/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ორსულობა

ორსული და კოსმეტიკა

ორსული და კოსმეტიკა
ორსულობისას ჰორმონული ფონის მკვეთრი შეცვლა ქალის არა მარტო ხასიათზე, გარეგნობაზეც აისახება. ცვლილებას განიცდის სხეული, კანი, თმა. ორსულთა კიდევ ერთი პრობლემა ის უამრავი შეზღუდვაა, თავის სრულყოფილად მოვლას რომ კრძალავს.

მომავალი დედების ძირითადი პრობლემა სტრიებია, მისი პროფილაქტიკის ყველაზე მარტივი საშუალება კი სპეციალური კრემია. სხვადასხვა ზეთის სისტემატური გამოყენება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და გარკვეულწილად სტრიების განვითარებასაც ეწინააღმდეგება. შეიძლება გამოვიყენოთ ნუშის, ქოქოსის ან ზეითუნის ზეთი. რისკის ზონებზე - მუცელზე, თეძოს არეზე, მკერდსა და ხელის შიგნითა ზედაპირზე აუცილებელია ყოველდღე ზეთის წასმა. პროცედურა უნდა დაიწყოს ორსულობის მე-12 კვირიდან და რამდენიმე კვირა ან თვეც კი გაგრძელდეს.

ორსულობის დროს საუნასა და აბანოში სიარული არ შეიძლება. მაღალი ტემპერატურა ორგანიზმის გადახურებას იწვევს, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, რამაც შეიძლება თვითნებური აბორტი გამოიწვიოს. გარდა ამისა, ორსულობის ადრეულ ვადაზე გადახურების შედეგად შესაძლოა ჩვილის ორგანოები არასწორად ჩამოყალიბდეს.

ფეხმძიმეს ზოგიერთი სახეობის მასაჟიც კი შეიძლება მოუხდეს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ორსულობის ბოლო ეტაპზე ბევრ ქალს შეშუპება აღენიშნება. ხშირია ხერხემლისა და ფეხების ტკივილი და ეს პრობლემა სწორად შერჩეული მასაჟით დაიძლევა. ფეხების მსუბუქი მასაჟი ხსნის დაჭიმულობასა და დაღლილობის შეგრძნებას, ლიმფოდრენაჟული მასაჟი კი ამცირებს ქსოვილების შეშუპებას. უნდა გვახსოვდეს, რომ მასაჟის გაკეთება მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგაა დასაშვები.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ხშირად ორსულობისას თმა ცხიმიანი ხდება და ხშირად დაბანას მოითხოვს. ორსულთათვის თმის შეღებვა აღარ არის დაბრკოლება, რადგან თანამედროვე საღებავების გარკვეული ნაწილი სრულიად უვნებელია, არ აღწევს ორგანიზმში და თამამად შეიძლება მათი გამოყენება.

ნაყოფის უსაფრთხოების გამო ბევრი ორსული ფრჩხილის ლაქს არ ხმარობს. არადა, ფრჩხილების შეღებვა შეიძლება, რადგან ლაქი ფრჩხილზე ისმება და ნაყოფის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს. ერთადერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი - ლაქი კარგად განიავებულ სივრცეში უნდა გამოიყენოთ. მანიკიურისა და პედიკიურის გაკეთება არ იზღუდება. ამ პერიოდში უკუნაჩვენებია ფრჩხილების დაგრძელება, რადგან ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებების გამო ხშირად მასალა ფრჩხილზე ვერ მაგრდება.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, 16 მაისს მქონდა მენსტრუაცია, მაქვს 30-31 დღიანი ციკლი. 31 მაისს უწევდა სავაურაოდდ ოვულაცია, 7 ივნისს მქონდა დაუცველი სექსი და 13 საათში დავლიე ესკაპელი. არის თუარა ალბათობა ორსულობის? საშიში ხომ არიქნება მეორე ესკაპელიც რომ მივიღო, რადგან ესკაპელის მიღების შემდეგ მენსტრუაცია არ დამწყებია</p>

ორსულობისას არც აპარატული კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარებაა მიზანშეწონილი. კატეგორიულად უკუნაჩვენებია ნებისმიერი პროცედურა, რომელმაც ზოგად სისხლის მიმოქცევაზე შეიძლება იმოქმედოს, ასეთია: ფოტოპროცედურები, ლაზერული პროცედურები, აქტიური მასაჟი, სხვადასხვა ინიექციური პროცედურები, მათ შორის მეზოთერაპია. კატეგორიულად აკრძალულია ბოტოქსის ინექციები.

არც სხვადასხვა პილინგია დაშვებული, რადგან იწვევს ტკივილს, ტრავმულია და შესაძლებელია ინფექციის შეჭრა. ყველა ის პროცედურა, რომლებიც კანის კვებას, მოდუნებასა და დატენიანებას უკავშირდება, დასაშვებია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

ორსულობისას თმის მოცილების ყველაზე უსაფრთხო საშუალება საპარსია. დასაშვებია დეპილაციის ხარისხიანი კრემის გამოყენებაც. ის კანზე ცოტა ხანს ჩერდება და სისტემური ზემოქმედება არ ახასიათებს. ეპილაცია კი უფრო სახიფათო და მტკივნეული პროცედურაა, ამიტომ მას გარკვეული შეზღუდვა აქვს. ბიკინის ზონის ეპილაცია დაუშვებელია, რადგანაც მისი შედეგების განსაზღვრა რთულია. ნაყოფი რომ არ დაზიანდეს, ეს პროცედურა მშობიარობის შემდგომი პერიოდისთვის გადადეთ.

ჰორმონული ფონის მუდმივი ცვლილების გამო მშრალი კანი შეიძლება ცხიმიანი გახდეს. ამიტომ მსუბუქი დამატენიანებელი კრემი უნდა შეირჩეს. კანის მოვლისას დატენიანება მნიშვნელოვანი ეტაპია, განსაკუთრებით - მესამე ტრიმესტრში, როდესაც ექიმები ორსულს სითხის შეზღუდვას ურჩევენ.

სახის კანის კოსმეტიკური საშუალების არჩევისას მაქსიმალურად ხარისხიანი კოსმეტიკა ამჯობინეთ, ამით მომავალი ბავშვის ჯანმრთელობასაც უზრუნველყოფთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მედიცინის 100 უდიდესი აღმოჩენა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მედიცინის 100 უდიდესი აღმოჩენა

საშუალება მოგვცა, სამყაროსთვის სხვა თვალით შეგვეხედა, სასწაულმოქმედი პრეპარატები, რომლებმაც ურიცხვი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს, სიკვდილის მთესველი ეპიდემიების უნიღბო დამნაშავეების აღმოჩენა - ეს ყველაფერი მედიცინის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცლებია. თითოეული მათგანი მიუწვდომელის მიწვდომაა, რევოლუციური გარღვევა, რომელმაც მრავალი სიცოცხლე გადაარჩინა და ცოდნის საზღვრები გააფართოვა.

  • ადამიანის ანატომია

ძველ საბერძნეთში მკურნალობა ფილოსოფიას უფრო ეფუძნებოდა, ვიდრე ადამიანის ანატომიის ცოდნას. ქირურგიული ჩარევა იშვიათი გახლდათ, ხოლო გვამების პრეპარირებაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო. შედეგად იმდროინდელ ექიმებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ ადამიანის სხეულის აგებულებაზე. ანატომია როგორც მეცნიერება მხოლოდ რენესანსის ეპოქაში დაიბადა.

ბელგიელმა ექიმმა ანდრეას ვეზალიმ პირველმა გაბედა, შეესწავლა ადამიანის სხეულის აგებულება გვამების გაკვეთის გზით. კვლევისთვის საჭირო მასალის მოპოვება მხოლოდ ღამის საფარქვეშ იყო შესაძლებელი. ვეზალი და მისი მსგავსი მეცნიერები გვამების მოპოვების არალეგალურ გზებს მიმართავდნენ. სხვათა შორის, ვეზალი ინკვიზიციამ შერისხა და სიკვდილიც კი მიუსაჯა, მაგრამ ესპანეთის მეფის ჩარევით ეს განაჩენი “იერუსალიმის მოლოცვით” შეიცვალა. მოკლედ, როცა ვეზალი პადუის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა, მან მეგობრული ურთიერთობა დაამყარა ჯალათების ზედამხედველთან, რის წყალობითაც მას თავისუფლად შეეძლო სიკვდილმისჯილთა დათვალიერება და კვლევისთვის საჭიროს შერჩევა. სიკვდილით დასჯილები იმავე ღამეს ვეზალის “ლაბორატორიაში” ხვდებოდნენ.

ვეზალმა გადაწყვიტა, სხვებისთვისაც გაეზიარებინა გვამების გაკვეთის გზით მიღებული ცოდნა, რომლის მოპოვებასაც მან მრავალი წელი შეალია და ადამიანის ანატომიის წიგნი გამოსცა. ასე იხილა დღის სინათლე “ De humani Corporis Fabrica”- წიგნმა “ადამიანის აღნაგობის შესახებ”.

1538 წელს გამოქვეყნებული ეს ტრაქტატი მედიცინაში ერთ-ერთ უდიდეს სამეცნიერო ნაშრომად და ერთ-ერთ უდიდეს აღმოჩენად ითვლება, რადგან მასში პირველად აღიწერა ზუსტად ადამიანის სხეულის აგებულება. ეს იყო ძველი ბერძენი ექიმების ავტორიტეტის შერყევის პირველი ცდა. წიგნი გრანდიოზული ტირაჟით გაიყიდა. მას ყიდულობდნენ განათლებული ადამიანები, მათ შორის ისინიც, ვისაც მედიცინასთან საქმე არაფერი ჰქონდა. მთელი ტექსტი სკრუპულოზურად, ზედმიწევნით ზუსტად იყო ილუსტრირებული, რითაც ადამიანის ანატომია თითქმის ყველასთვის ადვილად გასაგები გახლდათ.

ვეზალის დამსახურებით ადამიანის ანატომიის შესწავლა გვამების გაკვეთის გზით ექიმების მომზადების ერთ-ერთ ძირითად ნაწილად იქცა და მას შემდეგ უდიდეს აღმოჩენებამდე მივყავართ...

  • სისხლის მიმოქცევა

ადამიანის გული მუშტისოდენა კუნთია. ის დღეში დაახლოებით 100 000-ჯერ იკუმშება. 70 წლის განმავლობაში ეს 2 მილიარდზე მეტი გულისცემაა. გული წუთში 23 ლიტრ სისხლს გადაქაჩავს. სისხლი არტერიებისა და ვენების რთულ სისტემაში მოძრაობს. თუ ადამიანის ორგანიზმში არსებულ ყველა სისხლძარღვს ერთ ხაზზე გავშლით, ეს ხაზი 96 ათასი კილომეტრზე გაიჭიმება, ანუ ორჯერ და უფრო მეტადაც შემოეხვევა დედამიწას.

მე-17 საუკუნის დასაწყისში სისხლის მიმოქცევის პროცესი არასწორად წარმოედგინათ. დომინანტი თეორიის მიხედვით, გულში სისხლი მიდიოდა რბილ ქსოვილებში არსებული ფორებიდან. ამ თეორიის მიმდევარი გახლდათ ინგლისელი მეცნიერი უილიამ ჰარვეიც, მაგრამ რაც უფრო დიდხანს აკვირდებოდა პრეპარირებული ცხოველების გულისცემას, მით უფრო მეტად რწმუნდებოდა, რომ არსებული თეორია სწორი არ იყო. “ხომ არ შეიძლება, სისხლი ჩაკეტილ წრეზე მოძრაობდეს?” - კითხულობს ის, ოდნავ ქვემოთ კი წერს: “გავარკვიე, რომ სისხლი მართლაც ჩაკეტილ წრეზე მოძრაობს”.


გულის გაკვეთის დროს ჰარვეიმ აღმოაჩინა, რომ გულში არის სარქვლები, რომლებიც მხოლოდ ერთი მიმართულებით იღება და სისხლის მხოლოდ ერთი მიმართულებით დენას უზრუნველყოფს; ერთი სარქველი სისხლის გადინებას არეგულირებს, მეორე კი შემოდინებას. ეს უდიდესი აღმოჩენა გახლდათ.

ჰარვეი მიხვდა, რომ გული სისხლს არტერიებში გადაქაჩავდა, შემდეგ სისხლი ვენებში გადადიოდა, ბოლოს კი ისევ გულს უბრუნდებოდა. სწორედ აქ იკვრებოდა წრე და სისხლი თავიდან იწყებდა მოგზაურობას ორგანიზმში. დღეს ეს ბავშვმაც კი იცის, მაგრამ მე-17 საუკუნეში ჰარვეის აღმოჩენა რევოლუციური გახლდათ. ეს იყო მედიცინაში დამკვიდრებული წარმოდგენებისთვის დამანგრეველი ძალით მიყენებული დარტყმა.

თავისი ტრაქტატის ბოლოს ჰარვეი წერდა: “ამ იდეის მედიცინაში განხორციელებით ადამიანის წინაშე უსაზღვრო შესაძლებლობები იშლება”. ჰარვეის აღმოჩენამ წინ წასწია ანატომია და ქირურგია და ბევრი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს. მსოფლიოს ყველა საოპერაციოში დღემდე გამოიყენება ქირურგიული მომჭერები, რომლებიც სისხლის მიმოქცევის ბლოკირებას ახდენს და იმავდროულად სისხლის მიმოქცევის დანარჩენი წრის ნორმალურ ფუნქციობას უზრუნველყოფს, და თითოეული ეს მომჭერი უილიამ ჰარვეის უდიდესი ღვაწლის შეხსენებაა.

  • სისხლის ჯგუფები

მომდევნო უდიდესი აღმოჩენა, რომელიც სისხლთან არის დაკავშირებული, 1900 წელს ვენაში მოხდა. იმ დროს მთელი ევროპა მოცული იყო სისხლის გადასხმის მომხრე ენთუზიასტებით. თავდაპირველად ხმა დაირხა, რომ სისხლის გადასხმას სასწაულებრივი სამკურნალო ეფექტი ჰქოდნა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ გაჩნდა პირველი ცნობები ამ მანიპულაციის შედეგად დაღუპულთა შესახებ. ვერავინ ხვდებოდა, რატომ იყო ზოგიერთ შემთხვევაში სისხლის გადასხმა მკურნალობის საუკეთესო საშუალება, ზოგჯერ კი სასიკვდილო განაჩენს უდრიდა.

ავსტრიელი ექიმი კარლ ლანდშტაინერი გულდასმით მუშაობდა ამ პრობლემაზე. მან სხვადასხვა დონორის სისხლი ერთმანეთში აურია და შედეგები შეისწავლა. ზოგიერთ შემთხვევაში სისხლის შერევა წარმატებით დამთავრდა, ზოგიერთ შემთხვევაში კი შერეული სისხლი დაგორგლდა, შედედდა და უფრო წებოვანი გახდა. ახლოდან დათვალიერებისას ლანდშტაინერმა შეამჩნია, რომ სისხლი დედდება მაშინ, როცა რეციპიენტის სისხლში არსებული განსაკუთრებული ცილები, ეგრეთ წოდებული ანტისხეულები, რეაქციაში შედის დონორის ერითროციტებში არსებულ სხვა ცილებთან, ანტიგენებთან. ლანდშტაინერისთვის ეს გამონათება იყო. ის მიხვდა, რომ ყველა ადამიანის სისხლი ერთნაირი არ არის.

შემდეგ გაირკვა, რომ ადამიანის სისხლი შეიძლება ოთხ ჯგუფად დაიყოს: A, B, AB და 0, - და რომ სისხლის გადასხმა წარმატებით მთავრდება მაშინ, როცა ადამიანს მისივე ჯგუფის სისხლს გადაუსხამენ.

ლანდშტაინერის აღმოჩენა მაშინვე აისახა სამედიცინო პრაქტიკაზე. რამდენიმე წლის შემდეგ სისხლის გადასხმას უკვე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მიმართავდნენ, რამაც უამრავი ხალხი გადაარჩინა სიკვდილს.

სისხლის ჯგუფების ზუსტი განსაზღვრის დამსახურებაა ისიც, რომ მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში შესაძლებელი გახდა ორგანოების გადანერგვა. სადღეისოდ გამოთვლილია, რომ მხოლოდ აშშ-ში ყოველ სამ წამში სისხლის გადასხმის ერთი პროცედურა ტარდება. უამისოდ ყოველწლიურად 4,5 მილიონზე მეტი ამერიკელი დაიღუპებოდა.

  • ანესთეზია

მიუხედავად იმისა, რომ უდიდესმა ანატომიურმა აღმოჩენებმა ბევრს შეუნარჩუნა სიცოცხლე, ტკივილის შემცირება მათ არ შეეძლოთ. უანესთეზიოდ ჩატარებული ოპერაციები ცხადი კოშმარი გახლდათ. პაციენტები ხელით ეჭირათ ან საწოლზე აბამდნენ, ზოგჯერ “ანესთეზიისთვის”, პაციენტის გასათიშად, სპეციალურ ხის ჩაქუჩებს იყენებდნენ. ქირურგები სწრაფად მუშაობდნენ, რომ მალე დაემთავრებინათ პაციენტის წამება.

1811 წელს ერთი ქალბატონი წერდა: “როცა სასტიკი ფოლადი შემერჭო სხეულში და დაიწყო კუნთების, არტერიების, ვენებისა და ნერვების ჭრა, უკვე ვეღარავინ დამაკავებდა და სანამ ყველაფერი არ დამთავრდა, საშინლად ვკიოდი. ასეთი აუტანელი იყო წამება”.

მედიცინის ისტორიის მკვლევართა აზრით, ქირურგია მკურნალობის უკიდურესი გზა იყო და მაშინაც კი ბევრი ქირურგის მაგიდაზე დაწოლას სიკვდილს ამჯობინებდა. ოპერაციის დროს ტკივილის შესამცირებლად საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა საშუალება იხმარებოდა. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, ოპიუმი ან მანდრაგორას ექსტრაქტი, ნარკოტიკი გახლდათ.

მე-19 საუკუნის ორმოციან წლებში რამდენიმე მეცნიერი მუშაობდა უფრო ეფექტური ანესთეტიკის შესაქმნელად. ორი ბოსტონელი დანტისტი, რომლებიც კარგად იცნობდნენ ერთმანეთს, უილიამ მორტონი და ჰორას ველსი, და დოქტორი კროფარდ ლონგი ჯორჯიის შტატიდან, აქტიურად ატარებდნენ ექსპერიმენტებს ორ ნივთიერებაზე - აზოტის ქვეჟანგზე, იმავე მალხენ აირზე, და სპირტშერეულ გოგირდმჟავას ხსნარზე, რომლებიც ტკივილის შემამსუბუქებლად მიიჩნეოდა. კითხვა, რომელმა აღმოაჩინა ანესთეზია, დღემდე უპასუხოდ რჩება. სამივეს პირველაღმომჩენის პრეტენზია ჰქონდა.

ანესთეზიის ერთ-ერთი პირველი სახალხო დემონსტრაცია 1846 წლის 16 ოქტომბერს გაიმართა. უილიამ მორტონი თვეების განმავლობაში ატარებდა ექსპერიმენტებს ეთერზე იმის გასარკვევად, რა დოზა მისცემდა საშუალებას პაციენტს, ოპერაცია ტკივილის გარეშე გადაეტანა. ბოსტონელი ქირურგებისა და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისგან შემდგარ “სასამართლოზე” მან წარადგინა საკუთარი ხელსაწყო, რომლითაც კისერზე სიმსივნის მქონე პაციენტს ეთერის ნარკოზი მისცეს. მორტონმა რამდენიმე წუთი მოიცადა, შემდეგ ქირურგმა პირველი განაკვეთი გააკეთა და... სასწაული მოხდა - პაციენტმა არ დაიყვირა. ოპერაციის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას პაციენტმა განუცხადა, რომ მთელი ოპერაციის განმავლობაში არაფერი უგრძნია. ცნობა, რომ ოპერაციის უმტკივნეულოდ გაკეთებაა შესაძლებელი, მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს მოედო.

მიუხედავად ამისა, ბევრი ქირურგი ანესთეზიაზე უარს ამბობდა. ზოგიერთი სწავლების თანახმად ხომ, ტკივილი კი არ უნდა შეიმსუბუქო, არამედ მოითმინო, განსაკუთრებით - სამშობიარო ტკივილები. მაგრამ აქ გადამწყვეტი სიტყვა თქვა დედოფალმა ვიქტორიამ. 1853 წელს, პრინც ლეოპოლდზე მშობიარობისას, მან ქლოროფორმის მიღება მოისურვა. აღმოჩნდა, რომ მას სამშობიარო ტკივილების შემსუბუქება შესძლებია. ამ შემთხვევის შემდეგ დედოფლის მაგალითს სხვა ქალებმაც მიბაძეს.