აი, ვინ უნდა გიკბინოთ! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აი, ვინ უნდა გიკბინოთ!

სამკურნალო ეფექტი ამ შეუხედავი, მაგრამ მეტად სასარგებლო არსების ნერწყვს აქვს. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობს შინაგანი ჰომეოსტაზის (ორგანიზმის ბიოლოგიური პროცესების) ნორმა-ლიზებას. ბოლოდროინდელი სამეცნიერო გამოკვლევები ადასტურებს წურბელებით მკურნალობის როგორც დამატებითი მეთოდის ეფექტიანობას მედიცინის ყველა სფეროში. ჰირუდინი - ასე ჰქვია წურბელას ნერწყვის ერთ-ერთ მთავარ მოქმედ ნივთიერებას. მისი მეშვეობით ადამიანის ორგანიზმში აღდგება სისხლის მიკროცირკულაცია, ირთვება დამცავი მექანიზმები, ხდება იმუნიტეტის სტიმუ-ლირება. ცნობილია ჰირუდოთერაპიის მიკრობსაწინააღმდეგო მოქმედებაც.

  • წურბელებით მკურნალობის სეანსი ნახევარი საათიდან საათნახევრამდე გრძელდება. მისი ხანგრძლივობა ადამიანის მდგომარეობასა და პრომლემის სირთულეზეა დამოკიდებული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სეანსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, ხოლო თუ საკითხს რეალურად მივუდგებით, უნდა ითქვას, რომ წურბელა თავად განსაზღვრავს, რამდენ ხანს "იმუშაოს" ამა თუ იმ "პაციენტთან".
  • მკურნალობა, როგორც წესი, 7-10 სეანსს მოიცავს. კვირაში ორი-სამი სეანსი ტარდება.
  • ჰირუდოთერაპიის დროს პაციენტის ინფიცირება გამორიცხულია.
  • თითოეულ წურბელას მხოლოდ ერთხელ იყენებენ, სეანსის დამთავრების შემდეგ კი ანადგურებენ.
  • წურბელას მოკიდებისას კანი სუფთა და გაპარსული უნდა იყოს. სეანსის წინ არ შეიძლება მძაფრსუნიანი ნივთიერებების (საპნის, სუნამოს) გამოყენება - წურბელა, ცოტა არ იყოს, ჭირვეულია და შესაძლოა, "მკურნალობაზე" უარი თქვას.
  • წარსულს ჩაბარდა დრო, როცა რეზინის ჩექმებში, ფართოფარფლებიან ქუდსა და კაპიუშონიან ლაბადაში გამოწყობილი ადამიანები ჭაობებში დააბოტებდნენ და წურბელებს სპეციალური ბადეებით იჭერდნენ. სამკურნალო წურბელებს დღეს სპეციალურ ბიოფაბრიკებში ამრავლებენ. მათი ყიდვისას აუცილებლად უნდა მოითხოვოთ სერტიფიკატი.
  • პაციენტების 80%-ს თავდაპირველად წურბელებისა ეშინია. შიშის გრძნობა პირველივე სეანსის შემდეგ ქრება. ის კი არა, ბევრს ამ "ცოცხალი აფთიაქის" მიმართ გარკვეული სიმპათიაც კი უჩნდება.
  • წურბელას კბენა კოღოს კბენას ან ჭინჭრის ნასუსხს ჰგავს. საინტერესოა, რომ წურბელა ადამიანს მხოლოდ რეფლექსოგენურ (ბიოლოგიურად აქტიურ) წერტილებში კბენს. ეს ის წერტილებია, რომლებიც ნემსოთერაპიის დროსაც გამოიყენება.
  • წურბელას მოშორების შემდეგ ნაკბენიდან წამოსული სისხლის შეჩერება რეკომენდებული არ არის. ნორმალურად ითვლება სისხლდენის ოცდაოთხ საათამდე გაგრძელება. ამ დროს ძალიან ცოტა სისხლი იკარგება, - ჭრილობიდან უმთავრესად ლიმფა (უფერული სითხე) მოედინება. მისი დაკარგვა იმუნიტეტის სტიმულაციას იწვევს და შეშუპებასაც ხსნის.
  • ჰირუდოთერაპია ეფექტიანია როგორც დამოუკიდებლად, ასევე ჰომეოპათიასთან, ფიტოთერაპიასა და ფიზიოთერაპიასთან ერთად.

ჰირუდოთერაპიის ჩვენებები

წურბელებით მკურნალობა მედიცინის ყველა დარგში გამოიყენება. ჩამოვთვლით დაავადებებს, რომლებიც ყველაზე მეტად არის გავრცელებული:

  • რევმატოლოგია: ართრიტები, ოსტეოართროზი, სახსრის მიმდებარე რბილი ქსოვილების დაავადებები;
  • სისხლის მიმოქცევის ორგანოების დაავადებები:  არითმია,  ჰიპერტონია,  ათეროსკლეროზი, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის მანკები - შეძენილი და თანდაყოლილი, ფილტვისმიერი გული, გულის იშემიური დაავადება, სტენოკარდია, გულის უკმარისობა და სხვა;
  • სასუნთქი ორგანოები: ბრონქული ასთმა, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პლევრიტი, პნე-ვმონია, ფილტვების ემფიზემა;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემა: გასტრიტი, ჰეპატიტი, დისბაქტერიოზი, შეკრულობა, ქრონი-კული ქოლეცისტიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და სხვა;
  • ენდოკრინული სისტემა: შაქრიანი და უშაქრო დიაბეტი, სიმსუქნე, თირეოიდიტი.

წურბელებით მკურნალობას მიმართავენ ასევე უროლოგიაში, ქირურგიასა და გინეკოლოგიაში, ნერვული და კანის დაავადებების, სექსუალური დარღვევების, თვალის, ყელ-ყურ-ცხვირის, თვალისა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადების დროს. ჰირუდოთერაპიას აქვს უკუჩვენებებიც, კერძოდ, ჰემო-ფილია, ანემიის მძიმე ფორმა, ჰემორაგიული დიათეზი, მდგრადი ჰიპოტონია (დაბალი წნევა), ორსულობა, ინდივიდუალური აუტანლობა.

"ფუტკარი, როგორც აფთიაქარი..."

ფუტკარი შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთჯერადი შპრიცი, რომელიც უნიკალური წამლით არის სავსე და სამკურნალო თვისებებით ანალოგი არ გააჩნია. ფუტკრის კბენისას ორგანიზმში ხვდება რთული ქიმიური შემადგენლობის მქონე (50-ამდე ნივთიერების შემცველი) ფუტკრის შხამის მეტად მცირე დოზა. მასში შედის: მინერალური ნივთიერებები (ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი, სპილენძი), მჟავები (მარილმჟავა, ჭიანჭველამჟავა, ფოსფორმჟავა), ცხიმები, ცილები და ამინომჟავები, ნახშირწყლები (გლუკოზა, ფრუქტოზა), აცეტილქოლინი და ჰისტამინი, თუმცა ფუტკრის ნაკბენით მკურნალობისას ძირითადი დატვირთვა პეპტიდებზე (ერთი ან რამდენიმე ამინომჟავას ნარჩენისგან შედგენილ ნივთიერებებზე) მოდის. პეპტიდი მელიტინი აცხრობს ანთებით პროცესებს და სპობს დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს, ადოლაპინი ტკივილს უფრო უკეთ აყუჩებს, ვიდრე ერთად აღებული ოპიუმი და ასპირინი, აპამინს ტონუსში მოჰყავს ნერვული სისტემა, ხოლო კარდიოპეპტიდი გულ-სისხლძარღვთა სისტემას ასტაბილურებს. ძნელია, ფუტკრის შხამს უწოდო წამალი ამ სიტყვის პირდაპირი მნი-შვნელობით. ჯერ ერთი, ეს არის ნატურალური საშუალება, რომელიც არ შეიცავს საღებავებს, დანამატებსა და სხვა ქიმიურ ელემენტებს, მეორე - მას მხოლოდ სარგებლობა მოაქვს, ნებისმიერი ქიმიური პრეპარატისგან განსხვავებით, რომლებსაც გვერდითი მოვლენების მთელი წყება ახასიათებს. მესამეც, ფუტკრის შხამი ორგანიზმის ფიზიოლოგიური პროცესების გააქტიურებისას ქრონიკული დაავადებების მიზეზებზე მოქმედებს და არა მათ სიმპტომებზე.

ფუტკრის შხამის სამკურნალო თვისებები

1. ნერვული სისტემა: მცირე დოზას აღმგზნები ეფექტი აქვს, ხოლო დიდს - დამამშვიდებელი. ახასიათებს ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. აუმჯობესებს გუნება-განწყობას, ძილს, მეხსიერებას, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას. ამცირებს ტვინის შეშუპებას. აქვს კრუნჩხვის საწინააღმდეგო ეფექტი.

2. გულ-სისხლძარღვთა და სისხლის წარმომქმნელ ორგანოთა სისტემა: აფართოებს სისხლძარღვებს, აქვეითებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს გულის მუშაობას. კარგი ანტიკოაგულანტია. აქვს ანტიარითმიული ეფექტი. ახასიათებს ანტიანემიური თვისებები, დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს.

3. სასუნთქი სისტემა: აფართოებს ბრონქებს, ათხიერებს ნახველს, აქვს ამოსახველებელი ეფექტი.

4. საჭმლის მომნელებელი სისტემა: ასტიმულირებს კუჭისა და ნაწლავების პერისტალტიკას, აძლიერებს საჭმლის გადამამუშავებელი ფერმენტების, კუჭის წვენისა და ნაღველის გამომუშავებას. აქვს წყლულის საწინააღმდეგო ეფექტი, ასტიმულირებს ღვიძლის მუშაობას.

5. ენდოკრინული სისტემა: ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლის მუშაობას, ნორმაში მოჰყავს სასქესო და ფარისებრი ჯირკვლების მოქმედება, აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს.

  • ჩამოთვლილთა გარდა აქვს: ანთების საწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელი, ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელი თვისებები.

ფუტკრის კბენით მკურნალობის უკუჩვენებებია: 1. ფუტკრის შხამის აუტანლობა; 2. მწვავე დაავადებები და ქრონიკული დაავადებები გამწვავების პერიოდში; 3. ტუბერკულოზი; 4. ვაქცინაცია (ერთი თვის განმავლობაში); 5. თირკმლის, ღვიძლის უკმარისობა; 6. ადისონის დაავადება; 7. ორსულობა და ძუ-ძუთი კვება. მაშ ასე, ისარგებლეთ ბუნების მიერ ნაბოძები ამ უნიკალური ცოცხალი აფთიაქებით და გვერწმუნეთ, თქვენს ჯანმრთელობას ვერაფერი დაამარცხებს.