საბაზისო გარდერობი მამაკაცისათვის
თავიდან შეარჩიეთ მუქი ლურჯი ფერის საჭირო სილუეტი. მეორე - საზაფხულო ჯინსი, შეიძლება ცისფერი იყოს. თუ მოდურობის პრეტენზია გაქვთ, მესამე ჯინსი აუცილებლად ტრენდული იქნება.
მაისურები - ახალგაზრდა მამაკაცის გარდერობში შვიდ მაისურზე ნაკლები არ უნდა იყოს. ფერებიც იდეალურად შერჩეული. გარდა ამისა, აუცილებელია ერთი შავი და ერთიც თეთრი ტანზე მომდგარი მაისური.
ტრიკოტაჟი - მამაკაცისთვის აუცილებელია ერთი V-ნეცკ სვიტერი. მისი ჩაცმა შეიძლება პერანგზეც, მის გარეშეც ან მაისურზე. ღილებიანი კარდიგანი მაისურსაც შეგიძლიათ შეუხამოთ და პერანგსაც. გარდერობში უნდა იყოს ერთი თბილი სვიტერიც, გემოვნების მიხედვით შერჩეული საყელოთი.
ფეხსაცმელი - მამაკაცს აუცილებლად უნდა ჰქონდეს კლასიკური ფეხსაცმელი, მაგალითად ოქსფოდი, ერთი შუზი და საზაფხულო ფეხსაცმელი - ლოფერი.
პიჯაკი - შეიძლება ეს ოფისისთვის განკუთვნილი სამოსია, თუმცა მოდის მიმდევარი ახალგაზრდა მამაკაცი გამუდმებით უნდა ეძებდეს კარგ ტრიკოტაჟის პიჯაკს. ამას უნდა დაემატოს კლუბური მუქი ლურჯი პიჯაკიც, მოკლე, ტანზე მომდგარი, სასურველია ერთ ღილზე.
ზედა სამოსი
შავი ან ყავისფერი ტყავის ქურთუკი მამაკაცის გარდერობის აუცილებელი ნაწილია.
ცხადია, თრენჩი, ყველა სეზონისა და დროისათვის.
ზამთრის ერთი პალტო - აქ ბევრი ვარიაციაა, ეს შეიძლება იყოს კლასიკური პალტო, ბუშლატი ან დაფლკოტი.
ცოტა რამ აქსესუარებზეც
შავი ან ყავისფერი გლუვი ტყავის ქამარი.
ჩანთა მოთხოვნილების მიხედვით - კლატჩი, საშუალო ზომის პორტფელი ან სამგზავრო. ყველაფერი ხარისხიანი მასალის, არც ტომრისა და არც მუთაქის ფორმის.
სამი სახეობის შარფი - მაქსიმალურად თბილი, თხელი შალისა და თხელი ბამბის, უფრო დეკორატიული, და ხელთათმანები.
მზის სათვალე - საბაზისოდ შესანიშნავია ავიატორი. სათვალემ სრულად უნდა დაფაროს თვალბუდე, მაგრამ წარბები უნდა ჩანდეს. ავიატორი, რომელიც წარბებს ფარავს, ცუდი ტონია.
წინდები და ქვედა საცვლები
ერთიც და მეორეც 10-10 მაინც უნდა იყოს.
ტუალეტის წყალი - მართალია, მისი შერჩევა გემოვნების საკითხია, მაგრამ არანაკლებ გამოკვეთს მამაკაცის სტილსაც.