/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ლარინგიტის დროს ყელის მწვავე ტკივილი ისეთივეა, როგორიც ანგინისას, მაგრამ გაცილებით ძლიერია ხეხვისა და ფხაჭნის შეგრძნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლარინგიტის დროს ყელის მწვავე ტკივილი ისეთივეა, როგორიც ანგინისას, მაგრამ გაცილებით ძლიერია ხეხვისა და ფხაჭნის შეგრძნება

ანგინა - ყელის ყოველგვარ ტკივილს სწორედ მას უკავშირებენ. ეს ნუშურა ჯირკვლების მწვავე ანთებაა - მწვავე ტონზილიტი, რომელიც შესაძლოა მიკრობით, ვირუსით ან სოკოთი იყოს გამოწვეული. ყველაზე ხშირად მას A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი და ოქროსფერი სტაფილოკოკი იწვევს. მწვავე ტონზილიტის განვითარებას ხელს უწყობს გაციება, გადახურება, იმუნოგლობულინების დეფიციტი, ჰიპოვიტამინოზი, ცხვირისა და მისი დანამატი წიაღების, პირის ღრუს, ღრძილების დაავადებები. მწვავე ტონზილიტის დროს მაღალი სიცხის ფონზე ყელში უეცრად ჩნდება ფხაჭნის, სიმშრალისა და შევიწროების - სპაზმის შეგრძნება. ზოგჯერ ყლაპვა იმდენად არის გაძნელებული, რომ პაციენტს წყლის სმაც კი უჭირს. მართებული მკურნალობის შემთხვევაში ანთება 7-10 დღეში გაივლის, არასწორად ნამკურნალევი ან ნებაზე მიშვებული მწვავე ტონზილიტი კი ქრონიკულ სახეს იღებს და მოგვიანებით თირკმლის პათოლოგიებსა და რევმატულ დაავადებებს იწვევს.

ფარინგიტი ხახის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ის ხშირად გრიპის ან რომელიმე სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციის გამოვლინებაა. ამ დროს ყელის ლორწოვანი გარსი ძლიერ გაწითლებულია და ავადმყოფს ყველაზე მეტად ყელის აუტანელი ტკივილი, ფხაჭნის შეგრძნება და სიმშრალე აწუხებს. ყელში თითქოს უცხო სხეულია გაჩხერილი.

ადენოიდები ხახის თაღში არსებული ლიმფოადენოიდური ქსოვილია, რომლის ანთებასაც იწვევს ქრონიკული სურდო და ფარინგიტი. ეს უმთავრესად ბავშვთა დაავადებაა. ადამიანს ყელის სიმშრალის შეგრძნება და ტკივილი აწუხებს, რაც ანთებითი პროცესის გამო ცხვირ-ხახის შეშუპების ბრალია. ცხვირით სუნთქვის გაძნელების გამო ადამიანი პირით სუნთქავს, ცივი ჰაერის ნაკადი კი ყელს აშრობს და მის ტკივილს იწვევს. ადენოიდებს სერიოზული და კვალიფიციური მკურნალობა სჭირდება.

ლარინგიტი ხორხის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ის ყოველთვის თან სდევს რესპირატორულ დაავადებებს. ლარინგიტის დროს ყელის მწვავე ტკივილი ისეთივეა, როგორიც ანგინისას, მაგრამ გაცილებით ძლიერია ხეხვისა და ფხაჭნის შეგრძნება, რის გამოც ავადმყოფს ძლიერ ეხლიჩება ხმა და შესაძლოა, სულაც დაეკარგოს.

ინფექციური დაავადებები - ამ დროს ყელის ტკივილი განსაკუთრებით საგულისხმო და საგანგაშო სიმპტომია - შესაძლოა, ინფექციით შეშუპებული სასუნთქი გზები და ყელი კრუპისა და ცრუ კრუპის, ხორხის შევიწროებისა და მოგუდვის მიზეზად იქცეს. ამ მხრივ განსაკუთრებით საშიშია დიფტერია და პარაგრიპი.

უცხო სხეული სასუნთქ გზებში - სასუნთქ გზებში ხშირად ხვდება თევზის ფხა, ხილის კურკა, ღილები, მცენარის თესლი, ლითონის წვრილი ნივთები, რომლებიც, ლოკალიზაციისა და ზომის შესაბამისად, ძლიერ ტკივილს, სპაზმს და მოგუდვის შეგრძნებას იწვევენ. ეს მდგომარეობა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, აუცილებელია სასუნთქი გზებიდან უცხო სხეულის დაუყოვნებლივ მოცილება.