/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

ბავშვის განვითარების თავისებურებები ადრეულ სასკოლო ასაკში

ბავშვის განვითარების აღნიშნული ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც იცვლება სოციალური სიტუაცია,

ის იძენს ახალ სოციალურ როლს. ბავშვი ითვისებს ახალ შესაძლებლობებს და უფლებებს, სოციალურ წესებს. ოჯახი აღნიშნულ ასაკში რჩება ბავშვისთვის ძირითად სოციალურ ინსტიტუტად. ის იდენტიფიცირდება მნიშვნელოვან უფროს ადამიანებთან (მშობლებთან) და თანატოლებთან ურთიერთობისას იძენს ახალ სოციალურ გამოცდილებას.

ადრეული სასკოლო ასაკის პერიოდში ხორციელდება ისეთი ფსიქიკური ფუნქციების განვითარება, როგორებიცაა მეხსიერება, აზროვნება, აღქმა და მეტყველება. 7 წლის ასაკისათვის აღქმის განვითარების დონე საკმაოდ მაღალია, ბავშვი აღიქვამს საგნების ფერებსა და ფორმებს, მაღალია მხედველობითი და სმენითი განვითარების დონე.

სწავლების საწყის ეტაპზე ვლინდება დიფერენციაციის პროცესის სირთულეები. ეს განპირობებულია ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოუყალიბებელი აღქმის ანალიზის სისტემით. საგნების და მოვლენების ანალიზისა და დიფერენცირების გაანალიზების უნარი ბავშვებთან დაკავშირებულია ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ დაკვირვების უნართან. აღქმა იღებს მიზანმიმართულ ფორმებს და სხვა ფსიქიკურ პროცესებთან ერთად გადადის ახალ - თავისუფალი დაკვირვების დონეზე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დაბალი სასკოლო ასაკის პერიოდში მეხსიერება გამოირჩევა მკაფიო შემეცნებითი ხასიათით. ბავშვი ამ ასაკში იწყებს წარმოსახვითი ამოცანის გაგებასა და გამოყოფას, ხდება დამახსოვრების მეთოდებისა და ხერხების ფორმირების პროცესი.

ამ ასაკისთვის დამახასიათებელია რიგი თავისებურებები: ბავშვები უფრო კარგად იმახსოვრებენ თვალსაჩინოებაზე დაფუძნებულ მასალას, ვიდრე ახსნაზე; კონკრეტული დასახელებები და სახელწოდებები მეხსიერებაში უფრო კარგად ილექება, ვიდრე აბსტრაქტული. მეხსიერებისათვის დამახასიათებელია თავისუფალი და გააზრებული მიმართულებით განვითარება. სწავლების საწყის ეტაპზე ბავშვები ვერ ახდენენ შეგნებულად მიღებული ინფორმაციის ანალიზს. ამ ასაკისთვის ჩნდება აზროვნების აბსტრაქტული და განზოგადებული ფორმები.

შეკითხვა ექიმს
<p>-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?</p>

აზროვნების განვითარების პერიოდები:

1) ჭარბობს თვალსაჩინო და მოქმედებითი აზროვნება. ბავშვებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ ლოგიკურად დაასაბუთონ თავიანთი ნააზრევი. ისინი მსჯელობას აგებენ ცალკეული, უფრო ხშირად გარეგნული ნიშნების საფუძველზე.

2) ბავშვები ეუფლებიან ისეთ ცნებას, როგორიცაა კლასიფიკაცია. ისინი საგნებზე გარეგნობის მიხედვით მსჯელობენ, მაგრამ უკვე შეუძლიათ გამოყონ და შეაერთონ მათი გამაერთიანებელი ცალკეული ნაწილები. ასე განზოგადებით ბავშვები სწავლობენ აბსტრაქტულ აზროვნებას.

ბავშვი ამ ასაკში საკმაოდ კარგად ფლობს მშობლიურ ენას. გამონათქვამებს აქვს უშუალო ხასიათი. ბავშვი ან უფროსების ნათქვამს იმეორებს, ან უბრალოდ ასახელებს საგნებსა და მოვლენებს. ამ ასაკში ბავშვი ასევე ეცნობა წერით მეტყველებას. აღნიშნულ პერიოდში ბავშვის ფსიქიკურ ახალწარმონაქმნს შეიძლება მივაკუთვნოთ: თვითნებობა, რეფლექსია და მოქმედების შინაგანი გეგმა.

ფსიქიკის ამ ახალი თავისებურებების გამოჩენასთან ერთად, ბავშვი ემზადება სწავლების შემდგომი ეტაპისათვის - საშუალო სასკოლო ასაკისათვის.

ამ ფსიქიკური თვისებების აღმოცენება იმით აიხსნება, რომ სკოლაში შესვლისას ბავშვებს ახალი მოთხოვნები წარედგინებათ მასწავლებლების მხრიდან.

ბავშვმა უნდა ისწავლოს საკუთარი ყურადღების მართვა, მობილიზება და არ გადაერთოს სხვადასხვა გამღიზიანებელ ფაქტორზე. ხდება ისეთი ფსიქიკური პროცესის ფორმირება, რომელიც აუცილებელია მიზნების მისაღწევად და განაპირობებს ბავშვის უნარს, იპოვოს ამის მიღწევის უფრო ოპტიმალური ვარიანტები და თავი აარიდოს აღმოცენებულ სირთულეებს.

თავდაპირველად სხვადასხვა ამოცანის ამოხსნას, მოქმედების თითოეულ ნაბიჯს ბავშვი განიხილავს მასწავლებელთან ერთად. შემდეგ ხდება ისეთი უნარის ფორმირება, როგორიცაა მოქმედების დაგეგმვა, ანუ მოქმედების შინაგანი გეგმის ფორმირება.

კიდევ ერთი ძირითადი მოთხოვნაა, ბავშვებმა მრავალმხრივად უპასუხონ დასმულ კითხვებს, მოიყვანონ არგუმენტები და მტკიცებულებები. სწავლების დაწყებისთანავე ამას მასწავლებელი აკვირდება. მნიშვნელოვანია შაბლონური პასუხებისგან გამოყოფა და ბავშვის აზროვნება. დამოუკიდებლად შეფასების მიცემის უნარის ფორმირება რეფლექსიის ძირითადი საფუძველია.

მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ახალწარმონაქმნი - სკოლაში საკუთარი ქცევის მართვის უნარი. აქამდე მას არ ჰქონია საკუთარი სურვილების გადალახვის აუცილებლობა (სირბილი, ხტუნვა, საუბარი და ა.შ.). ახალ სიტუაციაში მოხვედრისას ის იძულებულია დაემორჩილოს დადგენილ წესებს: არ ირბინოს სკოლაში, არ ისაუბროს გაკვეთილის დროს და ა.შ.

მეორე მხრივ, უნდა შეასრულოს რთული მოძრაობითი მოქმედებები - წეროს, ხატოს. ეს ყველაფერი ბავშვისგან მოითხოვს მნიშვნელოვან თვითრეგულაციასა და თვითკონტროლს, რომლის ფორმირებაშიც მას უფროსები უნდა დაეხმარონ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ბავშვის განვითარების თავისებურებები ადრეულ სასკოლო ასაკში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები