ქალი და საშინაო ტანსაცმელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქალი და საშინაო ტანსაცმელი

არ ვაქცევ ყურადღებას, როგორ გამოვიყურები, მთავარია, დავისვენო. ჩემი დაქალი კი შინ სულ გამოპრანჭული და მოწესრიგებულია. ამბობს, რომ მის ქმარს ეს ძალიან მოსწონს.

ნუთუ აქვს მნიშვნელობა, როგორ გამოვიყურები შინ, დასვენებისას? მე ხომ დაღლილი ვარ...” ქეთა, 27 წლის

ტანსაცმელი ჩვენი თვითგამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა. როგორც უძველეს დროში ცხოველის ბეწვი იცავდა ადამიანს სიცივისაგან, ახლა ჩვენი კოსტიუმი ჩვენ ფსიქოლოგიურად გვიცავს, როგორც ნიღაბი ფარავს ნაკლს და თავდაჯერებულობას გვმატებს.

ნებისმიერი ქალი დიდ ყურადღებას უთმობს და უზარმაზარ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, თუ როგორ გამოიყურება საზოგადოებაში, სამსახურში, ტრანსპორტში, რესტორანში, სტუმრად და ა.შ. როცა ის სახლში ბრუნდება, სრულდება ტანსაცმლის (საგარეო საშინაოთი იცვლება) გამოცვლის მაგიური რიტუალი - პრინცესა კონკიად იქცევა.

  • რა გვაცვია სახლში?

დღეს ბევრისთვის არ არის მიღებული ყურადღების გამახვილება იმ სამოსზე, რომელიც სახლში, საშინაო პირობებში გვაცვია. ამ მიზნით ძველ ნივთებს ვიყენებთ - ზოგჯერ გახუნებულს, ფორმადაკარგულის, თუმცა ჩვენთვის ჯერ კიდევ სასურველსა და საყვარელს.

მეორე ვარიანტი - სპორტული კოსტიუმი, რომელსაც ხშირად მოხდენილი აღნაგობისა და მინიატიურული ქალის უფორმო და უსქესო არსებად გადაქცევა შეუძლია.

დაბოლოს, მესამე ვარიანტი - საშინაო ხალათი. არა, არა ნახევრად გამჭვირვალე პენუარი ნატიფი მაქმანებით, როგორც საპნის ოპერებში საძინებელ ოთახებში გათამაშებულ სცენებშია, არამედ სწორი თარგით აჭრილი დიდჯიბეებიანი, უხეში ქსოვილის და “მხიარული” შეფერილობის სამოსი. უკიდურეს შემთხვევაში, “თვალების დამთხრელი” შეფერილობის ე.წ. პირსახოცის ქსოვილის ტომარა.

საშინაო ხალათი საბჭოთა ეპოქის გადმონაშთია. მას ატარებდნენ მზარეული ქალები, რომელთაც “სახელმწიფოს მართვა შეეძლოთ”. მაგრამ თუ ისტორიის სიღრმეებში ჩავიხედავთ, გავიხსენებთ, რომ სანდომიანი ქალბატონების საშინაო ტანსაცმელს წარმოადგენდა კაბა, უბრალო, მაგრამ სამეჯლისო კაბებზე არანაკლებ ელეგანტური. ასეთ ტანსაცმელში შესაძლებელი იყო როგორც მაგიდის გაწყობა, ისე სტუმრების მიღება.

  • ეს საინტერესოა

ისევე როგორც ტანსაცმლის სხვა დეტალებმა, ხალათმაც ქალის გარდერობში მამაკაცის გარდერობიდან გადმოინაცვლა. დღეს იშვიათად ნახავთ სახლში მამაკაცს ხალათში - ძლიერი სქესი უპირატესობას სპორტულ ტანსაცმელს ანიჭებს. ადრე ხალათი არისტოკრატიული პეწის მანიშნებელი იყო. ევროპაში ეს საგანი თურქეთიდან შემოიტანეს, მას ძვირფასი ქსოვილებისგან - ატლასისგან, ხავერდისგან, ფარჩისგან კერავდნენ. თუ ადამიანი ხალათს იცვამდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ის არანაირი საქმით არ იყო დაკავებული.

საინტერესოა, რომ ხალათი სმოკინგის წინაპრად მიიჩნევა. სწორედ ასე ეძახდნენ ადრე შავი ატლასის სპეციალურ ხალათს, რომელსაც მამაკაცები კოსტიუმის ზემოდან მოისხამდნენ ხოლმე, როცა მოსაწევად მიდიოდნენ, რათა სიგარეტის ფერფლს კოსტიუმზე კვალი არ დაეტოვებინა.

დღეს, როცა ელეგანტურ სმოკინგს ვხედავთ - ელიტური მამაკაცის გარდერობის შემადგენელ საგანს, აღარც კი გვახსენდება უფორმო ხალათი, რომელიც სულ უფრო ხშირად მუშათა სპეცტანსაცმელთან ასოცირდება.

  • ფსიქოლოგთა აზრი

საკუთარი თავისადმი დამოკიდებულების ინდიკატორი (რომ არაფერი ვთქვათ ოჯახის წევრების დამოკიდებულებაზე) ჩვენი საშინაო ტანსაცმელია.

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ქალის თვითშეფასებაზე ზეგავლენას ახდენს ის წამიერი შთაბეჭდილება, რომელსაც ის ღებულობს სარკეში მომენტალური ჩახედვისას. ამასთან, არა სამსახურში ან სტუმრად ყოფნისას, არამედ შინ, ჩვეულ და ბუნებრივ გარემოში. სწორედ ამიტომ, საშინაო ტანსაცმელი უნდა იყოს ელეგანტური, მოსწონდეს მის მფლობელს, ამავე დროს “თავისად” უნდა მიაჩნდეს. სწორედ შინ ყოფნისას გვაქვს განცდა, რომ ვართ გახსნილი და მოდუნებული.

საშინაო ტანსაცმლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ფერს, ფაქტურას, სილუეტს, ქსოვილის ელასტიკურობას, მოხერხებულობას.

  • შემოქმედებითი მიდგომა

ტანსაცმლის დიზაინერები გვირჩევენ, რომ ადამიანს სახლისთვის უნდა ჰქონდეს ნივთების 3-4 კომპლექტი, რომელთა კომბინირება ერთმანეთთან ადვილია. მათი თანმიმდევრულობის შერჩევა უნდა მოხდეს საქმიანობის მიხედვით: ბავშვებით ხართ დაკავებული, საკვებს ამზადებთ, ალაგებთ თუ სტუმრებს ელოდებით. მაგრამ ყველა მათგანი უნდა შეესატყვისებოდეს რამდენიმე კრიტერიუმს:

  1. მოხერხებულობა. უპირველეს ყოვლისა, ფასონი უნდა იყოს მოხერხებული. არ უნდა იყოს არანაირი კორსეტი, ღრმა ამონაჭერი, შესაკრავი, შემოტმასნილი სილუეტი. უნდა შეგეძლოთ თავისუფლად მოძრაობა, დაჯდომა, ხელის აწევა. ამავე დროს ტანსაცმელი ტანზე არ უნდა გეკიდოთ, არამედ მომდგარი უნდა იყოს. ასეთია კაბა-სარაფანი.
  2. პრაქტიკულობა. უპირატესობა მიანიჭეთ მუქი ფერის ნატურალურ ქსოვილებს. ოღონდ ფერი სევდის მომგვრელი არ უნდა იყოს. გახსოვდეთ, გეომეტრიული ფიგურები და ძალიან მკვეთრი ფერები ხელს შეგიშლით მოდუნებასა და დასვენებაში. ასეთი შეიძლება იყოს: შინდისფერი, შოკოლადისფერი და მუქი ლურჯი ტრიკოტაჟის ტანსაცმელი.
  3. ესთეტიკურობა. შინაც ქალად უნდა იგრძნოთ თავი, ანუ უნდა იყოთ ლამაზი და სექსუალურად მომხიბვლელი. მაშინაც კი, თუ თქვენი ქორწინება ათ წელზე მეტს ითვლის. მაშინაც კი, თუ მარტო ცხოვრობთ. ამისთვის საკმარისია გაიხსენოთ დიასახლისები ჰოლივუდური ფილმებიდან.

რჩევა:

გამოიყენეთ სხვადასხვა აქსესუარი - თმა შეიკარით აბრეშუმის ბაფთით ან გამოიყენეთ ლამაზი თმის სარჭი. მთავარი წესი - სახლში ისე უნდა გამოიყურებოდეთ, რომ არ შეგრცხვეთ საკუთარი თავის გამო, როცა კარს გააღებთ და დაინახავთ კარის ზღურბლთან ბრედ პიტს ან რომელიმე სხვა ვარსკვლავს!