მსხალი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

მსხალი

მსხალი
მსხალი გემრიელი ხილია, თუმცა ხშირად კამათობენ, არის თუ არა ის სასარგებლო. მსხლის ისტორია 3000 წელს ითვლის. პირველად ის ჩინურ ოდებშია ნახსენები. მისდამი ინტერესი ადამიანმა XVII-XVIII საუკუნეებში გამოიჩინა. წინათ მოხარშული მსხალი სასარგებლოდ მიიჩნეოდა, უმი კი – საწამლავად. უახლესმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ეს ხილი იმაზე გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე წარმოგვიდგენია. ის გაჯერებულია შაქრით, ორგანული მჟავებით, უჯრედისით, ფერმენტებით, B1, B2, C, P, PP ვიტამინებით, A პროვიტამინით, მიკროელემენტებით (მათ შორის – იოდით), ნახშირწყლებით.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მსხალი ვაშლზე ტკბილი გვეჩვენება, თუმცა, შაქარი მასში გაცილებით ნაკლებია. ხალხური
და ოფიციალური მედიცინა გვირჩევს, მსხალი ხშირად ვჭამოთ, ოღონდ ვისწავლოთ მისი სწორად მოხმარება.

  • მსხალი არ უნდა ვჭამოთ უზმოზე და არავითარ შემთხვევაში არ დავაყოლოთ წყალი.
  • არ არის სასურველი მისი ხორცთან ერთად და მარხვაში მიღება.

ახლა ამ საოცარი ხილის სასარგებლო თვისებები გავიცნოთ. მსხლის წვენი ვიტამინებით არის გაჯერებული. მსხლის
შემადგენლობაში შემავალი მჟავები განსაკუთრებით სასარგებლოა ორსულთათვის და მათთვის, ვისაც სისხლძარღვთა პრობლემები აქვს. ექიმები მსხლის ჭამას დაბეჯითებით ურჩევენ 40 წელს გადაცილებულებს. კარგი იქნება, თუ კვირაში ორჯერ მაინც მოიწყობთ „მსხლის დღეს“. ამ დღეებში მხოლოდ 1,5-2 კგ მსხალი მიირთვით. მაგარი ჯიშისა შეგიძლიათ მოხარშოთ.

ძველად ექიმბაშები მსხალს სიცხის დასაწევად აჭმევდნენ პაციენტებს. გარდა ამისა, ნაყოფს ჩეჩქვავდნენ, ტილოზე ათავსებდნენ და ჭრილობაზე ადებდნენ – მიაჩნდათ, რომ საუკეთესო შემხორცებელი საშუალება იყო.

ძველ არაბულ სამედიცინო ნაშრომებში მსხალი ფილტვების საუკეთესო წამლად იხსენიება. ანტიბიოტიკ არბუტინის წყალობით მსხლის წვენსა და კომპოტს ანტიბაქტერიული თვისებები აქვს. მსხალი ძალიან უხდება საჭმლის მომნელებელ სისტემას. ის აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, თუმცა, მის შემადგენლობაში შემავალ უჯრედისს კუჭ-ნაწლავის გაღიზიანებაც შეუძლია. საჭმლის მომნელებელი სისტემის სერიოზული პრობლემების დროს მსხალს საერთოდ ნუ შეჭამთ.

დიდი ხანია ცნობილია, რომ მოხარშული ან შემწვარი მსხალი ხველებას აცხრობს. დამტკიცდა ისიც, რომ მსხალი ნაღვლის დაავადებების შესანიშნავი წამალია. თუ ყოველ დილით, წახემსების შემდეგ, 2 ცალ საშუალო ზომის მსხალს მიირთმევთ, მუცლის ტკივილი დაგიამდებათ და არასასიამოვნო სიმძიმის შეგრძნებაც გაქრება.

ახლახან ექიმებმა, დიეტოლოგებმა და ფსიქოლოგებმა ისიც დაამტკიცეს, რომ ეს საოცარი ხილი განწყობილებასაც ამაღლებს. მისი მიღებიდან რამდენიმე წუთში გუნება გამოგიკეთდებათ. დასავლეთში დეპრესიით შეპყრობილ რამდენიმე ადამიანზე ექსპერიმენტი ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ 10-დან 8 მონაწილე 0,5 კგ მსხლის შეჭმის შემდეგ ოპტიმისტურად განეწყო, საწოლიდან წამოდგა, სარკეში ჩაიხედა, გაიღიმა და გასეირნების სურვილი გამოთქვა.

მსხალი ძალიან სასარგებლოა არითმიის დროს – მასში ბევრია კალციუმი, რომელიც აუმჯობესებს გულის ფუნქციობას და აღადგენს რიტმს. სხვათა შორის, რაც უფრო არომატულია მსხალი, მით უფრო სასარგებლოა, განსაკუთრებით – გულისათვის.


მსხლის კოსმეტოლოგიური თვისებები

ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ის, რისი შინაგანად მიღებაც სასარგებლოა, გარეგანი გამოყენების დროსაც ეფექტიანი უნდა იყოს და ასეც არის! არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს. მსხლის ნიღბის მომზადებას შინაც მოახერხებთ. ის:

  • აუფერულებს ჭორფლს და ლაქებს. მწიფე მსხალი გამოწურეთ, დარჩენილი ნაყოფი სახეზე დაიდეთ და 15-20 წუთით გაიჩერეთ (თუ კანი მშრალი გაქვთ, მასში რძის ფხვნილი შეურიეთ, რომ ფაფის მსგავსი მასა მიიღოთ). შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  • ატენიანებს მშრალ კანს. თუ მეტისმეტად მშრალი კანი გაქვთ, ზამთარში რაც შეიძლება ხშირად გაიკეთეთ ასეთი ნიღაბი: მოზრდილი მსხალი კანიანად გახეხეთ, დაასხით ერთი სუფრის კოვზი არაჟანი და ამდენივე გრეიპფრუტის წვენი. კარგად აურიეთ და მიღებული მასა დაიდეთ სახეზე. ნახევარი საათის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  • ავსებს ფორებს. კარგი იქნება, თუ კვირაში ერთხელ მაინც სახეზე მსხლის წვენს წაისვამთ. ეს სასარგებლოა ნებისმიერი ტიპის კანისთვის – არბილებს, აჯანსაღებს, აქრობს ფორებს. მსხლის წვენი სახეზე 20 წუთით გაიჩერეთ. ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, მერე კი ცივი წყლით.
  • მსხალი ნაოჭების მტერია. ორი სუფრის კოვზი რბილობი მოათავსეთ ჭურჭელში, დაამატეთ რამდენიმე ჩაის კოვზი ათქვეფილი კვერცხის ცილა, კარგად მოურიეთ და მიღებული მასა 15-20 წუთით წაისვით სახეზე. შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი სასურველია ნორმალური სახის კანისთვის.

ამდენი რამ რომც არ ჩამოგვეთვალა, მსხლის უნიკალურობის საბუთად მისი საოცარი გემოც იკმარებდა. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომელთაც მსხალი არ უყვართ. თუ მათ რიცხვს ეკუთვნით, ნუ იდარდებთ – შეგიძლიათ, მსხლის ნამცხვარი იგემოთ. მისი წყალობით თქვენი ორგანიზმი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას მიიღებს.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ის არა მარტო გემოთი, უნიკალური სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა.
ჟოლო, გემოსა და არომატთან ერთად, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მრავალი თვისებითაც გამოირჩევა.
ყველა მცენარეს, რა თქმა უნდა, განსხვავებული მოვლა და მზრუნველობა სჭირდება, თუმცა არსებობს ზოგადი წესები, რომელთა
ბოლო კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, მცე­ნა­რე­ებს ჰა­ე­რი­დან აქ­რო­ლა­დი ორ­გა­ნუ­ლი ნა­ერ­თე­ბის 87%-ის შე­წო­ვა 24 სა­ათ­ში შე­უძ­ლი­ათ.
ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთწლოვანი მცენარეა. მის სამშობლოდ შუა და მცირე აზიას მიიჩნევენ.
გარგარი უმნიშვნელოვანესი საკვები პროდუქტია. ის ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებათა უნიკალური წყაროა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად