როგორ დავიცვათ სხეულის ჰიგიენა ზაფხულში
როგორ მოვუაროთ თავს ყოველდღიურად?
წყლის პროცედურები დღეში ორჯერ უნდა მივიღოთ. თბილმა აბაზანამ შეიძლება გამოიწვიოს გადახურება, ამიტომ ზაფხულში აბაზანის მაგივრად შხაპია რეკომენდებული გელის, შამპუნისა და საპნის გამოყენებით.
ზაფხულში ადამიანი ოფლიანობს, რაც იწვევს კანის ზედაპირზე მიკროორგანიზმების გამრავლებას. ოფლს სუნი არ აქვს, მაგრამ ბაქტერიების გამრავლება არასასიამოვნო არომატს აჩენს.
დღეში ორჯერ შხაპის მიღებით შევინარჩუნებთ კანის სისუფთავეს. ამის შემდეგ მშრალ კანზე უნდა წავისვათ ანტიპერსპირანტი. ის არ აძლევს ოფლს სხეულის ზედაპირზე გამოსვლის საშუალებას. კანი რჩება უფრო სუფთა და მშრალი. თუმცა, დიდი რაოდენობით და გადაჭარბებულად ამ საშუალებების მოხმარება ჯანმრთელობისთვის საშიშია. მიუხედავად ამისა, აღნიშნული საშუალებები ძალიან პოპულარულია, რადგანაც გადაჭარბებული ოფლიანობისგან გვიცავს ზაფხულის ცხელ დღეებში.
არ დაგავიწყდეთ ხელის დაბანა ყოველ 2 საათში. ზაფხული ნაწლავური ინფექციების პიკია. სუფთა ხელები და პროდუქტების, ჭურჭლის გულდასმით გარეცხვა საკვებში ბაქტერიების გამრავლებას უშლის ხელს. ნაწლავურმა ინფექციებმა ორგანიზმისთვის არასასურველი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს.
ინტიმური ჰიგიენა
ინტიმური ჰიგიენის წესების დაცვა საშოს მიკროფლორის ნორმალიზაციას ეხმარება და აქვეითებს ვენერული დაავადებების განვითარების რისკს. პირველი ნაბიჯი არის დაბანა. ჩვეულებრივ დღეებში ეს პროცედურა დღეში ორჯერ – დილას და საღამოს უნდა ჩატარდეს. მენსტრუაციის დროს კი დაბანა აუცილებელია საჭიროებისამებრ. არ შეიძლება ჩვეულებრივი საპნის გამოყენება. მას არ აქვს შესაფერისი მჟავატუტოვანი ბალანსი, რის შედეგადაც ირღვევა საშოს მიკროფლორის მდგომარეობა. ამიტომ რეკომენდებულია სპეციალური გელები ინტიმური ჰიგიენისთვის. ზოგიერთი მწარმოებელი ინტიმური ჰიგიენის საშუალებებში უმატებს გვირილას, გულყვითელას, მუხის ქერქის ექსტრაქტს და სხვა მცენარეულ სასარგებლო კომპონენტს. ინტიმური ჰიგიენის ასეთ საშუალებებს აქვს ანთების, სოკოს საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული ეფექტი. ეს საშუალებები აწესრიგებენ მიკროფლორის მდგომარეობას.
საზაფხულო ტანსაცმელი
ზაფხულში ტანსაცმელს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. მჭიდროდ მომდგარმა ან სინთეტიკური ქსოვილის სამოსმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გადახურება და გაღიზიანება, ოფლიანობა.