ეპილაციის სახეები და უპირატესობები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ეპილაციის სახეები და უპირატესობები

როგორც ესთეტიკის, ისე ჰიგიენის თვალსაზრისით მიღებულია, რომ სხეულის ხილულ ადგილებზე კანი გლუვი და სუფთა იყოს.

პარსვა

ზოგი თმას პარსვით იშორებს, მაგრამ გლუვი კანი მხოლოდ მცირე ხნით ნარჩუნდება - თითქმის მეორე დღესვე ჩნდება უსიამოვნო, უხეში თმა. ამ მეთოდით მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში უნდა ვისარგებლოთ, რადგანაც ის არა მარტო ზრდის, ამაგრებს კიდეც თმას.

ერთ სეანსში არასასურველი თმის განადგურება სრულად და სამუდამოდ გაქრობა ეპილაციის სადღეისოდ არსებული მეთოდებით შეუძლებელია. ამისათვის რამდენიმე პროცედურაა საჭირო. ბუნებასთან ბრძოლა საკმაოდ რთულია, სხეულისთვის კი თმა ბუნებრივია. თმის სამუდამოდ მოსაშორებლად საჭიროა თმის ბოლქვის მოცილება. ერთი პროცედურით არასასურველი თმის მოშორება მისი ზრდის თავისებურების გამოა შეუძლებელი. ყველა თმა გადის სამსტადიან ციკლს: ანაგენი - აქტიური ზრდა, ტელოგენი - თმა უკვე აღარ იზრდება, მაგრამ ჯერ კიდევ არ ცვივა, და კატაგენი - დასვენების პერიოდი, რომელშიც ბოლქვი აღარ აპროდუცირებს ახალ თმას და ამიტომ ნაკლებ პიგმენტს შეიცავს. უფრო მგრძნობიარეა თმა და შესაბამისად, ადვილად ნადგურდება ადრეული ანაგენის სტადიაში. ეს კი ყველა ფოლიკულის 30%-ია.

დეპილატორები

ბევრი ქალი სარგებლობს დეპილატორით. დეპილაციის საშუალებები კრემის, პასტის, რძისა თუ სხვა სახით იქნება, თმას სწრაფად და ეფექტურად აშორებს. ისინი უზრუნველყოფს ფეხების იდეალურ მდგომარეობას დაახლოებით 8 დღე, მაგრამ უფრო ხანგრძლივად არა, რადგანაც ის ვერ აღწევს თმის ბოლქვში და თმას მხოლოდ კანის ზედაპირზე შლის. მათ ნაცვლად იზრდება ახალი, უფრო უხეში და ძლიერი (როგორც პარსვის შემდეგ). განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ დეპილატორის გამოყენებას ზედა ტუჩის მიდამოში.

ეპილაციის შემდეგ კანის მოვლისთვის განკუთვნილი მრავალი სპეციალური საშუალება არსებობს. პირველ რიგში, უნდა გამოვყოთ ე.წ. თმის ზრდის ინჰიბიტორები. ის ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, თრგუნავს თმის ზრდას და ხელს უწყობს მათ შესუსტებას. ამ პრეპარატების საფუძველი ნატურალური მცენარეული ექსტრაქტებია. მათი გამოყენება უმჯობესია უშუალოდ ეპილაციის შემდეგ, რომ აქტიურმა ნივთიერებებმა დაუბრკოლებლად შეაღწიოს თმის ღია არხში და იმოქმედოს თმის ბოლქვზე. რასაკვირველია, თმის ზრდის სრული შეწყვეტა ამგვარი გზით შეუძლებელია, მაგრამ ეპილაციის კაბინეტში ვიზიტი გაცილებით იშვიათად მოგიწევთ.

ერთადერთი ადგილი, სადაც არასასურველია ცვილით თმის მოცილება, სახეა. ამ გზით არც სხეულზე არსებულ თხელ თმას აშორებენ.

ეპილატორები

უკანასკნელ ხანს აქტიურად უკეთებენ რეკლამას ეპილატორებს. ეპილაცია ეფექტური მეთოდია, მაგრამ ბევრი რამაა დამოკიდებული ეპილატორზეც. მაღალი ბრუნვის სპირალი აცილებს თმას და ასუსტებს ბოლქვს. ეს პროცედურა საკმაოდ მტკივნეულია, რაც მის ნაკლოვანებაზე მეტყველებს. ახალი თაობის ეპილატორები უფრო ნაზად მოქმედებს და კანის გაგრილების უნიკალური სისტემა გააჩნიათ. ყოველთვიური გამოყენებისას წამოზრდილი თმის რაოდენობა 50%-ით მცირდება. პრაქტიკულად ყველა მოდელი ორ სიჩქარეზე მუშაობს. პირველი სიჩქარე (უფრო დაბალი) განკუთვნილია მოკლე და თხელი თმისთვის. თუ მათ მაღალ სიჩქარეზე მოვაშორებთ, როგორც ზოგიერთი ქალი დროის ეკონომიისთვის აკეთებს, თმა უბრალოდ გაწყდება და არ მოშორდება ბოლქვს, ეპილაციის შედეგები მოლოდინს არ გაამართლებს. უფრო გრძელი და უხეში თმა არ წყდება, ამიტომ მათთვის მეორე სიჩქარეა საჭირო, მით უმეტეს, რომ უსიამოვნო შეგრძნებები ნაკლებად შესამჩნევია. ეს კი სახლის პირობებში თმის სრულად მოშორების საშუალებას იძლევა.

პირველი ეპილაციისას ან ხანგრძლივი შესვენების შემდეგ თავიდან საპარსით მოიშორეთ სქელი და გრძელი თმა, შემდეგ კი ეფექტი ეპილატორით გაამყარეთ.

  • პროცედურის წინ აუცილებელია კანის გაწმენდა ლოსიონით;
  • ეპილაციისას კანი უნდა იყოს სრულად მშრალი;
  • ეპილატორი არ უნდა დააჭიროთ კანს.

ცვილი

ეს უფრო ეფექტური მეთოდია. დეპილაციის წინ არ შეიძლება გარუჯვა, ცხელი აბაზანის მიღება, კანზე კრემის ან ბალზამის წასმა. პროცედურის დროს კანის ზედაპირი უნდა იყოს მშრალი, ცვილი უნდა წავისვათ თმის ზრდის მიმართულებით. თმა საკმარისად გრძელი უნდა იყოს. ამ პროცედურის შემდეგ კანზე უნდა წავისვათ დამატენიანებელი კრემი და მოვარიდოთ მზეს. როგორც წესი, ეს პროცედურა არ იწვევს გაღიზიანებას, თუმცა მისი გამეორება ხდება საჭირო, მაგრამ თითოეულ კერაზე თმა უფრო სუსტი და ნაკლები ხდება.

კანზე თბილ, გამთბარ ცვილს უსვამენ. მისი ზემოქმედებით იხსნება ფორები და სწრაფი მოძრაობით აცილებენ თმას. რადგან ფორები გახსნილია, თმა ბოლქვთან ერთად შორდება. 2-3 თვეში საჭირო ხდება პროცედურის გამეორება. სახლის პირობებში მოსახერხებელია სპეციალური ხელსახოც-პლასტირის გამოყენება, რომლის საშუალებითაც მარტივადაა შესაძლებელი თმის მოშორება. არ დაგავიწყდეთ პროცედურის წინ კანის ტონიკით გაწმენდა, დასრულების შემდეგ კი დეზინფიცირება და ტალკის დაყრა.

ბიოეპილაცია - ბიომექანიკური ეპილაცია სხეულის დიდი უბნების დამუშავების საშუალებას იძლევა სწრაფად და კანის დაუზიანებლად. მისი ეფექტი საკმაოდ ხანგრძლივია. თმა ფესვთან ერთად შორდება, ამიტომ ვიდრე ბოლქვი აღდგება და თმა კანის ზედაპირამდე გაიზრდება, 3 კვირიდან 1,5 თვეა საჭირო. ამ პროცედურის გაკეთება მოსახერხებელია შვებულების, ზაფხულის სეზონის წინ ან აუზზე რეგულარული სიარულისას. ბიომექანიკური ეპილაციისას უნდა გამოიყენებოდეს ნატურალური კუპრი. ის არ იწვევს გაღიზიანებას, ალერგიულ რეაქციებს და თმის მოშორების საშუალებას იძლევა რთულად მისაწვდომ და დელიკატურ ზონებში. პროცედურის შემდეგ კანი ხდება გლუვი და სასიამოვნო. ამ დროს არასასურველ თმასთან ერთად კუპრით შორდება ეპითელიუმის გარქოვანებული ნაწილებიც, რაც საუკეთესო პილინგის ეკვივალენტია. მშრალი და მოდუნებული კანისთვის მას გამაახალგაზრდავებელი ეფექტიც აქვს.

ელექტროეპილაცია - საკმაოდ მტკივნეული და ხანგრძლივი პროცედურაა. საჭიროა რამდენიმე სეანსი 1,5-2 თვის ინტერვალით. თმის სრული მოშორება რამდენიმე ეტაპითაა შესაძლებელი. ერთ სეანსზე ამუშავებენ კანის ერთ მცირე ზომის უბანს. ერთი თვის შემდეგ პროცედურას იმეორებენ. განმეორებითი დამუშავება დაახლოებით 2-ჯერ ნაკლებ დროს მოითხოვს, რადგანაც თმის ნაწილი აღარასოდეს გაიზრდება. ეს მეთოდი თმის პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ აგვარებს. მნიშვნელოვანია სპეციალისტის კვალიფიკაცია, რადგანაც პროცედურამ შეიძლება გამოიწვიოს გართულებები ნაწიბურის ან კანის ანთების სახით. მნიშვნელოვანია, რომ სპეციალისტმა ზუსტად და სწორად, თმის არხის დაუზიანებლად შეიყვანოს ვოლფრამის ელექტროდი თმის ბოლქვის ძირში. სამწუხაროდ, ეს მეთოდი შეიძლება გართულდეს ყველაზე გამოცდილ სპეციალსტებთანაც კი.

საოცარი სხივი ანუ ლაზერული ეპილაცია

ყველაზე ეფექტური, საიმედო, დამზოგველი მეთოდი ლაზერული ეპილაციაა. ლაზერის სხივი წამის მეათედებში აღწევს ბოლქვამდე და შლის მას სამუდამოდ, რომ თმას კვლავ გაზრდის საშუალება აღარ მიეცეს. ელექტროეპილაციისგან განსხვავებით, ლაზერული ეპილაციის დროს არაა საჭირო თითოეული ბოლქვის განადგურება. სხივის მოხვედრის ადგილში რამდენიმე ფოლიკულა ნადგურდება. ფოლიკულის მოშორება აბსულუტურად უსაფრთხოდ ხდება, რადგან მხოლოდ სინათლის სხივს უკავშირდება, არ მოქმედებს უარყოფითად კანსა და ორგანიზმზე. ლაზერის მუშაობის სიჩქარე საკმაოდ დიდია, ფეხების მოწესრიგება შეიძლება 2 საათში, ზედა ტუჩისა - 10 წუთში. შემდგომი პროცედურა შეიძლება დაგჭირდეთ 1,5-2 თვის შემდეგ. ჩვეულებრივ, 3-5 პროცედურის შემდეგ არასასურველი თმის პრობლემა სრულად გვარდება. ლაზერული სხივისთვის არ არსებობს აკრძალული ზონები: სახე, მუცელი, ხელები, ფეხები თუ ზურგი. ლაზერულ ეპილაციას არ გააჩნია უკუჩვენება, თუმცა, გარკვეული შეზღუდვები აქვს:

1. თუ ეპილაცია 6 კვირით ადრე ცვილით გაკეთდა, უნდა დაიცადოთ, ვიდრე თმა წამოიზრდება;

2. კანის ფოტომგრძნობელობის მომატება, კანის დაავადებები;

3. შაქრიანი დიაბეტი;

4. კოლოიდური ნაწიბურების წარმოქმნისაკენ მიდრეკილება;

5. ორსულობა;

6. ვენების ვარიკოზული გაგანიერება;

7. გარუჯული კანი, რადგანაც შესაძლებელია კანის პიგმენტაცია.

შესაძლებელია აღინიშნოს გვერდითი ეფექტები - დისპიგმენტაცია, ადგილობრივი ერითემა, შეშუპება, რაც 3 დღეში გაივლის.

ლაზერული ეპილაცია იდეალურია თეთრი კანიდან მუქი თმის მოსაშორებლად. ის უსაფრთხო, სწრაფი და უმტკივნეულოა.

ფოტოეპილაცია - იმპულსური ნათურის სხივის ინტენსიური ნაკადით თმის ფოლიკულზე ზემოქმედებაა, რის შედეგადაც ფოლიკულა იშლება და თმა ცვივა.

ფოტოეპილაცია ლაზერული ეპილაციის განვითარებაა. ფოტოეპილაციისას გამოსხივების ენერგია და იმპულსის ხანგრძლივობა კანისა და თმის თავისებურების მიხედვით შეირჩევა. ამ მეთოდის ძირითადი უნიკალური უპირატესობა ყველა ტიპის კანიდან ნებისმიერი ფერის, სტრუქტურის თმის მოშორების შესაძლებლობაა. ამიტომაც ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება ჩრდილოეთის ქვეყნებში.

ფოტოეპილაციას უკუჩვენება პრაქტიკულად არ გააჩნია. ეს პროცედურა არაა რეკომენდებული შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, კანის მწვავე და ქრონიკული დაავადებების, ორსულობის დროს.

პროცედურის წინ თმას ამოკლებენ, მაგრამ არ პარსავენ. პროცედურა პრაქტიკულად უმტკივნეულოა. ფოტოეპილაცია სწრაფი და მოხერხებული მეთოდია.

ლაზერული და ფოტოეპილაციის შემდეგ საჭიროა სპეციალური საშუალებების გამოყენება სხივით დამუშავებული უბნებისთვის, კანის დაცვა მზის გამოსხივებისაგან.

ზოგჯერ კრიტიკულ დღეებში, ტკივილის ასარიდებლად უმჯობესია თმის მოშორებისგან თავის შეკავება. მენსტრუაციამდე ერთი კვირით ადრე და მის დროს ორგანიზმში გროვდება სითხე, რომელიც აწვება ნერვულ დაბოლოებებს, ამიტომ ეპილაცია შეიძლება მტკივნეული იყოს. ეპილაციისთვის საუკეთესო დრო ციკლის დასრულებიდან ერთი კვირის შემდეგაა. ტკივილის ფაქტორის შესამცირებლად ეპილაციამდე რამდენიმე დღით ადრე გამოიყენეთ დამატენიანებელი საშუალებები, რომლებიც დაარბილებს კანის გარქოვანებულ შრეს და თმა უფრო ნაზად მოცილდება.

ეპილაცია უმჯობესია გაკეთდეს ზღვაზე წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, რადგანაც მზემ და ზღვის წყალმა შეიძლება გააღიზიანოს კანი. მით უფრო არ შეიძლება ამ პროცედურის შემდეგ მზეზე გასვლა. გაღიზიანების გარდა, შესაძლოა პიგმენტაციის განვითარება.