ინტელექტის კოეფიციენტი

.
ინტერნეტში - რომელიც სადღეისოდ ასე ხელმისაწვდომი გახდა - მსურველები უამრავ ასეთ ტესტს პოულობენ და თავგამოდებით ავსებენ მათ, მერე კი ნაცნობ-მეგობრებში თავს იწონებენ მაღალი ქულებით. სინამდვილეში ბევრმა ისიც კი არ იცის ზუსტად, რას წარმოადგენს IQ, როგორ განისაზღვრება იგი, შეესაბამება თუ არა ინტერნეტში ნაპოვნი ესა თუ ის ტესტი სტანდარტულ, ნამდვილ ტესტებს და სხვა. ვეცდებით, მეტ-ნაკლებად დავაკმაყოფილოთ მკითხველთა ინტერესი.
ინტელექტის კოეფიციენტი - IQ
ინტელექტის კოეფიციენტი - IQ (ინგლის. IQ - Intelligence Quotient; იკითხება როგორც "აი ქიუ") ადამიანის ინტელექტის დონის რაოდენობრივი შეფასებაა და აღნიშნავს ინდივიდის ინტელექტის დონის შეფარდებას იმავე ასაკის საშუალოსტატისტიკური ადამიანის ინტელექტის დონესთან. IQ ითვალისწინებს ლოგიკურ აზროვნებას, დასახული მიზნის მიღწევისა და დასაბუთებული მსჯელობის უნარს, თვითკრიტიკას.
- 0-დან 19-მდე IQ გონებაჩლუნგობას მოწმობს;
- 20-36 ერთეული - აზროვნების უკმარობას;
- 69-85 ერთეული - ნორმასთან ახლოა;
- 86-114 - ნორმაა;
- 115-124 ერთეული - ნორმაზე მეტია;
- 125-134 ერთეული - ინტელექტის მაღალი დონეა;
- 135 ერთეულზე მეტის მფლობელები კი გენიოსები არიან.
IQ სპეციალური ტესტების საშუალებით განისაზღვრება. IQ ტესტები აზროვნებაზეა გათვლილი და არა ცოდნის დონეზე (ერუდიციაზე). ერთი სიტყვით, ინტელექტის კოეფიციენტი საერთო ინტელექტუალური ფაქტორის შეფასების მცდელობაა.
ისტორია
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
პირველი ინტელექტუალური ტესტები მე-7 საუკუნეში ჩინეთში გაჩნდა. მათი საშუალებით ამოწმებდნენ ჩინოვნიკთა შესაძლებლობებს. მე-20 საუკუნის დასაწყისში ადამიანის აზროვნების შესაძლებლობათა "გასაზომი" მეთოდის ძებნა საფრანგეთშიც დაიწყო. 1905 წელს ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ფრანგული ლაბორატორიის დამაარსებელმა დოქტორმა ალფრედ ბინემ და პარიზის პედაგოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელმა თეოდორ სიმონმა შექმნეს პირველი პრაქტიკული ტესტი ინტელექტუალური დონის შესამოწმებლად. ეს ტესტი იმ ბავშვების განსათესად იყო განკუთვნილი, რომლებიც გონებრივი განვითარებით ვერ ეწეოდნენ თანატოლებს და განსაკუთრებული პროგრამით სჭირდებოდათ სწავლა.
ბინეს იდეებმა განვითარება პოვა გერმანელი ფსიქოლოგისა და ფილოსოფოსის უილიამ შტერნის ნაშრომებში. სწორედ ამ უკანასკნელმა შემოიღო 1912 წელს ინტელექტის კოეფიციენტის ცნება.
შტერნის მიხედვით ინტელექტის კოეფიციენტს ზომავდნენ ფორმულით: (გონებრივი ასაკი/ფიზიკურ ასაკზე)X100. IQ პირველად 1916 წელს IQნა გამოყენებული სტენფორდ-ბინეს ინტელექტის სკალაში. აშშ-ში ინტელექტის ტესტების გამოყენება 1917 წელს დაიწყეს, როდესაც ქვეყანა პირველ მსოფლიო ომში ჩაერთო. ფსიქოლოგ ლუის ტერმენის მიერ ადაპტირებული IQ-ტესტებით განისაზღვრებოდა არმიაში შესულ ახალწვეულთა გონებრივი განვითარება.
მალე ტესტები მეტად პოპულარული გახდა. მათი გამო ფსიქოლოგმაყენება დაიწყეს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის - სამუშაოზე მიღების დროსაც (რაც დღეს კანონმდებლობით არის აკრძალული). 1940 წელს დევიდ ვექსლერმა შექმნა ზრდასრულთა ტესტირების შედარებით უფრო მრავალმხრივი და ზუსტი მეთოდიკა, რომელიც ასაკზე კი არ ორიენტირდებოდა, არამედ პოპულაციაში ინტელექტუალური შესაძლებლობების ნორმალურ განაწილებაზე. შედეგად ამ მეთოდიკის გამოყენება ბავშვებშიც გახდა შესაძლებელი.
სწორედ ამ მეთოდიკებზეა დამყარებული ინტელექტუალური განვითარების კოეფიციენტის განმსაზღვრელი თანამედროვე სტანდარტული ტესტები. ბოლო ხანს IQ ტესტებისადმი ინტერესი საკმაოდ გაიზარდა, რის გამოც გაჩნდა უამრავი უსაფუძვლო სკალა, ამიტომ სხვადასხვა ტესტის შედეგების შედარება მეტად რთულია და თავად IQ-ს ქულებმა ინფორმაციული ფასეულობა დაკარგა.
ტესტები
ყოველი ტესტი შედგება მრავალი სხვადასხვა დავალებისგან, რომლებიც თანდათანობით რთულდება. ლოგიკურთან ერთად აქ გვხვდება ისეთი დავალებებიც, რომელთა შესრულება ფართო თვალსაწიერის ქონას მოითხოვს და სხვა ტიპის დავალებებიც. ტესტის შედეგების მიხედვით გამოითვლება IQ. შემჩნეულია, რომ ტესტის რაც უფრო მეტ ვარიანტს გაივლის გამოსაცდელი, მით უფრო უკეთეს შედეგს აჩვენებს ის.
შედარებით ცნობილ ტესტად აიზენკის ტესტი მიიჩნევა, უფრო ზუსტ ტესტებად კი - დ. ვექსლერის, ჯ. რავენის, რ. ამტჰაუერისა და რ. ბ. კეტელის ტესტები.
სადღეისოდ IQ ტესტების ერთიანი სტანდარტი არ არსებობს. ტესტები დაყოფილია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით და აჩვენებს ადამიანის განვითარებას ასაკის შესაბამისად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, 10 წლის ბავშვს და უნივერსიტეტდამთავრებულს შეიძლება ერთნაირი IQ ჰქონდეთ, იმიტომ, რომ თითოეული მათგანის განვითარება მათსავე ასაკობრივ ჯგუფს შეესაბამება.
აიზენკის ტესტი დამუშავებულია მოზრდილთა ჯგუფისთვის (18 წლიდან ზემოთ) და IQ-ს მაქსიმალურ 180-ქულიან დონეს მოიცავს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იმ ტესტების უმრავლესობა, რომელთა პოვნაც ინტერნეტის ქსელშია შესაძლებელი და რომლებსაც IQ-ს გაზომვის პრეტენზია აქვს, არაკომპეტენტური ორგანიზაციებისა და პირების მიერ არის დამუშავებული და ჩვეულებრივზე მაღალ შედეგებს აჩვენებს. ყველა კვლევა, რომელიც ადასტურებს IQ-სა და ინტელექტის კავშირს, განსაზღვრავს დავალებების ამოხსნის საერთო შესაძლებლობებს, აკადემიურ და პროფესიონალურ პოტენციალს, მხოლოდ პროფესიონალური IQ ტესტების შედეგებს უნდა ეყრდნობოდეს, მაგალითად, ვექსლერისა და სხვათა ტესტებს.
რა ახდენს გავლენას IQ-ზე
გამოკვლევების თანახმად, ადამიანის ინტელექტუალური კოეფიციენტის დონეზე სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას - გენები და მემკვიდრეობა, გარემო პირობები, ძუძუთი გახანგრძლივებული კვება, ჯანმრთელობა და ჯანმრთელი საკვები, ასაკი, სოციალური მემკვიდრეობა, მშობლების კეთილდღეობა, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, დემოკრატიის ხარისხი... რასას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა IQ-ს ყველაზე მაღალი საშუალო მაჩვენებელი მსოფლიოში იაპონელებს აქვთ - 111 ერთეული. იაპონელთა 10%-ის IQ 130 ერთეულზე მეტია.
რაც შეეხება სქესს, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ინტელექტის დონე მამაკაცებსა და ქალებში საერთო ჯამში ერთნაირია. ამასთანავე, მამაკაცებში უფრო მეტია განსხვავება, ანუ მათ შორის ბევრია როგორც ძალიან ჭკვიანი, ასევე ძალიან გონებაშეზღუდულიც. გარდა ამისა, მამაკაცებსა და ქალებს შორის შეინიშნება გარკვეული სხვაობა ინტელექტის სხვადასხვა მხარის გამოხატვის კუთხით. ხუთ წლამდე ეს სხვაობა არ არსებობს, ხუთი წლიდან კი ბიჭუნები სივრცითი ინტელექტით და მანიპულირების შესაძლებლობით გოგონებს უსწრებენ, სამაგიეროდ, გოგონები ბიჭუნებს ვერბალური შესაძლებლობებით იტოვებენ უკან.
რა თქმა უნდა, IQ-ს დონეზე გავლენას ახდენს ბავშვის განსავითარებელი სისტემატური გაკვეთილები და სპეციალურად დამუშავებული თამაშები. ამ უკანასკნელთა მთავარი ფასეულობა ის არის, რომ ისინი მხოლოდ ანალიტიკურ აზროვნებასა და ლოგიკას კი არ ავითარებენ, არამედ, ამავე დროს, ასტიმულირებენ გარე სამყაროს შეცნობის ინტერესს, ხელს უწყობენ ყურადღების კონცენტრაციის ჩამოყალიბებას, ავითარებენ დაკვირვებისა და მიზნისაკენ სწრაფვის უნარს, საშუალებას გვაძლევენ, აღმოვაჩინოთ და უფრო სრულყოფილი გავხადოთ შემოქმედებითი შესაძლებლობები. გარდა ამისა ბავშვებს თამაშის ფორმით მიწოდებული მრავალი სასარგებლო რჩევა და პრაქტიკული ჩვევები უფრო მეტად ამახსოვრდებათ.
IQ-ს კრიტიკა
სინამდვილეში, როგორც მეცნიერთა უმრავლესობა აღნიშნავს, IQ-ტესტების მაღალ შედეგებსა და იმას შორისაც, რასაც ჩვენ ადამიანურ გონებას ვეძახით, კავშირი არცთუ სარწმუნოა. ტესტები, რომელთა ამოსახსნელად განსაზღვრული დროა გამოყოფილი, უპირველეს ყოვლისა, გამოსაცდელის აზროვნების სისწრაფისა და იმ უნარის დემონსტრირებას ახდენს, თუ როგორ შეძლებს ის სტანდარტულ ამოცანებზე სტანდარტული პასუხების მოძებნას.
ინტელექტუალურ კოეფიციენტს ხშირად "გონებრივ პოტენციალსაც" უწოდებენ - ტესტების შედეგები ხომ იმას აჩვენებს, რა ძალუძს გამოსაცდელს და არა იმას, ახდენს თუ არა ადამიანი საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას. IQ-ტესტირება არავითარ წარმოდგენას არ იძლევა ინტუიციაზე, დაკვირვებულობაზე, შემოქმედებით შესაძლებლობებზე, ერუდიციაზე. სტატისტიკის მიხედვით, ბევრია ისეთი მოსწავლე, რომელიც, IQ-ს მაღალი მონაცემების მიუხედავად სკოლას საშუალო ან საშუალოზე დაბალი მოსწრებით ამთავრებს - ინტელექტის გარდა ხომ წარმატების მისაღწევად ისეთი პიროვნული თვისებებიცაა საჭირო, როგორებიცაა მიზანსწრაფულობა, მიღებული მასალის ათვისება და სიჯიუტეც კი.
სხვათა შორის, ზოგიერთი ცნობილი თანამედროვე მეცნიერის IQ უცნობია. ცნობილმა ფიზიკოსმა და მეცნიერების პოპულარიზატორმა სტივენ ჰოკინგმა, რომელიც თანამედროვე ფიზიკის გენიოსად მიიჩნევა, უარი თქვა ეპასუხა კითხვაზე საკუთარი IQ-ს შესახებ და IQვე დაამატა, რომ "ყველა, ვისაც საკუთარი IQ-თი მოაქვს თავი, ხელმოცარული, უიღბლო ადამიანია".
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს IQ-ტესტების დახმარებით ინტელექტუალური შესაძლებლობების შეფასება სულ უფრო მეტად იწვევს ეჭვს, მაღალი ინტელექტუალური კოეფიციენტის ქონა მაინც ერთგვარი სიამაყის მომგვრელია. ზემაღალი ინტელექტის მფლობელები კლუბებში ერთიანდებიან, სადაც მხოლოდ იმ ადამიანებს იღებენ, რომელთა IQ-ც საშუალოზე მაღალია. ყველაზე ძველ და ცნობილ კლუბად "მენსა" (ლათ. "მაგიდა") ითვლება, რომელიც 1946 წელს დაარსდა ინგლისში. ამ კლუბის წევრები ხდებიან ის ინტელექტუალები, რომლებმაც IQ-ტესტში ადამიანთა 98%-ზე უკეთესი შედეგი აჩვენეს - ტესტირების მეთოდებიდან გამომდინარე, მინიმალურ "გამსვლელ" ქულებად 132-148 ერთეული ითვლება, ხოლო "მენსას" ზოგიერთ ნაციონალურ ქვეგანყოფილებაში ახალ წევრებს ძირითადთან ერთად საკუთარ ტესტებსაც ავსებინებენ. კლუბ "მენსას" ცნობილი წევრები იყვნენ და არიან: ფანტასტი აიზეკ აზიმოვი, მსახიობი ჯინა დევისი, რეჟისორი კვენტინ ტარანტინო და სხვები.