მასტოპათია - თანამედროვე ქალის პრობლემა

ჰორმონული პრეპარატი, მაგრამ მეორე ექიმი ამის წინააღმდეგია. თქვენ რას მირჩევდით?"
სამწუხაროა, მაგრამ დღეს იშვიათად შეხვდებით ქალს, მასტოპათიის საწყისი ნიშნები მაინც რომ არ ჰქონდეს, ამიტომ ყველა ქალმა უნდა იცოდეს ამ დაავადების სიმპტომები, რათა უმალვე ამოიცნოს და ექიმს დროულად მიმართოს. ჩვენს რედაქციაში მოსული წერილებიც იმის მანიშნებელია, რომ მკითხველი დაინტერესებულია ამ პრობლემით და დახმარებას გვთხოვს. ამ კითხვაზე კომპეტენტური პასუხის მისაღებად მივმართეთ თბილისის I საავადმყოფოს გინეკოლოგიური კლინიკის ექიმ მამოლოგს გიორგი შიოშვილს.
- როდესაც მასტოპათიასთან ერთად ქალს აქვს საშვილოსნოს, საკვერცხის პრობლემაც, ვიდრე გინეკოლოგი დანიშნავს მკურნალობას, აუცილებელია მამოლოგის კონსულტაცია.უნდა ჩატარდეს გამოკვლევები, დაისვას დიაგნოზი, მოხდეს დიფერენცირება - გაირკვეს, რა სახის მასტოპათიასთან გვაქვს საქმე - და ამის შემდგომ გინეკოლოგთან შეთანხმებით დაინიშნოს სათანადო მკურნალობა. მკითხველის შეკითხვის პასუხად შეიძლება ითქვას, რომ კვანძოვანი მასტოპათიის დროს ჰორმონული პრეპარატის დანიშვნა არაფრით არ შეიძლება, ხოლო მასტოპათიური ფონის შემთხვევაში ჰორმონთერაპია დასაშვებია.
- რა დაავადებაა მასტოპათია?
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- მასტოპათია არის სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დისპლაზია, რომელიც სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. მოგეხსენებათ, ქალის ორგანიზმში რამდენიმე ენდოკრინული ორგანოა: საკვერცხე, ფარისებრი ჯირკვალი, თირკმელზედა ჯირკვალი, ჰიპოფიზი, კუჭუკანა ჯირკვალი და სხვა. ეს ორგანოები ქმნიან ენდოკრინული სისტემის ერთიან ჯაჭვს და რომელიმე მათგანში მომხდარმა დარღვევებმა შესაძლოა მთელ ორგანიზმში ჰორმონული დისბალანსი გამოიწვიოს. ხშირად ეს სარძევე ჯირკვალზეც აისახება.
სარძევე ჯირკვალში მომხდარ დარღვევებს შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს ცხოვრების არაჯანსაღმა წესმა, არასრულფასოვანმა სქესობრივმა ცხოვრებამ, არასრულფასოვანმა და არაჯანსაღმა საკვებმა, კვების არასწორმა რეჟიმმა, არასრულყოფილმა ძილმა და დასვენებამ, ფსიქიკურმა ტრავმამ, სასქესო ორგანოების დაავადებებმა, შრომის მძიმე პირობებმა, სტრესულმა გარემომ და სხვა. ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად აისახება სარძევე ჯირკვლის მდგომარეობაზე. უამრავი მაპროვოცირებელი ფაქტორიდან რომელია წამყვანი ცალკეულ შემთხვევაში, ძნელი სათქმელია.
- ახდენს თუ არა გავლენას სარძევე ჯირკვლის მდგომარეობაზე ნაადრევად შეწყვეტილი ორსულობა?
- შეწყვეტილი ორსულობა ძალზე საზიანოა როგორც რეპროდუქციული ორგანოებისთვის, ასევე სარძევე ჯირკვლისთვის. ხშირია შემთხვევა, როდესაც სარძევე ჯირკვალში პრობლემები სწორედ აბორტის შემდეგ იწყება.
- რამდენად მნიშვნელოვანია ამ კუთხით გენეტიკური ფაქტორი?
- ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა და დაკვირვებებმა ცხადყო, რომ ძუძუს კიბოს განვითარებაში გენეტიკური ფაქტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. გენეტიკური განწყობა გარკვეულწილად აისახება მასტოპათიაზეც. ამ შემთხვევაში ჩვენ, სამწუხაროდ, უძლურნი ვართ. მხოლოდ ის შეგვიძლია, გენეტიკურად დატვირთული ანამნეზის მქონე ქალს ვურჩიოთ, მუდმივად იყოს მამოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ და სკრინინგული კვლევები დადგენილ ვადებში ჩაიტაროს.
საზოგადოდ, რეპროდუქციული ასაკის ყველა ქალმა, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა ჩივილები, სკრინინგული გამოკვლევა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს. გარდა ამისა, ციკლის დასრულებიდან V-VII დღეს აუცილებლად უნდა დაითვალიეროს სარძევე ჯირკვალი და თუ რამე საეჭვო შეამჩნია, ექიმს მიმართოს.
- რა ნიშნებით შეიძლება ამოვიცნოთ მასტოპათია?
- მასტოპათიაზე მეტყველებს ტკივილი, დისკომფორტი, და დვრილიდან გამონადენი. თუ ეს შეგრძნებები ციკლს უკავშირდება, მაშინ საქმე გვაქვს მასტოპათიასთან, რომელიც წინარემენსტრუალური სინდრომით არის გამოხატული.
- სამწუხარო სტატისტიკაა, მაგრამ საგრძნობლად იმატა რეპროდუქციული ასაკის ქალების რიცხვმა, რომელთაც ამა თუ იმ პათოლოგიის გამო ამოჭრილი აქვთ საშვილოსნო, საკვერცხეები, საშვილოსნოს დანამატები, ანუ ენდოკრინული ჯაჭვიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი რგოლია ამოვარდნილი. რას ურჩევდით მათ?
- მათ წელიწადში 1-2-ჯერ მაინც აუცილებლად უნდა გაიარონ მამოლოგიური გამოკვლევა.
- კვლევის რომელ მეთოდებს იყენებთ მასტოპათიის გამოსავლენად?
- უპირველეს ყოვლისა, კლინიკურ გასინჯვას. 40 წლამდე ასაკის ქალებისთვის რეკომენდებულია ულტრაბგერითი გამოკვლევა, ხოლო 40 წელს გადაცილებულთათვის - მამოგრაფიული.