/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ინფექციური

აისბერგის მწვერვალი

აისბერგის მწვერვალი
ცხოველისა თუ მწერის ნაკბენით გამოწვეულ დაავადებათა ეპიდემიოლოგიასა და სტატისტიკურ აღრიცხვაზე ინფექციონისტი ნინო გაბისონია გვესაუბრება.

.

- რას ნიშნავს დაავადების ეპიდემიოლოგია?

- ტერმინი "ეპიდემიოლოგია" მხოლოდ ინფექციურ დაავადებათა შესწავლას არ გულისხმობს, თუმცა ხალხში ეპიდემიოლოგიურ სამსახურს რატომღაც მაინც ინფექციურ პროცესთა კონტროლთან აიგივებენ. ეპიდემიოლოგიის მიზანია ინფექციური და არაინფექციური დაავადებების წარმოშობისა და გავრცე-ლების კანონზომიერებათა გამოვლენა, მათთან ბრძოლისა და პროფილაქტიკის გზების შემუშავება.

ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კვლევა გულისხმობს ამ დაავადებებზე დაკვირვებას, ისტორიულ და გეოგრაფიულ აღწერას, მონაცემების შეჯერებასა და შეფასებას ექსპერიმენტული, სტატისტიკური და ლოგიკური ანალიზის საშუალებით. ავადობის მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ გამოვლენილ და ოფიციალურად რეგისტრირებულ შემთხვევათა რაოდენობას, რაც დამოკიდებულია ზუსტ დიაგნოსტიკაზე, კლინიკურ-ლაბორატორიულ კვლევებზე, სამედიცინო დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკურ და კადრებით უზრუნველყოფაზე და მრავალ სხვა ფაქტორზე. აქედან გამომდინარე, ავადობის მაჩვენებელი აისბერგის მხოლოდ მწვერვალია, სინამდვილეში ნებისმიერი დაავადების შემთხვევათა რიცხვი გაცილებით დიდია.

  • ტკიპისმიერი ლაიმ-ბორელიოზი

ტკიპისმიერი ლაიმ-ბორელიოზი, იგივე ლაიმის დაავადება, პირველად 1975 წელს აღწერეს აშშ-ის ქალაქ ლაიმში. მიმდინარეობდა ართრიტით, ჰქონდა ლოკალური აფეთქების სახე და ტკიპის ნაკბენით იყო გამოწვეული. შემდგომ გაირკვა, რომ დაავადების გავრცელების გეოგრაფიული არეალი გაცილებით ფართოა. ის გვხვდება ევროპასა და აზიაშიც, მათ შორის - საქართველოშიც. ლაიმის დაავადებისთვის დამახასიათებელია სეზონურობა - გაზაფხულზე და ზაფხულში გახშირება. დაავადების ბუნებრივი კერები უმთავრესად ზომიერი კლიმატური ზონის ტყიან ლანდშაფტში მდებარეობს. რუსეთში ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საშიშია ტაიგა. საზოგადოდ, რუსეთში ლაიმის დაავადება ძალზე ხშირია. ტკიპის ჭუპრი ხშირად პარაზიტობს წვრილ მღრღნელებზე, ხოლო მომწიფებული ინდივიდი - ხერხემლიანებზე, უმთავრესად - ტყის ცხოველებზე, არცთუ იშვიათად - ძაღლებზეც. ადამიანი ტკიპის ნაკბენით ინფიცირდება. დაავადებული ადამიანისგან ჯანმრთელს ინფექცია არ გადაედება.

  • ლეიშმანიოზი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დაავადების გადამტანია მდედრი მოსკიტი. ახასიათებს შინაგანი ორგანოების დაზიანება. ვლინდება ცხელებით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, ანემიით, ლეიკოციტების ოდენობის მკვეთრი დაქვე-ითებით (ვისცერული ლეიშმანიოზი), კანისა და ლორწოვანი გარსების შემოფარგლული დაზიანებით, მათი დაწყლულებითა და ნაწიბურების გაჩენით (კანის ლეიშმანიოზი, კან-ლორწოვანის ლეიშმანიოზი).

ვისცერული ლეიშმანიოზი გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში, მათ შორის - საქართველოში. ფართო გეოგრაფიული გავრცელების გამო მოგზაურობის მოყვარულებს ვურჩევთ, სიფრთხილე გამოიჩინონ და თავდაცვის ყველა შესაძლო საშუალება გამოიყენონ. ვისცერული ლეიშმა-ნიოზის რეზერვუარს წარმოადგენენ ძაღლები და მათი მსგავსი გარეული ცხოველები (ტურა, მელა), იშვიათად - ავადმყოფი ადამიანიც, კანის ქალაქის ტიპის ლეიშმანიოზისას - ავადმყოფი და ძაღლები, სოფლის ტიპის ლეიშმანიოზისას კი მღრღნელები (მექვიშია, თრია, ვირთხა და სხვა). მოსკიტები მრავლდებიან სარდაფებში, გამოქვაბულებში, ფრინველთა ბუდეებში, კლდის ნაპრალებში, ხის დაბუ-რულ ტოტებში. ტროპიკულ ქვეყნებში ისინი მთელი წლის განმავლობაში გვხვდებიან, საქართველოში კი მხოლოდ გაზაფხულზე და ზაფხულში. ეს მწერები საღამო ხანს, მზის ჩასვლისას აქტიურდებიან, ბუდე-ებს ტოვებენ და პარკებსა და სკვერებში დაფრინავენ. მდედრი მოსკიტი ავადმყოფი ადამიანის ან ცხოველის სისხლის წოვისას ინფიცირდება, ინფიცირებული მოსკიტი კი ნებისმიერი ადამიანისთვის საშიშია.

  • მალარია

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.დღეს ჩამოვედით სოფელში. ჩემი ბებოს ძაღლი მგელს ან ტურას დაუგლეჯია ორი თვის წინ. დიდი ჭრილობა ქონია კისერთან ,მაგრამ მოურჩენიათ და ახლა კარგადაა ძაღლი. ჩვეულებრივადაა. მყავს ბავშვები ახლა რა მაინტერესებს ჩვენ ძაღლს უტარდება აცრები ყოველ წელს ,როგორც ბებომ მითხრა. ცოფიან მგელს ან ტურას რომ დაეგლიჯა ორი თვის წინ ამდენი ხანი ხომ გამოუვლინდებოდა ჩემს ძაღლს ცოფის სიმპტომები? ვნერვიულობ ბავშვებს ეზოშო ყოველ წამს გიჟივით ვერ გავაკონტროლებ თან უყვართ და თამაში უნდათ</p>

დაავადების გამომწვევი - პლაზმოდიუმი - ადამიანის ორგანიზმში ანოფელესიის გვარის მდედრი კოღოს საშუალებით ხვდება. დაავადება მიმდინარეობს შეტევითი ხასიათის ციებ-ცხელებით, პროგრესირებადი ანემიით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, ახასიათებს რეციდივები. ინფექიცის წყაროს წარმოადგენს პარაზიტმატარებელი ადამაინი, რომლის სისხლშიც ორივე სქესის პლაზმოდიუმი ბინადრობს. კოღოს კუჭში მოხვედრილი მიკროორგანიზმი ნაყოფიერდება, სპორზოიტი კი კოღოს სანერწყვე ჯირკვალში ხვდება. ამ წუთიდან იგი ადამიანისთვის ინფექციის წყაროს წარმოადგენს. სქესობრივი ციკლი მხოლოდ მდედრი კოღოს ორგანიზმში ხორციელდება, ისიც - ჰაერის ტემეპრატურის გარკვეულ საზღვრებში - +16-დან +30 გრადუსამდე. მალარიისადმი მიმღებლობა ყველა ასაკისთვის ერთნაირია, მაგრამ ენდემურ კერებში უპირატესად ბავშვები ავადებიან, ზრდასრულ მოსახლეობას კი ამა თუ იმ რეგიონში რეგისტრი-რებული შტამების მიმართ იმუნიტეტი აქვს. ტროპიკული კლიმატის ქვეყნებში კოღო ადამიანს მთელი წლის განმავლობაში ასნებოვნებს, ზომიერი კლიმატის ქვეყნებში კი ეს სეზონურად - გაზაფხულზე და შემოდგომაზე ხდება. განვითარებად ქვეყნებში, უპირატესად - ტროპიკულ აფრიკაში, მალარია ამჟამადაც მაღალ სიკვდილიანობას განაპირობებს. ყოფილ საბჭოთა კავშირში, მათ შორის - საქართველოში, ეს დაავადება ლიკვიდირებულად ითვლებოდა, მაგრმა ბოლო ხანს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და მის მოსაზღვრე კახეთის რეგიონში არაერთი შემთხვევა აღირიცხა.

  • ცოფი

ცოფი, იგივე ჰიდროფობია, მწვავე ნეიროინფექციური დაავადებაა. ეკუთვნის განსაკუთრებით საშიში ვირუსული ინფექციების ჯგუფს, მიმდინარეობს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით და სიკვდილით სრულდება. დაავადება, გარდა ავსტრალიისა და ანტარქტიდისა, ყველა კონტინენტზეა გავრცელებული, თუმცა პრაქტიკულად არ გვხვდება იმ ქვეყნებში, სადაც შემოყვანილ ცხოველებზე (ძაღლი, კატა და სხვა) მკაცრი კარანტინული რეჟიმია დაწესებული. ასეთი ქვეყნებია დიდი ბრიტანეთი, მალტა, ახალი ზელანდია, იაპონია და სხვა. საქართველოში ცოფის შემთხვევების რიცხვი წლიდან წლამდე იმატებს. მსოფლიოში ყოველ წელს ცოფით 25-100 ათასი ადამიანი და მილიონზე მეტი ცხოველი ავადდება. ინფიცირებული ცხოველისა (ძაღლის, კატის, ტურის, მელიის, ღამურის) და ადამიანის ნერწყვიდან ვირუსის გამოყოფა საინკუბაციო პერიოდის უკანასკნელ 7-10 დღის განმავლობაში იწყება და დაავადების დასასრულამდე (დაავადებულის სიკვდილამდე) გრძელდება. ადამიანი ინფიცირდება ცხოველის კბენისას, დაზიანებული კანისა თუ ლორწოვანი გარსების დადორბვლისას. სხვადასხვა ცხოველის ნერწყვი სხვადასხვა ოდენობის ვირუსს შეიცავს. ღამურები დიდხანს რჩებიან ინფექციის წყაროდ, თუმცა დაავადების კლინიკური სურათი არ უვითარდებათ. ისინი ვირუსს დიდი ოდენობით გამოყოფენ ექსკრემენტებთან (შარდთან, განავალთან) ერთად ეს კი მათი ბინადრობის ადგილებში (გამოქვაბულებში) აეროგენული გზით (მტვრით) ინფიცირების საშიშროებას ქმნის. ადამიანის დასნებო¬ვნების შემთხვევები ზაფხულში და შემოდ¬გომაზე ხშირდება, ვინაიდან სწორედ ამ პერიოდში ხშირდება კონტაქტი ველურ ცხოველებსა და მოხეტიალე ძაღლებთან. ყველაზე საშიშია ნაკბენი თავსა და სახეზე (თავის ტვინის ახლოს), განსაკუთრებით - როდესაც ჭრილობა ღრმაა. ადამიანს ინფიცირებისგან კარგად იცავს სქელი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

- რამდენად რეალურია საფრთხე, ანუ რაზე მეტყველებს სტატისტიკური მაჩვენებლები?

ასევე დაგაინტერესებთ
ლაიმის დაავადების მკურნალობის ახალი სტრატეგია
ლეიშმანიოზი და მალარია - ინფექციური დაავადებები, რომლებსაც უნდა ვუფრთხილდეთ

- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2006-2007 წლებში აღნიშნული ინფექციებით ავადობის მაჩვენებლები 10 000 კაცზე ასეთია: დღევანდელ დღეს - მიგრაციული პროცესების, ქვეყნებს შორის ურთერთობების განვითარების ეპოქაში.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რომელია ყველაზე სასარგებლო და ყველაზე მავნე ცხიმის სახეობები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელია ყველაზე სასარგებლო და ყველაზე მავნე ცხიმის სახეობები

გაძლიერებას. თუმცა, არსებობს სხვა კატეგორიაც, რომლებიც სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

ცხიმის სახეობები, რომლებიც სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის:

ზეითუნის ზეთი - იგი ცნობილი, ხმელთაშუა ზღვის დიეტის ძირითადი ინგრედიენტია. ეს დიეტა კი ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას. ზეითუნის ზეთი მიღებულია მაღალ ტემპერატურაზე დამუშავების და ქიმიკატების გამოყენების გარეშე. ზეითუნის ზეთში შენარჩუნებულია სასარგებლო ელემენტები, რომელთაც ფენოლები ეწოდებათ. მათ გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ზრდიან სისხლძარღვების ელასტიურობას.

სელის ზეთი - მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, ასევე სასარგებლოა სეზამის ზეთიც. მას გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას.

ავოკადოს ზეთი - შეიცავს მონოუჯერ ცხიმებს. მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებისას(მაგ: შეწვისას) არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს.

მზესუმზირის ზეთი - შეიცავს ნაჯერზე უფრო მეტ უჯერ ცხიმს. E ვიტამინის კარგი წყაროა.

ზეთის სახეობები, რომელთა გამოყენების შეზღუდვაც უმჯობესია:

ქოქოსის ზეთი - ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ქოქოსის ზეთი შეიცავს ისეთ ცხიმებს, რომელთა გარდაქმნაც ორგანიზმს უჭირს. ასევე ის ზრდის ,,ცუდი“ ქოლესტეროლის დონეს.

ნაწილობრივ ჰიდროგენიზებული ცხიმები - ისინი ჯანმრთელობისათვის მავნე ტრანს ცხიმების წყაროა.

პალმის ზეთი - შედგება ნაჯერი და უჯერი ცხიმებისაგან. ნაჯერ ცხიმებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ დიაბეტის მქონე პირებმა და მოერიდონ ისეთი ცხიმის მიღებას, როგორიცაა პალმის ზეთი