/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ზოგადი ქირურგია

ქირურგიული დაავადებები, რომლებიც ყლაპვის გაძნელებას იწვევს

ქირურგიული დაავადებები, რომლებიც ყლაპვის გაძნელებას იწვევს
ყლაპვის გაძნელება - დისფაგია - საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებათა თანმხლები სინდრომია. ავადმყოფი მას აღიქვამს, როგორც საყლაპავ მილში

ლუკმის შეჩერებას, მის ”გულზე დადგომას”. დისფაგია საყლაპავი მილის დაზიანების მთავარი ნიშანია, ხშირად - რომელიმე დაავადების პირველი კლინიკური გამოვლინება.

დისფაგია შეიძლება გამოწვეული იყოს საყლაპავის როგორც ფუნქციური, ისე ორგანული დაზიანებით. ყლაპვის გაძნელების ფუნქციური მიზეზია საყლაპავის ფუნქციური დაზიანება კარდიოსპაზმის, დიაფრაგმის ხვრელის თიაქრის დროს. ორგანული მიზეზებია საყლაპავის კიბო, ეზოფაგიტი, საყლაპავის წყლული, საყლაპავის დავიწროება ნაწიბურის გამო, დივერტიკული და სხვა. ყლაპვის გაძნელებას იწვევს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, აორტის ანევრიზმა, შუასაყრის სიმსივნეები და სხვა.

მიმოვიხილავთ რამდენიმე ქირურგიულ პათოლოგიას, რომელთა ერთ-ერთი სიმპტომი ყლაპვის გაძნელებაა.

  • საყლაპავის კიბო

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

საყლაპავის კიბოს სიმსივნეებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია. ის, ჩვეულებრივ, ადრე მჟღავნდება და თითქოს ადვილად დიაგნოსტირდება, თუმცა რადიკალური მკურნალობა ავადმყოფთა მხოლოდ მცირე ნაწილს უტარდება. სამწუხაროდ, პაციენტთა თითქმის 80% ექიმს დაავადების III-IV სტადიაში მიმართავს.

დიაგნოსტიკა

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ! უხერხულად გადახრისას კუჭის გასწვრივ მიმაგრდება კუნთი და მაქვს ტკივილი,რომელიც გრძელდება რამდენიმე წამს და შემდეგ თვითონ გაივლის.რისი ბრალი შეიძლება იყოს? ჩივილი თავს იჩენს მხოლოდ გადახრისას.მადლობა წინასწარ!</p>

განგაშის სიგნალებად, რომელთა საფუძველზეც ვვარაუდობთ, რომ საქმე გვაქვს საყლაპავის კიბოსთან, ითვლება შემდეგი ნიშნები:

  1. ნებისმიერი სიმძიმის ყლაპვის გაძნელება, რომელიც წარმოიშობა საყლაპავის ყოველგვარი მექანიკური, თერმული თუ ქიმიური დაზიანების გარეშე;
  2. ლუკმის განვლადობის დარღვევა, ტკივილი ან უსიამოვნო შეგრძნებები საყლაპავის გასწვრივ საკვების მიღების დროს;
  3. განმეორებადი რეგურგიტაცია (ბოყინის დროს ჰაერთან ერთად კუჭის შიგთავსის მცირე ულუფის ამოსვლა) და ღებინება სისხლიანი შიგთავსით;
  4. ხმის უმიზეზო ჩახლეჩა;
  5. შემაწუხებელი ხველა სითხის მიღებისას.

და მაინც, საყლაპავის კიბოს დროს პირველად სიმპტომებად ითვლება ყლაპვის გაძნელება, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, სისავსის შეგრძნება, საკვების ”გულზე დადგომა” და გაძლიერებული სალივაცია (ნერწყვის გამოყოფა). პრაქტიკულად ყველა ეს სიმპტომი საყლაპავში პათოლოგიური პროცესის ფართო გავრცელებაზე მიუთითებს.

ასევე დაგაინტერესებთ
ლარინგიტის დროს ყელის მწვავე ტკივილი ისეთივეა, როგორიც ანგინისას, მაგრამ გაცილებით ძლიერია ხეხვისა და ფხაჭნის შეგრძნება
მეხსიერება ქვეითდება, თავს იჩენს ყლაპვის პრობლემები, ირღვევა ძილის რეჟიმიც - რა გართულებები ახლავს თან პარკინსონის დაავადებას

მრავალ შემთხვევაში დისფაგია თანდათანობით პროგრესირებს. თავდაპირველად საყლაპავში მყარი საკვების გავლისას ოდნავ შესამჩნევი დაბრკოლებები ჩნდება - ავადმყოფი თითქოს შეიგრძნობს, როგორ გადაადგილდება მყარი ლუკმა საყლაპავში. თანდათან შევიწროება იმატებს და პაციენტი იძულებულია, საკვებს წყალი დააყოლოს. რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ უკვე ნახევრადთხევადი საკვების გადაყლაპვაც ჭირს, შემდეგ კი - სითხისაც. დისფაგიის ასეთი განვითარება ყოველთვის არ შეიმჩნევა. ზოგჯერ მედიკამენტური მკურნალობის შემდეგ ან სიმსივნის დაშლისას საყლაპავის გამავლობა აღდგება, მაგრამ დროებით - რამდენიმე ხნის შემდეგ დისფაგია ისევ პროგრესირებს.

საწყის სტადიაში დისფაგია ყველა მკვრივ საკვებზე ერთნაირი არ არის. ავადმყოფები უფრო ადვილად ყლაპავენ ისეთ საკვებს, რომელიც ნერწყვის გამოყოფას აძლიერებს, მაგალითად, შემწვარ ხორცს, ძეხვეულს, დამარილებულ თევზს. საყლაპავი მილი უფრო ძნელად ატარებს მოხარშულ კარტოფილს, შავ პურს, მოხარშულ ხორცს. კიდევ ერთი: გაძლიერებული ნერწყვდენა, რომელიც ახასიათებს საყლაპავის კიბოს, რეფლექსური ბუნებისაა და საყლაპავი მილის ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული სტენოზის (შევიწროების) დროს იჩენს თავს.

განასხვავებენ დისფაგიის ხუთ საფეხურს:

  • I საფეხური - საყლაპავში ყოველგვარი საკვები გადადის, მხოლოდ მკვრივი ლუკმის გადაყლაპვისას ჩნდება უსიამონვო შეგრძნება (წვა, ჩახეხვა (ფხაჭნა), ზოგჯერ - ტკივილიც);
  • II საფეხური - მყარი საკვები საყლაპავში ჩერდება ან ძნელად გადადის, ლუკმის გადასაყლაპავად საჭირო ხდება წყლის დაყოლება;
  • III საფეხური - მყარი საკვები საყლაპავში აღარ გადადის. გადაყლაპვის მცდელობა ღებინებას იწვევს. ავადმყოფი თხევადი და ნახევრად თხევადი საკვებით იკვებება;

კომენტარები (8)
თიკო
რომელი ექიმი დამჭირდება მე? ყლაპვა ნიჭირს
თარიღი : 07-06-2022
Mzeko
Gamarjobat sakvebi ylapvis dros yelshi micherdeba shemdeg vidzabebi xrchobis shegrdzneba michndeba da guli dzalian magra michqardeba,imdenad diskomfortimaq yoveli sakvebis migebis dros vnerviulob da ufro gamdzafrebulad maq tu ar vfiqrob mashin ar memarteba egre.gtxovt iqneb mirchiot rame
თარიღი : 19-07-2018
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ქირურგიული დაავადებები, რომლებიც ყლაპვის გაძნელებას იწვევს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქირურგიული დაავადებები, რომლებიც ყლაპვის გაძნელებას იწვევს

ლუკმის შეჩერებას, მის ”გულზე დადგომას”. დისფაგია საყლაპავი მილის დაზიანების მთავარი ნიშანია, ხშირად - რომელიმე დაავადების პირველი კლინიკური გამოვლინება.

დისფაგია შეიძლება გამოწვეული იყოს საყლაპავის როგორც ფუნქციური, ისე ორგანული დაზიანებით. ყლაპვის გაძნელების ფუნქციური მიზეზია საყლაპავის ფუნქციური დაზიანება კარდიოსპაზმის, დიაფრაგმის ხვრელის თიაქრის დროს. ორგანული მიზეზებია საყლაპავის კიბო, ეზოფაგიტი, საყლაპავის წყლული, საყლაპავის დავიწროება ნაწიბურის გამო, დივერტიკული და სხვა. ყლაპვის გაძნელებას იწვევს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, აორტის ანევრიზმა, შუასაყრის სიმსივნეები და სხვა.

მიმოვიხილავთ რამდენიმე ქირურგიულ პათოლოგიას, რომელთა ერთ-ერთი სიმპტომი ყლაპვის გაძნელებაა.

  • საყლაპავის კიბო

საყლაპავის კიბოს სიმსივნეებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია. ის, ჩვეულებრივ, ადრე მჟღავნდება და თითქოს ადვილად დიაგნოსტირდება, თუმცა რადიკალური მკურნალობა ავადმყოფთა მხოლოდ მცირე ნაწილს უტარდება. სამწუხაროდ, პაციენტთა თითქმის 80% ექიმს დაავადების III-IV სტადიაში მიმართავს.

დიაგნოსტიკა

განგაშის სიგნალებად, რომელთა საფუძველზეც ვვარაუდობთ, რომ საქმე გვაქვს საყლაპავის კიბოსთან, ითვლება შემდეგი ნიშნები:

  1. ნებისმიერი სიმძიმის ყლაპვის გაძნელება, რომელიც წარმოიშობა საყლაპავის ყოველგვარი მექანიკური, თერმული თუ ქიმიური დაზიანების გარეშე;
  2. ლუკმის განვლადობის დარღვევა, ტკივილი ან უსიამოვნო შეგრძნებები საყლაპავის გასწვრივ საკვების მიღების დროს;
  3. განმეორებადი რეგურგიტაცია (ბოყინის დროს ჰაერთან ერთად კუჭის შიგთავსის მცირე ულუფის ამოსვლა) და ღებინება სისხლიანი შიგთავსით;
  4. ხმის უმიზეზო ჩახლეჩა;
  5. შემაწუხებელი ხველა სითხის მიღებისას.

და მაინც, საყლაპავის კიბოს დროს პირველად სიმპტომებად ითვლება ყლაპვის გაძნელება, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, სისავსის შეგრძნება, საკვების ”გულზე დადგომა” და გაძლიერებული სალივაცია (ნერწყვის გამოყოფა). პრაქტიკულად ყველა ეს სიმპტომი საყლაპავში პათოლოგიური პროცესის ფართო გავრცელებაზე მიუთითებს.

მრავალ შემთხვევაში დისფაგია თანდათანობით პროგრესირებს. თავდაპირველად საყლაპავში მყარი საკვების გავლისას ოდნავ შესამჩნევი დაბრკოლებები ჩნდება - ავადმყოფი თითქოს შეიგრძნობს, როგორ გადაადგილდება მყარი ლუკმა საყლაპავში. თანდათან შევიწროება იმატებს და პაციენტი იძულებულია, საკვებს წყალი დააყოლოს. რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ უკვე ნახევრადთხევადი საკვების გადაყლაპვაც ჭირს, შემდეგ კი - სითხისაც. დისფაგიის ასეთი განვითარება ყოველთვის არ შეიმჩნევა. ზოგჯერ მედიკამენტური მკურნალობის შემდეგ ან სიმსივნის დაშლისას საყლაპავის გამავლობა აღდგება, მაგრამ დროებით - რამდენიმე ხნის შემდეგ დისფაგია ისევ პროგრესირებს.

საწყის სტადიაში დისფაგია ყველა მკვრივ საკვებზე ერთნაირი არ არის. ავადმყოფები უფრო ადვილად ყლაპავენ ისეთ საკვებს, რომელიც ნერწყვის გამოყოფას აძლიერებს, მაგალითად, შემწვარ ხორცს, ძეხვეულს, დამარილებულ თევზს. საყლაპავი მილი უფრო ძნელად ატარებს მოხარშულ კარტოფილს, შავ პურს, მოხარშულ ხორცს. კიდევ ერთი: გაძლიერებული ნერწყვდენა, რომელიც ახასიათებს საყლაპავის კიბოს, რეფლექსური ბუნებისაა და საყლაპავი მილის ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული სტენოზის (შევიწროების) დროს იჩენს თავს.

განასხვავებენ დისფაგიის ხუთ საფეხურს:

  • I საფეხური - საყლაპავში ყოველგვარი საკვები გადადის, მხოლოდ მკვრივი ლუკმის გადაყლაპვისას ჩნდება უსიამონვო შეგრძნება (წვა, ჩახეხვა (ფხაჭნა), ზოგჯერ - ტკივილიც);
  • II საფეხური - მყარი საკვები საყლაპავში ჩერდება ან ძნელად გადადის, ლუკმის გადასაყლაპავად საჭირო ხდება წყლის დაყოლება;
  • III საფეხური - მყარი საკვები საყლაპავში აღარ გადადის. გადაყლაპვის მცდელობა ღებინებას იწვევს. ავადმყოფი თხევადი და ნახევრად თხევადი საკვებით იკვებება;


  • IV საფეხური - საყლაპავში მხოლოდ სითხე გადადის;
  • V საფეხური - საყლაპავი გაუვალი ხდება. პაციენტს ერთი ყლუპი წყლის გადაყლაპვაც კი არ შეუძლია. ნერწყვის გადაყლაპვაც კი ვერ ხერხდება.

საყლაპავის კიბოს მკურნალობა კლინიკური ონკოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანაა. გამოიყენება ქირურგიული, სხივური და კომბინირებული მეთოდები. ქიმიოთერაპია, როგორც დამოუკიდებელი მეთოდი, საყლაპავის კიბოს დროს ნაკლებეფექტურია.

  • კარდიის აქალაზია

ეს საყლაპავის ნერვ-კუნთოვანი აპარატის ქრონიკული დაავადებაა. აქალაზია ბუნებრივი ხვრელების (ჩვენს შემთხვევაში - საყლაპავ-კუჭის გასავლის) მოდუნების შეუძლებლობა ან გაძნელებაა ყლაპვის დროს. კარდიის აქალაზიას თან სდევს საყლაპავის პერისტალტიკის (მისი კედლების ტალღისებრი რიტმული შეკუმშვა-მოდუნება) მოშლა, რაც ძალიან აძნელებს ლუკმის გადაყლაპვას. ამ პათოლოგიის დროს საკმაოდ ხშირია მტკივნეული დისფაგია. ეს სინდრომი იმიტომ ვითარდება, რომ დაავადების პროგრესირების კვალდაკვალ ზიანდება საყლაპავის ლორწოვანი გარსი. დაზიანებულ ლორწოვანზე ლუკმის ზემოქმედების შემთხვევაში საკმაოდ შემაწუხებელი ტკივილი ჩნდება. ავადმყოფი უფრო და უფრო ხშირად აღებინებს ახალმიღებული საკვების მასებით, რომელთაც გადამუშავების კვალიც კი არ ეტყობათ. ტკივილი ძლიერდება. საზოგადოდ, ტკივილის შეგრძნება დაავადების პირველი ნიშანია. ტკივილის ხასიათი სხვადასხვაგვარია: ის შეიძლება გულმკერდის მიდამოში იყოს გაბნეული ან პაციენტი ზუსტად მიუთითებდეს მტკივან წერტილს.

კარდიის აქალაზიის დროს საკვების ყლაპვისას ტკივილის შეგრძნება შეიძლება გადაეცემოდეს მხრის, კისრის, ბეჭის, ყურისა და სხვა მიდამოებში. ზოგჯერ ტკივილი ჭამის შემდეგ ჩნდება, თუმცა უმეტესად საკვების მიღებაზე არ არის დამოკიდებული.

ავადმყოფები ხშირად იყენებენ სხვადასხვა საშუალებას, რათა საკვების კუჭში მოხვედრა გააადვილონ: ერთბაშად სვამენ დიდი რაოდენობით წყალს, იხრებიან წინ ან უკან, ხელით უკავიათ კისრის ან მკერდის მიდამო, ზოგჯერ ლუკმას ხელის დაჭერით ან დასმით მიდენიან საყლაპავ მილში და სხვა. სხვათა შორის, ზოგჯერ საყლაპავი მილის ქვედა სფინქტერის ტონუსს ასუსტებს შოკოლადი, ცხიმები, ნიტრატები და კოფეინი. ყლაპვის გაძნელება ძლიერდება ნერვული აგზნების, სწრაფი ჭამის, ცუდად დაღეჭილი საჭმლის გადაყლაპვის შემთხვევაშიც.

დისფაგიის ხარისხი დამოკიდებულია საკვების ხარისხზე, განსაკუთრებით - მის ტემპერატურაზე: ცივი საკვები არ იწვევს ყლაპვის გაძნელებას, თბილი კი ან ძნელად გადის საყლაპავ მილს, ან საერთოდ ვერ აღწევს კუჭს. არცთუ იშვიათად აღინიშნება პარადოქსული დისფაგიაც - მკვრივ საკვებს საყლაპავი უფრო ადვილად ატარებს, ვიდრე თხიერს. კარდიის აქალაზიას ზოგჯერ შემაწუხებელი სლოკინიც სდევს თან.

მკურნალობა

კარდიის აქალაზიის მკურნალობისთვის გამოიყენება ენდოსკოპიური ბალონური გაფართოება: სპეციალური ხელსაწყოთი - ენდოსკოპით საყლაპავის ქვედა ნაწილში შეჰყავთ განსაკუთრებული მასალისგან დამზადებული ბალონი, რომელიც იბერება და აფართოებს კარდიას (კუჭის შესავალს). უმეტესად ეს მეთოდი ამართლებს. სხვა შემთხვევაში საჭირო ხდება ქირურგიული ოპერაცია.

  • საყლაპავი მილის დაზიანება, წამლები, ალერგია...

დისფაგია თანდათ ანობითაც შეიძლება განვითარდეს და სწრაფადაც. ყლაპვის გაძნელება სწრაფად ვითარდება საყლაპავი მილის უცხო სხეულით, მაგალითად, თევზის ფხით დაზიანებისას, ასევე - მძიმე ტრავმის (ჭრილობა, დამწვრობა), უცხო სხეულის ამოღების მცდელობის შემთხვევაში. მტკივნეული დისფაგია შეიძლება გამოიწვიოს კალიუმის ქლორიდმა, C ვიტამინის აბებმა, ტეტრაციკლინმა და ზოგიერთმა სხვა პრეპარატმა. ყლაპვის გაძნელების მიზეზი შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციაც.

დიდხანს მწოლიარე ხანშიშესულ ავადმყოფებში ყლაპვის გაძნელება შეიძლება მოჰყვეს საყლაპავი მილის ატონიას (მოდუნებას).

დისფაგიის აღმოცენება და მისი თანდათანობითი გაძლიერება საყლაპავი მილის დამწვრობის შემდგომი ნაწიბუროვანი შევიწროების პირველი ნიშანია. გარდა თერმული პროცესებისა, დამწვრობა შეიძლება მწვავე მჟავებით ან ტუტეებით იყოს გამოწვეული. დამწვრობის დროს ყლაპვის გაძნელება პირველ რიგში ცუდად დაღეჭილი საკვების გადაყლაპვის შემდეგ აღინიშნება. დროთა განმავლობაში ავადმყოფს უჭირს ნაწილობრივ თხიერი საკვების ყლაპვაც. ზოგ შემთხვევაში საყლაპავის გამავლობის დარღვევა სწრაფად - რამდენიმე დღის ან რამდენიმე კვირის განმავლობაში პროგრესირებს, ზოგ შემთხვევაში კი თვეობით ჭიანურდება. როგორც უახლესი მონაცემები მოწმობს, დაავადების განვითარების ამ პერიოდში ყლაპვის გაძნელება არა მარტო საყლაპავის შევიწროების შედეგია, არამედ საყლაპავის თანდართული სპაზმითაც არის განპირობებული.

ჩვენ შევჩერდით მხოლოდ რამდენიმე ძირითად დაავადებაზე, რომლებიც ყლაპვის გაძნელებით რთულდება. მიღებულია, რომ ფუნქციური დისფაგიის დროს სიძნელეები წარმოიშობა თხიერი საკვების მიღებისას, ხოლო მკვრივის გადაყლაპვა ადვილად ხდება. საყლაპავის ორგანული დაზიანებისას თავდაპირველად ძნელად გადადის მკვრივი საკვები, შემდეგ კი თხიერი. თუმცა აღნიშნული განსხვავებები აბსოლუტური სულაც არ გახლავთ, თანაც საყლაპავი მილის სანათურის შევიწროება და დისფაგია შეიძლება მრავალი სხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, ამიტომ დისფაგიის ყველა შემთხვევა საყლაპავი მილის რენტგენოლოგიურ და ენდოსკოპიურ კვლევას მოითხოვს, ხოლო ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების მკურნალობა აუცილებლად ქირურგიულ კლინიკაში ან ქირურგის მეთვალყურეობით უნდა ჩატარდეს.