"ლიმფური სისტემა ჩვენი იმუნური სისტემის ფუნდამენტია"- ლიმფური სისტემის პრობლემები და მათი მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"ლიმფური სისტემა ჩვენი იმუნური სისტემის ფუნდამენტია"- ლიმფური სისტემის პრობლემები და მათი მკურნალობა

-ქალბატონო ლალი, პირველ ყოვლისა, გთხოვთ გვითხრათ, რა არის ლიმფა და ლიმფური სისტემა, რა დანიშნულება აქვს მას ჩვენი ორგანიზმისთვის?

- ადამიანის ორგანიზმის ძალიან დიდი ნაწილი წყლისგან შედგება. წყლის შემცველობა ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში 60%-ზე მეტია, ხოლო ბავშვებთან 75-77%. წყალი ჩვენი სასიცოცხლო გარემოა, რომლის გარეშეც ორგანიზმში არც ერთი სასიცოცხლო პროცესი არ მიმდინარეობს.

ჩვენი ჯანმრთელი ცხოვრებისთვის აუცილებელია წყლის რაოდენობის დაბალანსება, რასაც მედიცინაში ჰომეოსტაზი ჰქვია. ორგანიზმში წყლის მუდმივი ბალანსი ცირკულაციური სისტემების დახმარებით ნარჩუნდება.

მთავარი ცირკულაციური სისტემა არის სისხლის მიმოქცევის სისტემა და არანაკლებ მნიშვნელოვანია ლიმფური სისტემაც, რომელიც მის პარალელურად არსებობს. ის არ არის ისეთი დახშული, როგორც სისხლის მიმოქცევის სისტემა, თუმცა ჩვენი სიცოცხლისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რომლის გარეშეც სიცოცხლე არ არსებობს.

რაც შეეხება ლიმფას, ეს არის სითხე, ისევე, როგორც სისხლი, თუმცა მისგან განსხვავდება. უპირველესად, განსხვავებულია მისი შეფერილობა, ლიმფა თეთრია. ის არის დიდწილად სისხლიდან გამოსული სითხე - პლაზმა და შემდეგ მასში ჩართული მრავალი ნივთიერება, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის პროდუქტებია.

ლიმფური კაპილარები უჯრედშორისი სივრციდან ამ სითხეს მიიღებს, შეითვისებს და შემდეგ მას ატრანსპორტირებს და გადააქვს ისევ სისხლის მიმოქცევის სისტემაში.

არის სუბსტანციები, რომლებსაც სისხლი ვერ გადადენის, მათ ტრანსპორტირებას ლიმფური სისტემა უზრუნველყოფს. შესაბამისად, ის ეხმარება სისხლის მიმოქცევის სისტემას გამართულ მუშაობაში.

ამასთანავე, დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმები, რომელებიც ორგანიზმში იჭრება ლიმფური სისტემის დახმარებით იფილტრება.

მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, ლიმფური სადინროვანი სისტემის ფუნქციებია:

  • სადრენაჟე ფუნქცია, ანუ ლიმფის გადატანა ქსოვილებიდან ისევ სისხლის მიმოქცევის ვენურ ნაკადში,
  • ნივთიერებების რეზორბცია და ტრანსპორტირება, მაგალითად საჭმლის მომნელებელი სისტემიდან ცხიმების, ვიტამინების, ცილების და აშ.
  • ბარიერული, ანუ დამცველობითი ფუქნცია. უვნებელყოფს გარედან შემოსულ დაავადების გამომწვევ აგენტებს. გვეხმარება ბაქტერიული, სოკოვანი, პარაზიტული დაავადებებისგან თავდაცვაში, ასევე ტოქსინებისგან გათავისუფლებაში.

ლიმფური სისტემა წარმოადგენს ჩვენი იმუნური სისტემის ფუნდამენტს.

-რა ნიშნებით ვლინდება ლიმფური სისტემის მუშაობის დარღვევა?

-ლიმფური სისტემის ოპტიმალური ფუნქციონირება შესაძლებელია შენელდეს, ან შეწყდეს მრავალი, როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი ფაქტორით. ძალიან ხშირად ისეთი დაავადებები, როგორიც არის ვენური დაავადებები, ტრავმები, ქირურგიული ჩარევა, ჰიპოდინამიური ცხოვრების სტილი (ნაკლებ მოძრავი ცხოვრების სტილი), ქიმიური გადატვირთვა და არასწორი კვება სითხის ცირკულაციის და მათი გაწმენდის ფუნქციის დარღვევას იწვევენ, რაზეც ლიმფა არის პასუხისმგებელი.

ყველაზე ცუდი არის ის, რომ ლიმფური სისტემის ნორმალური ფუნქციონირების უკან დახევა ძალიან გვიან ავლენს თავს.

როდესაც, სხეულის რომელიმე ნაწილის შეშუპება ვლინდება, ეს უკვე ლიმფური სისტემის სერიოზულ პრობლემაზე მიანიშნებს, ანუ სახეზეა გარკვეული ხარისხის ლიმფედემა

თავდაპირველად ლიმფური სისტემის მუშაობის დარღვევა შესაძლებელია გამოვლინდეს კიდურების დამძიმების შეგრძნებით. ზოგიერთი ადამიანი აღნიშნავს, რომ თვალებში ზედმეტ სითხეს გრძნობს.

ლიმფოლოგები რამდენიმე ხარისხის შეშუპებას, ანუ ლიმფედემას გამოყოფენ, ესენია: პირველი ხარისხის ლიმფედემა, მეორე და მესამე.

თუმცა, მსოფლიო ლიმფოლოგები შეთანხმდნენ, რომ ნულოვანი სტადიაც არსებობს, რომელიც არის ფარული, ჯერჯერობით არ არის გამოვლენილი და ადამიანმა ის ვერც კი შეიძლება შენიშნოს. ის შეიძლება კიდურების დამძიმებით, ზოგადი სიმძიმის შეგრძნებით, დაღლილობით და მსგავსი სიმპტომებით გამოვლინდეს.

დღეღამეში ლიმფური სისტემა დაახლოებით 3 ლიტრ სითხეს გადაატარებს, მისი სატრანსპორტო ტევადობა 3-3.5 ლიტრია, რაც საკმარისია ჯანმრთელი ადამიანისთვის. თუმცა, ზრდასრული ადამიანის ორგანიზმს თუ გაუჭირდა, მაგალითად მიიღო დამწვრობა, ან რაიმე ტრავმა, ორგანიზმმა უნდა შეძლოს ლიმფურ სისტემაში გაატაროს 24 საათის განმავლობაში 20 ლიტრი სითხე(ლიმფა).

ლიმფის სატრანსპორტო ფუნქცია თანდათან ქვეითდება. სანამ 20-დან 2 ლიტრამდე არ ჩამოვა სატრანსპოტო უნარი(მოცულობა), ეს გარეგნულად არ ვლინდება, სწორედ ეს არის ფარული პერიოდი, რომელიც შეიძლება საათები, ან წლები გაგრძელდეს.

  • მე მყოლია პაციენტი, რომელსაც ლიმფური სისტემის ფუნქციონირების დაქვეითება ოპერაციისა და დასხივებიდან 24 წლის შემდეგ გამოუვლინდა. გარეგნულად ეს ლიმფედემის, ანუ შეშუპების სახით გამოვლინდა, მანამდე აღნიშნული პროცესი იყო ფარული, რასაც ლიმფოლოგები ნულოვან სტადიას ვუწოდებთ.

არ უნდა დაველოდოთ სიმპტომების გამოვლენას და უნდა გავატაროთ საპროფილაქტიკო ზომები. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ლიმფედემის განვითარების მრავალი წინაპირობა არსებობს. საჭიროა ონკოლოგიური პაციენტების გაფრთხილება არსებული რისკების შესახებ.

ლიმფედემა - მისი განვითარების წინაპირობა შეიძლება იყოს:

  • რომელიმე დაავადება, მაგალითად ყველაზე ხშირად ვენური უკმარისობა. ვენების პრობლემა არის ხშირი მიზეზი, რაც სატრანსპორტო უნარს აქვეითებს. ვენურ დაავდებას, როგორც გართულება, ხშირად ახლავს თან ლიმფური პრობლემებიც;
  • ეს შეიძლება იყოს რაიმე სახის ტრავმა;
  • სამედიცინო ჩარევა. მაგალითად, ონკოლოგიური დაავადების დროს. ლიმფური კვანძების, ქსოვილების ამოკვეთისას სადინრები ზიანდება, ირღვევა ადგილობრივი, მიმდებარე ლიმფური სისტემა;
  • კაპილარულ სადინროვან სისტემაზე ძალიან მოქმედებს ქიმიოთერაპიაც. სხიური თერაპიის ხშირი გართულება სწორედ ლიმფური შეშუპებაა.

lali-1634633073.png

-დღესდღეობით რამდენად გავრცელებულია ლიმფური დაავადებები და ყველაზე მეტად რომელი მათგანი ლიდერობს?

-ლიმფური დაავადებები ძალიან გახშირდა, რაც დაკავშირებულია ადამიანების ცხოვრების სტილთან.

ჰიპოდინამიური ცხოვრების სტილი ძალიან სერიოზულად მოქმედებს ჩვენს ცირკულაციურ სისტემებზე, მათ შორის ლიმფურ სისტემაზეც.

მატულობს ვენური პრობლემები, რასაც მოჰყვება ლიმფური გართულებებიც.ამასთანავე, უფროდაუფრო მატულობს ონკოლოგიური დაავადებები.

ყველაზე მეტი პაციენტი გვყავს ქალბატონები, რომლებსაც ძუძუს კიბოს მკურნალობის შედეგად შეშუპებული აქვთ მკერდის ნაწილი და მომდებარე ზედა კიდური.

წარმოშობის მიხედვით არსებობს პირველადი და მეორადი ლიმფედემები. პირველადი შეიძლება იყოს გენეტიკურად მიღებული, ან შეძენილი(თანდაყოლილი).

მეორადი ლიმფედემა კი არის ოპერაციის, დაავადების, ან ტრავმის შედეგად -მეორადად გამოწვეული.

ასევე,ინფექციური დაავადებები მნიშვნელოვნად აუარესებს ლიმფური სისტემის ფუნქციონირებას. მაგალითად, ძალიან ხშირად ვენურ დაავადებას მოსდევს წითელი ქარი.

სწორედ მეორადი ლიმფედემები არის ყველაზე გავრცელებული ლიმფოლოგიური პრობლემა.

-როგორ ხდება ლიმფური დაავადებების დიაგნოსტირება?

ლიმფური კაპილარული სისტემა ძალიან ნატიფია, ამიტომ კვლევის სხვადასხვა მეთოდი შესაძლოა, საზიანოც იყოს (მაგალითად ლიმფსცინტიგრაფირება - რადგანაც ზეთოვანი, ბლანტი რადიაქტიული ნვთიერებები გამოიყენება საკონტრასტოდ).

ლიმფოლოგების აზრით, მსგავსი კვლევების ჩატარება, თუ არ არის რაიმე რთული შემთხვევა და არ იგეგმება ოპერაცია, არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ეს არ ცვლის მკურნალობის სტარატეგიას.

დიაგნოსტირება ხდება ანამნეზის შეკრების, გარეგანი დათვალიერების და მდგომარეობის შეფასების შედეგად: - რა დაავადებები აქვს ადამიანს,რა სიმპტომები აწუხებს და რა პირობებში გამოვლინდა ლიმფედემა.

-რა არის მანუალური დრენაჟი და რა პროცედურებს მოიცავს ლიმფოლოგიური დაავადებების კომპლექსური მკურნალობა?

-ეს არის მასაჟის კონკრეტული სახეობა, რომლის ტექნიკაც დიდი ხანია შემუშავებულია და რომლის დახმარებითაც ლიმფის დრენირება ხდება.

ლიმფოლოგიური პრობლემების სამკურნალოდ მანუალური(მანუალური, ანუ ხელით) დრენაჟი ითვლება ოქროს სტანდარტის შემადგენელ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტად, რომლის მთავარი ფუნქციაა ფიზიოლოგიური ლიმფოდრენაჟის გაძლიერება. მასაჟის დროს ჩვენ ვხსნით ანასტომოზებს მთელ სხეულზე.

შეშუპების საწინააღმდეგო თერაპიულ კომპლექსში მანუალური ლიმფოდრენაჟის დამხმარე თერაპიებია: კომპრესული თერაპია, სპეციალური სამკურნალო ვარჯიშები და კანის მოვლა, რომელიც უმნიშვნელოვანესია.

ლიმფედემასა და მძიმე დაავადებების დროს არ შეიძლება აპარატული მკურნალობა, ამან შეიძლება ძალიან სერიოზული გართულება და ლეტალური შედეგებიც კი გამოიწვიოს. აპარატურის გამოყენება მხოლოდ ჯანმრთელ ადამიანთან არის ნებადართული ან როგორც მანუალური ლიმფოდრენაჟის დამხმარე მეთოდი.

ლიმფის ფიზიოლოგიური დრენაჟი შესაძლებელია გააძლიეროს სხვა ტექნიკამაც,მაგალითად კლასიკურმა მასაჟმა, სხვა ტიპის მანუალურმა თერაპიებმა, წერტილოვანმა მასაჟმა, სამკურნალო ფიზკულტურამაც. თუმცა, მანუალური ლიმფოდრენაჟი არის ოქროს სტანდარტად მიღებული და მეცნიერულად შესწავლილი ტექინიკა.

  • ჩვენი მთავარი დანიშნულება არის ის, რომ რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება ეფექტურად გავხადოთ ჩვენი პაციენტები ჩვენგან დამოუკიდებები,რათა თვითდახმარება შეძლონ. ამისთვის ვასწავლით ყველაფერს: თვითონ როგორ უნდა დაიმასირონ სპეციალური ვარჯიშებით ლიმფური კვანძები (ცენტრალური,მიმდებარე), როგორ უნდა გადაიხვიონ სწორად კიდური, როგორ მოიხმარონ სწორად შერჩეული კომპრესიული ტრიკოტაჟი, როგორ უნდა მოუარონ ზედმიწევნით კანს, როგორი ტანსაცმელი უნდა ატარონ, როგორი ტემპერატურის წყლით უნდა დაიბანონ, უნდა იყვნენ თუ არა სითბოს წყაროსთან დიდხანს, მზეზე უნდა იარონ თუ არა, კარგი თუ არა წყლის პროცედურები და სხვ.

-რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ლიმფურმა შეგუბებამ დროულად თუ არ ვუმკურნალებთ მას?

-ფარული პერიოდი ისეთი ვერაგია, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება კიდურის შესიება უეცრად შენიშნოთ.

ლიმფური პრობლემის დროს თანდათანობით იზრდება შეშუპება და შესაძლოა, კიდურის ფუნქციური გამოყენებაც შეუძლებელი გახდეს. ხშირად განმეორებადი ინფექციების შედეგად ლიმფედემა მძიმდება.

ლიმფედემა შესაძლებელია გასპილოვნებაშიც გადაიზარდოს, რაც ადამიანის ნორმალურ სისცოცხლესთან სრულიად შეუთავსებელი მდგომარეობაა.

-და ბოლოს, რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს - რა არის საჭირო იმისათვის, რომ ჯანსაღი ლიმფური სისტემა შევინარჩუნოთ?

-ლიმფური სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის ყველა კოპონენტის დაცვა: სწორი კვება, სითხის სწორი რაოდენობის მიღება, საკმარისი ფიზიკური აქტიობა, გამართული ძილის რეჟიმი და სხვ.

  • ხშირად ისინი, ვისაც ლიმფედემა უვითარდებათ, წყვეტენ სითხის მიღებას, რაც არასწორია. წყლის და არა მარტო წყლის, ზოგადად სითხის მიღება ცირკულაციური სისტემისთვის უმნიშვნელოვანესია;
  • აუცილებელია, კვების რაციონის ცვლილება, მარილის და შაქრის მიღება უნდა შეიზღუდოს. გადაჭარბებული მარილი სითხეს აკავებს ორგანიზმში, გამოყოფა, დრენაჟი - ფერხდება;
  • ფიზიკური აქტიობა უმნიშვნელოვანესია - ლიმფური სისტემა რიტმულად მოქმედი სისტემაა. რიტმულად კუმშვადი მექანიზმია, რომელიც ლიმფის ერთი მიმართულებით გადინებას განაპირობებს და ამას ხელს უწყობს კუნთური აქტიობა.
  • მთელი ლიმფური სისტემის მოწყობილობა არის რიტმული. ამიტომ, ყველა ჯანსაღი რიტმი, ძილ-ღვიძილის რიტმი, რიტმულად კვება, რიტმული ცხოვრება, ანუ ჯანსაღი ცხოვრების წესი არის უმნიშვნელოვანესი .შოკისმომგვრელია, როდესაც ვიგებ, რომ ახლაგაზრდებს დღისით სძინავთ და ღამე კომპიუტერთან სხედან.
  • აუცილებელია დაბალანსებული კვება.ხშირად ეუბნებიან მათ, ვისაც შეშუპება აწუხებთ, შეზღუდონ ცილოვანი საკვები, რაც არასწორია. ლიმფედემების კლასიფიკაციაში ასეთი ფორმაც არსებობს - სისხლში ცილების მცირე რაოდენობით გამოწვეული ლიმფედემა. დაბალანსებული კვება გულისხმობს იმას, რომ ადამიანმა ცილებიც უნდა მიიღოს როგორც ცხოველური ასევე მცენარეული ცილების მიღების გზით. ნახშირწყლოვან კვებას დღის პირველი ნახევარი უნდა დაეთმოს, ხოლო მეორე ნახევარი - ცილოვანს.
  • უნდა მიიღოთ უჯრედისი, ბოსტნეული. აუცილებელია ბურღულეულის მიღებაც, ძვალ-სახსროვანი, მყესოვან-კუნთოვანი სისტემისთვის მარცვლეულში არსებული ვიტამინები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არ დაივიწყოთ სწორად დამზადებული ჩირებიც, განსაკუთრებით ზამთარში.
  • ყველას ვურჩევ ადგილობრივი ხილით და ბოსტნეულით იკვებონ. ძალიან სასარგებლოა ორთქლზე დამზადებული საკვები, მათ შორის ბოსტნეულიც. ასე მომზადებულს შენარჩუნებული აქვს „სიცოცხლე“. მოერიდეთ მაიონეზს, ზოგადად დიდი რაოდენობით კონსერვანტებისა და სტაბილიზატორების შემცველ პროდუქტებს.

ის, რასაც ყველა ჩემს პაციენტს ვურჩევ, თუ ადამიანს არ აქვს განსაკუთრებით გამოხატული კუჭის მჟავიანობა, ან მჟავიას აუტანლობა, ლიმონიანი წყალია. ის ლიმფოლოგიაში აქტიურად გამოიყენება, განსაკუთრებით ჭარბი წონის მქონე პაციენტებთან (საჭიროა 250-300მლ.).

ჩვენთან პოპულარულია მისი დილით, უზმოზე მიღება, თუმცა ლიმონიანი წყლის საღამოს მიღება გაცილებით ეფექტურია და გვეხმარება ცხიმოვანი ცვლის დაბალანსებაში. სწორ კვებასთან და ფიზიკურ აქტიობასთან ერთად ლიმონიანი წყალი კოაგულაციაზე, სისხლის შედედებაზეც მოქმედებს, რაც ზემოქმედებს ასევე ლიმფაზეც (ზეგავლენას ახდენს მის დენადობაზე, სიბლანტეზე). ლიმონიანი წყალი სასარგებლოა იმუნური სისტემისთვისაც.

ლიმფოლოგებისთვის ასეთი მოწოდებაც არსებობს, 6-დან 8კვირამდე ყოველდღიურად ლიმონიანი წყლის მიღების შედეგად ცენტრალური ნერვული სისტემიდან, თავის ტვინიდან სწორი იმპულსი მიეწოდება ღვიძლს, რომელიც ფუნქციონირებს ღამე, რომ დაანებოს თავი სამარაგო ცხიმების წარმოებას.