/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ორსულობა

მითები ორსულობის შესახებ

მითები ორსულობის შესახებ
რას აკეთებს ქალი, როდესაც შეიტყობს, რომ ორსულად არის? მიდის უახლოეს ჯიხურში, ყიდულობს ორსულებისთვის განკუთვნილ ჟურნალებს, რჩევას სთხოვს მეგობრებს,

ნათესავებს, მაგრამ სარწმუნო ინფორმაციას ვერავისგან იღებს. სამაგიეროდ, ეცნობა უამრავ მითს ორსულობისა და მშობიარობის შესახებ. მოდით, განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.

  • დასვენება, დასვენება და კიდევ ერთხელ დასვენება

ორსულად ხართ, მაგრამ ბროლის ლარნაკად ხომ არ ქცეულხართ? თუ უგუნებობას არ უჩივით, ექიმები არ გესაუბრებიან მუცლის მოშლის საშიშროებაზე და მკაცრ წოლით რეჟიმს არ გინიშნავენ, იცხოვრეთ ჩვეულებრივი ცხოვრებით. ცურვას, ტრენაჟორებზე ვარჯიშს და ველოსიპედით სეირნობას თავს ნუ დაანებებთ, მაგრამ ვარჯიშის ინტენსივობისა და სქემის შეცვლა აუცილებელია.

  • იცხოვრეთ ძველებურად

სამწუხაროდ, ეს რჩევა ყოველთვის არ გამოგადგებათ. ნორმალურად მიმდინარე ორსულობის დროსაც კი რაღაც-რაღაცები იცვლება. მაგალითად, უეცრად ამჩნევთ, რომ თქვენი ოფისი მეტისმეტად დახუთულია, ავტომობილში ბენზინის საეჭვოდ ძლიერი სუნი დგას, სურნელი, რომელიც ადრე ძალიან მოგწონდათ, გულს გირევთ, მესამე ტრიმესტრის დასასრულს კი სამსახურისკენ მიმავალ გზაზე ყველა საზოგადოებრივი ტუალეტი გეცოდინებათ.

  • როგორც არ უნდა გავსუქდე, მშობიარობის შემდეგ იოლად დავიბრუნებ ფორმას

ეს კი ნამდვილად მითია. ზოგი შესამჩნევად იმატებს წონას, ზოგი - ნაკლებად; ზოგი ადვილად იბრუნებს ფორმას მშობიარობის შემდეგ, ზოგიერთს კი ამისთვის სერიოზული ძალისხმევა სჭირდება...

  • ორსულთა კოსმეტიკა

თანამედროვე ქალებმა იციან, რომ ორსულობისას სტრიების საწინააღმდეგო კრემების ხმარება აუცილებელია; თუ ვინმეს სტრიები გაუჩნდა, ესე იგი, ან კრემს არ ისვამდა, ან იაფფასიანი კრემი შეიძინა. სინამდვილეში კრემი ამ საკითხში ძალიან უმნიშვნელო როლს ასრულებს. სამაგიეროდ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება გენებს. იკითხეთ, ჰქონდა თუ არა სტრიები თქვენს დედას და ბებიას - მოსალოდნელია, თქვენც მათი ბედი გაიზიაროთ. სტრიების გაჩენა კანის ტიპზეა დამოკიდებული და არა კრემის წასმა-არწასმაზე, განურჩევლად მისი საფასურისა. რაც შეეხება, ზოგადად, კოსმეტიკას: ორსულობის დროს (ისევე, როგორც მანამდე და მის შემდეგ) მხოლოდ ხარისხიანი საშუალებები უნდა იხმაროთ. მშრალ კანს ყოველდღიური კრემი მოუხდება, ხოლო თმის ცვენას ხარისხიანი ვიტამინური კომპლექსის დროული მიღება შეგიმცირებთ.

შეკითხვა ექიმს
<p>-24 მაისს მქონდა დაუცველი სექსი. 14-18 მაისს მქოდა მენსტრუაცია. რამდენად დიდი შანსია დაურსულების. მადლობა</p>

ორსულთათვის განკუთვნილი სპეციალური კოსმეტიკა სხვებს არაფრით ჩამოუვარდება, მაგრამ არც აღემატება.

  • არც შევიღებოთ და არც შევიჭრათ

შეღებვა არ შეიძლება, რადგან საღებავი ნაყოფისთვის საშიშია, - გეუბნებათ დედა. ბებია გარწმუნებთ, რომ თმის შეჭრით ბავშვს ჯანმრთელობას (ჭკუას, ძალას) ართმევთ. გიშლიან ლაქის წასმას, დეზოდო-რანტის, დეკორატიული კოსმეტიკისა და სუნამოს ხმარებას... არ გაგიკვირდეთ, თუ ამის შემდეგ ირგვლივ მყოფები თანაგრძნობით აღსავსე თვალებით შემოგხედავენ, თითქოს გეუბნებიან: ”რას იზამ, ორსულობა ყველას როდი უხდება”... სინამდვილეში ბოლოებგაყოფილი თმა, შეუღებავი თმის ძირები, მოუვლელი ხელები და ოფლის სუნი არავისაც არ უხდება.

ასევე დაგაინტერესებთ
რა იწვევს უძილობას ორსულობისას
კვება ორსულობის დროს - რომელი საკვები უნდა მიიღოთ და რომელი არა

საშიშია თუ არა საღებავი ნაყოფისთვის?

ჯერ ერთი, თანამედროვე საღებავები რადიკალურად განსხვავდება მათგან, დედათქვენისა და ბებიათქვენის ახალგაზრდობისას რომ ხმარობდნენ. მეორეც, რა მავნეც უნდა იყოს, ის მხოლოდ თქვენს კანსა და თმას მიაყენებს ზიანს. ჯერ ერთი, ჩვენი ორგანიზმი საკმაოდ ადვილად უმკლავდება ამ ტიპის ნეგატიურ ფაქტორებს, მეორეც, პლაცენტას სწორედ ის ევალება, რომ მავნე ნივთიერებები ნაყოფთან არ მიუშვას.

სხვა საქმეა სუნების გამძაფრებული აღქმა - თუ სალონში ჯდომა გიჭირთ, შეგიძლიათ, პარიკმახერი და მემანიკიურე სახლში დაიბაროთ.

  • ორსულისთვის სტრესი მავნეა

საზოგადოდ, სტრესი არავისთვის არის სასარგებლო, მაგრამ ადამიანს ყოველდღიურად უამრავი უსიამოვნება ხვდება. ეს ნორმალურია. ადამიანის ორგანიზმს შეუძლია და პერიოდულად უნდა მიიღოს კიდეც ადრენალინის დოზა. განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაში მთავარია არა თავად სიტუაცია, არამედ მისდამი თქვენი დამოკიდებულება. გამუდმებით იმაზე ფიქრი, ხომ არ ავნო სტრესმა თქვენს შვილს, უფრო უარესია, ვიდრე ხანმოკლე ემოციური შეჯანჯღარება.

გნებავთ პოზიტივი და დადებითი ემოციები? საკუთარ თავს შთააგონეთ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი რიგზე გექნებათ.

  • ორსულობა ავადმყოფობა არ არის

ავადმყოფობა - არა, მაგრამ ორგანიზმის ძლიერი დატვირთვა ნამდვილად არის. ამ პერიოდში შესაძლოა გამწავდეს ქრონიკული დაავადებები, თავი იჩინოს ახლებმა, დედის ავადმყოფობამ კი შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ნაყოფის განვითარებაზე. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ საკუთარ განწყობას და ყური უგდეთ ექიმებს.

  • ყველა ექიმი თავს იზღვევს

სამწუხაროდ, ეს მითი ნაწილობრივ მართალია, ზოგიერთ კონსულტაციაში მომსახურება ნამდვილად არ არის იდეალური, მაგრამ თუ ექიმი არ მოგწონთ, შეგიძლიათ არა მარტო სხვა სპეციალისტს, არამედ, საერთოდ, სხვა სამედიცინო დაწესებულებას მიაკითხოთ.

მშვიდად გაიკეთეთ ანალიზები, რომლებსაც ექიმი დაგინიშნავთ და მშვიდად ესტუმრეთ ყველა სპეციალისტს, ვისთან მისვლაც მოგიწევთ - ასეთია ორსულობის მართვის სტანდარტული სქემა, ამა თუ იმ პრეპარატის დანიშვნისას კი სიმტკიცე გამოიჩინეთ. არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ”ყოველი შემთხვევისთვის” გამოწერილი პრეპარატი. ყოველგვარი წამლის დანიშვნას მყარი საფუძველი უნდა ჰქონდეს. თუ გეეჭვებათ, რომ თქვენი ექიმი ”თავს იზღვევს”, კონსულტაციისთვის სხვასთან მიდით. იშვიათია, რომ რამდენიმე სპეციალისტმა ერთდროულად მოინდომოს ”თავის დაზღვევა”.

  • ორსულთა კურსებს აუცილებლად უნდა დაესწროთ

უფრო კი, ვიდრე არა. თუ არ დაესწრებით, ქვეყანა არ დაიქცევა, მაგრამ მშობიარობა ცოტა უფრო მეტად გაგიჭირდებათ. იქ გასწავლიან, როგორ უნდა მოიქცეთ შეტევებისა და ჭინთვების დროს, როგორ ისუნთქოთ, როგორ გაუმკლავდეთ შიშს და ა.შ.

  • ბავშვისთვის ტანსაცმლის წინასწარ ყიდვა არ შეიძლება

როგორ არ შეიძლება! მეტიც აუცილებელიც კია. რასაკვირველია, უბედური შემთხვევისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ ახალშობილთა სიკვდილიანობას არაფერი აქვს საერთო იმასთან, იყიდიან თუ არა მშობლები წინასწარ საბავშვო ნივთებს.

მშობიარობის შემდეგ საბავშვო ოთახის მოსაწყობად, ეტლისა და ტანსაცმლის შესაძენად, უბრალოდ, არ გეცლებათ. და მაინც, თუ მშობიარობამდე კატეგორიულად არ გსურთ საბავშვო ნივთების ყიდვა, შეარჩიეთ ისინი და ახლობლებს მათი სია დაუტოვეთ.

  • ჯანმრთელ ქალს შეუძლია, სახლში იმშობიაროს

თეორიულად - დიახ, შეუძლია, მაგრამ რა კარგადაც უნდა მიმდინარეობდეს ორსულობა, ასეთი ქალები სასწრაფო დახმარების მანქანით ძალიან ხშირად მიჰყავთ უახლოეს სამშობიარო სახლებში. არის ისეთი სიტუაციებიც, როდესაც ყველაფერს წუთები წყვეტს. ეს ის წუთებია, რომლებიც გვყოფნის, რათა ქალი სამშობიარო ოთახიდან საოპერაციოში გადავიყვანოთ, მაგრამ არ კმარა, რომ სახლიდან სამშობიარომდე მიხვიდეთ...

თუ მშობიარობას მაინც სახლში აპირებთ, მოიძიეთ გამოცდილი ბებიაქალი და ყოველი შემთხვევისთვის გააფრთხილეთ უახლოეს სამშობიარო სახლში მომუშავე რომელიმე ექიმი, რადგან კრიტიკულ სიტუაციაში სასწრაფო დახმარების მანქანა ქალაქის მეორე ბოლოში არ წაგიყვანთ!

  • აი, ვიმშობიარებ და ყველაფერი ადრინდელ კალაპოტში ჩადგება

თავს ნუ მოიტყუებთ, მშობიარობის შემდეგ ცხოვრება სრულიად შეიცვლება. რასაკვირველია, არა მაინცდამაინც უარესობისკენ... შეგიძლიათ, პირველსავე თვეებში დაიწყოთ მუშაობა, გაემგზავროთ დასასვენებლად, მაგრამ ამ ყველაფრის ორგანიზება სრულიად სხვაგვარად მოგიწევთ.

  • ყველაფერს თვითონ ავუვალ

გაგიჭირდებათ. ბავშვზე ზრუნვა ძალიან ბევრ დროს წაგართმევთ. რასაკვირველია, შეიძლება, 18 საათი მოახმაროთ ბავშვს, ხოლო დანარჩენი 6 - დალაგებას, რეცხვას, საჭმლის მომზადებას და მაღაზიებში სიარულს, მაგრამ იცოდეთ: ძალიან მალე გამოიფიტებით. ასე რომ, თუ ვინმემ (დედამ, დედამთილმა, დეიდამ, მამიდამ) დახმარება შემოგთავაზათ, ცხვირს ნუ აიბზუებთ.

  • მე ყველაფერი ვიცი!

მოდი, შევთანხმდეთ: თქვენ არაფერიც არ იცით. თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. მართალია, კურსებმა, ჟურნალებმა და წიგნებმა უამრავი რამ მოგცათ, მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც იჩენს თავს კითხვები, რომლებზეც ახალგაზრდა მშობლებს პასუხი არ აქვთ - წიგნებში ხომ ზოგადად ბავშვებზე წერია და არა კონკრეტულად თქვენს შვილზე. უფროსების გამოცდილება, ცხადია, გამოგადგებათ, მაგრამ მხოლოდ მას ნუ ენდობით. თავად აღზარდეთ შვილი და გადაწყვეტილებებიც თქვენ თვითონ მიიღეთ.

კომენტარები (2)
Vika
შეიძლება თუ არა ორსულობის დროს ციკლი გქონდეს
თარიღი : 25-11-2020
medea tevzadze
nesturacia 29shi dilit unda momsvloda da gadamicilda xval iqneba mexute dges da mainteresebs orsulad davrci da imito tu icis ase gadacileba?
თარიღი : 02-09-2014
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მითები ორსულობის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები