საზაფხულო სამზადისი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საზაფხულო სამზადისი

ფუსფუსითა და მღელვარებით ძალიან ჰგავს საახალწლოს: ქალი არჩევს ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს, ვარცხნილობას, აკონტროლებს წონას, საგანგებოდ უვლის სხეულს, გეგმავს, სად გაატაროს ზაფხული, თუ ჯერ ოჯახი არ აქვს, ფიქრობს, ვის დაუკავშიროს მომავალი და ოცნებობს.

და აი, დადგა ნანატრი დღეც, უფროსმა ხელი მოაწერა თქვენს განცხადებას შვებულების შესახებ. თითქოს ჩამოჰკრეს ზეიმის მაუწყებელმა ზარებმა. თქვენ სიხარულით მიიჩქარით შინისკენ და მხოლოდ იმაზე ფიქრობთ, რაც შეიძლება სწაფად ჩაალაგოთ ბარგი და თავი დააღწიოთ სამსახურსა და მოსაწყენ ერთფროვნებას, პრობლემებს, ქალაქის სიცხეს... მაგრამ სიჩქარემ შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს, სასიამოვნო დასვენებისა და სიხარულის მოლოდინი გააფერმკრთალოს.

  • უსიამოვნო აღმოჩენა

როგორ ალაგებთ ბარგს, რა პრინციპით აგროვებთ ნივთებს წასაღებად? აღებთ კარადას და გამოალაგებთ იქიდან საყვარელ ნივთებს, ფაქიზად აწყობთ სამგზავრო ჩანთაში, მერე კი, ჩახვალთ თუ არა კურორტზე, აღმოაჩენთ, რომ დაგავიწყდათ ყველაზე აუცილებელი, ყველაზე მთავარი რამ? არაფერია გასაკვირი, თქვენ ხომ ძალიან ჩქარობდით...

  • ჩემოდანი და...

უმჯობესია, წასაღები ნივთების სია შეადგინოთ.

აიღეთ პატარა ფურცელი და ჩამოწერეთ:

  1. თავდაპირველად - ყველაზე აუცილებელი (საბუთები, ფული, ჰიგიენური საშუალებები),
  2. შემდეგ - ყოველდღიური ნივთები და მხოლოდ ამის შემდეგ გადადით სასიამოვნო წვრილმანებზე, რომლებიც გსურთ ხელთ გქონდეთ დასვენების დროს.

გაითვალისწინეთ, რამდენ ხანს გასტანს თქვენი შვებულება. ზედმეტი ნივთები დისკომფორტს შეგიქმნით, ამიტომ მიეცით თავს უფლება, ჩვეული ქალაქური სტილისგან დაისვენოთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ დასვენების დროს დაგჭირდებათ თავისუფალი, მოხერხებული და სადა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რათა თავი კომფორტულად იგრძნოთ: შორტები, სარაფნები და ერთი კაბა კოქტეილისთვის - ეს საუკეთესო არჩევანი იქნება.

  • ტურისტული მოგზაურობა

დასასვენებლად საზღვარგარეთ მიემგზავრებით? ნუ დაიზარებთ, წინასწარ მოიძიეთ ინფორმაცია იმ ქვეყნის შესახებ, სადაც აპირებთ გამგზავრებას - ჰკითხეთ ნაცნობებს, გადაავლეთ თვალი ინტერნეტს. ეს უცხო ქვეყანაში ორიენტირებაში დაგეხმარებათ.

  • შოპინგი

საყიდლებზე სიარულის გარეშე მოგზაურობა წარმოუდგენელია, მაგრამ დასვენება არ უნდა გადაიქცეს შოპინგომარათონად (ასეთი რამ ხშირად ხდება!). წინასწარ მოიფიქრეთ, როგორ სუვენირებს ისურვებდით საკუთარი თავისა და მეგობრებისთვის. საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს აუცილებლად მოგესურვებათ, შეიძინოთ რაიმე უცხო, ეგზოტიკური, მაგრამ ასეთი ნივთების ძებნას ნუ გადაჰყვებით; უმჯობესია, მეტი დრო დაიტოვოთ უცხო ქვეყნების დასათვალიერებლად. არ დაივიწყოთ ფოტოაპარატის წაღება, თორემ ძალიან დაგწყდებათ გული, თუ სამახსოვრო ფოტოები ვერ გადაიღეთ.

  • ნუ მოიწყენთ!

ალბათ არაერთხელ გიფიქრიათ, რომ უქმეებმა ძალზე სწრაფად გაირბინა. ნუ მოიწყენთ! შინ დაბრუნებისთანავე მოიწვიეთ მეგობრები ფინჯან ყავაზე, მოუყევით, როგორ გაატარეთ შვებულება, როგორი შთაბეჭდილებები მიიღეთ, უჩვენეთ საუკეთესო ფოტოსურათები, გადაეცით მათთვის შეძენილი სუვენირები და აუცილებლად გაუმასპინძლდით რაიმე გემრიელით, მაგალითად, კოქტეილით. მათაც გაახარებთ და საკუთარ თავსაც მიანიჭებთ სიამოვნებას. ასეთი "შემაჯამებელი" წვეულების შემდეგ უფრო იოლად დაუბრუნდებით ჩვეულ სამუშაო რიტმს.

  • ხომ არ დაგავიწყდათ?

  1. პასპორტი;
  2. ბილეთები;
  3. საკრედიტო ბარათი;
  4. გასარუჯი საშუალება;
  5. სამედიცინო დაზღვევა;
  6. მობილურის სადეპოზიტო ბარათები;
  7. რყევის საწინააღმდეგო საშუალებები;
  8. მზის სათვალე და ქუდი;
  9. მართვის მოწმობა;
  10. საყვარელი სუნამო;
  11. ორიოდე წყვილი მოხერხებული ფეხსაცმელი;
  12. თერმოსი წყლისთვის;
  13. სველი ხელსახოცები;
  14. ჰიგიენური პომადა;
  15. აფთიაქი;

დაუტოვეთ:

  1. მეგობრებს - თქვენი კოორდინატები;
  2. მეზობელს - სათადარიგო გასაღები;
  3. დააბინავეთ შინაური ცხოველები.