა კავშირი სიმდიდრესა და ინტელექტს შორის

ინტელექტის განვითარება ადამიანის დაბადებისთანავე იწყება და რამდენიმე სტადიად მიმდინარეობს;

  1. სენსომოტორული სტადია: ჩნდება პირველი რეფლექსები და ჩვევები, 12 თვიდან ბავშვი იწყებს მხედველობის არიდან გამქრალი ნივთების ძებნას და შეიმეცნებს, რომ მის ირგვლივ ნივთები თუ არ ჩანს, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ისინი გაქრნენ. მას უჩნდება პირველი წარმოდგენები გარემოზე და მიზანი, მოიპოვოს სასურველი სათამაშო, რაც წარმოადგენს ინტელექტის გამოვლენის პირველ ნიშნებს.
  2. წინამორბედი ქმედებები: 7 წლამდე ბავშვებს აქვთ სიმბოლური აზროვნება, შეუძლიათ რაიმე პრობლემების გადაჭრის გზათა გონებაში კონსტრუირება და შემდეგ მათი ცხოვრებაში განხორციელება, სამყარო მათ ირგვლივ ფართოვდება.
  3. კონკრეტული ქმედებები: 7-12 წლის ასაკში ბავშვებს უკვე შეუძლიათ ჯგუფობრივი აზროვნება, ერთდროული აზროვნება რამდენიმე ობიექტის შესახებ, მათით მანიპულირება და მოქმედებისას ინტუიციის გამოყენება.
  4. ფორმალური ქმედებები: 12 წლის შემდეგ ბავშვი იწყებს აბსტრაქტულ აზროვნებას, მთელი გარდატეხის ასაკის განმავლობაში ყალიბდება ფორმალური აზროვნება, რეფლექსური ინტელექტი, სამყაროს შინაგანი მოდელის ფორმირება, ხდება ინფორმაციის გამდიდრება. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს ყველაზე ხშირად უფერულდება ბავშვის სულიერი სამყარო დიდი მოცულობის ინფორმაციული ნაკადის მიღების შემდეგ.

რამდენადაც ადამიანი დაბადებიდან სოციალურ გარემოშია, მასზე ყველაზე მეტად სწორედ იგი მოქმედებს, საზოგადოება ცვლის მის აზროვნებას, ღირებულებებსა და მოვალეობა-ვალდებულებებს. სოციალური გარემო ინტელექტს ენის დახმარებით, ინტელექტუალური ღირებულებისა და აზროვნების წესის მიხედვით ცვლის.

კომენტარები (1)
EQ
ემოციური ინტელექტი (EQ) (EI) უმნიშვნელოვანესია. მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები ძალიან საჭირონი არიან და იშვიათად გვხვდებიან. EQ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე IQ.
თარიღი : 19-01-2016
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ადამიანის ინტელექტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ადამიანის ინტელექტი

ინტელექტი ადამიანის შემეცნებისა და პრობლემათა გადაჭრის მყარი სტრუქტურული შესაძლებლობაა, რომელიც გარემოში მის ადაპტაციაზე დიდ გავლენას ახდენს. IQ მაჩვენებელიინტელექტს აქვს სპეციალური რაოდენობრივი მახასიათებელი IQ ინტელექტის კოეფიციენტის სახით. იგი სპეციალური ტესტების დახმარებით განისაზღვრება. მისი მაჩვენებლის დადგენისას ითვალისწინებენ ადამიანის უნარს, გადაამუშაოს ინფორმაცია, რომელთან მიმართებითაც შეძენილი უნარ-ჩვევები არ გააჩნია.

სწორედ ეს მაჩვენებელი იძლევა ინტელექტის დონით ადამიანების ერთმანეთისგან განსხვავების საშუალებას. ამრიგად, გონებრივი მოქმედებების შესრულების სისწრაფე და სიზუსტე ინტელექტის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია.

  • ინტელექტის განმსაზღვრელი ფაქტორები

ადამიანის ინტელექტს, ერთი მხრივ, ფიზიოლოგიური ფაქტორები, გენეტიკური ნიშნები, ტვინის ზომები და აგებულება განსაზღვრავს, ხოლო მეორე მხრივ - სოციალური და კულტურული გარემო, აღზრდა და განვითარება.

  • ინტელექტის სახეები

ცნობილი ინგლისელი ფსიქოლოგი აიზენკი ინტელექტის 3 სახეს განასხვავებდა:

  1. ბიოლოგიურს;
  2. ფსიქომეტრულს;
  3. სოციალურს.

  • ბიოლოგიური ინტელექტი

ბიოლოგიური ინტელექტი გენეტიკურად დეტერმინირებული და ინდივიდუალურად დამახასიათებელი ფუნქციონირების ბიოლოგიური ბაზაა, რომელიც ვითარდება ნეიროფიზიოლოგიური და ბიოქიმიური ფაქტორების გავლენით, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავშირებული დიდი ნახევარსფეროების ქერქთან.

  • ფსიქომეტრული ინტელექტი

იგი შესაძლებელია გაიზომოს ინტელექტუალური ტესტებით და დამოკიდებულია როგორც ბიოლოგიურ ინტელექტზე, ისე სოციალურ-კულტურულ ფაქტორებზე.

  • სოციალური ინტელექტი

სოციალური ინტელექტი ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობებია, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვლინდება. იგი დამოკიდებულია ფსიქომეტრულ ინტელექტსა და პიროვნულ თავისებურებებზე, სწავლებაზე, სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსზე. ზოგჯერ ბიოლოგიურ ინტელექტს იხსენიებენ როგორც ინტელექტ A-ს, სოციალურს - როგორც ინტელექტ B-ს. ეს უკანასკნელი გაცილებით ფართოა, ვიდრე ინტელექტი A და თავის თავში მასაც მოიცავს.

  • ინტელექტის განვითარების სტადიები

ინტელექტის განვითარება ადამიანის დაბადებისთანავე იწყება და რამდენიმე სტადიად მიმდინარეობს;

  1. სენსომოტორული სტადია: ჩნდება პირველი რეფლექსები და ჩვევები, 12 თვიდან ბავშვი იწყებს მხედველობის არიდან გამქრალი ნივთების ძებნას და შეიმეცნებს, რომ მის ირგვლივ ნივთები თუ არ ჩანს, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ისინი გაქრნენ. მას უჩნდება პირველი წარმოდგენები გარემოზე და მიზანი, მოიპოვოს სასურველი სათამაშო, რაც წარმოადგენს ინტელექტის გამოვლენის პირველ ნიშნებს.
  2. წინამორბედი ქმედებები: 7 წლამდე ბავშვებს აქვთ სიმბოლური აზროვნება, შეუძლიათ რაიმე პრობლემების გადაჭრის გზათა გონებაში კონსტრუირება და შემდეგ მათი ცხოვრებაში განხორციელება, სამყარო მათ ირგვლივ ფართოვდება.
  3. კონკრეტული ქმედებები: 7-12 წლის ასაკში ბავშვებს უკვე შეუძლიათ ჯგუფობრივი აზროვნება, ერთდროული აზროვნება რამდენიმე ობიექტის შესახებ, მათით მანიპულირება და მოქმედებისას ინტუიციის გამოყენება.
  4. ფორმალური ქმედებები: 12 წლის შემდეგ ბავშვი იწყებს აბსტრაქტულ აზროვნებას, მთელი გარდატეხის ასაკის განმავლობაში ყალიბდება ფორმალური აზროვნება, რეფლექსური ინტელექტი, სამყაროს შინაგანი მოდელის ფორმირება, ხდება ინფორმაციის გამდიდრება. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს ყველაზე ხშირად უფერულდება ბავშვის სულიერი სამყარო დიდი მოცულობის ინფორმაციული ნაკადის მიღების შემდეგ.

რამდენადაც ადამიანი დაბადებიდან სოციალურ გარემოშია, მასზე ყველაზე მეტად სწორედ იგი მოქმედებს, საზოგადოება ცვლის მის აზროვნებას, ღირებულებებსა და მოვალეობა-ვალდებულებებს. სოციალური გარემო ინტელექტს ენის დახმარებით, ინტელექტუალური ღირებულებისა და აზროვნების წესის მიხედვით ცვლის.


  • ტვინის აგებულების თავისებურება და ნიჭი

ადამიანის ტვინის დიდი ნახევარსფეროების ქერქი ადამიანის უმაღლეს ფსიქიკურ ფუნქციებს ახორციელებს. შესაბამისად, ტვინის მორფოლოგიური თავისებურებანი გარკვეულწილად აისახება გონებრივ შესაძლებობებზე. ადამიანის თავის ტვინი დაახლოებით 1500 გრამს იწონის, თუმცა ღარებისა და ხვეულების გამოსახულება მასზე ისეთივე განსხვავებული და ინდივიდუალურია, როგორიც სახის ნაკვთები. მეცნიერები დიდხანს ცდილობდნენ, ეპოვათ კავშირი ადამიანის ტვინის ტოპოგრაფიულ თავისებურებებსა და ინტელექტს შორის, მაგრამ ამის დადასტურება ექსპერიმენტულად ვერ მოხერხდა. სამაგიეროდ, დასაბუთებულია, რომ ტვინის სხვადასხვა არესა და ადამიანის ინდივიდუალურ ფსიქიკურ თავისებურებებს შორის მართლაც არსებობს გარკვეული კავშირი.

სიკვდილის შემდგომ იმ ადამიანების ტვინის გამოკვლევამ, რომლებიც გამორჩეული ნიჭით იყვნენ დაჯილდოებულნი, დაასაბუთა, რომ მათ ტვინის ქერქის რეცეპტორულ შრეში განსხვავებული ზომის ნეირონები ჰქონდათ. მაგალითად, გამოჩენილ მუსიკოსს, რომელიც აბსოლუტური მუსიკალური სმენით გამოირჩეოდა და ცნობილ მხატვარს, რომელსაც ფოტოგრაფიული მეხსიერება გააჩნდა, ქერქის მეოთხე რეცეპტორულ შრეში ორჯერ უფრო სქელი ნეირონები აღმოაჩნდათ, ვიდრე ასეთი ნიჭის არმქონე ადამიანებს. ალბერტ აინშტაინის ტვინის ანალიზმა ცხადყო, რომ მას მარცხენა ნახევარსფეროს ასოციაციურ ზონაში რეცეპტორული შრე ორჯერ სქელი ჰქონდა. იქვე გაცილებით მეტი იყო ე.წ. გლიური უჯრედები, რომლებიც ზომაზე დიდი ნეირონების მეტაბოლურ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა.

  • რა კვებავს ინტელექტს

  1. მაღალინტელექტუალი ადამიანების ტვინის ცენტრები გაცილებით ინტენსიურად მუშაობს და მოიხმარს ტვინის დიდ რესურსებს ბიოქიმიური ფაქტორების სახით: მედიატორებს, ნეიროპეპტიდებს და სხვა, - რაც, თავის მხრივ, მხოლოდ ტვინის შესაბამისი უბნის ოპტიმალურ მუშაობას კი არ განსაზღვრავს, არამედ ხელს უწყობს ტვინის ამ უბნის მორფოფუნქციურ განვითარებასაც.
  2. ტვინის ნორმალური მუშაობისთვის აუცილებელი ნივთიერებების სინთეზი საკვებიდან ხდება. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ბავშვებისთვის სრულფასოვანი კვება - ეს არა მხოლოდ ზრდისა და განვითარებისთვის, არამედ ინტელექტისთვის აუცილებელი ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების სინთეზისთვისაც არის საჭირო. ახალშობილის ტვინი სხეულის საშუალოდ 12%-ს შეადგენს. ზრდასრულ ასაკში ეს მაჩვენებელი 2,5%-ს უტოლდება. მცირე წონით დაბადებული ბავშვების ტვინის მომწიფება შედარებით ნელა მიმდინარეობს. ამას ყველაზე მეტად ცილები უწყობს ხელს, ამიტომ ცილების დეფიციტი ყველაზე ნეგატიურად აისახება განვითარების პროცესზე. ეს განსაკუთრებით აზიანებს არავერბალურ ინტელექტს და სივრცით შესაძლებლობებს, რომლებიც ადამიანის ფსიქიკური მოქმედების ფუნდამენტს წარმოადგენს.
  3. არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია გლუკოზა, რომელიც ტვინის მთავარი ენერგეტიკული წყაროა. მიუხედავად იმისა, რომ ტვინი სხეულის მხოლოდ 2%-ს შეადგენს, იგი ორგანიზმის მიერ გახარჯული გლუკოზის 20%-ს მოიხმარს, ამიტომ ტვინი მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, როგორ მარაგდება იგი გლუკოზით. პოზიტრონული ტომოგრაფიის საშუალებით განისაზღვრა გლუკოზის მოხმარება 100 გრამი ტვინოვანი ქსოვილის მიერ და დადასტურდა, რომ მაღალი ინტელექტუალური კოეფიციენტის მქონე ადამიანები მართლაც გაცილებით მეტ გლუკოზას მოიხმარენ.
  4. გლუკოზასა და ცილებთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია ისეთი ბიოლოგიური ორგანული ნივთიერებების როლი, როგორებიცაა ფერმენტები და ნეიროპეპტიდები, რომლებიც ნერვულ სისტემაში ელექტრული სიგნალებისა და იმპულსების გავრცელებას უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ მაღალინტელექტუალური ადამიანის ტვინის რომელიმე უბანში გლუკოზისა და ნეირომედიატორების გაძლიერებული ხარჯვა სხვა უბნებში ამ ნივთიერებების დეფიციტს იწვევს. დადგენილია, რომ ამის გამო ნიჭიერი ბავშვების უმრავლესობას ყველაზე ხშირად აწუხებს ალერგიული რეაქციები და უვითარდება მხედველობის დარღვევა - მიოპია.
  5. ტვინის ნორმალური მუშაობა მნიშვნელოვანწილად იმაზეა დამოკიდებული, როგორ მუშაობს მასში ე.წ. ქოლინერგული სისტემა - ეს ნერვული უჯრედების გროვაა, რომელშიც იმპულსების გადაცემა მედიატორი აცეტილქოლინის მიერ ხორციელდება. იგი ნერვული სისტემის საკმაოდ დიდ არეალს მოიცავს, იწყება პერიფერიიდან - ტვინის ღეროსა და ქერქქვეშა არეებიდან - და ქერქზე ვრცელდება. სწორედ ქოლინერგულ სისტემასთან არის დაკავშირებული სწავლების პროცესი.

  • ემოციური ინტელექტი

უკანასკნელ ხანს სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ადამიანის შეფასება ემოციური ინტელექტის დონის მიხედვით. ესენი უნარებია, რომლებიც როგორც საკუთარი, ისე სხვების ემოციების გაგებისა და შემეცნების უნარს გვაძლევს. სწორედ ემოციური ინტელექტით აიხსნება, რომ ის, ვინც სკოლაში ცუდად სწავლობდა, ზრდასრულ ასაკში ხშირად კარგ მოსწავლეებზე უკეთეს კარიერას იწყობს. ასე რომ, მაღალი IQ წარმატების გარანტია არ ყოფილა. ემოციური ინტელექტი 4 საბაზო კომპონენტს მოიცავს:

  1. თვითშემეცნებას - ადამიანის უნარს, ადეკვატურად შეაფასოს თავისი ემოციური მდგომარეობა და შესაძლებლობები.
  2. თვითკონტროლს. საკმარისი არ არის ემოციების შეცნობა, აუცილებელია მათი მართვაც. კარგად განვითარებული ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები გარშემო მყოფთა მიმართ კეთილგანწყობილნი არიან, რთულ სიტუაციებში სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებას, აქვთ ფასეულობებისა და ღირებულებების მწყობრი სისტემა.
  3. ემპათიას - ეს ემოციური მოხერხებაა, უნარი, მოუსმინო გარშემო მყოფთა გრძნობებს და არ იტრიალო მხოლოდ საკუთარი პრობლემების ირგვლივ.IV. ურთიერთობათა დამყარების უნარს. უნდა შეგეძლოს სხვათა ემოციების მართვა. ეს ახალი იდეების გაჩენას უწყობს ხელს, აგრეთვე საუკეთესო საშუალებაა კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად ან უკვე მომხდარი გაუგებრობების მოსაგვარებლად.
  4. მოტივაციას - ადამიანის განვითარებისა და პროგრესის წარმართველ ძალას.

  • ქალები და მამაკაცები

დიდხანს მიაჩნდათ, რომ მამაკაცის ინტელექტი აღემატება ქალისას. ამის შესახებ დარვინიც კი წერდა: "მამაკაცები ძლიერნი, მამაცნი, აგრესიულნი, ენერგიულნი და ქალებზე გაცილებით მოაზროვნენი არიან". დღეს ქალებისა და მამაკაცების ინტელექტს შორის განსხვავების დადგენა ე.წ. ინტელექტის კოეფიციენტის საშუალებით ხდება.

მამაკაცები გაცილებით მაღალ შედეგებს აჩვენებენ ლექსიკურ მარაგში, მათემატიკაში, სივრცეში ორიენტაციაში, ასოციაციურ აზროვნებასა და მეხსიერებაში, ქალები - კითხვასა და აღქმის სისწრაფეში. გარკვეულ ხანს, გარდატეხის ასაკში, გოგონები ვაჟებს მცირედ სჯობნიან კიდეც, მათი ინტელექტის საშუალო კოეფიციენტი 100,64-ია, ხოლო ვაჟებისა - 100,48. ხანგრძლივი კვლევის შედეგად, რომელიც 1966 წლიდან მიმდინარეობდა, მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ დასაბუთებული განსხვავება ინტელექტში სქესის მიხედვით არ არსებობს. ერთადერთი, რაშიც მამაკაცების უნარი ქალებისას ნამდვილად აღემატება, სივრცეში ორიენტირება ყოფილა.