/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

დავლიოთ თუ არა წყალბადის ზეჟანგი - რას გვირჩევენ ამერიკელი ექიმები?

დავლიოთ თუ არა წყალბადის ზეჟანგი - რას გვირჩევენ ამერიკელი ექიმები?
ქართულ ინტერნეტსივრცეში ბოლო დროს ისტერიულად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ,

რომ წყალბადის ზეჟანგი არის უნიკალური სამკურნალო საშუალება მრავალი დაავადების წინააღმდეგ, ვრცელდება ვიდეორგოლებიც, რომელთა ავტორები გვირჩევენ წყალბადის ზეჟანგის რეგულარულ მიღებას ინფექციების პროფილაქტიკისთვის, ალერგიის, სიმსუქნის და სიმსივნის სამკურნალოდაც კი.

გვესაუბრება ექიმი თამარ მამაცაშვილი, მკურნალი.გე-ს მთავარი რედაქტორი:

- ჩვენ დავინტერესდით, არსებობდა თუ არა ანალოგიური ინფორმაცია ამერიკის მოსახლეობაში, შევისწავლეთ არაერთი საინფორმაციო წყარო და აღმოჩნდა, რომ ამ პრობლემით ამერიკელი ექიმებიც არიან შეშფოთებულნი. იქაური მოსახლეობაც მოხიბლა ცნობამ იმის შესახებ, რომ წყალბადის ზეჟანგი უნივერსალური სამკურნალო საშუალება ყოფილა და იქაც მასობრივად დაიწყეს მისი მიღება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ექიმები გაოცებულები არიან, რომ 21-ე საუკუნეში ასეთ საკითხზე უხდებათ განგაშის ატეხვა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, რომ ადამიანები ადვილად ექცევიან საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული არასწორი მოწოდებების გავლენის ქვეშ.

ამერიკელი ექიმები  აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ არ გამოიყენონ წყალბადის ზეჟანგი დასალევად, რადგან შეიძლება შედეგად რეანიმაციაში ამოყონ თავი. უკვე აღინიშნა ადამიანთა მოწამვლის არაერთი შემთხვევა. იყო კუჭისა და საყლაპავის ლორწოვანის დამწვრობის შემთხვევები, განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა, როდესაც ადამიანები წყალბადის ზეჟანგის კონცენტრირებულ (35%-იან ან უფრო მეტი კონცენტრაციის) ხსნარს მოიხმარენ.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამრაჯობათ D ვიტამინი მაქვს 29 რას მირჩევთ მივიღო D3 და რომელ პრეპარტს მირჩევთ</p>

მისი ორგანიზმში მოხვედრისას კუჭში გამოთავისუფლდება დიდი რაოდენობით ჟანგბადი, რომელიც უკეთეს შემთხვევაში კუჭის ლორწოვანის გაღიზიანებას და ღებინებას იწვევს, უარეს შემთხვევაში კი უფრო სერიოზული დაზინებები შეიძლება გამოიწვიოს, არის რისკი, რომ ჟანგბადის ბუშტუკები კაპილარული ქსელით მოხვდება სისხლის მიმოქცევის წრეში, გადაინაცვლებს ტვინისკენ და გამოიწვევს კრუნჩხვას და ინსულტის მსგავს დაზიანებას. ასეთ შემთხვევაში წყალბადის ზეჟანგის მიღება შეიძლება ლეტალურადაც კი დასრულდეს.

მინესოტის მომწამლავ ნივთიერებათა კონტროლის სისტემის ტოქსიკოლოგი ენ არენსი აღნიშნავს, რომ არავითარი მეცნიერულად დადასტურებული მონაცემები წყალბადის ზეჟანგის იმ ეფექტების შესახებ, რის რეკლამირებასაც ეწევიან სხვდასხვა საიტები, არ არსებობს. მისი მიღება მხოლოდ პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს.

წყალბადის ზეჟანგი არის ანტისეპტიკური საშუალება. კანის დაზიანებულ უბანთან, ან ლორწოვან გარსთან კონტაქტისას, გამონთავისუფლდება აქტიური ჟანგბადი, ამ დროს ხდება მექანიკური გასუფთავება და ორგანული ნივთიერებების ინაქტივაცია (პროტეინები, სისხლი, ჩირქი).

ანტისეპტიკური მოქმედება არ არის მასტერილებელი, მისი გამოყენებისას ხდება მიკროორგანიზმების მხოლოდ დროებითი შემცირება.

დიდი რაოდენობით ქაფის წარმოქმნა ხელს უწყობს თრომბის წარმოქმნას და წვრილი სისხლძარღვებიდან სისხლდენის შეჩერებას.

მიღების ჩვენებებია:

ლორწოვანი გარსების ანთებითი დაავადებები, ჩირქოვანი ჭრილობები, ზედაპირული ჭრილობებიდან კაპილარული სისხლდენა, სისხლდენა ცხვირიდან. დეზინფექციისა და დეზოდორირებისათვის: სტომატიტი, ტონზილიტი, გინეკოლოგიური დაავადებები.

იმის გამო, რომ ჩვენში წყალბადის ზეჟანგის დასალევად გამოყენების მოწოდება რუსული საიტებიდან შემოვიდა, გთავაზობთ ინფორმაციას რუსული წყაროდანაც:

რატომ არ შეიძლება წყალბადის ზეჟანგის დალევა?

ინტერნეტში ვრცელდება სასწაულებრივი რეცეპტები, რომლებიც წყალბადის ზეჟანგის დალევას გვთავაზობენ. ზოგიერთი მათგანი ნაკლებად საშიშია, მაგრამ არის ისეთებიც, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობას დიდ საფრთხეს უქმნის.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ზეჟანგი ყველა ცოცხალ ორგანიზმს ანადგურებს, მისი ზემოქმედებით ნადგურდება არ მხოლოდ მავნე, არამედ ორგანიზმისთვის საჭირო სასარგებლო ბაქტერიებიც, დალევის შედეგად კი განადგურდება კუჭ-ნაწლავის მიკროფლორა და თქვენ შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაგჭირდეთ.

ინსტრუქციაში მითითებულია, რომ ზეჟანგი მხოლოდ გარეეგანი ხმარებისთვის გამოიყენება და მისი დალევა აკრძალულია. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ზეჟანგის განზავებით დაბალ კონცენტრაციამდე შესაძლებელი გახდება მისი დალევა. მაგრამ მედიცინას ჯერ არ შეუსწავლია რა მოქმედებას მოახდენს ადამიანის ორგანიზმზე განზავებული წყალბადის ზეჟანგი. არ არის გამორიცხული, რომ დროთა განმავლობაში მისი მიღების შემდეგ გარკვეული პათოლოგიური ცვლილებები განვითარდეს.

ნუ დაგვავიწყდება, რომ გარეგანი გამოყენებისასაც კი წყალბადის ზეჟანგი ზოგჯერ ძლიერ დამწვრობას ან ალერგიულ რეაქციას იწვევს და მის გამოყენებას არაერთი უკუჩვენება აქვს. ამიტომ აჯობებს მკაცრად მივსდიოთ პრეპარატის ინსტრუქციას.

აქვე წაიკითხეთ:

ვინ არის ნეუმივაკინი, რომლის ვიდეოებსაც ავრცელებენ ინტერნეტში - კიდევ ერთი განმარტება წყალბადის ზეჟანგის დალევასთან დაკავშირებით

კომენტარები (14)
მანჩო
4 წელია ვსვავ წყალბადის ზეჟაანგს.10 დღე ვსვავ 5დღე ვისვენებ და ასე შემდეგ.დალიეთ ნურავის დაუჯერებთ.ჯანმრტელიბას გისურვებთ.
თარიღი : 24-04-2023
ვინც არ იცით
ფარმაკოლოგიას არ სურს ეს თქვენ იცოდეთ მათი მიზანი არ არის თქვენი განკურნება და კაპიკიანი პერეკისით რომ გამოჯანმრთელდეთ ხომ დაემხოთ თავზე მილიარდიანი ფარმა იმპერია!! მათ სურთ რომ თქვენ მუდმივად ავად იყოთ რომ რაც შეიძლება მეტი წამლები იყიდოთ ! ვისაც ეჭვი გეპარებათ დაგუგლეთ, იუთუბიზეც და ფბზეც უამრავი პოსტი იდება ვინც ღებულობს უკვე წლები და ფრჩხილიც არ წამოგვტკენიაო! *აქ დავდებ რამდენიმე ფოსტს ფბიდან დედას ქონდა კოვიდი, ფბზე ვნახე მკურნალში ხალხი წერდა წყ ზეჟანგზე როგორც ყველაფრის წამალზე, ვცადე და 2 დღეში სრულად გამოჯანმრთელდა! 74წლისაა! 100 მლ. გადადუღებულ და გაციებულ წყალში 8-10 წვეთიი დილით უზმოზეო, კვირაში ოთხჯერო. ასე უწერია ექიმ გელა მალუძეს. გელას ჩვეულებრივ 100მლ. წყალი უწერია მე ხუთი წელია ვსვავ და ჯანზე ვარ :)))))))) ძაან მაგარია მართლა კარგი აზრია არატრადიციული მედიცინის რუბრიკის შექმნა თუმცა ამ საშუალებას კოსმონავტების მედიცინა ქვია და ნახევარსაუკუნეზე მეტია იყენებენ რუსეთში! 200 მგ წყალი 10 წვეთს ვასხამ და ვსვამ ათ დღეს მერე რამდენიმე დღე ვისვენებ რისკ ჯგუფში ვარ 71 წლის და არაფერი მეკარება წყალი უნდა იყოს ნატურალური, ან ანადუღარი. თუ მაგ წვეთებს დალევთ ქლორიანი ონკანის წყლით, შედეგი იქნება - 0! ჩემს მეუღლეს ვასმევდი გსახდომად. მძიმეწონიანი კაცი იყო.გახდა,თან საქმეც იმაშია,აღარ მოიმატა მერე,აგერ უკვე მეორე წელია. ........... პოლიკისტოზი მქონდა, მრავალჯერ ამოჭრილი,და მრავალჯერ ნამკურნალევი, უშედეგოდ... პანაცეას ძებნაში,სულ გადავქექე სამედიცინო ლიტერატურა,რათა,მიმეგნო,რაიმე ალტერნატიული მეთოდისთვის,შემთხვევით ვნახე იუთუბში,პროფესორ ნეუმივამკინის ვიდეოები,სადაც კითხულობს ლექციას წყალბადის ზეჟანგის სასწაულმოქმედ ძალაზე.დავიწყე დალევა,და 6 თვეში,კისტა გაიწოვა,თუ დაიშალა არ ვიცი,რა მოხდა ზუსტად,არც რენდგენით აღარ ფიქსირდება,აღარც ანალიზებით, ისევ ვაგრძელებ დალევას,....მე ჩემი სქემით ვსვამ,10 წვეთს,50გრ.წყალზე,უზმოზე,არ ვიღებ არანაირ წამალს,ვიტამინების გარდა,თავს უაღრესად კარგად ვგრძნობ,კომენტარები წავიკითხე,ერთი,რო წერს არ მიშველაო,რა გითხრათ,ონკოლოგიურ დაავადებებს,ნამდვილად შველის,და სხვა არ ვიცი,....მე კეთილთვისებიანი სიმსივნე მქონდა,.....კიბოთი დაავადებულებმა კი დოზა უნდა გაზარდონ,და სანამ დაიწყებდნენ მკურნალობას,კარგად გაეცნონ მის შემდგენლობას, ღმერთი გფარავდეთ და გაძლიერებდეთ გასახდომად აქვს კიდევ ძლიერი ეფექტი.... მიმიქარავს გასახდომი წამლები. მე მეტასტაზები გამიქრო! ექიმებს ვერ აუხსნიათ! ვერც მე!მარა ფაქტია ეს! მეოთხე თვეა ვსვამ და აღარც ღებინება მაქვს და აღარც ღებინების შეგრძნება. ღმერთმა იცის, რამდენჯერ ვიმკურნალე, თუ საქართველოში და თუ იტალიაში. თავის ტკივილებიც მომიხსნა ან შემიმსუბუქა. ვაგრძელებ მიღებას. 20_25 წვეთი ერთ ჭიქა წყალზე.. თავიდან დავიწყე 1 წვეთი, მერე 5. მერე 10 და ახლა უკვე 20_25 წვეთი ყოველ დღე! უზმოზე, ჭამადე 40_60 წუთით ადრე. გადმოწერეთ პროფესორ ნეუმივაკინის წიგნი "პერეკის ვოდოროდა მიფ ილი რეალნოსტ" დაწვრილებითაა მოთხრობილი პერეკისის შესახებ რეცეპტებსაც წიგნში ნახავთ
თარიღი : 22-04-2022
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

დავლიოთ თუ არა წყალბადის ზეჟანგი - რას გვირჩევენ ამერიკელი ექიმები? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები