ჰორმონი, რომელიც თავს ბედნიერად გაგრძნობინებთ - როგორ გავზარდოთ ორგანიზმში მისი დონე ბუნებრივი გზებით
როდესაც ტვინის ქიმიაზე საუბრობენ, მხედველობაში აქვთ ის ურთულესი და ნატიფი პროცესები, რომლებიც ნეიროტრანსმიტერების (მედიატორების) გამომუშავება-ფუნქციობას უკავშირდება. აღნიშნულ პროცესთა ნებისმიერი დისბალანსი, უმნიშვნელო ცვლილებაც კი ემოციათა ფართო სპექტრს აძლევს დასაბამს, დაწყებული უსაზღვრო ბედნიერების განცდით, უიმედო სასოწარკვეთილების ჩათვლით.
სეროტონინი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნეიროტრანსმიტერია. მას ბედნიერების ჰორმონსაც უწოდებენ. სეროტონინის დაბალი დონე იწვევს სტრესს, დეპრესიას, ნეგატიურ აზროვნებას და სასოწარკვეთას; ფსიქოტროპული პრეპარატების მიზანი სწორედ ამ ნეიროტრანსმიტერის ადექვატური წარმოების ხელშეწყობაა.
გახსოვდეთ, თქვენ შეგიძლიათ ბუნებრივი გზით გაზარდოთ ამ ჰორმონის გამომუშავება. ამისათვის:
• იკვებეთ ჯანსაღად, მიირთვით მეტი ბანანი, მუქი შოკოლადი, ავოკადო, საზამთრო, ქათმის ხორცი, მაყვალი, რძე.
• მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ საქმიანობას, ხატვას, ცეკვას, ქსოვას და ა. შ.
• უსმინეთ მუსიკას, რომელიც დადებითი ემოციების გენერირებას უწყობს ხელს, მუსიკა საზოგადოდ, ტვინის ქიმიის საუკეთესო დამაბალანსებელი საშუალებაა.
• ხშირად იცვალეთ გარემო, დაამყარეთ ახალი ურთიერთობები.
• იზრუნეთ სრულფასოვან ძილზე. ჯანსაღი ძილი სეროტონინის ნორმალური დონის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია.
თინათინ გოცაძე