/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ქირურგია

საზარდულის თიაქრის მკურნალობა ხანდაზმულებში

საზარდულის თიაქრის მკურნალობა ხანდაზმულებში
"ოჯახის მკურნალის" ერთგულმა მკითხველმა, კარლო გ-მ, ზუგდიდიდან ძალზე თბილი წერილი მოგვწერა და გვთხოვა, საზარდულის თიაქრის ოპერაციულ მკურნალობასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი გაგვეშუქებინა.

სიამოვნებით ვუსრულებთ თხოვნას და გთავაზობთ ინტერვიუს დკც (დაავადებათა კონტროლის ცენტრის) სამკურნალო კომბინატის ექიმთან, ქირურგთან, ქალბატონ მარინა ნარიმანიძესთან.

- ქალბატონო მარინა, მკითხველს აინტერესებს, არის თუ არა რეკომენდებული თიაქრის სამკურნალოდ ქირურგიული ჩარევა 80 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის.

- ოპერაციული ჩარევისთვის თავისთავად ასაკი უკუჩვენება არ არის. თუ თიაქარი დიაგნოსტირებულია, ოპერაცია უნდა გაკეთდეს. მით უმეტეს, როცა არსებობს მისი ჩაჭედვის საშიშროება.

ასაკოვან პაციენტებში, ჩვეულებრივ, ოპერაციული ჩარევის უკუჩვენებად მიიჩნევა თანმხლები დაავადებები, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის უკმარისობა, გადატანილი ინფარქტი, ინსულტი, კახექსია, თირკმლის უკმარისობა, ღვიძლის დაავადებები, ასევე - კანის მძიმე პათოლოგიები, რადგან, მოგეხსენებათ, თიაქარპლასტიკისა და ჭრილობის შეხორცებისთვის კანი ჯანმრთელი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, კანის ჩირქოვანი და სხვა ინფექციური დაავადებები, აგრეთვე ფსორიაზი, ეგზემატოზი და სხვა, უკუჩვენებაა ოპერაციული ჩარევისათვის.

- შეიძლება თუ არა ერთდროულად ორივე მხარეს საზარდულის თიაქრის ოპერაციის გაკეთება?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- შეიძლება. გასათვალისწინებელია, რომ გიგანტური თიაქრის შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის წინასწარ მომზადება (ერთგვარი წვრთნა). ეს გულისხმობს თიაქრის შიგთავსის მუცლის ღრუში პერიოდულად ჩაბრუნება-ჩასწორებას მუცლის ღრუს მომზადების მიზნით. სხვაგვარად ოპერაციის დროს თიაქრის შიგთავსის ერთბაშად ჩაბრუნებამ შესაძლოა მუცლის ღრუში წნევის ისეთი მატება გამოიწვიოს, რომ პაციენტს სერიოზული პრობლემები შეუქმნას.

- ხომ არ გამოიწვევს ოპერაცია რაიმე გართულებას - ნაოპერაციევი ჭრილობის გახსნას, ჭრილობის ძნელად შეხორცებას, დაჩირქებას? რამდენად ხშირია რეციდივი?

- მკითხველის მიერ ჩამოთვლილი გართულებანი, ისევე როგორც სხვა სახის პრობლემები, შესაძლოა ნებისმიერ ოპერაციას დაერთოს თან. რა თქმა უნდა, ასაკოვან პაციენტებში იმუნიტეტის დაქვეითების, ნივთიერებათა ცვლის შენელებისა და ორგანიზმში მიმდინარე ასაკთან დაკავშირებული სხვა ცვლილებების გამო რისკი გაცილებით მაღალია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის გამო პაციენტმა თავი შეიკავოს ოპერციული მკურნალობისაგან, მეტადრე, როცა ქირურგიული ჩარევის პირდაპირი ჩვენება არსებობს, სხვა სერიოზული უკუჩვენებები კი არ იკვეთება.

რაც შეეხება რეციდივს: ტრადიციულ ოპერაციასთან ერთად, რომლის დროსაც ტარდება საზარდულის არხის წინა ან ორივე კედლის პლასტიკა (კუნთოვან-აპონევროზული დუბლიკატურის შექმნა შესაბამისი ქსოვილების მოჭიმვით, რასაც დღეს უმთავრესად მცირე ზომის თიაქრების მკურნალობისას იყენებენ), სადღეისოდ ფართოდ არის დანერგილი ბადით თიაქარპლასტიკა. ის გულისხმობს სპეციალური ნივთიერებისგან შექმნილი ბადის ჩაკერებას. ბადე სავსებით ინერტულია, ანუ ორგანიზმის ქსოვილებთან შეხებისას არ იწვევს ალერგიულ თუ სხვა სახის რეაქციას, ბუნებრივად ერწყმის მათ და რაც მთავარია, ბადის ფორებს შორის რამდენიმე დღეში ვითარდება შემაერთებელი ქსოვილი, რის შედეგადაც სუსტ მყესოვან აპარატს პრაქტიკულად მტკიცე ქსოვილი ენაცვლება. ამის გამო რეციდივის ალბათობა გაცილებით ნაკლებია.

ბადით თიაქარპლასტიკას სხვა უპირატესობაც აქვს: ვინაიდან ბადის გამოყენებისას არ ხდება ქსოვილთა მოჭიმვა, ოპერაციის შემდგომ ტკივილი მინიმალურია. გარდა ამისა, პოსტოპერაციული რეაბილიტაცია გაცილებით სწრაფად ხდება და პაციენტი უფრო მალე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ამგვარად, ბადის ჩაკერება ყველაზე ოპტიმალური მეთოდია საზარდულის თიაქრის ქირურგიული მკურნალობისთვის.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

საზარდულის თიაქრის მკურნალობა ხანდაზმულებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საზარდულის თიაქრის მკურნალობა ხანდაზმულებში

სიამოვნებით ვუსრულებთ თხოვნას და გთავაზობთ ინტერვიუს დკც (დაავადებათა კონტროლის ცენტრის) სამკურნალო კომბინატის ექიმთან, ქირურგთან, ქალბატონ მარინა ნარიმანიძესთან.

- ქალბატონო მარინა, მკითხველს აინტერესებს, არის თუ არა რეკომენდებული თიაქრის სამკურნალოდ ქირურგიული ჩარევა 80 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის.

- ოპერაციული ჩარევისთვის თავისთავად ასაკი უკუჩვენება არ არის. თუ თიაქარი დიაგნოსტირებულია, ოპერაცია უნდა გაკეთდეს. მით უმეტეს, როცა არსებობს მისი ჩაჭედვის საშიშროება.

ასაკოვან პაციენტებში, ჩვეულებრივ, ოპერაციული ჩარევის უკუჩვენებად მიიჩნევა თანმხლები დაავადებები, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის უკმარისობა, გადატანილი ინფარქტი, ინსულტი, კახექსია, თირკმლის უკმარისობა, ღვიძლის დაავადებები, ასევე - კანის მძიმე პათოლოგიები, რადგან, მოგეხსენებათ, თიაქარპლასტიკისა და ჭრილობის შეხორცებისთვის კანი ჯანმრთელი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, კანის ჩირქოვანი და სხვა ინფექციური დაავადებები, აგრეთვე ფსორიაზი, ეგზემატოზი და სხვა, უკუჩვენებაა ოპერაციული ჩარევისათვის.

- შეიძლება თუ არა ერთდროულად ორივე მხარეს საზარდულის თიაქრის ოპერაციის გაკეთება?

- შეიძლება. გასათვალისწინებელია, რომ გიგანტური თიაქრის შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის წინასწარ მომზადება (ერთგვარი წვრთნა). ეს გულისხმობს თიაქრის შიგთავსის მუცლის ღრუში პერიოდულად ჩაბრუნება-ჩასწორებას მუცლის ღრუს მომზადების მიზნით. სხვაგვარად ოპერაციის დროს თიაქრის შიგთავსის ერთბაშად ჩაბრუნებამ შესაძლოა მუცლის ღრუში წნევის ისეთი მატება გამოიწვიოს, რომ პაციენტს სერიოზული პრობლემები შეუქმნას.

- ხომ არ გამოიწვევს ოპერაცია რაიმე გართულებას - ნაოპერაციევი ჭრილობის გახსნას, ჭრილობის ძნელად შეხორცებას, დაჩირქებას? რამდენად ხშირია რეციდივი?

- მკითხველის მიერ ჩამოთვლილი გართულებანი, ისევე როგორც სხვა სახის პრობლემები, შესაძლოა ნებისმიერ ოპერაციას დაერთოს თან. რა თქმა უნდა, ასაკოვან პაციენტებში იმუნიტეტის დაქვეითების, ნივთიერებათა ცვლის შენელებისა და ორგანიზმში მიმდინარე ასაკთან დაკავშირებული სხვა ცვლილებების გამო რისკი გაცილებით მაღალია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის გამო პაციენტმა თავი შეიკავოს ოპერციული მკურნალობისაგან, მეტადრე, როცა ქირურგიული ჩარევის პირდაპირი ჩვენება არსებობს, სხვა სერიოზული უკუჩვენებები კი არ იკვეთება.

რაც შეეხება რეციდივს: ტრადიციულ ოპერაციასთან ერთად, რომლის დროსაც ტარდება საზარდულის არხის წინა ან ორივე კედლის პლასტიკა (კუნთოვან-აპონევროზული დუბლიკატურის შექმნა შესაბამისი ქსოვილების მოჭიმვით, რასაც დღეს უმთავრესად მცირე ზომის თიაქრების მკურნალობისას იყენებენ), სადღეისოდ ფართოდ არის დანერგილი ბადით თიაქარპლასტიკა. ის გულისხმობს სპეციალური ნივთიერებისგან შექმნილი ბადის ჩაკერებას. ბადე სავსებით ინერტულია, ანუ ორგანიზმის ქსოვილებთან შეხებისას არ იწვევს ალერგიულ თუ სხვა სახის რეაქციას, ბუნებრივად ერწყმის მათ და რაც მთავარია, ბადის ფორებს შორის რამდენიმე დღეში ვითარდება შემაერთებელი ქსოვილი, რის შედეგადაც სუსტ მყესოვან აპარატს პრაქტიკულად მტკიცე ქსოვილი ენაცვლება. ამის გამო რეციდივის ალბათობა გაცილებით ნაკლებია.

ბადით თიაქარპლასტიკას სხვა უპირატესობაც აქვს: ვინაიდან ბადის გამოყენებისას არ ხდება ქსოვილთა მოჭიმვა, ოპერაციის შემდგომ ტკივილი მინიმალურია. გარდა ამისა, პოსტოპერაციული რეაბილიტაცია გაცილებით სწრაფად ხდება და პაციენტი უფრო მალე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ამგვარად, ბადის ჩაკერება ყველაზე ოპტიმალური მეთოდია საზარდულის თიაქრის ქირურგიული მკურნალობისთვის.


- რამდენად მიზანშეწონილია საზარდულის თიაქრის ოპერაციის გაკეთება ლაპაროსკოპიული (უსისხლო) მეთოდით და არის თუ არა ის საიმედო?

- ლაპაროსკოპიული მეთოდით ოპერირება სპეციალურ ტექნიკურ აღჭურვილობას და სათანადო გამოცდილებას მოითხოვს. მოგეხსენებათ, ამ დროს ქირურგი სპეციალური ენდოსკოპიური მოწყობილობით მანიპულირებს მუცლის ღრუს მხრიდან და ყოველივე ამას მონიტორზე აკვირდება, აკონტროლებს. ბადის ჩაკერება ლაპაროსკოპიული მეთოდითაც ხდება. მაგრამ საქმე ის არის, რომ თუ ტრადიციული მეთოდით ოპერირებისას სხეულზე გარედან ხდება ქირურგიული მანიპულირება, ანუ იკვეთება კანი, კანქვეშა ქსოვილები და ისე წარმოებს თიაქარპლასტიკა, პერიტონეუმთან შეხებისა და მუცლის ღრუში ჩარევის (მისი გახსნის) გარეშე, - ლაპაროსკოპიული მეთოდით მანიპულირება ხორციელდება მუცლის ღრუდან, ანუ ქირურგი ამ დროს მუცლის ღრუში შედის. მეტიც - თავისუფალი მანიპულირებისთვის ადგილის გასათავისუფლად ორგანოთა ხელოვნურად მიჭყლეტის მიზნით ამ დროს მუცლის ღრუში ნახშირორჟანგი შეჰყავთ, რასაც ბევრი პაციენტი, მით უფრო - ასაკოვანი, ძნელად იტანს. გარდა ამისა, მუცლის ღრუს მთლიანობის დარღვევის გამო პოსტოპერაციულ გართულებათა რიცხვი გაცილებით მაღალია. ამიტომ თქვენი ჟურნალის ასაკოვან მკითხველს ვურჩევ, თუ საზარდულის თიაქრის მკურნალობას აპირებს, ოპერაცია ძველი, ტრადიციული მეთოდით გაიკეთოს.

- აგვაცილებს თუ არა თავიდან თიაქრის გართულებას სპეციალური ბანდაჟის ტარება?

- ბანდაჟის ტარება მაშინ არის რეკომენდებული, როცა ოპერციის უკუჩვენება არსებობს. თუ პაციენტს მცირე ზომის თიაქარი აქვს, არ აწუხებს, არ უქმნის დისკომფორტს, არ ემუქრება მისი ჩაჭედვა და რაც მთავარია, ამა თუ იმ მიზეზით მისთვის ოპერაციული მკურნალობა უკუნაჩვენებია, უმჯობესია ბანდაჟი ატაროს. სხვა შემთხვევაში ბანდაჟის ტარება არ არის რეკომენდებული. მას დადებითზე მეტი უარყოფითი შედეგი მოაქვს: ორგანოებსა და თიაქრის პარკის კედლებს შორის სპაიკები - შეხორცებები ვითარდება; ხშირია კანისმხრივი გართულებებიც - ანთება, ჩახურება, მაცერაცია და სხვა. ბანდაჟის ტარებით გამოწვეული ეს და სხვა უარყოფითი ცვლილებები ზოგჯერ ოპერაციულ ჩარევას აძნელებს. ამრიგად, თუ ადამიანი ოპერაციის გაკეთებას აპირებს, უმჯობესია, ბანდაჟის ტარებისგან თავი შეიკავოს და დროულად მიმართოს ქირურგს, რადგან თიაქრის კონსერვატიული მეთოდით განკურნება, მით უფრო თვითგანკურნება შეუძლებელია. ისიც უნდა ითქვას, რომ თიაქარი შესაძლოა იმ პაციენტებსაც ჩაეჭედოთ, რომლებსაც თიაქრის გამო ჩივილები საერთოდ არ ჰქონიათ.

- დასასრულ, რას გვირჩევთ, ზოგადად, თიაქრის საპროფილაქტიკოდ?

- ასაკოვან მკითხველს ვურჩევ, დროულად მიაკითხოს ქირურგს, გაიაროს კონსულტაცია. სპეციალისტი შეაფასებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და დაუსახავს მკურნალობის რაციონალურ სტრატეგიას. რაც შეეხება ზოგად რჩევებს: ყველას ვურჩევ, მისდიოს აქტიურ ცხოვრების წესს, ხელ მოჰკიდოს სპორტს, მაგრამ არა ძალისმიერ სახეობებს. საჭიროა ზომიერი და ორგანიზმის შესაძლებლობების შესაბამისი დატვირთვა, რათა სხეული გავიკაჟოთ, კუნთოვანი სისტემა გავიძლიეროთ. სასარგებლოა ცურვა. ორსულობის დროს რეკომენდებულია სპეციალური ბანდაჟის ტარება. აუცილებელია კუჭის მოქმედების რეგულირება, სიმძიმის აწევისგან თავის შეკავება და, საზოგადოდ, ჯანმრთელობის გაფრთხილება.