/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

წნევის დამწევი და შარდმდენი საშუალებები, გულის უკმარისობა, ანემია, შაქრიანი დიაბეტი და სხვ.-ყველა შესაძლო მიზეზი, რაც გაბრუების შეგრძნებას იწვევს

წნევის დამწევი და შარდმდენი საშუალებები, გულის უკმარისობა, ანემია, შაქრიანი დიაბეტი და სხვ.-ყველა შესაძლო მიზეზი, რაც გაბრუების შეგრძნებას იწვევს
გაბრუების უხშირესი მიზეზებია:

დეჰიდრატაცია ანუ სითხის დეფიციტი - ის შეიძლება აღმოცენდეს ვირუსული ინფექციის, გულისრევისა და ღებინების, სხულის გადახურების, სითხის არასაკმარისი მიღების და სხვა მიზეზების გამო. სითხის დეფიციტისას მცირდება მოცირკულირე სისხლის რაოდენობა, ქვეითდება არტერიული წნევა. ამის გამო ტვინს საკმარისი რაოდენობით სისხლი არ მიეწოდება, რაც გაბრუების მიზეზია. მსუბუქ შემთხვევებში, ასეთ დროს მდგომარეობის გამოსასწორებლად რამდენიმე ჭიქა წყალიც საკმარისია, თუმცა ზოგჯერ აუცილებელი ხდება სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის აღდგენა ინტრავენური გადასხმით;

ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციები - ეგრეთ წოდებული „გაციება“. უშუალოდ ვირუსულ ინფექციასთან ერთად გაბრუების ხშირი მიზეზია ამ დროს გამოყენებული პრეპარატები, რომლებიც დაავადების სიმპტომებს ამცირებენ;თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკული საშუალებები;

სხვადასხვა მედიკამენტი - გაბრუების შეგრძნების მიზეზი უხშირესად არის არტერიული წნევის დასაქვეითებლად გამოყენებული ან შარდმდენი პრეპარატები. გაბრუების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო საშუალებაა მედიკამენტების დოზის გულდასმით შერჩევა. გარდა დასახელებულისა, გაბრუებას ხშირად იწვევენ ანტიკონვულსანტები (კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები), ანტიბიოტიკები, ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური მედიკამენტები, ანთების საწინააღმდეგო (ტკივილგამაყუჩებელი) საშუალებები.ორთოსტატიკული ჰიპოტენზია ანუ წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება დაწოლისას - ჩვეულებრივ, ვეგეტატიური ნერვული სისტემა უზრუნველყოფს არტერიული წნევის რეგულირებას სხეულის პოზიციის შეცვლისას. ხანში შესვლისას ეს მექანიზმი სუსტდება, წამოდგომისას არტერიული წნევა ქვეითდება, რაც გაბრუებას და თავბრუს იწვევს. ამ მექანიზმით აღმოცენებული თავბრუს შესამცირებლად არსებობს მარტივი ხერხები: ნელი წამოჯდომა, პირველი წუთების განმავლობაში ჯდომა საწოლის კიდეზე, კიდურების ერთმანეთთან მჭიდროდ მიბჯენა და დაჭიმვა;

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ვეგეტატიური ნერვული სისტემის დისფუნქცია, რომლის დროსაც გართულებულია წნევის რეგულრიება სხეულის პოზიციის შეცვლისას;ალერგიული რეაქცია - ამ დროს გაბრუებას განაპირობებს ალერგიისას გამოყოფილი ჰისტამინი.

გარდა ამისა, გაბრუების შეგრძნებას ხელს უწყობს ალერგიის სამკურნალოდ გამოყენებული ანტიჰისტამინური საშუალებებიც;

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. იქნებ მირჩიოთ, რომელი პროფილის ექიმს მივმართო. პერიოდულად, ასეთი სიმპტომები მაქვს- ჯერ მეწყება თვალების წვა. შუილი ყურებში. მერე 37-მდე ტემპეტატურის მატება. სისუსტე. სახსრების და კუნთების ტკივილი. და მსუბუქი კუჭის აშლა. ადრე, მაქსიმუმ წელიწადში ერთხელ თუ მქონდა ხოლმე ეს პერიოდები. კოვიდის შემდეგ უფრო ხშირად, და უფრო მძაფრად. აი თითქოს გრიპი მეწყება, დაახლოებით ასეთი მდგომარეობა. იქნებ რამე მირჩიოთ. მადლობა წინასწარ.</p>

გულის უკმარისობა, გულის ზოგიერთი მანკი - მაგალითად, აორტის სარქვლის სტენოზის დროს შევიწროებული აორტის ხვრელი ვერ ატარებს საკმარისი რაოდენობით სისხლს, რის გამოც ტვინი მის ნაკლებობას განიცდის;

გულის შეტევა ან ინსულტი - გაბრუებისა და თავბრუს ორივე საკმაოდ სერიოზული მიზეზია. გარდა გაბრუებისა, გულის შეტევის დროს ყურადღებას იპყრობს ტკივილის, ზეწოლისა და შებოჭვის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან, ქოშინი, ტკივილის გავრცელება მხრების, ზურგის, ზოგჯერ ქვედა ყბის არეში. ინსულტის დროს გაბრუებასთან ერთად უეცრად ვითარდება თავის ტკივილი, კიდურების სისუსტე, დაბუჟება, რაც არ იხსნება, მეტყველების დარღვევა. აღსანიშნავია, რომ ხანშიშესულ ასაკში უეცრად აღმოცენებული თავბრუ ან გაბრუება შესაძლოა ინსულტის ერთადერთი საწყისი სიმპტომი იყოს;გულის რიტმის დარღვევა;

ასევე დაგაინტერესებთ
მარტოობა, შიში, ნეგატიური განწყობა, დეჰიდრატაცია და ყველა ის მიზეზი, რაც იმუნურ სისტემას ასუსტებს
"შეიძლება გამოიწვიოს გაბრუება, თავბრუსხვევა, გონების კარგვა, კომა..." - რას წერს ნარკოლოგი საქართველოში გამოჩენილ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე?

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება - დაავადებას, მით უფრო, თუ პაციენტი რეგულარულად არ მკურნალობს, თან ახლავს ჰიპოქსია - ქსოვილებში ჟანგბადის შემცველობის დაქვეითება. ბუნებრივია, ამ დროს პაციენტს გაბრუების შეგრძნება შეაწუხებს. მდგომარეობის გამოსწორება მხოლოდ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სათანადო მკურნალობითაა შესაძლებელი.

ანემია ან სისხლდენა - ამ დროს გაბრუებასთან ერთად ყურადღებას იპყრობს ზოგადი სისუსტე, კანისა და ლორწოვანების სიფერმკრთალე, გულისცემის აჩქარება;

დაბალი წნევა;

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები - გაბრუება შეიძლება გამოიწვიოს როგორც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მატებამ (ჰიპერთირეოზი და თირეოტოქსიკოზი), ასევე დაქვეითებამ (ჰიპოთირეოზი). ამ შემთხევაში, გაბრუების გარდა ვლინდება შესაბამისი სიმპტომები - ჰიპერთირეოზისას ოფლიანობა, კანკალი, წონის კლება მომატებული მადის მიუხედავად, ეგზოფთალმი (დაჭყეტილი თვალები), ჰიპოთირეოზისას წონის მატება, კანის სიმშრალე, თმის ცვენა;

შაქრიანი დიაბეტი - როგორც გლუკოზის მატება, მისი ნორმაზე დაბალი მაჩვენებელიც შესაძლოა გაბრუების მიზეზი გახდეს. როცა სისხლში გლუკოზის შემცველობა დაქვეითებულია, მთელი ორგანიზმი, მათ შორის ტვინი, ცდილობს, ნაკლები გლუკოზა გამოიყენოს, რაც მსუბუქი გაბრუების მიზეზია. ჰიპოგლიკემიის (დაბალი გლუკოზის) დროს გაბრუებას თან ახლავს ოფლიანობა, შიმშილი, კანკალი. თუ დაავადება დადგენილია, რეკომენდებულია გლუკოზის თვითკონტროლი, რომ ზუსტად გამოვლინდეს გაბრუების მიზეზი.

ზოგიერთი ნევროლოგიური დაავადება;

ჰიპერვენტილაცია (ვითარდება ძალიან ღრმა და ხშირი სუნთქვისას), შფოთვა, სტრესი.

ჰიპერვენტილაციისას ღრმა და ხშირი სუნთქვის გამო ორგანიზმიდან ჭარბად გამოიყოფა ნახშირორჟანგი, ორგანიზმში მისი შემცველობა ეცემა, რაც გაბრუების არასასიამოვნო შეგრძნებას იწვევს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რა უნდა გაითვალისწინოთ რკინის დანამატების შეძენისას
რა უნდა გაითვალისწინოთ რკინის დანამატების შეძენისას
რკინის სწორი დანამატის შერჩევა შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ, მაგრამ კონკრეტული საჭიროებების
სრულად
4 რამ, რაც ტვინში ბედნიერების განცდას ქმნის
4 რამ, რაც ტვინში ბედნიერების განცდას ქმნის
არსებობს არაერთი „სასწაული“ რეცეპტი, თუ როგორ გახდეს ადამიანი ბედნიერი.
სრულად
8 მიზეზი თუ რატომ უნდა მიირთვათ ბანანი
8 მიზეზი თუ რატომ უნდა მიირთვათ ბანანი
ბანანს აქვს მრავალი სარგებელი, მათ შორის ის შაქრის კარგი შემცვლელია.
სრულად
მაცივარი: ჯანსაღი კვების საიმედო მცველი
მაცივარი: ჯანსაღი კვების საიმედო მცველი
მაცივარი დღეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, იმდენად, რომ მის გარეშე არსებობა წარმოუდგენლადაც კი გვეჩვენება.
სრულად
სტრესის გავლენა იმუნიტეტზე
სტრესის გავლენა იმუნიტეტზე
სამწუხაროდ, სტრესი თანამედროვე ადამიანის მუდმივი თანამგზავრია. მას შეუძლია ორგანიზმის დამცველობითი ძალების როგორც გაძლიერება, ასევე შესუსტება.
სრულად
საუკეთესო დრო წყლის დასალევად
საუკეთესო დრო წყლის დასალევად
სხეულის ყველა უჯრედი საჭიროებს წყალს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

წნევის დამწევი და შარდმდენი საშუალებები, გულის უკმარისობა, ანემია, შაქრიანი დიაბეტი და სხვ.-ყველა შესაძლო მიზეზი, რაც გაბრუების შეგრძნებას იწვევს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები