ხშირად დასმული კითხვები ლაზერული ეპილაციის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხშირად დასმული კითხვები ლაზერული ეპილაციის შესახებ

და თითოეულ მათგანს გამოყენების ფართო არეალი აქვს. ალექსანდრიტის, დიოდური და ნეოდიმური ლაზერის სხივები ერთმანეთისგან ტალღის სიგრძით განსხვავდება. ყველაზე მოკლეა ალექსანდრიტის ლაზერის ტალღა, უფრო გრძელია დიოდური, ხოლო ყველაზე გრძელია ნეოდიმური.

კითხვები და პასუხები, რომელებიც მოიცავენ მნიშვნელოვან ინფორმაციას ლაზერული ეპილაციის შესახებ:

როგორ მუშაობს?

ლაზერული ეპილაციის მოწყობილობა იყენებს სინათლის წყაროს, რომლის სამიზნე თმის პიგმენტია. მისი მოქმედების მექანიზმი სხივის მეშვეობით თმის ფოლიკულის მკვებავი სისხლძარღვის დახშობას ემყარება, რის შედეგადაც ფოლიკულის კვება ირღვევა და თმის ღერის ზრდა ითრგუნება.

ეფექტურია თუ არა ყველა ტიპის თმისთვის?

ფოლიკულაში ალექსანდრიტის და დიოდური ლაზერის სხივის მოხვედრას ხელს უწყობს მელანინი (პიგმენტი, რომელიც თმისა და კანის შეფერილობას განაპირობებს),შესაბამისად, რაც უფრო მუქია თმა, მით უფრო მეტი მელანინია მასში და მეტად შთანთქავს ლაზერის სხივს. ამიტომ, ალექსანდრიტის და დიოდური ლაზერით ეპილაცია უფრო მუქი ფერის თმაზეა ეფექტური. ქერა, ნაცრისფერ და ჭაღარა თმას მათი სხივი “ვერ ხედავს”. (ასეთ თმაზე უფრო ეფექტურია ნეოდიმური ლაზერის სხივი, რომლიც ოქსიჰემოგლობინის დახმარებით მოქმედებს და პიგმენტაციას მნიშვნელობა არ აქვს).

რა რაოდენობის პროცედურის ჩატარებაა საჭირო შედეგის მისაღწევად?

პროცესი მუშაობს მხოლოდ თმის ზრდის ციკლის დროს, ამიტომ პროცედურა ხშირად კეთდება რამდენჯერმე. ზოგიერთ ადამიანს, შეიძლება ჰქონდეს კარგი შედეგი სამი პროცედურის შემდეგ, ხოლო ზოგს ცხრა პროცედურამდეც კი დასჭირდეს.

გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო მუქია კანი, მით უფრო რთულია კანის ფერისა და ფოლიკულების პიგმენტის გარჩევა. ამ შემთხვევაში, მაინც შეგიძლიათ მიიღოთ კარგი შედეგები, მაგრამ ამას შეიძლება მეტი მკურნალობა დასჭირდეს. თუ გაქვთ ღია კანი და მუქი თმა, სავარაუდოდ, მიიღებთ უკეთეს შედეგს მხოლოდ რამდენიმე პროცედურის შემდეგ. პროცედურების რეგულარული კურსის დასრულების შემდეგ შედეგის გამყარების მიზნით შესაძლოა წელიწადში ერთხელ ან ორჯერ პროცედურის გამეორება გახდეს საჭირო.

აქვს თუ არა მავნე გამოსხივება?

ექსპერტების თქმით, ლაზერული ეპილაცია არ არის რადიაციული. მისი სხივები არ ჰგავს რენტგენის სხივებს და ის გაცილებით მცირეა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ლაზერულ ეპილაციას არავითარი სიმსივნური პათოლოგიის გამოწვევა არ შეუძლია.

როგორ უნდა მოვემზადო პროცედურისთვის?

პროცედურის დაწყებამდე სასურველია მაქსიმალურად მოერიდოთ მზეს. პროცედურამდე 2-3 კვირის განმავლობაში არ უნდა გაირუჯოთ. ულტრაიისფერი გამოსხივება ასტიმულირებს მელანოციტებს, რომლებიც ქმნიან მეტ მელანინს (პიგმენტს) კანში, ხოლო პროცედურა მით უფრო ეფექტურია, რაც უფრო დიდია კონტრასტი კანის ფერსა და თმის ფერს შორის.

პროცედურის წინ კანის შესაბამისი უბნიდან უნდა მოვიცილოთ ყოველგვარი კოსმეტიკური საშუალება.

დიოდური ლაზერით ეპილაციის წინ საჭიროა კანის შესაბამისი უბნის გაპარსვა. ალექსანდრიტის და ნეოდიმური ლაზერით დასხივებისას საეპილაციო ზონაში თმის სიგრძე არ უნდა იყოს 1-2 მმ-ზე ნაკლები, შესაბამისად, გაპარსვა რეკომენდებული არ არის.

აუცილებლად მოერიდეთ ცვილის ან დეპილაციის საშუალებებს, რადგან შესაძლოა ამ პროცედურამ თმა ფოლიკულიანად ამოიღოს და ლაზერისთვის სამიზნე აღარ დატოვოს.

მკურნალობა ეფექტურია ადამიანების უმეტესობისთვის და უსაფრთხოა.

რა შესაძლო გვერდითი მოვლენები ახლავს ლაზერულ ეპილაციას?

პრობლემა, რომელიც შეიძლება განიცადოთ, არის მცირე შეშუპება, სიწითლე ან გაღიზიანება თმის ფოლიკულების გარშემო. ეს შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღის განმავლობაში.

ასევე შეიძლება განვითარდეს ჰიპერპიგმენტაცია (კანის გამუქება) ზოგიერთ უბანში, მაგრამ ეს ჩვეულებრივ საკმაოდ სწრაფად ქრება. დამწვრობა ან ბუშტუკები შეიძლება წარმოიშვას, მაგრამ ისინი ძალიან იშვიათია.

გაიზრდება თუ არა თმა ისევ?

პროცედურის საერთო ეფექტი ხანგრძლივია, თუმცა შეიძლება დაგჭირდეთ პროცედურის გამეორება წელიწადში ერთხელ ან ორჯერ.

თმის კვლავ ზრდას ზოგჯერ ჰორმონები უწყობენ ხელს. თუ გაქვთ ენდოკრინული პრობლემა, რომელიც ზრდის ტესტოსტერონს (როგორიცაა პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, მდგომარეობა, რომელიც იწვევს ჰორმონების დისბალანსს), შესაძლოა მოგიწიოთ პროცედურის გამეორება. თმა ასევე შეიძლება გაიზრდოს ორსულობის ან მენოპაუზის შემდეგ.

როგორ მოვუაროთ კანს პროცედურის შემდეგ?

ლაზერული ეპილაციის შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში თავი უნდა არიდოთ გარუჯვას. ეს ეხება როგორც ბუნებრივ რუჯს, ასევე სოლარიუმსა და ავტორუჯს.

გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის დროს ლაზერული ეპილაცია რეკომენდებული არ არის.