/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ქალი

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ქალი
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ქალი, რა მოეთხოვება მას?

მეუღლისგან ხშირად მესმის, რომ მე არ ვარ თანამედროვე ქალი. რა უნდა გავაკეთო, რომ ასეთი გავხდე?

არსებობს დღე, რომელიც მხოლოდ ქალებს ეკუთვნის. ის გაზაფხულის დამდეგს ემთხვევა. ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ ქალთა დღეს მარტში აღნიშნავენ. ეს თვე ძალიან ჰგავს ქალს - თავქარიანს, ჭირვეულსა და შეუცნობელს. მარტი ხომ გაზაფხულის დასაწყისია, გაზაფხული კი ბუნების გაღვიძების დროა, ახალი სიცოცხლის და სურნელის მომტანია. ის ძალიან ჰგავს ქალის ცხოვრებას - მჩქეფარეს, საზრუნავით სავსეს, ზოგჯერ მხიარულს, ზოგჯერ - მშფოთვარეს.

  • როგორია თანამედროვე ქალი, რა არის მისთვის მთავარი?

ქალის ოჯახური ცხოვრება ბედნიერებით რომ იყოს გაბრწყინებული, ხოლო კარიერა - წარმატებული, ეს თვითონვე უნდა მოინდომოს. უნდა ეცადოს, მისი გრძნობა და გონება სრულ ჰარმონიაში იყოს ერთმანეთთან. ის ხან უბედური იქნება და ხან ბედნიერი - ეს ცხოვრების კანონია, რომელსაც ვერავინ შეცვლის. ეს საკმაოდ ძნელია, მაგრამ ბედიერებისკენ უნდა ისწრაფოდე. სხვა საქმეა, რა არის შენთვის ბედნიერება. არამცთუ საუკუნეების, ათასწლეულების განმავლობაში მიაჩნდათ, რომ ქალს მხოლოდ ოჯახური კერის დაცვა ევალებოდა. ის, უპირველეს ყოვლისა, კარგი დედა, სანიმუშო მეუღლე და დიასახლისი უნდა ყოფილიყო. პროფესიული თვითრეალიზაცია მამაკაცთა პრივილეგიად მიიჩნეოდა. დღეს კი ქალები წარმატებულ კარიერაში მამაკაცებს ეცილებიან. ქვეყნის პრეზიდენტობა თუ არა, რომელიმე კომპანიის ან ფირმის ხელმძღვანელობა მაინც - აი მათი პროგრამა-მინიმუმი.

ქალი სულ უფრო აქტიურ პოზიციას იკავებს საზოგადოებაში. საზოგადოებრივი პროცესებიც იქით არის მიმართული, რომ შინ თუ გარეთ მთავარი ქალი გახდეს. რაღა თქმა უნდა, მამაკაცი ფიზიკურადაც, სექსუალურადაც და ეკონომიურადაც უფრო ძლიერია და ამას ვერსად გავექცევით, მაგრამ ნებისმიერ ცხოვრებისეულ ვითარებაში ლიდერი მაინც ქალია. მამაკაცთა უმრავლესობაც წინააღმდეგი როდია, ლიდერის ისტორიული როლი ქალს გაუყოს. ის კი არა, ზოგიერთი მზად არის, ლიდერობა მთლიანად მშვენიერ სქესს გადაულოცოს. საქართველოში ეს ტენდენცია თვალსაჩინოა - ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქალმა ლამის მთლიანად იტვირთა ოჯახზე, შვილებზე მზრუნველობის, მატერიალური უზრუნველყოფის მთელი სიმძიმე...

  • მოწოდებით დიასახლისი

თანამედროვე ქალიშვილები უფრო და უფრო ხშირად აცხადებენ, რომ მათთვის მთავარი სამსახური და კარიერაა. დრონი იცვალნენ... მათი დედები უმთავრესად ისეთ ოჯახებში იზრდებოდნენ, სადაც "შემომტანი" მამაკაცი იყო. მიიჩნეოდა, რომ ქალს სათანადო განათლება უნდა მიეღო, მაგრამ... მხოლოდ იმისთვის, რომ ღირსეული შვილები აღეზარდა და მთელი ცოდნა და გამოცდილება ოჯახისთვის მოეხმარა. ქალიც, როცა ბედი ისეთ მეუღლეს შეახვედრებდა, რომელსაც ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფა შეეძლო, უმეტესად სიამოვნებით ამბობდა უარს სამსახურზე და დიასახლისთა რიგებს ემატებოდა. თუმცა ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ მათი ცხოვრება მხოლოდ სადილ-ვახშმის კეთებისგან, რეცხვა-ლაგებისა და ტელეფონზე საუბრისგან შედგებოდა. ქალების უმრავლესობა საკმაოდ განათლებული და გემოვნებიანი იყო, ესწრებოდა კონცერტებს, თეატრალურ წარმოდგენებს, მართავდა წვეულებებს, მოგზაურობდა და მიაჩნდა, რომ ქალისთვის ეს ერთადერთი სწორი ცხოვრების წესი იყო. ჰოდა, ბუნებრივია, უკვირთ, რომ მათი ქალიშვილები მზად არიან, გადაეშვან ბიზნესის ორომტრიალში და მყუდრო ბინის დიასახლისობა საქმიანი ქალის არცთუ იოლ ცხოვრებაზე გაცვალონ.

  • დაბრკოლებების გადალახვა

იმ ქალების ცხოვრება, რომელთაც პროფესიული კარიერის შექმნა გადაწყვიტეს, ნამდვილად არ არის იოლი. ისინი მხოლოდ მაღალი კლასის სპეციალისტები კი არ უნდა გახდნენ, არამედ სრულყოფილად დაეუფლონ ურთიერთობის ხელოვნებას, ჰქონდეთ უნარი, დაასაბუთონ თავიანთი აზრი, დაარწმუნონ ოპონენტები. გოგონები ჯერ კიდევ სწავლისას ეძებენ შესაძლებლობას, იმუშაონ, პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ, ღრმად ჩასწვდნენ საბაზრო ეკონომიკის არსს, დაეუფლონ უცხო ენებს. შრომისმოყვარეობას სასურველი ნაყოფი მოაქვს - პრესტიჟული სამუშაო და სტაბილური შემოსავალი...

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.მოკლედ დიდიხანია მაქვს თავის ტკივილები ყურებში შუილი და ამ ბოლოს თოთქოს თვალებიც გადაღლილი მაქვს და შეგრძნება მაქვს რომ თვალებს დასვენება უნდა გადაძაბული მაქვს.ვფიქრობ მაქვს კისრის ოსტეოქონდროზი.ვარ ორსული,ექიმმა გადაღება ამიკრძალა,რა შემიძლია გავაკეთი ვის ვეჩვენებო თუ არსებობს სპეციალისტი რომ ვთქვათ დამიდასტუროს მართლა ეს მაქვს თუ არა?კისერს რომ დავატრიალენ სულ ხრაშუნი გაუდის,ასევე კეფა რომ მთავრდენა კისერზე ამობზუკული მაქვს ოდნავ.გთხოვ მირჩიეთ ვის მივმართო ნევროპათოლოგი თუ ვის ეხება ჩემი ჩივილები,ვინაიდან თავზე ვერ ვიღებ რის გაკეთება შემიძლია.მადლობა</p>

ცხოვრება თანდათან დაბრკოლებებით რბოლას ემსგავსება: მიზანი - წარმატება - ახალი მიზანი, კვლავ წარმატება და კვლავ ახალი ამოცანა.

მშობლები წუწუნებენ, რომ შვილები პირადი ცხოვრებისთვის ვეღარ იცლიან, ძალიან იღლებიან და საღამოობით შინ დაბრუნებულებს ვახშმობის თავიც აღარ აქვთ. სამაგიეროდ თვითონვე არიან საკუთარი თავის ბატონ-პატრონნი. საქმიანი ქალებიც ოცნებობენ ძლიერ და ერთგულ მამაკაცებზე, ბავშვებზე, მყუდრო სახლზე, მაგრამ ეს მათთვის ერთადერთ მიზანს არ წარმოადგენს. როცა ბიზნესლედი ოჯახს ქმნის, ცდილობს, საოჯახო საქმეები, ბავშვების აღზრდა და მეუღლესთან ურთიერთობა საქმიანობას შეუთავსოს, ეს კი არც ისე იოლია. კარიერა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ოჯახს კი ყურადღება აკლდება. თუ ქალს საკმარისი შემოსავალი აქვს, შეუძლია თავს უფლება მისცეს საოჯახო საქმეებში დამხმარე აიყვანოს, მაგრამ შვილებსა და მეუღლესთან ურთიერთობაში მის ადგილს ვერავინ დაიკავებს... აქ იწყება გაუცხოება, იწყება პრობლემები. ასე რომ, ქალს ძლიერი ნებისყოფა და დიდი ენერგია სჭირდება, რათა პროფესიულ ასპარეზზეც და ოჯახშიც სათანადოდ მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ქალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები