ლეიშმანიოზი და მალარია - ინფექციური დაავადებები, რომლებსაც უნდა ვუფრთხილდეთ
ლეიშმანიოზი
დაავადების გადამტანია მდედრი მოსკიტი. ახასიათებს შინაგანი ორგანოების დაზიანება. ვლინდება ცხელებით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, ანემიით, ლეიკოციტების ოდენობის მკვეთრი დაქვე-ითებით (ვისცერული ლეიშმანიოზი), კანისა და ლორწოვანი გარსების შემოფარგლული დაზიანებით, მათი დაწყლულებითა და ნაწიბურების გაჩენით (კანის ლეიშმანიოზი, კან-ლორწოვანის ლეიშმანიოზი).
ვისცერული ლეიშმანიოზი გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში, მათ შორის - საქართველოში. ფართო გეოგრაფიული გავრცელების გამო მოგზაურობის მოყვარულებს ვურჩევთ, სიფრთხილე გამოიჩინონ და თავდაცვის ყველა შესაძლო საშუალება გამოიყენონ. ვისცერული ლეიშმა-ნიოზის რეზერვუარს წარმოადგენენ ძაღლები და მათი მსგავსი გარეული ცხოველები (ტურა, მელა), იშვიათად - ავადმყოფი ადამიანიც, კანის ქალაქის ტიპის ლეიშმანიოზისას - ავადმყოფი და ძაღლები, სოფლის ტიპის ლეიშმანიოზისას კი მღრღნელები (მექვიშია, თრია, ვირთხა და სხვა).
მოსკიტები მრავლდებიან სარდაფებში, გამოქვაბულებში, ფრინველთა ბუდეებში, კლდის ნაპრალებში, ხის დაბუ-რულ ტოტებში. ტროპიკულ ქვეყნებში ისინი მთელი წლის განმავლობაში გვხვდებიან, საქართველოში კი მხოლოდ გაზაფხულზე და ზაფხულში.
ეს მწერები საღამო ხანს, მზის ჩასვლისას აქტიურდებიან, ბუდე-ებს ტოვებენ და პარკებსა და სკვერებში დაფრინავენ. მდედრი მოსკიტი ავადმყოფი ადამიანის ან ცხოველის სისხლის წოვისას ინფიცირდება, ინფიცირებული მოსკიტი კი ნებისმიერი ადამიანისთვის საშიშია.
მალარია
დაავადების გამომწვევი - პლაზმოდიუმი - ადამიანის ორგანიზმში ანოფელესიის გვარის მდედრი კოღოს საშუალებით ხვდება.
დაავადება მიმდინარეობს შეტევითი ხასიათის ციებ-ცხელებით, პროგრესირებადი ანემიით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, ახასიათებს რეციდივები. ინფექიცის წყაროს წარმოადგენს პარაზიტმატარებელი ადამაინი, რომლის სისხლშიც ორივე სქესის პლაზმოდიუმი ბინადრობს.
კოღოს კუჭში მოხვედრილი მიკროორგანიზმი ნაყოფიერდება, სპორზოიტი კი კოღოს სანერწყვე ჯირკვალში ხვდება. ამ წუთიდან იგი ადამიანისთვის ინფექციის წყაროს წარმოადგენს.
სქესობრივი ციკლი მხოლოდ მდედრი კოღოს ორგანიზმში ხორციელდება, ისიც - ჰაერის ტემეპრატურის გარკვეულ საზღვრებში - +16-დან +30 გრადუსამდე. მალარიისადმი მიმღებლობა ყველა ასაკისთვის ერთნაირია, მაგრამ ენდემურ კერებში უპირატესად ბავშვები ავადებიან, ზრდასრულ მოსახლეობას კი ამა თუ იმ რეგიონში რეგისტრი-რებული შტამების მიმართ იმუნიტეტი აქვს.
ტროპიკული კლიმატის ქვეყნებში კოღო ადამიანს მთელი წლის განმავლობაში ასნებოვნებს, ზომიერი კლიმატის ქვეყნებში კი ეს სეზონურად - გაზაფხულზე და შემოდგომაზე ხდება.
განვითარებად ქვეყნებში, უპირატესად - ტროპიკულ აფრიკაში, მალარია ამჟამადაც მაღალ სიკვდილიანობას განაპირობებს. ყოფილ საბჭოთა კავშირში, მათ შორის - საქართველოში, ეს დაავადება ლიკვიდირებულად ითვლებოდა, მაგრმა ბოლო ხანს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და მის მოსაზღვრე კახეთის რეგიონში არაერთი შემთხვევა აღირიცხა.