/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ალერგოლოგია

მწვავე ალერგიული რეაქციები

მწვავე ალერგიული რეაქციები
ალერგიული რეაქცია, საზოგადოდ, იმუნური სისტემის არაადეკვატური (რამდენადმე გაუკუღმართებული)

პასუხია ორგანიზმში ამა თუ იმ ალერგენის შეჭრა-მოხვედრისას აღმოცენებული. მისი მთავარი არსი არის ის, რომ ანტისხეულები, უცხო სხეულებისაგან ორგანიზმის დასაცავად მოწოდებულნი, მომატებულ აქტივობას ავლენენ და ალერგენებთან ურთიერთქმედებისას იწყებენ ალერგიის მედიატორების გამომუშავებას. მედიატორები (მათ შორის მთავარია ჰისტამინი) ადამიანის ორგანოებსა და ქსოვილებზე უარყოფითად მოქმედებენ, რაც სხვადასხვა სახისა და სიმძიმის ალერგიულ რეაქციათა აღმოცენებას განაპირობებს.

ალერგენის უმნიშვნელო დოზამაც კი შესაძლოა მძიმე ალერგიული რეაქციის ელვისებურად განვითარება გამოიწვიოს. თუ ასეთ დროს ადამიანს არ აღმოუჩენენ სათანადო სამედიცინო დახმარებას, მისი ჯანმრთელობა და ზოგ შემთხვევაში სიცოცხლეც კი დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. მწვავე ალერგიული რეაქციების გამოვლინება სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს.

განვიხილოთ რამდენიმე მათგანი, ყველაზე ფართოდ გავრცელებული და განსაკუთრებულად საშიში:

ხორხის მწვავე შეშუპება

ხორხის მწვავე შეშუპება სწრაფად ვითარდება. ამ დროს ძნელდება შესუნთქვა, ვითარდება ქოშინი, ხილული ლორწოვანი გარსების ციანოზი (სილურჯე), ხმის ჩახლეჩა. ხორხის შეშუპებას ერწყმის მყეფავი ხველა. ხორხის შეშუპების მიზეზებს შორის აღსანიშნავია ორგანიზმში ალერგენის (მცენარეული მტვრის, ცხოველის ბეწვის, ქიმიური კომპონენტების) რესპირატორული გზით მოხვედრა. ადამიანი ასეთ დროს სასწრაფოდ უნდა გადავიყვანოთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებელი დახმარების მისაღებად.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ, მყავს 1 წლის პატარა. ზუსტად 1 თვის წინ შეხვდა ჭინჭრის ციება. ესლოტინი, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დანიშნული. მკურნალობის კურსს მოვრჩით და ეხლა კვლავ დაეწყო გამონაყარი, ოღონდ მხოლოდ ბარძაყებზე და წვივებზე. ეს გამონაყარი არ გავს იმას, რაც პირველად ქონდა, უფრო პატარა წითელი გამონაყარია. საკვენს ვერ ვაბრალებ, იმიტომ რომ არაფერი მიმიცია ალერგიული, მეც დიეტაზე ვარ ბუნებრივი კვების გამო. ეხლა საღამოობით უჩნდება და დილით აღარ აქვს ხოლმე გამონაყარი. აღარ ვიცი რა ვქნა, თან შეკრულობა დაეწყო საშინელი. ეგებ მირჩიოთ რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე?</p>

კვინკეს შემოფარგლული შეშუპება

ამ ალერგიულ რეაქციას სხვაგვარად ანგიონევროზულ შეშუპებას ან გიგანტურ ჭინჭრის ციებას უწოდებენ. მისთვის დამახასიათებელია ალერგიული რეაქციის განვითარება სხეულის შემოფარგლულ უბნებსა და ლორწოვან გარსებზე. ყველაზე ხშირად ლორწოვანი გარსებისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის სწრაფად განვითარებადი შეშუპება ლოკალიზდება სახეზე, პირის ღრუში, იშვიათად – კიდურებზე. ასეთი რეაქცია დამახასიათებელია როგორც მოზრდილთათვის, ასევე ბავშვებისათვის, უფრო ხშირია ქალებთან, შედარებით იშვიათი – ასაკოვნებთან.

კვინკეს შეშუპება უცაბედად იწყება. პრაქტიკულად რამდენიმე წუთში სხეულის სხვადასხვა უბანი იწყებს გადიდება-გასივებას. შეშუპებას ახლავს ტკივილი, შესაძლოა ტემპერატურის მომატებაც. განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევებში შეშუპება ვრცელდება ხორხსა და ენაზე, რის გამოც შეიძლება განვითარდეს ასფიქსია (მოხრჩობა-მოგუდვა).

რეკომენდებულია დაუყოვნებლივ სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება, მანამდე კი პაციენტს უნდა დაალევინოთ ანტიჰისტამინური პრეპარატი, ხოლო შეშუპებულ უბნებზე დაადოთ ცივი კომპრესები. კვინკეს შეშუპება შესაძლოა რამდენიმე საათს გაგრძელდეს (იშვიათად – რამდენიმე დღეს), შემდგომ ის უკვალოდ ქრება. საშიშროება ისაა, რომ ამ ალერგიულ რეაქციას რეციდივი, ანუ გამეორება ახასიათებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ალერგენი ისევ ორგანიზმშია. იმისათვის, რომ ორგანიზმი იხსნათ ინტოქსიკაციისგან (მოწამვლისგან), რეკომენდებულია ე.წ. ანტიალერგიული პროგრამის ჩართვა, ანუ მცენარეულ საფუძველზე შექმნილი პრეპარატების გამოყენება. სამკურნალო საშუალებების სერია უნდა შეირჩეს იმგვარად, რომ კომპლექსურად მოხდეს ორგანიზმზე ზემოქმედება, კერძოდ, გაიწმინდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, მოხდეს ნაღვლის გამოყოფისა და ღვიძლის ფერმენტების გამომუშავების სტიმულაცია, განეიტრალდეს თავისუფალი მავნე რადიკალები, გამოიდევნოს ორგანიზმიდან წიდები და ტოქსინები, გაკონტროლდეს ჰისტამინის დონე, ორგანიზმიდან გამოიდევნოს ჭარბი სითხე და ალაგდეს შეშუპება, დარეგულირდეს IგE-ს გამომუშავება.

ჭინჭრის ციება

ჭინჭრის ციება უხშირესად კვებითი ალერგიის გამოვლინებაა. ის შეიძლება განვითარდეს შოკოლადის, კვერცხის გულის, ნიგვზის, თაფლის, ციტრუსების, ზოგიერთი შხამისა და სხვადასხვა კვებითი ალერგენის მიღებისას. არ არის გამორიცხული კანის აღნიშნული ტიპის ცვლილების განვითარება მცენარის მტვერთან შეხებისას, მზის სხივებისა და სიცივის ზემოქმედების, ასევე მწერთა ნაკბენის საპასუხოდ. არის შემთხვევები, როდესაც აღნიშნული ტიპის ალერგიულ რეაქციას იწვევს ორგანიზმში პარაზიტების, სოკოს, ჰელმინთების კვერცხების მოხვედრა.

ამ რეაქციის დროს სხეული იფარება დიდ ლაქებად გარდამავალი ბუშტუკებით, რომლებიც ქავილით და წვით გამოირჩევა. ზოგჯერ იმატებს სხეულის ტემპერატურა, ვითარდება სისუსტე, იშვიათად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური მოშლილობა. სათანადო დახმარება უპირველესად გულისხმობს ალერგენთან კონტაქტის შეწყვეტას; თუ ჭინჭრის ციება კვებითმა ალერგენმა გამოწვია, საჭიროა კუჭის ამორეცხვა გააქტივებული ნახშირის შემცველი წყლით, პაციენტს აძლევენ ანტიჰისტამინურ პრეპარატს, აკვირდებიან მის სუნთქვას. ამ უკანასკნელის გაძნელებისას საჭიროა პაციენტის გადაყვანა ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე.

ზოგ შემთხვევაში ჭინჭრის ციება ვითარდება კვინკეს შეშუპებასთან ერთად ან წინ უსწრებს მას. ალერგიული რეაქციისა და ორგანიზმის ინტოქსიკაციისაგან გასათავისუფლებლად საჭიროა სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

ანაფ ილაქსიური შოკი

ამ ტიპის ალერგიული რეაქცია ალერგიის ყველაზე საშიშ გამოვლინებად არის აღიარებული. ანაფილაქსიური შოკი ელვისებური განვითარებით ხასიათდება. გამომწვევ მიზეზად შეიძლება მოგვევლინოს ნებისმიერი ალერგენი, მაგრამ ყველაზე ხშირად ანაფილაქსიური შოკი ვითარდება სამკურნალო პრეპარატების მიღებისას, მტვრის მაღალი კონცენტრაციის პირობებში ან მწერთა მრავლობითი ნაკბენის შედეგად. ამ ალერგიული რეაქციის დროს ვლინდება ადამიანის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების ხანმოკლე აგზნება, რის შედეგადაც მათი ფუნქციები ითრგუნება.

დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენა იწყება ალერგენთან კონტაქტის შემდეგ პრაქტიკულად რამდენიმე წამში.

ანაფილაქსიური შოკის ყველაზე ტიპურ შემთხვევებს ახლავს შემდეგი სიმპტომები:

  • კანის საფარველის შეწითლება, რომელსაც მკვეთრი სიფერმკრთალე ენაცვლება;
  • პულსისა და სუნთქვის გახშირება;
  • სუნთქვის დარღვევა;
  • ცხვირ-ტუჩის სამკუთხედის გალურჯება;
  • ქავილით გამორჩეული წვრილი გამონაყარის განვითარება კანზე;
  • სახისა და კისრის ქვედა ნაწილის შეშუპება;
  • შიშისა და მოუსვენრობის შეგრძნება;
  • ცნობიერების დაბინდვა;
  • გულისწასვლა;
  • წებოვანი ცივი ოფლი.

შემდგომ მაჯისცემა ნელდება, სუნთქვა სუსტდება, ორგანიზმის რეაქციები ფერხდება, შესაძლებელია უნებლიე დეფეკაცია, შარდის გამოყოფა, გონების სრული დაკარგვა. საშიშ შემთხვევებში ანაფილაქსიურ შოკს უერთდება ლორწოვანების შეშუპება (კვინკეს შეშუპება), ხორხისა და ენის შესივება, რაც აძნელებს სუნთქვას და ჟანგბადის მიწოდებას.

ანაფილაქსიური შოკის დროს ეფექტური სამედიცინო დახმარების აღმოჩენა მხოლოდ კლინიკაშია შესაძლებელი, თუმცა პაციენტის გადაყვანამდე საჭიროა მისი სიცოცხლის გადარჩენისათვის ბრძოლა. ამისათვის, უპირველესად, დაზარალებულს შეძლებისდაგვარად უნდა ჩამოაშოროთ ალერგენი (თუ ეს ფუტკრის ნესტარი ან სხვა ხილული პროვოკატორია), შემდეგ დააწვინოთ ჰირიზონტალურ მდგომარეობაში, შეუმოწმოთ ზემო სასუნთქი გზების გამავლობა, უზრუნველყოთ მისთვის სუფთა ჰაერის მიწოდება, ჩაათბუნოთ (ამისათვის საჭიროა სათბურას ან თბილი პლედების გამოყენება), ასევე დაალევინოთ ანტიჰისტამინური პრეპარატი.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

მწვავე ალერგიული რეაქციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები