ელექტროეპილაცია თუ დეპილაცია? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ელექტროეპილაცია თუ დეპილაცია?

დეპილაცია, თავის მხრივ, მოიცავს რამდენიმე მეთოდს:

  1. გაპარსვას,
  2. თმის ქიმიურ გახსნა-დაშლას სპეციალური კრემის (კრემ-დეპილატორის) საშუალებით,
  3. ენზიმურ დაშლას (თმის დაშლა-მონელებას ფერმენტების მეშვეობით),
  4. მექანიკურ მოცილებას აპარატ-დეპილატორის საშუალებით,
  5. ცვილის გამოყენებას.

ეპილაციის მეთოდებია:

  1. ელექტროეპილაცია,
  2. ლაზერული ეპილაცია,
  3. ფოტოეპილაცია.
  • ელექტროეპილაცია

ელექტროეპილაცია გასული საუკუნის 30-იან წლებში დაინერგა პრაქტიკაში. ეს მეთოდი გულისხმობს თმის მოცილებას მაღალი სიხშირის გალვანური ან ცვლადი ელექტრული დენის გამოყენებით.

პროცედურის დროს კოსმეტოლოგს გამადიდებელი მინის ქვეშ წვრილი ნემსი თმის ღერის მიმართულებით ბოლქვში შეჰყავს. მიწოდებული დენის ზემოქმედებით თმის ბოლქვი ისე ზიანდება, რომ აღარ შესწევს ახალი ღერის წარმოქმნის უნარი.

სასურველია, თმის ღერი მისი აქტიური ზრდის პიკზე იქნეს მოცილებული. წინააღმდეგ შემთხვევაში პროცედურა არაეფექტური აღმოჩნდება - თმის ღერი კვლავ გაიზრდება. ამის გამო სასურველი შედეგის მისაღწევად ელექტროეპილაციის 2-3 პროცედურა ხდება საჭირო.

ელექტროეპილაციისთვის იზოლირებული მოოქროვილი ან მოვერცხლილი ნემსები გამოიყენება. ზოგიერთ კოსმეტოლოგს ოქროსგან ან სამედიცინო ფოლადისგან (ნიკელისა და ქრომის შენადნობისგან) ჩამოსხმული ნემსებიც აქვს. იზოლირებული ნემსის გამოყენება მაქსიმალურად ამცირებს კანქვეშა ნაწიბურების განვითარებას და ზრდის პროცედურის ეფექტურობას. ოქროს ნემსით ელექტროეპილაციის ჩატარება აუცილებელია იმ პირებისთვის, რომელთაც კანის მომატებული მგრძნობელობა ან სხვადასხვა სახის ალერგიული რეაქცია აღენიშნებათ.

პროცედურის შემდეგ, როგორც წესი, კანი წითლდება. სიწითლე ორიოდე საათის შემდეგ ქრება და ტრავმირებულ უბნებზე ქერქისმაგვარი ფუფხი ჩნდება. მისი ძალით მოცილება დაუშვებელია. რამდენიმე დღეში, ანთების ჩაცხრობისა და კანის მოშუშების კვალდაკვალ, ისინი თავისთავად ძვრება.

მიუხედავად იმისა, რომ ელექტროეპილაცია საკმაოდ მტკივნეული პროცედურაა, ის ჭარბთმიანობასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მეთოდად ითვლება, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ არასწორად ჩატარებულ პროცედურას თავისი გართულებები და უკუეფექტები აქვს - დამწვრობა, ლაქები, ნაწიბურები.

ელექტროეპილაციას, ჩვეულებრივ, სხეულის მცირე უბნებზე (სახის, ბიკინის არეზე) ატარებენ. ფეხებზე თმის მოსაშორებლად უმჯობესია დეპილაციის რომელიმე მეთოდს მიმართოთ.

  • დეპილაცია

ჩვენ აპარატ-დეპილატორის საშუალებით მექანიკურ მოცილებას გირჩევთ. ვიდრე ამ მეთოდის სპეციფიკას შევეხებით, გაპარსვის პროცედურაზე მოგახსენებთ.

თმის ჩაბრუნება სწორედ დეპილაციას ახასიათებს და არა ეპილაციას. თმის ჩაბრუნება და ღერების არასათანადო მიმართულებით ზრდა მოსალოდნელია როგორც აპარატ-დეპილატორის საშუალებით თმის მოცილებისას, ისე გაპარსვისას, თუმცა ეს უკანასკნელი გაცილებით ოპტიმალურ მეთოდად არის მიჩნეული, ვინაიდან ამ დროს თმის ღერების მოკვეთასთან ერთად კანის მკვდარი, გარქოვანებული უჯრედების ჩამოფცქვნაც ხდება.

მეორე მხრივ, მექანიკური სტიმულაციის გამო თმა უფრო ინტენსიურად იზრდება, გარდა ამისა, გლუვი და მომხიბლავი კანის ეფექტი ძნელად მიიღწევა, ამიტომ გაპარსვა, როგორც დეპილაციის მეთოდი, დღეს ნაკლებ პრაქტიკულად მიიჩნევა და უგულებელყოფილია.

ხშირი პარსვა, მით უფრო -წელიწადის ცხელ პერიოდში, ნამდვილად იწვევს კანის გაღიზიანებასა და თმის ჩაბრუნებას. ამ მოვლენების თავიდან ასაცილებლად ფეხები ხუთწუთიანი ცხელი შხაპის შემდეგ უნდა გაიპარსოთ, რათა კანმა დალბობა და დარბილება მოასწროს. გახსოვდეთ: მშრალი წესით (უსაპნოდ და დალბობის გარეშე) ფეხების გაპარსვა არასასურველია!

რაც შეეხება აპარატ-დეპილა-ტორის საშუალებით დეპილაციას: ეს აპარატი ფაქტობრივად მექანიზებული პინცეტია, რომელიც ღერებს ფესვიანად გლეჯს. ამის გამო თმა რამდენადმე გვიან ამოდის. თმის ჩაბრუნების ალბათობა ამ მეთოდის გამოყენებისას გაცილებით მეტია. ამასთანავე, დეპილაციის ეს მეთოდი საკმაოდ მტკივნეულია.

თანამედროვე აპარატ-დეპილატორთა უმრავლესობა ტკივილის შესამსუბუქებლად მასაჟორებით არის აღჭურვილი. თმის ღერების ფესვებიანად მოგლეჯა სხეულის შედარებით დიდ უბნებზე კანის გაღიზიანებასა და ერთგვარ ხანმოკლე ანთებას იწვევს, თუმცა ეს ყველაფერი რამდენიმე საათში გაივლის, ფეხებზე კი გლუვი კანი რჩება.

შეგიძლიათ, ცვილის ან სპეციალური კრემის (კრემ-დეპილატორის) გამოყენებაც სცადოთ (ეპილაციისგან განსხვავებით, ფეხებისთვის ეს მეთოდები საკმაოდ მოხერხებულია), მაგრამ გახსოვდეთ: დეპილაციის ნებისმიერი საშუალების გამოყენებამდე ფეხები აუცილებლად უნდა დაიბანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ანთებითი პროცესი და სხვა უარყოფითი შედეგები მიიღოთ. კრემ-დეპილატორის გამოყენებამდე არ დაგავიწყდეთ საკონტროლო სინჯის ჩატარება.

კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი: მიმდებარე ლიმფური კვანძებისა და საოფლე ჯირკვლების გამო იღლიებისთვის ყველაზე უნიკალური და ნაკლებპრობლემური მეთოდია გაპარსვა.