/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

იდეალური ქალი საყვარელი მამაკაცისთვის

იდეალური ქალი საყვარელი მამაკაცისთვის
თუ თქვენი მეუღლე, საქმრო, მეგობარი თქვენთვის ძვირფასია, ხოლო მისი აზრი - მნიშვნელოვანი, ეცადეთ, არ გამოამჟღავნოთ ისეთი თვისებები, რომლებსაც ის ვერ იტანს.

მამაკაცების უმრავლესობას მხოლოდ ღვინის, ლუდის, ფეხბურთის სიყვარული როდი აერთიანებს; ისინი ვერ იტანენ ქალის ზოგიერთ იმ თვისებას, ურომლისოდაც სუსტი სქესის არსებობა წარმოუდგენელია.

ეს თვისებებია:

  • სააბაზანოში ათასი წვრილმანის დაგროვება

ქალების უმრავლესობა ტუალეტისთვის საჭირო უამრავ ნივთს - შამპუნებს, ლოსიონებს, საცხებს, თმის საშრობს, თმის სამაგრებს და ვინ მოთვლის, კიდევ რას არა - სააბაზანოში ინახავს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ეცადეთ, მამაკაცსაც გამოუყოთ ადგილი თავისი ნივთებისთვის - ოდეკოლონის, საპნის, საპარსი და გაპარსვის შემდეგ სახმარი საშუალებებისთვის. ის ამითაც კმაყოფილი დარჩება. გადატვირთულ სააბაზანოში მამაკაცები ხშირად დიდხანს ეძებენ საკუთარ ნივთებს, რაც მათ სამართლიან გულისწყრომას იწვევს.

  • შოპინგი

მრავალ მამაკაცს ქალებზე ნაკლებად როდი უყვარს კარგად ჩაცმა, მაგრამ ქალთან ერთად საყიდლებზე სიარულს მათი ნერვები ვერ უძლებს. ქალი დიდხანს ირჩევს, სინჯავს, იზომებს, თითოეულ წვრილმანს უკირკიტებს, სურს, საუკეთესო ამოარჩიოს. მამაკაცები კი ამას ვერ იტანენ. ამიტომ ეცადეთ, საშოპინგოდ მამაკაცის გარეშე იაროთ. ასე უფრო მოგებული დარჩებით.

  • გულითადი საუბრები

შეკითხვა ექიმს
<p>-ინტერნეტში მოვუსმინე ერზტინშეფი გბანახებდა და გვასწავლიდა როგორნკეთდება კრეშოკოლადი და ტორტებზეც გამოიყენებაონკარგადნჯდებაო მაგრამ თქვენს გარეშე ვერ ვენდე მისნრეცეპტს.რადგან ადრე შევამჩნიე რაღაც რაც არიყონკანსაღო და ის მაინც იყენებდა.მინდა მორჩიოთ რაკდენად კანსაღია ეს რასაც გეტყვით.ოს ამბიბს რომ ბავშვებისთვის საუკეთესო რაკაა ანუ ბავშვებისთვისაც კინრომ თამამად გამოიყენებ.ანუ 2კვერცხის ცოლა დაამატა 2სუპროს კოვზი კაკაო 2სუფრის კოვზი შაქრის პუდრა ვანილი დან1ჭიქა ზეთი ეს ყველაფერი ბლენდერში ათქვიფა ხელის ბლენდერით და საოცრება კრემშოკოლადოვოთ გამოვიდა .ამბიბს რომ კვერცხ ენდობა იმასნრასაც ყიდულობს ანუნიკად იყენებს და ამიტო თქვა მაგრამ ამდენინზეთი რომნჩაასხა?ესნრაკდენად უსაბრთხოა?300გრამი გამოდის კრემი ამ ინჰრედიენტებისნდოზებით</p>

ქალებს ძალიან უყვართ საყვარელ მამაკაცთან განმარტოება და საუბარი, სიამოვნებთ, როცა მამაკაცები სიყვარულს უხსნიან და თავიანთ განცდებს უზიარებენ. მამაკაცების უმრავლესობას კი საუბარს მოქმედება ურჩევნია. თანაც ქალები ხშირად შეუფერებელ დროს ირჩევენ საუბრისთვის, რადგან მათ გრძნობები მართავენ. მამაკაცებს კი ეს აღიზიანებთ.

ნუ წამოიწყებთ საუბარს მაინცდამაინც საინტერესო გადაცემის ყურებისას ან მაშინ, როცა ის თავისი საქმით არის დაკავებული, თორემ არასასიამოვნო პასუხს მიიღებთ.

  • საჩუქრად ყვავილების მიღება

მრავალ მამაკაცს უხერხულობას ჰგვრის და ამიტომ არ უყვარს თაიგულით სიარული. თანაც ვერაფრით აუხსნიათ, რატომ აღაფრთოვანებთ ქალებს ყვავილები. მათ უფრო სოლიდური საჩუქრების მირთმევა ურჩევნიათ. ამიტომ ნუ გეწყინებათ, თუ მამაკაცი ყოველთვის ვერ ამართლებს თქვენს მოლოდინს და ყვავილებს სხვა საჩუქარს ამჯობინებს. მთავარია, გულწრფელად უნდოდეს თქვენი გახარება.

  • ტირილი

ტირილი განტვირთვის საშუალებაა და ქალები ამგვარად ხშირად იოხებენ გულს. აი, მამაკაცები კი ქალის ცრემლებს რატომღაც ვერ იტანენ. თუ გსურთ, საყვარელი მამაკაცი არ გააღიზიანოთ, ეცადეთ, ცრემლები დაუმალოთ, თორემ სიბრალულის ნაცვლად მასში სხვა, უფრო არასასიამოვნო განცდებს გამოიწვევთ.

  • ჭორაობა

სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ მამაკაცების უმრავლესობა ქალებზე უარესი ჭორიკანაა. მიუხედავად ამისა, ქალის ეს თვისება მამაკაცებს სასტიკად აღიზიანებთ. საქმე ის კი არ არის, რომ ქალები ჭორაობენ, არამედ ის, რაზე ჭორაობენ. ქვეცნობიერად ყველა მამაკაცს ეშინია, მისი მეუღლე თუ პარტნიორი სხვა ქალებს მისი სექსუალობისა თუ სისუსტეების შესახებ არ მოუყვეს. ამიტომ ეცადეთ, მამაკაცის თანდასწრებით დიდხანს არ იჭორაოთ ტელეფონით. არსებობს სხვა წვრილმანებიც, რომლებიც ყურებამდე შეყვარებულ მამაკაცსაც კი გააღიზიანებს.

თუ გსურთ, პარტნიორთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ, გაითვალისწინეთ ზოგიერთი რჩევა:

  • ნუ მოაბეზრებთ თავს

ნუ შეაწუხებთ რეკვით. როცა თვითონ დაგირეკავთ, ნუ დაიწყებთ წუწუნს, რომ მის გარეშე მოიწყინეთ. მის ნაცვლად ნუ დაგეგმავთ, რა აკეთოს თავისუფალ დროს - ეს არც ერთ მამაკაცს არ მოეწონება. უკეთესი იქნება, თუ მეგობრებსა და ახლობლებს მის გარეშე შეხვდებით. ძალას ნუ დაატანთ. სამაგიეროდ, ის შეიძლება თავისივე სურვილით შემოგიერთდეთ.

  • საიდუმლოდ შეინახეთ ინტიმი

ეს ის სფეროა, რომელიც მხოლოდ თქვენ ორს გეხებათ. რა საჭიროა, ვინმეს, თუნდაც საუკეთესო დაქალს, უამბოთ, როგორია თქვენი საყვარელი მამაკაცი ინტიმური ურთიერთობისას? თქვენი გულწრფელობა პარტნიორს აუცილებლად აღაშფოთებს - მას ხომ თქვენ უახლოეს ადამიანად მიაჩნიხართ და ბოლომდე გენდობათ. თუ ენას კბილს ვერ აჭერთ, ის მაინც მოახერხეთ, რომ მან არ გაიგოს!

  • იყავით მუდამ ქალური

მიაქციეთ ყურადღება, როგორ გამოიყურებით. ცხადია, სახლში სპორტული მაისურითა და შარვლით სიარული უფრო მოხერხებულია, მაგრამ გაითვალისწინეთ თქვენი რჩეულის გემოვნებაც - მას სურს, მისი სათაყვანებელი ქალი ყოველთვის მომხიბვლელი იყოს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მამაკაცების უმრავლესობას მხოლოდ ღვინის, ლუდის, ფეხბურთის სიყვარული როდი აერთიანებს; ისინი ვერ იტანენ ქალის ზოგიერთ იმ თვისებას, ურომლისოდაც სუსტი სქეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები