სპილენძის ფარი, ვერცხლის მახვილი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */
ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */
ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */
ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */
ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */
ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */
ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */
ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */
ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
შეიძლება თუ არა მათი ერთდროულად გამოყენება? როდის და როგორ უნდა გამოვიყენოთ ისინი?
სპილენძისა და ვერცხლის სამკურნალო თვისებებს ჩვენი წინაპრები ძველთაგანვე იცნობდნენ. ვერცხლის მონეტებით მკურნალობდნენ ჭრილობებს, სპილენძის საშუალებით თავს იცავდნენ შავი ჭირისგან... სპილენძსა და ვერცხლს სამკურნალო მიზნით იყენებდნენ ტიბეტშიც.
საინტერესოა, რომ ეს ლითონები ერთმანეთის თვისებებს აძლიერებს. საქმე ის არის, რომ სპილენძისა და ვერცხლის ერთმანეთთან შეხებისას წარმოიქმნება პოტენციალთა სხვაობა, მათი იონები კი წყალში გამოიყოფა. ამავე დროს, ვერცხლის ზედაპირზე წარმოქმნილი ოქსიდი წყალში ნელა იხსნება და მას ვერცხლის იონებით ამდიდრებს.
ნივთიერებათა ცვლის პროცესში ძირითადი როლი სპილენძს ეკისრება: იგი აძლიერებს იმუნიტეტს, აქვს მძლავრი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მისი უკმარისობა ხელს უწყობს იშემიის, ასთმის, შაქრიანი დიაბეტის, ტუბერკულოზის, ანემიის, ოსტეოპოროზის, ორსულთა ტოქსიკოზის, ეპილეფსიის, სიმსუქნის განვითარებას, უარყოფითად მოქმედებს გონებრივ და ფიზიკურ აქტიურობაზე.
ადამიანის დღეღამური მოთხოვნილება სპილენძზე 3-5 მგ-ია. პროდუქტები, რომლებსაც ყოველდღიურად მივირთმევთ, ჩვეულებრივ, 2-5 მგ სპილენძს შეიცავს. ეს თითქოს საკმარისია, რომ მისი დეფიციტი არ განვითარდეს, მაგრამ სწორედ ამაში იმალება პარადოქსი: აღმოჩნდა, რომ საკვებთან ერთად მიღებული სპილენძი ძნელად ასათვისებელია. ორგანიზმი იღებს მხოლოდ 30%-ს.
სულ სხვა საქმეა სპილენძისა და ვერცხლის ხსნარი: მათში სპილენძი თავისუფალი იონების სახით შედის, რომელსაც ორგნიზმი სრულად იწოვს. როგორ მოვამზადოთ ეს ჯადოსნური ხსნარი?
საჭიროა იონატორი. ვერცხლის კოვზზე დავახვიოთ სპილენძის მავთული (უმჯობესია, გამოიყენოთ საბჭოთა წარმოების 916 სინჯის ვერცხლი, მაგრამ არა მოსევადებული, რადგან მის შემადგენლობაში შედის ტყვია). სპილენძის მავთული შეიძლება ამოვიღოთ ძველი სადენებიდან. ლითონები ერთმანეთს აუცილებლად მჭიდროდ უნდა ეკვროდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ (კოვზსა და სპილენძს) შორის წარმოიქმნება ნალექი და იონთა გამოყოფა შემცირდება. მირჩილული მავთულის გამოყენება არ შეიძლება, რადგან მის შემადგენლობაში შედის მავნე ნივთიერებები - ტყვია, კადმიუმი, სტიბიუმი და სხვა.
შინაურ პირობებში სამკურნალო ხსნარი შემდეგნაირად შეიძლება მომზადდეს: ჩაასხით წყალი სპილენძის ჭურჭელში და იონატორი მასში ჩადეთ.
აიღეთ 1/2-1/2 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი, ჩაუშვით მასში იონატორი და დატოვეთ 24 საათით.
ჭიქაში მოათავსეთ იონატორი, დაასხით 10 მლ ადუღებული წყალი და დააყენეთ 1-2 საათით. #1 და #2 ხსნარებს ძირითადად მომზადებისთანავე იყენებენ გაციებისა და ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვის, იმუნიტეტის გასაძლიერებლად, სპილენძის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის.
იონატორიან ჭიქაში ჩააწვეთეთ 5-6 წვეთი ლიმონის წვენი ან 3-4 წვეთი ძმარი. დაასხით 1/2 ჭიქა ადუღებული წყალი და გააჩერეთ 1/2 საათით გაცივებამდე. ვერცხლის იონები ლიმონისა და ძმრის მჟავებთან ერთად წარმოქმნიან მტკიცე ნაერთებს. ხსნარი შეიძლება შეინახოთ ერთ თვეზე მეტხანს. #3 ხსნარი გამოიყენება დაავადებების მწვავე ფორმის დროს.
მომინანქრებულ ქვაბში ან ცეცხლგამძლე შუშის ჭურჭელში მოათავსეთ იონატორი და 0,25 გ ასპირინი, დაასხით 1 ჭიქა წყალი, დაადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ გააცივეთ. თუ გაცხელებისას წყალი აიმღვრა და თეთრი ნალექი წარმოიქმნა, ნუ შეგეშინდებათ - ეს ხსნარის ხარისხზე არ იმოქმედებს. #4 ხსნარი გამოიყენება კანის დაავადებების დროს.