ვინ არის ნეუმივაკინი, რომლის ვიდეოებსაც ავრცელებენ ინტერნეტში - კიდევ ერთი განმარტება წყალბადის ზეჟანგის დალევასთან დაკავშირებით - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

ვინ არის ნეუმივაკინი, რომლის ვიდეოებსაც ავრცელებენ ინტერნეტში - კიდევ ერთი განმარტება წყალბადის ზეჟანგის დალევასთან დაკავშირებით

მკურნალი.გე-ს რედაქცია საჭიროდ მიიჩნევს, კიდევ ერთი განმარტება გააკეთოს წყალბადის ზეჟანგთან დაკავშირებით. იმის გამო, რომ ჩვენმა წინა წერილმა, რომელშიც საიტის რედაქტორი გვამცნობდა მედიკოსთა მოსაზრებას იმ ისტერიაზე, რაც ქართულ ინტერნეტსივრცეში წყალბადის ზეჟანგის დალევის მოწოდებასთან დაკავშირებით ხდება.

დავლიოთ თუ არა წყალბადის ზეჟანგი - რას გვირჩევენ ამერიკელი ექიმები?


აღნიშნულ სტატიაზე კეთდება უამრავი კომენტარი და გამოხმაურება. ოპონენტები გვიგზავნიან ვიდეორგოლს, რომელშიც რუსი პროფესორი ნეუმივაკინი დამაჯერებლად საუბრობს წყალბადის ზეჟანგის დალევის აუცილებლობაზე და არგუმენტად მოჰყავს მხოლოდ მის მიერვე გამოცემული წიგნები, სადაც საკუთარ არაარგუმენტირებულ მოსაზრებებს წერს.

კიდევ ერთხელ განგიმარტავთ, რომ
იმისათვის, რომ ამა თუ იმ პრეპარატის მიღებაზე რეკომენდაცია გასცეს, ოფიციალურმა მედიცინამ უნდა ჩაატაროს სამეცნიერო კვლევა მისი გვერდითი ეფექტების და გვერდითი მოვლენების შესახებ. წყალბადის ზეჟანდი ასეთი შესწავლის შემდეგ მიჩნეულია მხოლოდ გარეგანი მოხმარების საშუალებად. მისი გამოყენება შეგიძლიათ ჭრილობების დასამუშავებლად, ასევე განზავებული სახით შეგიძლიათ პირში გამოვლება სტომატიტების და
პირის ღრუს სხვა პათოლოგიების დროს, შეგიძლიათ ასევე განზავებული სახით ცხვირში ჩაწვეთებაც ცხვირის ღრუს გამორეცხვის მიზნით, მაგრამ არავითარ სემთხვევაში არ არის რეკომენდებული მისი სმა, მით უმეტეს რეგულარულად - ამას მედიცინა ვერ გირჩევთ. მიზეზები კი შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ სტატიაში:

დავლიოთ თუ არა წყალბადის ზეჟანგი - რას გვირჩევენ ამერიკელი ექიმები?

ახლა კი, რადგან ოპნენტებისთვის ასეთი ავტორიტეტი გახდა პროფესორი ნეუმივაკინი, გვინდა ორიოდე სიტყვით გითხრათ მის შესახებაც. ეს ადამიანი გარდაცვლილია და გარკვეული მოსაზრებით მხოლოდ მოკლე განმარტებით შემოვიფარგლებით: იგი მართლაც იყო პროფესორი, კოსმოსური მედიცინის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მაგრამ მისი მოწოდებები არ გახლდათ მეცნიერულად დასაბუთებული და განმტკიცებული სამეცნიერო კვლევებით. ასეთი მოწოდებები შეუძლია გაავრცელოს ნებისმიერ ადამიანს. მეორე ადამიანს კი შეუძლია დაუჯეროს ან არ დაუჯეროს მას.

გადავწვიტეთ შემოგთავაზოთ ერთი ფრაგმენტი მისი ვრცელი გამოსვლიდან, სადაც პროფესორი ნეუმივაკინი ჯვრის ტარების საშიშროებაზე საუბრობს. მისი აზრით თურმე ჯვარი უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ენერგეტიკაზე და გულის ჩაკრაზე, თურმე ნუ იტყვით, განსაკუთრებით საშიში ყოფილა ქრისტეს გამოსახულება ჯვარზე, რადგან ის არღვევს ჩვენს ბიოენერგეტიკას!!!

დაახლოებით ასეთი მეცნიერული სიღრმის გახლავთ მისი რჩევები ყველა იმ საკითხზე, რომლებმაც საზოგადოება ლამის ფსიქოზამდე მიიყვანა.

ახლა კი თავად გადაწყვიტეთ, როგორ მოიქცეთ. იმედია, ჯვრის შესახებ მისი ინფორმაციაც სიმართლე არ გეგონებათ და სარწმუნოებაზე არ იტყვით უარს, რადგანაც ნეუმივაკინმა მოგვიწოდა.

შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში სხვადასხვა სატყუარები ხდებოდა მსგავსი ფსიქოზის მიზეზი - ხან შარდს სვამდა მთელი საქართველო, ხან აცდ-ს კიბოს პროფილაქტიკისათვის. მაგრამ მალევე იმსხვრეოდა მსგავსი მითები. ვიდრე ჩვენშიც მოხდება ისეთი გართულებები, რაზეც ამერიკელი ექიმები გვაფრთხილებენ, ჩვენც გაფრთხილებთ, მეგობრებო, გაითვალისწინებთ თუ არა, ეს თქვენი საქმეა.
ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 11-03-2020
ნინო
თანამედროვე მედიცინას არ აწყობს რა თქმა უნდა ესეთი ჭკვიანი ადამიანების რჩევები.
თარიღი : 11-01-2019
გაგა
ავერსმა დაგიკვეთათ ეს პანიკური სტატია?
თარიღი : 07-01-2019
ეკა
გთხოვთ დადოთ ვიდეო,უფრო მეტად დამაჯერებლობისთვის,სადაც ნეუმივაკინი უარყოფს ჯვარსა და იესო გრისტეს გამოსახულებას.მადლობა
თარიღი : 05-01-2019
თამარი
შესანიშნავი ადამიანი იყო! ჩემი ოჯახი აგერ უკვე 10 წელია მისი მეთოდებით ვიკაჟებთ ჯანმრთელობას და არ მახსოვს რომელიმე სეზონური დაავადება გაგვკარებოდეს!
მსგავსი სიახლეები
გინდათ, თქვენს სამზარეულოში ჭურჭელი ახალივით გამოიყურებოდეს?
25-01-2019
ქართულ ინტერნეტსივრცეში ბოლო დროს ისტერიულად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ,
05-01-2019
საუზმის შემდეგ რეკომენდებულია პირის ღრუში წყალბადის ზეჟანგის ხსნარის გამოვლება. ეს უკანასკნელი იაფი, მაგრამ მეტად სასარგებლო
01-03-2018
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
რამდენიმე მარტივი წესი, რომლებიც თავიდან აგვაცილებს მოხუცებულობით ჭკუასუსტობას
იაპონელმა მეცნიერებმა გამოავლინეს უნიკალური კავშირი: თუ ხანდაზმული ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში არ იცინის,
დაფიქრებულხართ, საქართველოს რამდენი ადამიანი მუშაობს მომვლელად ჩვენს ქვეყანაში ან მის საზღვრებს გარეთ?
სიცოცხლის მესამედს ადამიანი ძილისთვის ხარჯავს. ძილის დროს სხეული აღიდგენს ძალებს,
ადამიანი ძილში სიცოცხლის ნახევარს ატარებს, ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია სივრცე, სადაც გვძინავს, კომფორტული და სასიამოვნო იყოს.
კალიფორნიის უნივერსიტეტში შეეცადნენ გაერკვიათ, რა ნიშნის მიხედვით ირჩევენ ადამიანები
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად