/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მცენარეთა მოვლა

ოთახის 5 მცენარე, რომელიც ყველაზე მეტ ჟანგბადს გამოყოფს - ფლორისტი გირჩევთ, როგორ მოუაროთ მათ

ბოლო კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, მცე­ნა­რე­ებს ჰა­ე­რი­დან აქ­რო­ლა­დი ორ­გა­ნუ­ლი ნა­ერ­თე­ბის 87%-ის შე­წო­ვა 24 სა­ათ­ში შე­უძ­ლი­ათ.

აქროლადი ორგანული ნაერთები როგორც თამბაქოს კვამლს, ისე ხალიჩის მტვერსა და სასურსათო ნარჩენებისგან დაგროვილ ბაქტერიებსაც მოიცავს, ამიტომ საცხოვრებელ სახლში მცენარეების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

თბილისში ჰაერის დაბინძურების პრობლემა წლიდან წლამდე მოუგვარებელი რჩება, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრალურ უბნებში, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და მუდმივად საცობია. ამავდროულად, გადატვირთული რეჟიმის გამო ქალაქგარეთ სუფთა ჰაერზე გასვლას ვერ ვახერხებთ, ამიტომ ჩვენი ჯანმრთელობა მუდმივად რისკის ქვეშაა.

მთელი დღის განმავლობაში დიდი ოდენობით აზოტის დიოქსიდს, ტყვიასა და ნახშირორჟანგს ვსუნთქავთ, ამიტომ სასურველია ჩვენს საცხოვრებელ სივრცეში ჯანსაღი გარემო მოვიწყოთ. ამის საუკეთესო საშუალება კი ოთახის მცენარეებია. მათ ჩვენი საცხოვრებელი სივრცის გაჯანსაღება შეუძლია. ფოტოსინთეზის შედეგად მცენარე ოთახში დაგროვილ ჩO2-ს შთანთქავს და ჟანგბადს გამოიმუშავებს; სწორედ ამიტომ, ისეთი ოთახის მცენარეები უნდა შევარჩიოთ, რომელთაც როგორც სასიამოვნო ვიზუალი, ისე დიდი რაოდენობით ჟანგბადის გამოყოფის შესაძლებლობა აქვს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

Aმბები.გე დაინტერესდა, რომელი ოთახის მცენარეები გამოყოფს ყველაზე მეტ ჟანგბადს და სად შეიძლება მათი შეძენა.

აღმოვაჩინეთ რომ, თითქმის ყველა მწვანე ნარგავი, რომელიც ჟანგბადს გამოიმუშავეებს და ასევე მათი მოვლისთვის საჭირო ყველა პროდუქტი - ჰიპერმარკეტ "გორგიაშია" თავმოყრილი. აქვე დაგვხვდა ჰიპერმარკეტის ფლოტისტი დავით ჩანგიანი, რომელმაც აღნიშნული ნარგავების ნიშან-თვისებებისა და მოვლის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა.

ფლორისტმა წარმოგვიდგინა 5 მცენარე, რომელიც ოთახში ყველაზე მეტ ჟანგბადს გამოყოფს და შესაბამისად, ჰაერსაც აჯანსაღებს. მისი თქმით, აღნიშნულ მცენარეებს უნიკალური თვისებები აქვს და შეგვიძლია, ყველა მათგანი როგორც საძინებელში, ისე ნებისმიერ ოთახში, მათ შორის სამზარეულოშიც განვათავსოთ.

შეფლერა

შეფლერა ოთახის ფოთლოვანი მცენარეა, რომელსაც ნათელი ადგილები უყვარს, პირდაპირი მზის სხივები მისთვის საზიანოა.

mkurnali.ge

მცენარე აქტიურად შთანთაქვს ისეთ კარცეროგენებს როგორებიცაა: ბენზენი, ფორმალდეჰიდი და ტრიქლოროეთილენი. ეს ნივთიერებები სინთეტიკური სუბსტანციის მქონე პროდუქციაში აქტიურად გამოიყენება, ამიტომ შესაძლოა ისინი ჩვენს სახლებში დიდი რაოდენობით დაგროვდეს. მაგალითად, ბენზენი ბუნებრივი აირის წვის შედეგადაც გამოიყოფა, შესაბამისად სამზარეულოში ოთახის მცენარის, ამ შემთხვევაში შეფლერას არსებობა რეკომენდებულია.

სინათლეზე შეფლერას ფოთლები უჭრელდება და დიდი ოდენობით ჟანგბადს გამოყოფს, ანუ ჰაერის კარგი გამწმენდია. ფლორისტი გვირჩევს, რომ ოთახში ჰაერის გამწმენდი მცენარეებიდან პირველ რიგში შეფლერა უნდა შევიძინოთ.

შეფლერას მოვლა მარტივია: მას ზომიერი რაოდენობით წყალი დაახლოებით კვირაში ორჯერ უნდა მივაწოდოთ. თანაბრად ეგუება როგორც სინესტეს, ასევე სიმშრალეს.

მცენარე, რომელიც ჩვენ საცხოვრებელ სივრცეს ჟანგბადით ამარაგებს, საკმაოდ ხელმისაწვდომია და 19,50 ლარი ღირს.

ფიკუს ბენჟამინი

შეფლერას მსგავსად, ფიკუს ბენჟამინიც ჰაერის გამწმენდია და დიდი ოდენობით ჟანგბადს გამოყოფს. მას სახლში ნათელი ადგილი უნდა მივუჩინოთ, ამავდროულად უნდა ვეცადოთ პირდაპირი მზის სხივები არ მოხვდეს.

mkurnali.ge

ფიკუს ბენჟამინი იზრდება დაახლოებით 1 მეტრი ან 1,5, აქვს ჭრელი ფოთოლი. მცენარეს შეუძლია სიმშრალე მარტივად აიტანოს.

რაც შეეხება მისი მოსვლის წესებს: როდესაც ტემპერატურა დაახლოებით, 15 გრადუს სითბოს მიაღწევს, შეგვიძლია მცენარე გარეთ გავიტანოთ, თუმცა ქარიან ადგილს უნდა მოვარიდოთ, რადგან ფოთლები ცვენას დაიწყებს.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ღერძის გამაგრებამდე ფიკუს ბენჟამინს საყრდენი ესაჭიროება, რათა არ გადაიხაროს და ფორმა არ დაკარგოს. რაც შეეხება მორწყვის პერიოდს, უნდა დავაკვირდეთ, ფიკუს ბენჟამინს ნიადაგი რამდენად გამოუშრება და ამის მიხედვით ვიხელმძღვანელოთ. ასევე სასურველია, რომ მცენარე ტორფნარევ და პერლიტიან მიწაში ჩავრგოთ.

ფიკუს ბენჟამინის ფასი 31 ლარს შეადგენს.

სანსივერია სანსივერია როგორც ვიზუალით, ისე გამძლეობითა და ჟანგბადის გამოყოფის თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მცენარეა.

mkurnali.ge

მისი მოვლა შეფლერას მსგავსად სირთულეებთან დაკავშირებული არ არის. სანსივერია წყალს ნაკლებად ითხოვს და მორწყვას დაახლოებით კვირაში ერთხელ, ან თვეში ორჯერ საჭიროებს.

ჩამოთვლილი მცენარეების მსგავსად, პირდაპირი მზის სხივები მასზეც მავნე ზეგავლენას ახდენს, თუმცა ამავდროულად სიჯანსაღის შესანარჩუნებლად სინათლე ესაჭიროება.

ამ ულამაზესი ტროპიკული მცენარისთვის სასურველია ფხვიერი და ნოყიერი მიწა შევარჩიოთ, რომელსაც ტორფით გავაჯერებთ და პერლიტს გადავურევთ. "გორგიას" ფლორისტი აღნიშნავს, რომ პერლიტი ნიადაგს სინესტეს უნარჩუნებს და აფხვიერებს, რაც მცენარის ზრდა-განვითარებაზე დადებითად მოქმედებს.

სანსივერიას ხილვაც "გორგიას" შოურუმში შეგიძლიათ და მისი ფასი მხოლოდ 22,10 ლარია.

დრაცენა

სიმშრალეს დრაცენაც მარტივად ეგუება, ჩვენს საცხოვრებელ ოთახებს ჟანგბადით ამდიდრებს და თითქმის ყველა მავნე ნაერთს შთანთქავს.

mkurnali.ge

თუ გვსურს, რომ მცენარეს სწორად მოვუაროთ, სასურველია ნიადაგი ბოლომდე გამოუშრეს და მორწყვის დროს უბრალოდ დანესტიანდეს. იმის გათვალისწინებით, რომ გადატვირთული რეჟიმის გამო ხშირად ოთახის მცენარეებს სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევთ, დრაცენას მოვლა ძალიან მარტივია და დიდ დროს არ მოითხოვს.

ფლორისტი განმარტავს, რომ დრაცენა "უპრობლემო" მცენარეა, მარტივად არ ფუჭდება და თითქმის ყველანაირ პირობებას ეგუება. ერთადერთი, რამაც შეიძლება მცენარისთვის სიჯანსაღის დაკარგვა გამოიწვიოს - მისი ცივ ადგილზე განთავსებაა, რადგან ცივმა ჰაერმა შეიძლება ფოთლები დაუზიანოს და ვიზუალი მკვეთრად შეუცვალოს.

"გორგიაში" გვირჩიეს, რომ დრაცენა უნდა ჩავრგოთ ფხვიერ, ტორფიან ნიადაგში. რეკომენდებულია პერლიტის შერევაც. მცენარე ნელა იზრდება, საბოლოოდ კი სიმაღლეში დაახლოებით 1,5 ან 2 მეტრს აღწევს. რაც შეეხება დრაცენას ფასს, ის სულ რაღაც 19,50 ლარია.

კროტონი

მე-5 და ჟანგბადის არანაკლებ დიდი მოცულობით გამომყოფი მცენარე კროტონია, რომელსაც სინათლე და პირდაპირი მზის სხივები უყვარს.

mkurnali.ge

მზის სხივების ზემოქმედების შედეგად, კროტონს ფოთლები უჭრელდება, ამიტომ ვიზუალით სახლის მცენარეების ბევრი მოყვარულის ფავორიტია.

კროტონიც ნელა იზრდება და ზომიერი რაოდენობით წყალს ითხოვს. სიმაღლეში დაახლოებით 1,5 მეტრამდე იზრდება.

ფლორისტის თქმით, მცენარე ფხვიერ, განოყიერებულ ნიადაგს საჭიროებს. მისი კიდევ ერთი დადებითი მხარე კი ისაა, რომ შეგვიძლია როგორც საძინებელ, ისე მისაღებ ოთახში, ნათელ ადგილზე განვათავსოთ. მისი ფასი 15,60 ლარია.

"გორგიას" ფლორისტი აღნიშნავს, რომ მცენარის მოვლა მის სიჯანსაღეზე პირდაპირ აისახება.

რაც მთავარია, "გორგიაში" როგორც მცენარეები, ასევე მათი მოვლის ყველა საშუალება ერთ სივრცეშია თავმოყრილი. ამასთან, ყველა მცენარის შეძენა ხელმისაწვდომ ფასად შეგვიძლია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ოთახის მცენარეები სარგებელი და საფრთხე
ოთახის მცენარეები სარგებელი და საფრთხე
მცენარეებს სახლში მყუდროება შემოაქვს. მათ ჩვეულებრივ ვირჩევთ მოვლის სიმარტივისა და გარემოს დიზაინის გათვალისწინებით.
სრულად
რჩევები ოთახის მცენარეების მოყვარულთათვის

მარკეტში ნაყიდი ფინიკისგან შეიძლება პალმა გაზარდოთტროპიკულ და
სრულად
როგორ მოვუაროთ ყვავილებს ზაფხულში  - რჩევები ყვავილების მოყვარულებს

როგორ მოვუაროთ ყვავილებს ზაფხულში
სრულად
შეიძლება არ გქონდეთ დიდი ეზო, მაგრამ თუ მოინდომებთ, პატარა ბაღის გაშენებას უსათუოდ შეძლებთ

ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
სრულად
რამდენიმე რჩევა, რომელიც ბაღის უკეთ მოწყობაში დაგეხმარებათ

ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა
სრულად
მსხალი
მსხალი
მსხალი გემრიელი ხილია, თუმცა ხშირად კამათობენ, არის თუ არა ის სასარგებლო. მსხლის ისტორია 3000 წელს ითვლის. პირველად ის ჩინურ ოდებშია ნახსენები. მისდამი ინტერესი ადამიანმა XVII-XVIII საუკუნეებში გამოიჩინა.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : რჩევები

-რაც ოოერაციანგამიკეთეს და ნარკოზოთ კბილები დამაცალეს ქ ცალნმხარეს 8თვის მერე დავიწყე ჭამა ცოტანჭეზჭვის პროცესები მაგრამ მეორენმხარეს უფრონყვიან მოშისდა და ვერა.8თვე დაჭირდა ამდროს კინროცა ცალმხარეს ვეჩვეოდი პიროს ლიღნას ნზედაზე დარზცენილიბიყო ორო კბილი ამოსაღები და ბჰახდა ოსოც და იმ მხარეს იყონსადაც ჯერ ვერ დავიწყე ჭრილობების გამო ჭამა.ჰოდანისნორო კბილიც რომ ამობიღე საერთოდ თავიდან დაიწყო ათვლა მოშიშებისყვის და ახლა ალბათ კოდენ8თვე უნდა ველოდო რადჰან აშკარად არაა ჯერ მოშიშებულინისე რომ ლიკმა მივაყრიალო არმსოამოვნებს რომ მეხება..მოკლედ ცალმხარეს ვჭამ რასაც ვჭამ ამნღრძოლებიყმუკბილები ვარ და ომ მხარეს სადაც ვჭამ ნტიჩი გაყხელდა და ლოყა უბასთან იფრონდაკიდულია მეორე მხარეს კინსაითაც ჯერ ვერ ბჭამ უფრო კოზტა და საბსეა ტიჩი საერზტონჯამშო ცალმხარეს სხვანაირად მაქ ცალონმხარე სხვანაირად და დაბრეცილი მოჩანს ტიჩები ეს რისნბრალია?იმოქმედო პოროს ღის?და რომელსაც არვამოქმედებ ის რატოა ლამაზინიფრონდანმკვრისივი და რონელ მხარესაც ვჭამნის მოეშვა.ანუ მარკვენა მხარეა მოშვებული იფრონსწორად მარხხენა და მარივენა მხარეა კოხტა

კატეგორია : თვალი

-სალამი. დროდადრო მაქვს თვალზე ალერგიული რეაქციები- ტრანსპორტში კითხვისას ტელეფონში,ასევე ტელეფონში თუ მიწევს სიბნელეშე მოხმარება ,დიდხანს ურთიერთობა ,კითხვა და ა.შ. ბოლოს მქონდა ძლიერი ქავილი თვალში. ექიმმა ჩამიტარა სრული კვლევა. არაფერი ხარვეზი.დამინიშნა ალერგოვისი სამი თვით. ერთი კვირის შემდეგ არაფერი მოიხსნა საერთოდ,არაფერს მშველის დღემდე. მივმართე მას ისევ, დექსამეტაზონი დამიმატა, ჩავიწვეთე თუ არა მაშინვე,ერთ წვეთზე მოიხსნა ყველაფერი. ერთი კვირა გამოვიყენე. ეხლა ალაგ ალაგ მაქვს ისევ წვა და რეაქციები. რა შეიძლება ხანგზლივად ჩავიწვეთო,ანტიჰისტამინი,უკონსერვანტო,რქოვანა რომ არ დააზიანოს ან თუ შეიძლება დექსამეტაზონი გამოვიყენო ასეთ დროს,თუნდაც ერთჯერადად ან რამდენიმე დღე, თვალის წნევაზე რომ არ იმოქმედოს.

კატეგორია : ნევროლოგია

მოგესალმებით, ვარ 54 წლის ქალბატონი , ბავშვობაში 11 წლამდე მქონდა პარციალური კრუნჩხვები ცალ მხარეს , ეპილეპსია. ვიმკურნალე. მას მერე მსგქვსი არ მქონია მაგრამ დამახსიათებელი ნერვული სისტემა დამრჩა, . ეეგ ს გადაღება ახლქც კი ასეთ რამეს აჩვენებს — შერეული პილიმორფული დიზრითმია , წამყვანია ალფა - თეტა დიაპაზონის აქტივობა , რომელიც დიფუზურად ჩანაცვლდება დაბალამპლიტუდიანი სწრაფი ბეტა რიტმით და ერთეული წამახვილებული პოტენციალებით .. ახდენს აქრივობის იოლ ამპლიტუდურ პიტენციაციას., ბილატერალურად აღირიცხება ერთეული და ჯგუფური მახვილ-ნელტალღოვანი გარბენები . რეაქცია აფერენტულ გაღიზიანებაზე დადებითია . უფრო წინა დასკვნაში დამატებულია ფრაზა - ტვინის ქერქქვეშა სტრუქტურების ფინქციური ლაბილობის დაქვითვებით . ადვილად ვვარდები დეპრესიაში , ხქნდახან მაქვს გარემოს ცუდი აღქმა . ძალიქნ გთხოვთ ამიხსნათ რას ნიშნავს დასკვნა და როგორ გავიუმჯობესო ნერვული სისტემა

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ოთახის 5 მცენარე, რომელიც ყველაზე მეტ ჟანგბადს გამოყოფს - ფლორისტი გირჩევთ, როგორ მოუაროთ მათ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები