/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

რა ხდება, როცა ორსულს თვითონვე უჭირს საკუთარ თავში გარკვევა? - რჩევები მომავალ დედიკოებს

აღსრულდა, თქვენ ორსულად ხართ! ერთმანეთში აირია გრძნობები და ემოციები, რომლებმაც მთელი თქვენი არსება მოიცვა.

იმის გააზრება, რომ თქვენს ორგანიზმში ახალი სიცოცხლე ჩაისახა, ერთდროულად ორ განცდას - შიშსა და სიხარულს - ბადებს. ორსულობა ძლიერ სასიამოვნო, მაგრამ საკმაოდ საპასუხისმგებლო მდგომარეობაა. პატარას ჯანმრთელობა, ფიზიკურიცა და ფსიქოლოგიურიც, ბევრად არის დამოკიდებული დედის ქცევაზე ამ პერიოდში. მაგრამ არც ის უნდა დაივიწყოთ, რომ ადამიანი ხართ და არაფერი ამქვეყნიური თქვენთვის უცხო არ უნდა გახდეს.

ორსულობა უზარმაზარი, ჯერ კიდევ ბოლომდე გაუცნობიერებელი სიხარულია, რომელსაც თან ახლავს ეჭვები, შფოთვა, სინაზე და სიყვარული იმ პატარა განძის მიმართ, რომელიც ცხოვრებამ განდოთ. ან იქნებ თავდაპირველად ვერაფერიც ვერ იგრძენით და საკუთარმა გულგრილობამ შეგაშინათ? ორსულობა საოცრად ამაღლებული და ამავე დროს უცნაური განცდაა. განწყობილება, გრძნობები და ემოციები გამუდმებით იცვლება. ამ დროს ორგანიზმში სერიოზული ფიზიოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს, ხოლო ფიზიოლოგიას უშუალო კავშირი აქვს ფსიქოლოგიასთან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჯანმრთელობის მდგომარეობა და თვითშეგრძნება გავლენას ახდენს ემოციურ აღქმასა და სიტუაციის შეფასებაზე და პირიქით; ღიმილსა და ოპტიმიზმს შეუძლია განგკურნოთ, ხოლო ზედმეტი შფოთვა იწვევს თავის ტკივილს, სპაზმებს მუცლის ღრუში, არტერიული წნევისა და საშვილოსნოს ტონუსის მომატებას. როგორ ვმართოთ სიტუაცია და როგორ განვასხვაოთ ამაო შფოთვა საფუძვლიანი სიფრთხილისაგან? თავდაპირველად თქვენი მღელვარების მიზეზი ჩამოაყალიბეთ. მაგალითად: ვშიშობ, რომ...

  • ამ ბავშვის დაბადება არავის გაახარებს;
  • არ მეყოფა ფული მის აღსაზრდელად;
  • ბავშვი არასწორად განვითარდება;ა
  • არ ვიქნები კარგი დედა;
  • ბავშვის დაბადება ხელს შეუშლის ჩემს კარიერას და ა.შ.

მერე კი თითოეული სიტუაცია ლოგიკურ დასასრულამდე გაითამაშეთ. აღმოჩნდება, რომ ბავშვის დაბადებას შეუძლია გაგამდიდროთ და ენერგიით აგავსოთ, რადგან როდესაც დედა გახდებით, საკუთარ თავში სულიერი და ფიზიკური ენერგიისა და სიბრძნის უზარმაზარ პოტენციალს აღმოაჩენთ.

ორსულობისადმი დამოკიდებულება წინააღმდეგობრივია

პირველი ორსულობა უზრუნველი ყმაწვილქალობის დასასრულს მოასწავებს. ქალმა იცის, რომ ბავშვის დაბადება მის თავისუფლებას წერტილს დაუსვამს, რომ მის გამო ბევრ რამეზე უარის თქმა მოუწევს. ოჯახური ბიუჯეტი ამიერიდან სხვაგვარად უნდა დაგეგმონ, ქმრის ყურადღებაც თუ აქამდე მხოლოდ მისკენ იყო მიმართული, ახლა შვილიც ჰყავს მის მოზიარედ... ბევრი ორსულობას მშვიდად ხვდება და მომავალი შვილისადმი დამოკიდებულება ვერ გაურკვევია, მაგრამ აი, ბავშვი გაინძრევა და ქალი ხვდება, რომ მის სხეულში ნამდვილად ცოცხალი არსებაა. ორსულობის ბოლოს ის უკვე თვალნათლივ წარმოიდგენს შვილს და ყველაფერ იმას, რაც მასზე ზრუნვას უკავშირდება. ბევრს დაორსულება გუნებას უფუჭებს, მაგრამ შვებას გრძნობს, როცა მის არსებაში მომავალი შვილისადმი სინაზე იღვიძებს.

შეკითხვა ექიმს
<p>-მასწავლეს უმი კარტოფილის წვენი დილოს უზმოზზე ანუ დაბალ კალიუმსაც ეხმარება რომ აიწიოს ცოტა და წმევასაც ეხმარება რომ დაბლა დაიწიოაო და ასევვე მკავიანიბას წევს დაბლაობდა კართალია?თუ არ მარგებს არკაბნებს უმი კარტოფილის წვენინდილით?მიცელს არმატკენს?ან მე მაგალითად ყველაფერ ახლად შემოსულ ხილზე ბოსტნეულზე მჟავიანიბა მაქვს და ეს ახალი კარტოფილის წვენი მითუმეტეს ასენიმად არ გამხდია ცჯდათ?უფრო არ მომიმატებს მკავას?</p>

ახალბედა დედას კიდევ ერთი გამოცდა ელის: როცა ბავშვი, ბოლოს და ბოლოს, დაიბადება, დედას ჰგონია, რომ მასში მაშინვე მოზღვავდება დედობრივი სინაზე და ჩვილში უმალვე საკუთარ სისხლსა და ხორცს შეიცნობს, მაგრამ ეს არც პირველსავე დღეს ხდება და არც პირველსავე კვირას; ეს ხანგრძლივი პროცესია და მანამდე არ დასრულდება, სანამ დედა გარკვეულ ხანს შინ, შვილთან ერთად მარტო არ გაატარებს.

დაწყვებითი სკოლა

ასევე დაგაინტერესებთ
უკვე ორსული ქალი კვლავ  დაორსულდა
როგორ ცხოვრების წესს უნდა მისდევდეს ორსული, რომ პატარას არ ავნოს?
ორსულის კვება მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულით მომავალ შვილს ბრონქული ასთმით ავადობის რისკს უმცირებს

ორსულობის ცხრა თვე დედობის სკოლაა. დედათქვენის შვილიდან თქვენ საკუთარი შვილის დედად იქცევით. ეს თვეები გასწავლით, პასუხისმგებლობით მოეკიდოთ საკუთარ გადაწყვეტილებებს, რადგან მათზეა დამოკიდებული ბავშვის ფიზიკური, ფსიქიკური, ემოციური და სულიერი ჯანმრთელობა. მუცლად მყოფი ბავშვი სამყაროზე დედის მეშვეობით რეაგირებს. ის მისგან სწავლობს სამყაროსთან ურთიერთობას. მაგრამ რა ხდება, როცა ორსულს თვითონვე უჭირს საკუთარ თავში გარკვევა? მან უნდა იფიქროს ბავშვზეც, სამსახურზეც, სათანადო დრო დაუთმოს ქმარს და, შესაძლოა, უფროს შვილებსაც, თან საკუთარ თავზეც იზრუნოს. განვსაზღვროთ პრიორიტებები. რა უფრო მნიშვნელოვანია ამ მომენტში? სამსახურებრივი წარმატება თუ, უბრალოდ, მუშაობის აუცილებლობა მთელ თქვენს ძალასა და დროს მოითხოვს. შესაძლოა ამან მატერიალური კეთილდღეობაც კი მოგიტანოთ, მაგრამ რა გავლენას მოახდენს ეს ბავშვზე? ახლა მთავარი სწორედ ბავშვია! აუცილებლად სთხოვეთ დახმარება მათ, ვისი იმედიც გაქვთ ან უფლება გაქვთ გქონდეთ, დანარჩენებს კი აუხსენით, რომ უფრო მნიშვნელოვანი საქმე გამოგიჩნდათ. კიდევ ერთი ვარიანტი - შეხედეთ გვერდიდან. გაემიჯნეთ საკუთარ ემოციებს, თითქოს ორად იყოფით: ერთი ცხოვრობს, განიცდის, ხოლო მეორე, ბრძენი და მშვიდი, აკვირდება, ეხმარება, რჩევებს აძლევს.

პრიორიტეტების შესახებ

სტრესები ჩვენი ცხოვრების ნაწილია. საქმე ისაა, ჩვენ როგორ ვრეაგირებთ მათზე. სტრესი სიტუაციაა, რომელიც გადაწყვეტილებას მოითხოვს, ამიტომ გადაწყვიტეთ მშვიდად, უემოციოდ. თქვენი რეაქცია მომხდარზე - აი, რაზეა დამოკიდებული სტრესის ზემოქმედება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ. ქმარსა და უფროს შვილებთან ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. მათ თქვენი ყურადღება და მზრუნველობა სჭირდებათ. აუცილებლად გაანდეთ, რას განიცდით. სთხოვეთ დახმარება. აუხსენით, რომ ორსულობა და მომავალ ბავშვზე ზრუნვა ძალიან რთულია. იმ სიხარულზეც ესაუბრეთ, რაც ბავშვის დაბადებას მოჰყვება. თქვენი მდგომარეობა ყველამ უნდა გაითავისოს - ისინი ხომ თქვენი უახლოესი ადამიანები არიან.

დაიმახსოვრეთ ეს წუთები

ორსულობის ცხრა თვე, რომლებიც თავდაპირველად მეტისმეტად ხანგრძლივი გეჩვენებოდათ, სწრაფად გადის და თან მიაქვს მოვლენების, შთაბეჭდილებებისა და ემოციების კალეიდოსკოპი. დაიმახსოვრეთ ეს მშვენიერი პერიოდი. დრო მოვა და თქვენი ცხოვრების ეს საინტერესო და შესანიშნავი ფურცელიც გადაიშლება. მანამდე კი ეცადეთ, გაიხაროთ ყოველი დღით.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა ხდება, როცა ორსულს თვითონვე უჭირს საკუთარ თავში გარკვევა? - რჩევები მომავალ დედიკოებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები