/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

უსიამოვნო შენაძენი

უსიამოვნო შენაძენი
ძალიან ცუდი ჩვევა მაქვს - თავდაუზოგავად ვმუშაობ, სანამ არ აღმოვაჩენ, რომ მძიმე სამუშაოს კიდურებზე არასასიამოვნო კვალი დაუტოვებია.

როგორ მოვიშორო ეს უსიამოვნო შენაძენი?

კოჟრებს ტერფებზე მჭიდრო, მოუხერხებელი ფეხსაცმელი აჩენს, ხელისგულებზე კი - არასწორი ფიზიკური დატვირთვა ან უჩვეულო, მძიმე სამუშაო, მით უმეტეს - როცა ადამიანი ხელთათმანების გარეშე საქმიანობს, ასევე - სიმებიან ინსტრუმენტზე დაკვრა. ამ უსიამოვნების პროვოცირება შეიძლება ბრტყელტერფიანობამაც გამოიწვიოს: ამ დროს ტერფზე დაწოლა განაწილებულია არაზომიერად, არათანაბრად და პრობლემური ადგილები კანის გაუხეშებით "პასუხობენ".

გაითვალისწინეთ: თუ ტერფებზე კოჟრები გიჩნდებათ რეგულარულად, მუდმივი და მძიმე სამუშაოს გარეშეც, კანზე მუდმივი ზრუნვისა და ყურადღების გარდა, აუცილებლად დაგჭირდებათ დერმატოლოგის კონსულტაცია. ექიმი სათანადო გამოკვლევებს ჩაგიტარებთ და პროფილაქტიკის საშუალებებსაც მიგითითებთ.

დროა ვიმოქმედოთ!

  • კანის დაზარალებულ ადგილებს დაეხმარება ჭინჭრის ცხელი აბაზანა: 2 სუფრის კოვზ ჭინჭრის დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ლიტრი თბილი წყალი, ეს ნაყენი შესანიშნავი აბაზანაა!
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პროცედურის შემდეგ (ეს შეიძლება 10-15 წუთი გაგრძელდეს) ფეხებსა და ხელებზე გადაივლეთ ცივი წყალი. გადაისვით ცხიმიანი საცხი და გაიკეთეთ მასაჟი, ჩაიცვით რბილი ბამბის ქსოვილისგან დამზადებული წინდები ან ხელთათმანები და ყველაზე თვისუფალი კომფორტული ფეხსაცმელი.

თბილი აბაზანის შემდეგ კანში შეიძლება შეიზილოთ შემდეგი ნარევი: სახამებელი, გლიცერინი და სუფთა კუპრი (ის აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიცემა). ნარევი მზადდება შემდეგი თანაფარდობით 3:3:1.

  • თუ კოჟრი ტკივილს ან უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს, მაშინ დაგეხმარებათ თბილი აბაზანა, რომელიც დამზადებული იქნება კალიუმპერმანგანატის ოდნავ ვარდისფერი ხსნარით, რომელსაც უნდა დაუმატოთ 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი.
შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

ამ აბაზანაში ფეხები 15-20 წუთი გააჩერეთ, არ შეიმშრალოთ, ისე შეიშრეთ. ტკივილი სწრაფად გაგივლით.

  • თუ უსიამოვნო შეგრძნებები გზაში გაგიჩნდებათ, სახლში დაბრუნებისთანავე ტრავმირებულ ადგილებზე გადაივლეთ ცივი საპნიანი წყალი, შემდეგ შეიზილეთ საცხი, რომელიც შეიცავს თუთიას, გლიცერინს, ტალკს, შემდეგ დაიწებეთ ბაქტერიციდული პლასტირი.

ბუშტივით გასკდა

თუ კოჟრს ყურადღებას არ მიაქცევთ და არანაირ ზომებს არ მიმართავთ, შემდგომში კანზე გაჩნდება სეროზული სითხე და ბუშტი. "ტენიანი" კოჟრი აუცილებლად უნდა გაიხსნას სპირტით წინასწარი დამუშავების შემდეგ (სპირტით უნდა დამუშავდეს ნემსიც), ასეთი "ოპერაციის" შემდეგ ჩაიტარეთ კანის დეზინფიცირება კალიუმპერმანგანატის ხსნარით, ბრილიანტის მწვანეს ხსნარით ან ფურაცილინით, შემდეგ აუცილებლად დაიკარით ბაქტერიოციდული პლასტირი.

არ დაგავიწყდეთ: კოჟრი - ეს ღია კარია ინფექციებისთვის, რომელთაც შეუძლიათ კანის დაავადებები გამოიწვიონ.

  • სახლში გახსენით 2 ლიტრ წყალში 1 ჩაის კოვზი სოდა, 1 სუფრის კოვზი საპონი და 1 ჩაის კოვზი ნიშადურის სპირტი. თუ კოჟრის გარშემო კანზე ანთებითი პროცესი განვითარდა, დაუმატეთ წყალს გვირილის მუქი ნაყენი ან მრავალძარღვას ნაყენი.

ასეთი აბაზანების გაკეთება აუცილებელია ყოველდღიურად. დაიორთქლეთ ფეხები ნახევარი საათის განმავლობაში, შემდეგ გაიხეხეთ კოჟრი პემზით და წაისვით ცხიმიანი საცხი. როგორც წესი, კოჟრის მოსაშუშებლად საკმარისია 6-8 პროცედურა.

დაგეხმარებათ ვიტამინები

ყველაზე ხშირად კოჟრები ტერფებზე ჩნდება. თუ ეს მუდმივად ერთსა და იმავე ადგილზე ხდება, აუცილებლად აჩვენეთ თქვენი ფეხები ექიმ-ორთოპედს. ექიმი გამოიკვლევს და ახსნის კანის დეფორმაციის ზუსტ მიზეზებს, თუ რატომ ხდება ეს სწორედ აღნიშნულ ადგილებში და შეარჩევს სპეციალურ ორთოპედიულ ფეხსაცმელს ან ორთოპედიულ ჩასაფენებს ან ჩასადგმელს.

თუ კოჟრები ტერფებზე ხშირად ჩნდება, შეგიძლიათ ჩაიტაროთ A ვიტამინით მკურნალობის კურსი (ის კარგად არბილებს კანს). ძალიან სასარგებლოა დაიზილოთ კანი პომიდვრის პატარა ნაჭრით ან პომიდვრის საწებელით.

გაუფრთხილდით საკუთარ ფეხებს: საგანგებოდ შეარჩიეთ ფეხსაცმელი. შეიძლება ის იყოს მოდური, ლამაზი, ექსტრავაგანტული, მაგრამ უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს მორგებული, მოხერხებული და არ უნდა შეგიქმნათ დისკომფორტი, არ უნდა იყოს მჭიდრო და მოჭერილი. ის ხელს უშლის კიდურებში სისხლის მიმოქცევას, ირღვევა კვება და სწორედ ეს ხდება მიზეზი კანზე გაჩენილი სხვადასხვა დეფორმაციისა და სხვა სერიოზული დაავადებებისა.

დაიმახსოვრეთ: არ ატაროთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მუდმივად, უპირატესობა მიანიჭეთ თავისუფალ ფეხსაცმელს, რომელიც ნატურალური ტყავისგან იქნება დამზადებული, უნდა შეარჩიოთ ზუსტი ზომა და არამც და არამც ოდნავ დიდი ან ოდნავ პატარა! ამას სავალალო შედეგი მოჰყვება.

კოჟრის მოცილებაში ლაზერი დაგეხმარებათ

* კოჟრებს ეფექტურად აცილებენ პედიკიურის აპარატის საშუალებით კოსმეტიკურ სალონებში;

* მშრალი დაბერებული კოჟრების მოცილება ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. ამიტომ უმჯობესია მიმართოთ ექიმს.

* ტერფებზე არსებული კოჟრების ლაზერით მოშორება კეთდება ადგილობრივი ანესთეზიით და აქრობს მათ კანის ზედაპირიდან.

კომენტარები (3)
ქეთა
სად წვავენ კოჯრებს ლაზერით?შეგიძლიათ კოორდინატები მოგვაწოდოთ?
თარიღი : 18-09-2016
დიანა
სად კეთდება კოჟრის მოცილება ლაზერით?
თარიღი : 03-07-2016
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

უსიამოვნო შენაძენი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები