საკვები და წამალი საშიში კომბინაციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საკვები და წამალი საშიში კომბინაციები

გონივრული და რაციონალური კვებით შესაძლებელია წამლის მოქმედების გაძლიერება და მისი სამკურნალო ეფექტის გაზრდა.

  • ანტიბიოტიკები

ტეტრაციკლინი, ბიომიცინი და ამ ჯგუფის სხვა წარმომადგენლები ყველაზე კონფლიქტური ანტიბიოტიკებია. მათი მიღებისას რეკომენდებულია რაციონიდან ამოიღოთ რძე და რძის ნაწარმი - ისინი პრაქტიკულად ანეიტრალებენ ჩამოთვლილი პრეპარატების ეფექტს. მიირთვით რაც შეიძლება მეტი ხილი, ბოსტნეული, მწვანილი, შეზღუდეთ მჟავე საკვები, წვენები, გაზიანი სასმელები, მშრალი ღვინო და ძმრით შეზავებული კერძები.

  • ანტიდეპრესანტები

ანტიდეპრესანტებით მკურნალობისას უმჯობესია ერიდოთ მშრალ ყველს, სოიის სოუსს, კომბოსტოს მწნილს, ლეღვსა და არაჟანს - ეს პროდუქტები შეიცავს თირამინს, რომელმაც ანტიდეპრესანტებთან ერთად შესაძლოა არტერიული წნევის აწევას შეუწყოს ხელი.

  • ანტიკოაგულანტები

ასპირინით მკურნალობისას მიირთვით ცილითა და ცხიმით ღარიბი საკვები, რაციონიდან ამოიღეთ ციტრუსები, რადგან ისინი ასპირინთან კომბინაციაში ძლიერ აღიზიანებენ კუჭის ლორწოვან გარსს.

კუჭის დასაცავად ნუ დააყოლებთ წამალს რძეს - ეს წამლის ეფექტს გაანეიტრალებს.

  • ტკივილგამაყუჩებლები

რაციონიდან ამოიღეთ შაშხი - ის პრაქტიკულად ანულებს მედიკამენტების მოქმედებას. სამაგიეროდ თამამად შეგიძლიათ მიირთვათ რძე და რძის ნაწარმი, თევზი, გოგრა, ქიშმიში.

  • რკინის შემცველი პრეპარატები

მათი მიღებისას უმჯობესია ერიდოთ ჩაის, ყავას, რძეს, თხილსა და ტკბილეულს - ისინი ხელს უშლიან რკინის შეწოვას.

  • შარდმდენები

რაციონში ჩართეთ მწვანე ბარდა, ჭარხალი, კარტოფილი, სტაფილო და ვაშლი. აკრძალულია ძირტკბილა და მისი შემცველი წვენები.

  • ანტირევმატოიდული მედიკამენტები

საჭიროა მკაცრი დიეტა. ერიდეთ ცოცხალ ხილსა და ბოსტნეულს, შემწვარს, ხორცისა და თევზის ნახარშს.

  • სტატინები

სისხლში ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელი პრეპარატების მიღებისას არ შეიძლება ციტრუსების, განსაკუთრებით - გრეიპფრუტის, ჭამა - იგი ბლოკავს ღვიძლის იმ ფერმენტის მოქმედებას, რომელიც, თავის მხრივ, სტატინების დაშლას განაგებს. ამის გამო შესაძლოა ორგანიზმში მკვეთრად მოიმატოს სტატინების კონცენტრაციამ, რაც ღვიძლის ფუნქციათა მოშლას გამოიწვევს.

  • ანტიბაქტერიული და ანტიმიკრობული პრეპარატები

სულფანილამიდები, ბისეპტოლი, სულფადიმეტოქსინი, სულფადიმეზინი - ეცადეთ, მათი მიღებისას რაციონიდან ამოიღოთ საქონლის ღვიძლი, თირკმელები, მწვანილი, ცხიმიანი საკვები, აგრეთვე შაქარი და ტკბილეული.

სვით მეტი წყალი, უმჯობესია, ტუტე მინერალური, რადგან პრეპარატები ამცირებს შარდის გამოყოფას და იქმნება საშარდე გზებისა და თირკმლის არხების შარდმჟავა მარილების კრისტალებით დახშობის ალბათობა. შაქარი და ცხიმი კი ხელს უწყობს საჭმლის მონელების დაქვეითებას და ამით ასუსტებს სულფანილამიდური პრეპარატების ეფექტს.

დაეხმარეთ წამლებს

ანტიბიოტიკების ეფექტს აუმჯობესებს ახალგამოწურული წვენები, ხილი, ბოსტნეული და თხილი, ანტიბიოტიკოთერაპიის დამთავრების შემდეგ რეკომენდებულია, ყოველდღე სვათ კეფირი, რათა ხელი შეუწყოთ ნაწლავური ფლორის აღდგენას.

A, D, E, K ვიტამინების მიღებისას თამამად მიირთვით ცხიმიანი საკვები.

სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობისას მიირთვით საკვები, რომელიც ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას: საქონლის ღვიძლი, თევზი, სტაფილო, ქინძი, ბროწეული, შავი მოცხარი, მარწყვი, თაფლი, წითელი ღვინო.

საფაღარათო საშუალებათა ეფექტს ზრდის ჭარხალი, შავი ქლიავი, კიტრი, ყაბაყი.