/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

დავიბრუნოთ მომხიბვლელობა!

დავიბრუნოთ მომხიბვლელობა!
ამბობენ, რომ თუ მოინდომებ, ჭარბი წონის მოშორება რამდენიმე დღეშიც შეიძლება. მთავარია,

სწორად შეარჩიო რაციონი. მაგალითად, გავიგე, რომ თუ 1 დღე მხოლოდ ვაშლს მივიღებ, 1 დღე - თევზსა და ბოსტნეულს, 1 დღე - ბრინჯს, 1 დღე - წიწიბურას, რამდენიმე კილოგრამს დავიკლებ. მართალია თუ არა?

ერთი დღე მხოლოდ ვაშლის, თევზის ან ბრინჯის მიღება თითქოს ადვილზე ადვილია, მაგრამ ასეც არ არის - მოუმზადებელ ადამიანს გაუჭირდება, ნოყიერ სადილსა თუ ვახშამზე არ იფიქროს. განტვირთვა ტანჯვად რომ არ გექცეთ, გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა:

თავდაპირველად განსაზღვრეთ, როგორ განტვირთვის დღეს აირჩევთ: მონოს, როცა მიირთმევენ ერთ პროდუქტს, მაგალითად, მხოლოდ წიწიბურას, თუ მიქსს, როცა ორი პროდუქტის, მაგალითად, მაწვნისა და ვაშლის, შერწყმა ხდება. აირჩიეთ პროდუქტი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.

ვაშლის დღე - აქვეითებს ქოლესტერინის დონეს

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პირველი ვარიანტი: დაგჭირდებათ 1,5კგ ვაშლი. მოშუშეთ და გაყავით 5-6 ულუფად.

მეორე ვარიანტი: აიღეთ 1,5-2კგ მომჟავო-მოტკბო ვაშლი, გაყავით 8 ულუფად და გაუფცქვნელად მიირთვით. გარდა ამისა, დალიეთ დღის განმავლობაში 4 ჭიქა ახალგამოწურული ვაშლის წვენი.

შეკითხვა ექიმს
<p>ბოდიშით დაბთუბსაპორფარეშოში არ შევედი ისე ვერ ვხდებიბრომ ძალიან მინდა მოშარდვა. რატომ?ანუ არკაწიხებს.რომნშევდუვარ და ვხედავ როგორ მდგომებია მაშინ მიივირს როგორ ვიკავებდი ღამე კი პორიქოთ ე წვეზტსაც ვერ ვითმენ</p>

მესამე ვარიანტი: თუ მთელი დღე მხოლოდ ვაშლის ჭამა გიჭირთ და შიმშილი გაწუხებთ, ვაშლისა და ხაჭოს დღე მოიწყვეთ. ამისთვის საჭიროა 750გ ვაშლი და 150გ უცხიმო ხაჭო. გაყავით ვაშლი და ხაჭო სამ ულუფად და მორიგეობით მიირთვით. სულ 6 ჭამა გამოგივათ.

პლუსები: ვაშლი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და წმენდს ორგანიზმს. მოშუშული ვაშლი პექტინის წყაროა.

მინუსები: კუჭის მომატებული მჟავიანობის შემთხვევაში, განსაკუთრებით - თუ ვაშლი თავადაც მჟავეა, შესაძლოა გულძმარვა გამოწვიოს. ამ შემთხვევაში ვაშლით განტვირთვის დღის მოწყობა უკუნაჩვენებია.

თევზისა და ბოსტნეულის დღე - გავსებთ ენერგიითა და სიმსუბუქის შეგრძნებით

პირველი ვარიანტი: უმარილოდ მოხარშეთ 400 გ თევზი, გაყავით 4 ულუფად. აიღეთ 4 ძირი ნიახური და 4 კიტრი და ასევე 4 ულუფად გაყავით. თევზი და ბოსტნეული მიირთვით მონაცვლეობით. სულ 8 ტრაპეზი გამოგივათ. გარდა ამისა, მთელი დღის განმავლობაში უნდა დალიოთ არანაკლებ 1,5ლ წყალი.

მეორე ვარიანტი: აიღეთ 400გ თევზის ფილე, დაჭერით, მოხარშეთ უმარილოდ და მოათავსეთ თეფშზე. 2 საშუალო ზომის სტაფილო გახეხეთ, დაჭერით 2 პომიდორი, ეს ყველაფერი დაამატეთ თევზს. შეაზავეთ მწვანილით. სალათა გაყავით 4 ულუფად და ოთხ ჯერზე მიირთვით. დღის განმავლობაში დალიეთ 1,5-2 ლ წყალი.

პლუსები: თევზი დაბალკალორიული საკვებია. ცხიმიანი თევზიც კი, თუ გრილზე მოვამზადებთ, მხოლოდ 250კკალ-ს შეიცავს (100გ-ზე). ამასთანავე, ის ორგანიზმს ვიტამინებითა და საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფს.

მინუსები: თევზი ალერგიული პროდუქტია, ამიტომ ალერგიულმა ადამიანმა ის ფრთხილად უნდა მოიხმაროს.

ბრინჯის დღე წმენდს ორგანიზმს

პირველი ვარიანტი: 1 ჭიქა ბრინჯს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და ხარშეთ ერთი წუთი. შემდეგ წყალი გადაღვარეთ და ბრინჯი 2 ჭიქა წყალთან ერთად ხარშეთ მომზადებამდე. გაყავით 3 ულუფად.

მეორე ვარიანტი: საღამოს 250გ ბრინჯი ცივ წყალში დაალბეთ, დილით გარეცხეთ, დაასხით მდუღარე წყალი და 15 წუთი ადუღეთ. გაყავით 6 ულუფად. მიირთვით სიამოვნებით, აუჩქარებლად. შეეცადეთ, დღის განმავლობაში დალიოთ 1,5 ლ წყალი და 1 ლ ასკილის ნაყენი.

შეგიძლიათ, მიირთვათ 3 ჩაის კოვზი თაფლიც, ოღონდ ნელა, წუწვნით, სიამოვნების გახანგრძლივებით. ბრინჯსა და თაფლს ერთმანეთში ნუ აურევთ!

პლუსები: ბრინჯს ორგანიზმიდან გამოაქვს ზედმეტი წყალი, წმენდს ლიმფურ სისტემას, გამოდევნის წიდასა და ტოქსინებს. ბრინჯით განტვირთვის დღის შემდეგ მცირდება შეშუპება, უმჯობესდება სახის ფერი.

მინუსი: ასეთ მენიუს ნაკლი პრაქტიკულად არ გააჩნია. არასასურველია მხოლოდ მაშინ, თუ ყაბზობა გაწუხებთ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ განსატვირთვად წიწიბურა გამოიყენოთ.

წიწიბურას დღე - აუმჯობესებს საჭმლის მონელებას

პირველი ვარიანტი: 250გ წიწიბურა კარგად გარეცხეთ, დაასხით 2 ჭიქა წყალი, წამოადუღეთ და ძალიან ნელ ცეცხლზე თავდახურული 5-10 წუთი დატოვეთ. მოხარშული წიწიბურა გაყავით 5 ულუფად. დღის განმავლობაში დალიეთ 1,5 ლ უგაზო მინერალური წყალი.

მეორე ვარიანტი: საღმოს 1 ჭიქა წიწიბურას დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და თბილად შეფუთეთ. დილით მზად იქნება უგემრიელესი ფაფა, რომელიც ყველა მიკრო და მაკროელემენტს შეინარჩუნებს. გაყავით 3 ულუფად.

წიწიბურასთან ერთად ამ დღეს უნდა მიიღოთ 1 ლიტრი 1%-იანი კეფირი ან მაწონი. შეგიძლიათ, წიწიბურას მოასხათ და ისე მიირთვათ. მთელი დღის განმავლობაში სვით პიტნის ჩაი.

მესამე ვარიანტი: ორთლქსახარშში მოხარშეთ 1 ჭიქა წიწიბურა და 200გ ბროკოლი. გაყავით 3-3 ულუფად და მონაცვლეობით მიირთვით (ანუ ფაფა და ბროკოლი - ცალ-ცალკე). საღამოს დალიეთ 200მლ გვირილის ან პიტნის ჩაი.

პლუსები: წიწიბურა ვიტამინების, მინერალებისა და მიკროელემენტების ნამდვილი საბადოა. ის მდიდარია უჯრედისით, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და რეკომენდებულია მათთვის, ვისაც სჭირდება ძალების სწრაფად აღდგენა დიდი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.

მინუსი: ნახშირწყლები, რომლებსაც წიწიბურა შეიცავს, რთული ნახშირწყლებია, ამიტომ ორგანიზმი მათ ძნელად ითვისებს. გარდა ამისა, წიწიბურას ფაფა აუცილებლად უმარილოდ, უცხიმოდ და უსაწებლოდ უნდა მიირთვათ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კერძი საკმაოდ მშრალი და უგემურია.

კეფირის, მაწვნისა და ხაჭოს დღე - არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას

პირველი ვარიანტი: დაგჭირდებათ 1,5ლ უცხიმო კეფირი ან მაწონი, რომელიც 5 ულუფად უნდა გაყოთ. კეფირთან ერთად შეგიძლიათ მიირთვათ 50გ უცხიმო ხაჭო.

მეორე ვარიანტი: 400გ უცხიმო ხაჭო და 1ლ 1%-იანი კეფირი - ასეთია თქვენი დღიური რაციონი.

ხაჭო უნდა გაყოთ 4 ულუფად და მიირთვათ საუზმეზე, სადილად, სამხრად და ვახშმად. ყოველი ულუფა კეფირთან ერთად უნდა მიიღოთ, არა ერთბაშად, არამედ ნელ-ნელა.

პლუსები: კეფირი საჭმლის მონელებას აუმჯობესებს, მის ასათვისებლად ორგანიზმს 1 საათი ჰყოფნის. ხაჭო დანაყრების შეგრძნებას აჩენს და აუმჯობესებს სისხლში ჰემოგლობინის შემცველობას.

მინუსი: ზოგიერთი ადამიანი ვერ იტანს რძისა და რძემჟავა პროდუქტებს. მათ ამ დიეტამ შეიძლება კუჭში სიმძიმის შეგრძნება გაუჩინოს. ხაჭო და კეფირი მდიდარია კალციუმით და შეიცავს სასარგებლო ბაქტერიებს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დავიბრუნოთ მომხიბვლელობა! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები