/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

როგორ დავარწმუნოთ ბავშვი, რომ აუცილებელია კბილების გახეხვა, საკუთარი სათამაშოების დალაგება თუ ჭიქის გარეცხვა?

როგორ დავარწმუნოთ ბავშვი, რომ აუცილებელია კბილების გახეხვა, საკუთარი სათამაშოების დალაგება თუ ჭიქის გარეცხვა?
როგორ დავარწმუნოთ ბავშვი, რომ აუცილებელია კბილების გახეხვა, საკუთარი სათამაშოების დალაგება თუ ჭიქის გარეცხვა? როგორც წესი, ბავშვები ამ თხოვნებს უხალისოდ ასრულებენ.

ოჯახის სრულფასოვან წევრად ბავშვი თავს მხოლოდ მაშინ აღიქვამს, როცა რეგულარულად უწევს საოჯახო საქმეებში უფროსების დახმარება, ამიტომ არ უნდა მოვაკლოთ ჩვენი დახმარების სიამოვნება. პატარას აუცილებლად უნდა დავაკისროთ იოლად შესასრულებელი ფუნქციები - სათამაშოების დალაგება, დაჭრილი ქაღალდების შეგროვება, მაგიდასთან თეფშის მიტანა, გარეცხილი თეთრეულის დახარისხება, ცხოველების კვება, ყვავილების მორწყვა.

ჯადოსნური კონვერტი

აიღეთ რამდენიმე ცალი კონვერტი და შიგ ჩადეთ ფურცელი, რომელზეც შესასრულებელი დავალებაა მითითებული. შესთავაზეთ პატარას, 2 ან 3 კონვერტი თავად აირჩიოს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დავალებათა ცხრილი

შეადგინეთ დავალებათა ნუსხა და კვირის დღეების მიხედვით გაანაწილეთ. კვირის ბოლოს შეაფასეთ, როგორ შეასრულა პატარამ დავალებები. არც სიმბოლური საჩუქარი დაგავიწყდეთ. მიეცით ბავშვს საშუალება, აირჩიოს, ერთი "რთული" დავალების შესრულება ურჩევნია თუ რამდენიმე "მარტივისა".

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

საბავშვო კუთხე

ალბათ ბავშვს აქვს კუთხე, რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნის. ერთად იმსჯელეთ, როგორ დაალაგოთ სათამაშოები, წიგნები თუ სხვა ნივთები. წასახალისებლად პატარას მიეცით საშუალება, თავად მოაწყოს საკუთარი კუთხე, მაგრამ შესთავაზეთ, ზოგი რამის თაობაზე შეგითანხმოთ.

ასევე დაგაინტერესებთ
კონკრეტული მიზეზით გამოწვეული ტირილი სასარგებლოა - ბავშვის ემოციები და განცდები
ბავშვის განვითარების თავისებურებები ადრეულ სასკოლო ასაკში
უნდა დავსაჯოთ თუ არა ზარმაცი ბავშვი

ბონუსები კარგი საქციელისთვის

"ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენს ჯანმრთელობაზე" - ეს არის ფრაზა, რომელსაც ბავშვი პატარაობიდანვე უნდა ისმენდეს და აცნობიერებდეს. შეიძლება გამოვიყენოთ ნახატები, რომლებიც ყოველდღიურ პროცედურებს ასახავს: კბილების ხეხვას, თმის ვარცხნას, ტანსაცმლის ჩაცმა-გახდას, ხელების ბანას, ბანაობას. ძილის წინ შეამოწმეთ, შეასრულეთ თუ არა დღის განმავლობაში ყველა რეკომენდებული პროცედურა. ისინი ფურცელზე ჩამოწერეთ და შესრულებული ქმედებები ვარსკვლავებით ან ყვავილებით აღნიშნეთ. არასასიამოვნო ან რთული დავალების შესრულებისთვის "პრიზი" დააწესეთ.

ორდენოსანი

მიმზიდველი ხერხია დავალების შესრულებისა და კარგი ქცევისთვის ბავშვის დაჯილდოება. შეგიძლიათ, გააკეთოთ "ორდენი" - ქილის სახურავი გახვრიტეთ, შიგ ლენტი გაუყარეთ და ორდენიც მზადაა. შეიძლება, მასზე სურათი დააწებოთ ან ფოლგა შემოახვიოთ. ცოტა ფანტაზიასაც თუ მოიშველიებთ, შეგიძლიათ ორდენის გადაცემის ცერემონიალიც მოაწყოთ.

მოგზაურობა

შეადგინეთ ხალისიანი მოგზაურობის მარშრუტი. ამისათვის შეიძლება გამოიყენოთ რუკა - არ აქვს მნიშვნელობა, ქალაქისა იქნება თუ ქვეყნისა. "მოგზაურობის" წესები მარტივია: გააკეთეთ პატარა დროშა, რომელსაც რუკაზე გადააადგილებთ. რუკაზე აღნიშნული უნდა იყოს მოგზაურობის დაწყების ადგილი და გარკვეული პუნქტები - "გაჩერებები". ყოველი კარგი საქციელი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, ხოლო უსაქციელობა - უკან დახევა. რასაკვირველია, არ ღირს ბავშვის ხშირი დასჯა, ჯობს მისი კარგი საქციელის დანახვაზე ვიყოთ ორიენტირებულნი. რუკაზე მარშრუტი კარგად უნდა ჩანდეს, პუნქტები კი ერთმანეთს ნაბიჯებით უნდა იყოს დაცილებული. ყოველი 5-15 "ნაბიჯის" შემდეგ უნდა აღნიშნოთ პუნქტი, სადაც პატარას მცირე ბონუსი ელოდება, რამდენიმე პუნქტის შემდეგ კი ბავშვს დამსახურებული საჩუქარი - კინოში წასვლა, ზოოპარკი ან ნანატრი სათამაშო უნდა ელოდეს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ხართ თუ არა სიმართლის მოყვარული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხართ თუ არა სიმართლის მოყვარული

გ) დახმარებისთვის მიმართავთ სხვა მეგობრებს.

2. როდესაც საჭიროა მოლაპარაკების დასრულება, თქვენ:

ა) ენდობით პარტნიორის სიტყვას;

ბ) მეტი საიმედოობისთვის წერილობით შეთანხმებას ანიჭებთ უპირატესობას;

გ) იკისრებთ ისეთ ვალდებულებებს, რომელთაგანაც ხელსაყრელ შემთხვევაში ადვილად დაიძვრენთ თავს.

3. როდესაც თავს იჩენს სირთულეები:

ა) კარგავთ საკუთარი თავის რწმენას და უარს აცხადებთ ჩანაფიქრის რეალიზაციაზე;

ბ) გარკვეული ხნის განმავლობაში ლოდინს ამჯობინებთ, იმ იმედით, რომ ყველაფერი მოგვარდება;

გ) სირთულეები, პირიქით, მათი დაძლევის სურვილს გიღვივებთ.

4. როდესაც უცაბედად მოგმართავენ უსიამოვნო შეკითხვით:

ა) პასუხობთ იმ არგუმენტის მოშველიებით, რომელიც პირველად ამოგიტივტივდებათ გონებაში;

ბ) დიდხანს ფიქრობთ და შემდეგ პასუხობთ;

გ) პასუხობთ დაუყოვნებლივ და, ჩვეულებრივ, გულწრფელად.

5. თუ აუდიტორიის წინაშე გამოსვლა მოგიწიათ:

ა) შფოთავთ და იბნევით;

ბ) ეს სრულებით არ გაფრთხობთ;

გ) ეს ერთგვარ სიამოვნებასაც კი განიჭებთ.

6. როდესაც კამათის დროს ამჩნევთ, რომ შეცდით:

ა) ცდილობთ, დაუყოვნებლივ გამოასწოროთ შეცდომა;

ბ) განაგრძობთ საკუთარი მოსაზრების დაცვას;

გ) თავს ანებებთ კამათს.

7. თქვენი აზრით, სიმართლის დაცვა:

ა) არცთუ ისე ადვილია, თანაც გააჩნია, რა შემთხვევაში;

ბ) უკიდურეს ნერვულ აგზნებადობას იწვევს; შესაძლოა დიდებაც მოიტანოს;

გ) აუცილებელია.

8. როდესაც ეკამათებით მეგობარს, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს:

ა) ჩვეულებრივ, ახერხებთ მის გადარწმუნებას;

ბ) საკუთარ აზრზე რჩებით;

გ) მის პოზიციას იზიარებთ ან ნაწილობრივ მაინც გეცვლებათ პირვანდელი აზრი და დამოკიდებულება.

9. როდესაც კამათი მეტისმეტად მძაფრდება:

ა) ბრაზდებით;

ბ) სიმშვიდეს ინარჩუნებთ - თავდაჯერება კამათის დროს საუკეთესო ხერხია;

გ) ხმას იმაღლებთ.

10. მისამართებსა და ტელეფონის ნომრებს, რომლებიც ხშირად გჭირდებათ:

ა) არ იწერთ, რადგან, ჩვეულებრივ, ადვილად პოულობთ;

ბ) ყოველთვის ინიშნავთ წიგნაკში;

გ) იმახსოვრებთ.

11. გაიცანით ადამიანი. მომდევნო შეხვედრისას:

ა) უმალვე იცნობთ მას;

ბ) ვერ გაიხსენებთ მის სახელს;

გ) ფიქრობთ, რომ სადღაც შეხვედრიხართ, მაგრამ არ გახსოვთ, სად.

12. გაცხოველებული დისკუსიის შემდეგ:

ა) შესანიშნავად გახსოვთ თქვენი ოპონენტის ყველა არგუმენტი;

ბ) არაფერი გახსოვთ და მიგაჩნიათ, რომ ასე სჯობს;

გ) ვერ იხსენებთ ყველაზე მნიშვნელოვანს.

13. როდესაც კამათში ერთვებით, ჩვეულებრივ, გსურთ:

ა) მიიღოთ რაღაც გამორჩენა იმისგან, ვისაც იცავთ;

ბ) გამოიწვიოთ ირგვლივ მყოფთა აღფრთოვანება;

გ) დაიცვათ ისინი, ვისაც ეს სჭირდება.

14. თუ თქვენი მეგობარი უსიამოვნებაში გაეხვია:

ა) აშკარად საყვედურობთ;

ბ) მხარს უჭერთ, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცით რაც მოხდა;

გ) თავს იკავებთ ამ თემაზე საუბრისაგან.

26 ქულაზე მეტი - სიმართლისთვის მებრძოლი ბრძანდებით. გარდა ამისა, საქმოსანი ადამიანისთვის დამახასიათებელი რამდენიმე კარგი თვისებაც გაქვთ და წარმატებით იყენებთ. განყენებული განსჯის შემდეგ, რომელიც სიმართლის თქმასა და დაცვას უკავშირდება, შეუპოვრად გადადიხართ საქმეზე - სამართლიანობის იდეას წარმატებით ახორციელებთ პრაქტიკაში.

11-დან 26 ქულამდე - ხშირად იღებთ საკუთარ თავზე უსამართლოდ ბრალდებულთა დამცველის ტვირთს, თუმცა თქვენი ძალისხმევა ყოველთვის წარმატებით არ გვირგვინდება. სიმართლისათვის ბრძოლაში დახმარების თხოვნა არ გეთაკილებათ.

11 ქულაზე ნაკლები - ჩვეულებრივ, გაურბიხართ დისკუსიებს. კამათი გიჭირთ და არცთუ იშვიათად მარცხდებით.