/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიასახლისის კუთხე

სამზარეულოს გამწოვი

სამზარეულოს გამწოვი
სამზარეულოში დამონტაჟებული გამწოვი ბინას სუფთა და ჯანსაღი ჰაერით უზრუნველყოფს და მყუდრო და კომფორტულ ატმოსფეროს ქმნის.

სამზარეულოს გამწოვი არ არის ინტერიერის ის დეტალი, რომელიც სტილს ქმნის. ამ ხელსაწყოს წმინდა პრაქტიკული დანიშნულება აქვს: წმენდს ჰაერს ნამწვისგან, კვამლისა და ჭვარტლისგან და სუნებს მთელ ბინაში გავრცელების საშუალებას არ აძლევს. ალბათ დამეთანხმებით - ძალიან არასასიამოვნოა, როცა საღამოს საძინებელში შესულს იმ თევზის სუნი დაგხვდებათ, რომელიც ვახშმად მიირთვით.

გაფილტვრა და განდევნა გამწოვი ხელსაწყოები ორი ტიპისაა:

  • გამწოვი ვენტილაცია: ის განდევნის კვამლსა და ჭვარტლს და მოგაშორებთ უსიამოვნო სუნს. ასეთი გამწოვი უკეთ ასუფთავებს ჰაერს, მაგრამ მისი დაყენება ყველგან არ არის შესაძლებელი. ის შეიძლება გამოვიყენოთ იმ სახლებში, სადაც კარგად მუშაობს ჰაერის გამწმენდი.
  • ჰაერის გამწმენდი: ეს გაცილებით მარტივი სისტემაა. ის განდევნის ჰაერს ფილტრის საშუალებით, იცავს ბინას კვამლისგან, მაგრამ თითქმის ვერ აკავებს სუნს. თუმცა არსებობს გამწოვის ისეთი მოდელებიც, რომლებსაც ორივე ფუნქციის შესრულება შეუძლია.

გამწოვის ხმარება რთული არ არის: ჩართე-გამორთე. დროდადრო ის უნდა გარეცხოთ და ფილტრი გამოუცვალოთ. აგრეგატები აღჭურვილია ცხიმოვანი ფილტრით - ის აკავებს კვამლს. უფრო ძვირად ღირებულ მოდელებს აქვს უფრო ნატიფი გამწმენდები - ნახშირისა, რომლებიც განდევნიან სუნს. ცხიმოვანი ფილტრის გამოცვლა საჭირო არ არის, ის ირეცხება ხელითაც და ჭურჭლის სარეცხი მანქანითაც. ნახშირის ფილტრი მოგემსახურებათ 4-6 თვიდან 2 წლამდე, შემდეგ კი ახლის შეძენა მოგიწევთ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გამწოვისთვის მნიშვნელოვანი პარამეტრია ხმაური. სპეციალისტთა აზრით, მისი დონე არ უნდა აღემატებოდეს 50 დეციბელს. ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა მოიძიოთ ტექნიკურ პასპორტში ან დააზუსტოთ მაღაზიაში, კონსულტანტთან. არსებობს როგორც იაფფასიანი, ასევე ძვირად ღირებული დანადგარები.

ძვირფას მოდელს მოხდენილ დიზაინთან ერთად მრავალი ფუნქციაც აქვს, მაგრამ ყველა გჭირდებათ თუ არა, თავად უნდა გადაწყვიტოთ, ამიტომ მოდელი უნდა შეარჩიოთ თქვენი შესაძლებლობებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინებით. ხარისხიან გამწოვს სუნებისა და დაბინძურებული ჰაერის 96%-ის განდევნა შეუძლია, თანაც საკმაოდ ოპერატიულად - 6-8 წუთის განმავლობაში.

გამოყენების ინსტრუქცია

  • გაზქურაზე რაიმე მიგეწვათ, სამზარეულო ნამწვით აივსო? ნუ იჩქარებთ ყველა კარისა და ფანჯრის დახურვას და მთელი სიმძლავრით გამწოვის ჩართვას! სუფთა ჰაერის ნაკადის გარეშე ვენტილატორის ძრავს თავისი მოვალეობის შესრულება გაუჭირდება და უფრო და უფრო უარესად იმუშავებს, ამიტომ გააღეთ სამზარეულოს ან მისი მოსაზღვრე ოთახის ფანჯრები.
  • სანამ გამწმენდის რეცხვას შეუდგებოდეთ, ის ელექტროქსელიდან უნდა გათიშოთ. გამწოვის კორპუსის ყველა დეტალი უნდა გაიწმინდოს, ოღონდ ნუ გახეხავთ, თორემ შესაძლოა, ზედაპირი დააზიანოთ. დაალბეთ ცხიმოვანი ნადები სველი ხელსაწმენდით, რომელზეც ცხიმის საწინააღმდეგო სპეციალური საშუალება ესმება.

სასარგებლო ფუნქციები

ნარჩენის გასასვლელი ვენტილატორში - ეს ფუნქცია საშუალებას აძლევს გამწოვს, გამორთვის შემდეგ დაბალი სიმძლავრით კიდევ 5-15 წუთი განაგრძოს მუშაობა. კერძის მომზადებას რომ დაასრულებთ, შეგიძლიათ გამორთოთ ქურა, გამწოვი და გახვიდეთ სამზარეულოდან. ჭკვიანი ხელსაწყო გაწმენდს ჰაერს და თვითონვე გაითიშება.

ინტერვალური ჩართვა

როგორც წესი, ამ ფუნქციას ფლობენ ძვირად ღირებული მოდელები. საათში ერთხელ ვენტილაცია ავტომატურად ირთვება და დაბალი სიმძლავრით მუშაობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბინა მუდმივად არის უზრუნველყოფილი სუფთა ჰაერის ნაკადით.

ავტომატური ჩართვა მაჩვენებლით

გამწოვის სრულყოფილი მოდელები, რომლებსაც მართავს ელექტრონიკა, თვითონვე ირთვება და ითიშება. როცა საჭიროა ჰაერის გაწმენდა, ტემპერატურისა და ტენიანობის მაჩვენებლები დანადგარს მუშაობის დაწყების ბრძანებას აძლევენ, ხოლო როცა მაჩვენებლები ნორმის ფარგლებს უბრუნდება, აჩერებენ.

სუფთა ჰაერის რეცეპტი

ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ უსიამოვნო სუნი ადამიანს აღიზიანებს, იწვევს თავის ტკივილს და დეპრესიასაც კი. იმაზე, თუ როგორ მუშაობს ჰაერის გამწმენდი, ბევრად არის დამოკიდებული ჩვენი განწყობილება. სამზარეულოში მუდამ სუფთა ჰაერი რომ იყოს, საჭიროა, გამწოვი მუდამ კრიალებდეს.

რეცხვა-წმენდის წესები

  • არ დაივიწყოთ, რომ გამწოვი ელექტრომოწყობილობაა და თავდაპირველად ელექტროქსელიდან უნდა გაითიშოს.
  • ამის შემდეგ უნდა განისაზღვროს, რომელი ფილტრი აქვს გამწოვს. ლითონისა (უმეტესად - ალუმინისა, იშვიათად - თუჯისა) რეგულარულ წმენდას მოითხოვს. გაწმენდის დრო რომ მოუვა, ამას სპეციალური ინდიკატორი მიგანიშნებთ. ნახშირისა და აკრილის ფილტრი კი არ იწმინდება - მას ცვლიან.
  • გამწოვის კორპუსსაც სჭირდება რეგულარული გასუფთავება - მტვრისგან, ცხიმისგან, ჭვარტლისგან... რისგანაც უნდა იყოს ის დამზადებული: ალუმინისგან, უჟანგავი ლითონისა თუ მინისგან, დაფარული იყოს მინანქრით - არასოდეს გამოიყენოთ უხეში ღრუბელი ან სახეხი: ის გლუვ ზედაპირს დაკაწრავს.
  • ღილაკები - ეს ის ადგილებია, სადაც ნადები ინტენსიურად გროვდება და ყველაზე ძნელი მოსაცილებელია. ისინი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გაიწმინდოს. არ შეიძლება მათში წყლის მოხვედრა!

როცა ბრწყინავს სამზარეულო - ბრწყინავს დიასახლისიც, ამისთვის კი დღეს უამრავი დამხმარე საშუალება არსებობს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სამზარეულოს გამწოვი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები