მარტოობა, შიში, ნეგატიური განწყობა, დეჰიდრატაცია და ყველა ის მიზეზი, რაც იმუნურ სისტემას ასუსტებს
გამუდმებით მჯდომარე პოზიციაში ყოფნა
ცხოვრება ფიზიკური აქტიობის გარეშე და მთელი დღის განმავლობაში ჯდომა ისეთივე საშიშია, როგორც თამბაქოს მოხმარება.
არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ მჯდომარე ცხოვრების წესი ნეგატიურად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე და იმუნური სისტემის ფუნქციონირებასაც ასუსტებს.
თუ კომპიუტერთან გიწევთ მუშაობა, საათში ერთხელ მაინც ადექით და გიარ-გამოიარეთ, ხოლო სატელეფონო საუბრებისას ეცადეთ ფეხზე წამოდგეთ.
ნეგატივი
პესიმისტური აზროვნება იმუნიტეტს აქვეითებს. პოზიტიური განწყობის მქონე ადამიანები უფრო ძლიერი იმუნური პასუხით გამოირჩევიან, ვიდრე გამუდმებით მოწყენილები.
მადლიერების განწყობა იმუნურ სისტემასაც აძლიერებს და ჯანმრთელობისთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია.
შიში
შიშის ზემოქმედების ქვეშ სუსტდება საჭმლის მომნელებელი სისტემის სწორი ფუნქციონირება, გულისცემა და სისხლის წნევა მატულობს, ჰორმონებიც მომატებულია.
როდესაც ეს რეაქცია ქრონიკულ ხასიათს ღებულობს ის ნეგატიურად აისახება იმუნურ სისტემაზე. იყავით ინფორმირებული, თუმცა ნუ შეგეშინდებათ.
მნიშვნელოვანია შიშის დროს დიაფრაგმული სუნთქვა, ილოცეთ, იმედიტირეთ.
ზედმეტი ვარჯიში
ზედმეტი ვარჯიშიც არ ვარგა! ნიშნები, რომ ორგანიზმს შესვენება სჭირდება არის: შეშუპება და დაღლილობა, რომელიც ვარჯიშის შემგდომ არ ქრება.
როდესაც ინტენსიურად ვარჯიშობთ დიდი ხნის განმავლობაში, ამან შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს იმუნურ სისტემაზე.
ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
დროდადრო ჭიქა ღვინის მიღება დასაშვებია, თუმცა გამუდმებით ალკოჰოლის მოხმარება საზიანოა. აუცილებელია დროულად გაიაზროთ ალკოჰოლზე დამოკიდებულება და ჩაანაცვლოთ ის არაალკოჰოლური სასმელით.
დეჰიდრატაცია
როცა ორგანიზმს წყალი აკლია, ორგანოები იწყებენ არასწორ ფუქნციონირებას. ჰიდრატაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის და ძლიერი იმუნიტეტისთვის.
მარტოობა
როგორც აღმოჩნდა, მარტოობა ნეგატიურად აისხება ჩვენს იმუნურ სისტემაზე.
კომუნიკაცია გვეხმარება სტრესის დაძლევაში. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას ბედნიერების ჰორმონი გამოიყოფა, რაც აძლიერებს იმუნიტეტს.
ასე რომ, გამოიყენეთ ტექნოლოგიები თქვენს სასიკეთოდ, ხშირად ესაუბრეთ შორს მყოფ ოჯახის წევრებს და მათ, ვინც გიყვართ.