სტრიები - რა აჩენს და როგორ მოვიშოროთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სტრიები - რა აჩენს და როგორ მოვიშოროთ

სტრია კანის გაწელვის ადგილას გაჩენილი თეთრი ან იასამნისფერი ხაზია. ის დანაწიბურებულ ქსოვილს წარმოადგენს. შესაძლებელია თუ არა მათი თავიდან აცილება ან მკურნალობა?

რა აჩენს სტრიებს?

ორსულობა, წონის სწრაფი მატება და ზოგიერთი ენდოკრინული დაავადება. გაწელვის ან ჰორმონული ცვლილებების გამო კანი თხელდება და სიმკვრივეს კარგავს. ეს მის შიგნითა შრეებში ნახეთქებს აჩენს, რომლებიც შემდეგ შემაერთებელი ქსოვილით ივსება. ჩვეულებრივ, სტრიები ჩნდება მუცელზე, ბარძაყებზე, მკერდზე, ენდოკრინული დაავადებების დროს - სახეზეც. თუ წონის მკვეთრი ცვლილების შედეგად წარმოიშვა, უმეტესად ვერტიკალურია, ხოლო თუ ჰორმონული პრობლემებით არის გამოწვეული - ჰორიზონტალური.


რატომ არის სტრიები სხვადასხვა ფერის?

ახალგაჩენილ სტრიებს ვარდისფერი ან იასამნისფერი ელფერი დაჰკრავს - ასეთ ფერს ნახეთქებში განვითარებულ შემაერთებელ ქსოვილში გამავალი სისხლძარღვები აძლევს. დროთა განმავლობაში სისხლძარღვები ცარიელდება და სტრიები თეთრდება, ნაწიბურებს ემსგავსება.

ნაწიბურის ქსოვილზე პიგმენტი არ არის, ამიტომ სტრიები გარუჯვის შემდეგაც თეთრი რჩება და გარუჯულ კანზე უფრო მეტად შესამჩნევია. გლუკოკორტიკოსტეროიდების (პრედნიზოლონი, ჰიდროკორტიზონი) ხანგრძლივი გამოყენებისას, ასევე იცენკო-კუშინგის სინდრომის დროს სტრიები შესაძლოა მთელ სხეულზე გაჩნდეს, სახეზეც კი. ასეთ წარმონაქმნებს უფრო მეტი ფართობი უკავია და უფრო გაწელილი და ფართოა, ვიდრე თუნდაც ორსულობისას გაჩენილი სტრიები.

საშიშია თუ არა სტრიები?

სტრიები საშიში არ არის, მაგრამ ძალზე არაესთეტიკურად გამოიყურება. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ მათ გაჩენას ვერ უკავშირებთ ორსულობას ან წონის მატებას, მით უმეტეს, თუ თან სდევს სახეზე, მკერდსა და ზურგის ზედა ნაწილზე არასასურველი გათმოვანება. გამოკვლევა დაგვეხმარება, ფარული ენდოკრინული პრობლემები გამოვავლინოთ.


როგორ ავიცილოთ თავიდან სტრიების გაჩენა?

სტრიების მკურნალობა რთულია და რაც შეიძლება ადრე უნდა ჩატარდეს. სამწუხაროდ, იმედი უნდა გავუცრუოთ მათ, ვისაც ისინი უკვე დიდი ხანია აქვს: ძველი სტრიების მთლიანად მოშორება არ შეიძლება, მაგრამ შესაძლებელია მათი გადასწორება ქიმიური პილინგის ან ლაზერული მოხვეწის საშუალებით.

ქიმიური პილინგის დროს კანზე ადებენ სპეციალურ მჟავებს და ერთგვარად ამოწვავენ ეპიდერმისის ღრმა შრეებს. სპეციალისტები სამი ტიპის მჟავებს იყენებენ: ალფა-ჰიდროქსიმჟავებს, ფენოლის მჟავას და სამქლორძმარმჟავას.

პირველი კანს კი არ წვავს, არამედ გარქოვანებულ უჯრედებს ქერცლავს, ამავე დროს ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს. ფენოლის მჟავა კოსმეტოლოგიაში ოქროს სტანდარტად მიიჩნევა, მაგრამ მისი გამოყენება უდიდეს რისკსაც შეიცავს. პროცედურა ძალიან მტკივნეულია (ამიტომ ნარკოზის ქვეშ ტარდება) და შესაძლოა, გართულებებიც მოჰყვეს. გარდა ამისა, მაღალი ტოქსიკურობის გამო არ შეიძლება ფენოლის გამოყენება გულ-სისხლძართა სისტემის დაავადებების დროს.

სამქლორძმარმჟავა უფრო რბილად მოქმედებს, მაგრამ მაინც უკიდურეს სიფრთხილეს მოითხოვს. პროცედურის შედეგი ბევრად არის დამოკიდებული სპეციალისტის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე (პროცედურები აუცილებლად ექიმმა უნდა ჩაატაროს).

სტრიების გაჩენის თავიდან აცილება ძნელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ არსებობს მათ მიმართ განწყობა: ჰორმონული დარღვევები, თხელი მოშვებული კანი და უკვე არსებული სტრიები წონის უმნიშვნელო მერყეობისას, - მაგრამ პროფილაქტიკა ყოველთვის უფრო უმტკივნეულო და იაფია, ვიდრე უკვე ჩამოყალიბებული პრობლემების მკურნალობა.

სიფრთხილე მართებთ იმ ქალბატონებს, რომლებიც ხშირად (მით უმეტეს, მკვეთრად) იმატებენ და იკლებენ წონას, ასევე - ორსულებს. ორსულობისას კანს სათანადოდ უნდა მოვუაროთ. სტრიების გაჩენის თავიდან ასაცილებლად კოსმეტოლოგები გვირჩევენ კოლაგენის, ელასტინისა და ა, ც, ე ვიტამინების შემცველ კრემებს. ისინი არაჩვეულებრივად ამკვრივებს, ელასტიკურობას მატებს კანს და სტრიების გაჩენას ამცირებს (შესაძლოა, სულაც არ გაგიჩნდეთ). ურიგო შედეგი არ აქვს კანის მსუბუქ მასაჟს ზეითუნის ზეთით სტრიების შესაძლო წარმოქმნის ადგილებში (მუცელზე, ბარძაყებზე, მკერდზე).

სტრიების საწინააღმდეგო საშუალება უნდა წაისვათ ყოველდღიურად, შხაპის შემდეგ, მთელ სხეულზე. ეს პანაცეა არ არის, მაგრამ საკმარისია, რომ მომავალში უფრო სერიოზული ჩარევა თავიდან ავიცილოთ.

შესაძლებელია თუ არა სტრიების მოცილება?

სტრიებთან ბრძოლას კოსმეტოლოგები უმადურ საქმედ მიიჩნევენ - მათგან ასი პროცენტით გათავისუფლება კოსმეტოლოგიას არ შეუძლია. მართალია, სილამაზის სალონებისა და კლინიკების საბრძოლო არსენალში უამრავი თანამედროვე მეთოდი მოიპოვება, მაგრამ მან, ვისაც სურს, სტრიებისგან სრულიად გათავისუფლდეს, პლასტიკურ ქირურგიას უნდა მიმართოს. აბდომინოპლასტიკის დროს გაწელილ კანს მთლიანად აშორებენ, მაგრამ თუ სტრია მეტისმეტად ბევრია, მათ ვერც ამ გზით მოიცილებთ.


შინაური მეთოდები

  • გაადნეთ 1 გ მუმიო 1 ჩაის კოვზ მდუღარე წყალში. დაამატეთ ერთი ცალი (80-100 გ) საბავშვო კრემი და ეს ყველაფერი კარგად აურიეთ სტერილურ ქილაში. ეს კრემი დღეში ერთხელ უნდა შეიზილოთ პრობლემურ კანზე. შეინახეთ მაცივარში. თუ სტრიები ახალია, თითქმის გაქრება და კანს ელასტიკურობა დაუბრუნდება.
  • ხილის პილინგ-კრემის მოსამზადებლად ერთმანეთში აურიეთ 150 მლ იოგურტი, 1 სუფრის კოვზი ნუშის ზეთი, 1 ცალი გახეხილი ლიმონის ქერქი. დაიდეთ ეს ფაფა დაზიანებულ კანზე 20 წუთით. ჩამობანისას დაიზილეთ. ასეთი პილინგი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ.
  • აიღეთ 1 ავოკადო, 2 სუფრის კოვზი კოსმეტიკური თიხა, 2 სუფრის კოვზი შვრიის ფქვილი და 1 ხორბლის ზეთი. ავოკადო ბლენდერში ათქვიფეთ, დაამატეთ კოსმეტიკური თიხა, შვრიის ფქვილი და ბოლოს ზეთი. დაიდეთ პრობლემურ კანზე, გაიჩერეთ რამდენიმე ხანი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეფექტი ერთ თვეში გახდება შესამჩნევი.
  • აიღეთ 100 გ ახალი ან გაყინული ბაბუაწვერას ფოთოლი, 75 გ ზეითუნის ზეთი, 1 ჩაის კოვზი ალოეს წვენი და სისქის მისაცემად - შვრიის ფქვილი. ბლენდერში გააკეთეთ ბაბუაწვერას ფოთლების, ზეითუნის ზეთისა და ალოეს წვენისგან პიურე, დაამატეთ იმდენი შვრიის ფქვილი, რომ კრემის კონსისტენციის მასა მიიღოთ. ეს კრემი დაიდეთ პრობლემურ კანზე, გაიჩერეთ 5-10 წუთი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურა ჩაიტარეთ დილა-საღამოს. კრემი შეინახეთ მაცივარში. ვარგისია 1 კვირა.
  • 0,5 ჭიქა ზეითუნის ზეთი, 0,5 ჭიქა ალოეს წვენი, 5 წვეთი ა ვიტამინი და 10 წვეთი ე ვიტამინი ერთმანეთში აურიეთ. შეინახეთ მაცივარში. ამ საშუალების გამოყენება მიზანშეწონილია სკრაბის შემდეგ.
  • ახალგაჩენილ სტრიებზე კარგად მოქმედებს შავი ყურძნის წვენი. შავი ყურძენი დასრისეთ, ფაფად აქციეთ და 20-30 წუთით დაიდეთ პრობლემურ კანზე, შემდეგ ჩამოიბანეთ. ერთ თვეში ეფექტი შესამჩნევი გახდება.
  • აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით მწვანე, რუხი და ცისფერი თიხა. დაამატეთ თხევადი თაფლი და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ურიეთ. დაიდეთ სტრიებიან კანზე ყოველ ღამე და ბინტით დააფიქსირეთ. ყოველ ჯერზე ახალ-ახალი ნარევი უნდა მომზადდეს.
  • 2 აბი მუმიო გაალღვეთ 50 მლ ტანის კრემში ან რძეში. სუნის გასაქრობად დაამატეთ რამდენიმე წვეთი ფორთოხლის წვენი. აბაზანაში გაიკეთეთ ყავის სკრაბი და ამის შემდეგ პრობლემურ კანზე მუმიოს კრემი დაიდეთ. არ ჩამოიბანოთ. პროცედურა ჩაიტარეთ ყოველდღე ერთი თვის განმავლობაში.