/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კოსმეტოლოგია

მოვუაროთ ტუჩებს

მოვუაროთ ტუჩებს
გულდასმით მოვლა და დატენიანება მარტო სახის კანსა და თვალების ირგვლივ მიდამოს კი არა, ტუჩებსაც სჭირდება, თუმცა ბევრს ეს ავიწყდება.

ამასთან, ტუჩებზე კანის სტრუქტურა მნიშვნელოვნად განსხვავდება სახის სხვა ნაწილებისგან, რაც თვალნათლივ ჩანს კიდეც. ტუჩების კანს პრაქტიკულად არ გააჩნია ცხიმოვანი ჯირკვლები. ის ძალზე ნაზი და მგრძნობიარეა. სისხლძარღვები მის ზედაპირზე ზერელედ არის განლაგებული. ყოველივე ამის გამო ტუჩები ხშირად შრება და იქერცლება. ზოგჯერ სკდება კიდეც და ნახეთქებიდან სისხლი დის. ამიტომ ტუჩებს გულისყურით უნდა მოვუაროთ. მით უმეტეს, ტუჩები, ისევე როგორც თვალები, სახის ყველაზე გამორჩეული ნაკვთია, რომელიც პირველ რიგში იპყრობს ყურადღებას.

როგორ მოვუაროთ ტუჩებს შინ?

როდესაც სახეზე წაისვამთ მკვებავ ან დამატენიანებელ ნიღაბს, წაისვით იგი ტუჩებზეც, ანდა გამოიყენეთ ის ნიღბები და მკვებავი კრემები, რომლებსაც თვალების ირგვლივ ხმარობთ, რადგან ტუჩების კანი სტრუქტურით თვალების ირგვლივ არსებულ კანს ჰგავს.

გამომშრალი და გაუხეშებული კანის დასარბილებლად შინიდან გასვლამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე წაისვით ტუჩებზე მცენარეული ზეთი (მზესუმზირასი, სიმინდისა, ზეითუნისა, ქაცვისა). შეიძლება გამოიყენოთ ასევე ნაღების კარაქი, არაჟანი, ვაზელინი, ზეთოვანი A და E ვიტამინები.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

შინიდან გასვლის წინ შეიმშრალეთ ტუჩები ხელსახოცით და წაისვით პომადა ან ტუჩების ჰიგიენური ბალზამი. იგივე პროცედურა შეიძლება გაიმეოროთ ძილის წინაც.

შინაური ნიღბები ტუჩებისთვის

ნახევარ ჩაის კოვზ ცხიმიან ხაჭოს კარგად შეათქვიფეთ 1 ჩაის კოვზი ნაღები და ეს მასა წაისვით ტუჩებზე. 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით ვაზელინი ან ჰიგიენური ბალზამი. ნაღების მაგივრად ხაჭოს შეგიძლიათ შეურიოთ მცენარეული ზეთი, რძე, სტაფილოს, კიტრის ან ჭარხლის წვენი. ხაჭო შესანიშნავად არბილებს და კვებავს ტუჩების კანს.

  • ტკბილი ვაშლი გათალეთ და წვრილად გახეხეთ. 1 ჩაის კოვზს შეურიეთ ნახევარი ჩაის კოვზი რბილი ნაღების კარაქი და წაისვით ტუჩებზე 15 წუთით. ამავე მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ ბანანი, ხურტკმელი, გარგარი, ნესვი, საზამთრო, კიტრი, ჭარხალი. ასეთი ნიღაბი ტუჩებს კვებავს, ანოტივებს და არბილებს.
  • მშრალი ტუჩებისთვის, რომლებიც მუდმივად იქერცლება, კარგია თაფლი. მისი გამოყენება შეიძლება როგორც მკვებავ ნიღბად, ასევე სკრაბადაც. წაისვით ტუჩებზე და 5-10 წუთის შემდეგ თითის ბოლოებით მსუბუქად შეიზილეთ, მერე კი ჩამოიბანეთ.
შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ინტიმური ჰიგიენისთვის რა პროდუქტებს მირჩევთ? კონკრეტულად უსიამოვნო სუნის გაქრობისთვის და გამონაყრისთვის?</p>

კარგი მკვებავია თაფლისა და ღორის გამდნარი ქონისგან მომზადებული ნიღაბი: 1 სუფრის კოვზ თაფლს შეურიეთ ნახევარი სუფრის კოვზი ღორის ქონი, წინასწარ გამდნარი ორთქლის აბაზანაზე. მიღებული ნარევი მოათავსეთ ქილაში და შედგით მაცივარში.

  • კარგად ატენიანებს ტუჩებს ასეთი ნიღაბი: 1 ჩაის კოვზ არაჟანს დავუმატოთ 2-3 წვეთი ლიმონის წვენი და ამდენივე მცენარეული ზეთი, სქლად წავისვათ ტუჩებზე და გავიჩეროთ 15-20 წუთი.
  • გამომშრალ ტუჩებს უხდება მალამო, რომელიც შეიძლება მოვამზადოთ შინ. დაგვჭირდება: 1 ჩაის კოვზი თაფლის სანთელი, ამდენივე კაკაოს ცხიმი (მის ნაცვლად შეიძლება გამოვიყენოთ 1 სუფრის კოვზი ქაცვის ან ზეითუნის ზეთი), 1 ჩაის კოვზი ვაზელინი და 1 სუფრის კოვზი გვირილის ნახარში. წყლის აბაზანაში გაადნეთ თაფლის სანთელი, დაუმატეთ კაკაოს ცხიმი (ან მცენარეული ზეთი), ვაზელინი და გვირილის ნახარში. კარგად ავურიოთ, გადმოვდგათ ორთქლის აბაზანიდან და ვთქვიფოთ მიქსერით, სანამ კარგად არ გაცივდება. სასურველია, ეს მალამო წავისვათ დღეში რამდენიმეჯერ, განსაკუთრებით - შინიდან გასვლის წინ.

თუ ტუჩები გექერცლებათ, კარგი იქნება, თუ თაფლით ან ნაღების კარაქით დაიზელთ. რბილი ნაღების კარაქი ან თაფლი სუფთა კბილის ჯაგრისზე წააცხეთ და ფრთხილად დაიზილეთ ტუჩები 1 წუთის განმავლობაში. ტუჩები რომ არ გამოგიშრეთ, სვით მეტი წყალი, არანაკლებ 2 ლიტრისა დღეში. ეს სასარგებლოა არა მარტო ტუჩებისთვის, არამედ მთელი ორგანიზმისთვის.

გაითვალისწინეთ: უნდა სვათ წყალი და არა ჩაი, ყავა, წვენები და სხვა. ასევე, შინიდან გასვლის წინ ყოველთვის წაისვით ტუჩების ჰიგიენური ბალზამი.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

შეიძლება თუ არა ტანის კრემის სახეზე წასმა
შეიძლება თუ არა ტანის კრემის სახეზე წასმა
ტანის კრემი არ უნდა წაისვათ სახეზე, რადგან სხეულის სხვადასხვა ნაწილში კანს განსხვავებული pH და შემადგენლობა აქვს.
სრულად
როგორ წავშალოთ სახიდან შეშუპების კვალი
როგორ წავშალოთ სახიდან შეშუპების კვალი
სახე შეიძლება სხვადასხვა მიზეზის გამო შეშუპდეს, რაც ნებისმიერ შემთხვევაში, უსიამოვნოა.
სრულად
კანის მოვლის 5 შეცდომა, რომლებიც სწრაფად ახშობს სახის ფორებს
კანის მოვლის 5 შეცდომა, რომლებიც სწრაფად ახშობს სახის ფორებს
დახშული ფორები არ არის კანის დაავადება, კანის მდგომარეობაა, რომელიც გამოწვეულია არასწორი მოვლისა და ცხოვრების წესით.
სრულად
TOP 6 სახის საშემოდგომო კოსმეტიკური პროცედურა
TOP 6 სახის საშემოდგომო კოსმეტიკური პროცედურა
მზე და ზღვა კარგ განწყობას ანიჭებს და ბევრ სასიამოვნო მოგონებას ტოვებს, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის კარგი კანისთვის.
სრულად
როცა სახის კრემს თავდაპირველი ეფექტი აღარ აქვს - უნდა შევცვალოთ თუ არა?
როცა სახის კრემს თავდაპირველი ეფექტი აღარ აქვს - უნდა შევცვალოთ თუ არა?
რატომ უნდა გამოვიყენოთ ზოგიერთი კოსმეტიკური საშუალება კურსებად?
სრულად
როგორ მოვუაროთ სახის კანს გაზაფხულზე
როგორ მოვუაროთ სახის კანს გაზაფხულზე
გაზაფხული სწორედ ის საოცარი დროა, როდესაც ყველაზე ძალიან გინდა, მიმზიდველად გამოიყურებოდე!
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

მოვუაროთ ტუჩებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები