აგარაკზე ბავშვია! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აგარაკზე ბავშვია!

ცხოვრება სწორად უნდა იყოს ორგანიზებული. ყველასათვის კარგად ნაცნობია სურათი, როცა მეზობელი აგარაკიდან გამუდმებით ისმის ძახილი: "სად მიძვრები, არაფერი იტკინო, შარვალი ისევ დაგისვრია!" ამ სიტყვების გამგონეთ შეიძლება ბევრჯერ გიფიქრიათ, რომ ასეთ დასვენებას სულაც აღარ აქვს ფასი, პატარა შეგცოდებიათ და გიოცნებიათ თქვენს შვილზე, რომელსაც არაფერს დაუშლიდით. წლების შემდეგ კი ანალოგიური შენიშვნები თავადაც არაერთხელ მიგიციათ პატარასთვის, რადგანაც მუდმივი შიში, რომ ბავშვი სამყაროს შემეცნების პროცესში ტრავმას მიიღებს ან ინფექციის მსხვერპლი გახდება, არ გტოვებდათ...

  • დასვენებას ორგანიზება

ბავშვის დასვენებას სათანადო ორგანიზება სჭირდება. უმჯობესია საკუთარი ხელით მოაწყოთ "საბავშვო ქალაქი", სადაც ბევრი საინტერესო რამ იქნება, საშიში საგნები კი საგულდაგულოდ გექნებათ დამალული. განლაგებაც ისეთი უნდა იყოს, რომ პატარა მუდმივად თვალწინ გყავდეთ. თუ აგარაკზე ბავშვთან ერთად ხართ, მაქსიმალურად უნდა გაართოთ პატარა, განვითარდეთ მასთან ერთად და ელემენტარული რამ - მზისგან დამცავი ქუდი და ხელების ხშირი დაბანაც არ დაგავიწყდეთ.

  • დავეხმაროთ დედას

თქვენი შვილი ჯერ ძალიან პატარაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, დედის დახმარებას საპატიო მისიად ჩათვლის - მას ხომ საქმე ანდეს! პატარა მებაღეს ნიჩაბი მიეცით. გასაგებია, რომ ასეთი დახმარება ძალიან ხანმოკლე იქნება, რამდენიმე წუთში ბავშვს შეიძლება ყველაფერი მოსწყინდეს და რაიმე ახალი მოითხოვოს, სამაგიეროდ, ინტერესი გაუღვივდება, ეს კი მნიშვნელოვანია. გარკვეული დროის შემდეგ პატარას აუცილებლად გაუჩნდება დახმარების სურვილი და მისთვისვე შეუმჩნევლად ეზიარება შრომას.

თუ ბავშვი დიდია, შეგიძლიათ ბაღში საკუთარი ტერიტორიაც კი ჩააბაროთ მოსავლელად. მიეცით საშუალება, რაიმე დარგოს, მერე კი ელოდოს, როდის გამოჩნდება პირველი ყლორტი, მორწყას, დაბაროს, მოსავალი აიღოს... უმჯობესია, ამ მიზნით უბრალო მცენარე, თუნდაც ლობიო შეარჩიოთ. არ უნდა დაგავიწყდეთ უსაფრთხოების ღონისძიებები. კვალი, რომელიც პატარას ჩააბარეთ, ისე უნდა იყოს განთავსებული, რომ ბავშვი მზემ ძალიან არ შეაწუხოს, წინასწარ მოაცილეთ ამ ტერიტორიას წვეტიანი ქვები და ტოტები.

დაფიქრება გმართებთ სათამაშოების თაობაზეც. მწვანე ბურთსა და ნიანგს აგარაკზე ჩასვლის პირველივე დღეს დაკარგავთ და ნარგავებში მათი პოვნა შეუძლებელი იქნება, ამიტომ ჯობს კაშკაშა წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი სათამაშოები შეარჩიოთ. აგარაკზე აუცილებლად უნდა გქონდეთ გადასატანი პატარა მაგიდა, რომელსაც ბავშვი მიუჯდება და დახატავს, გამოძერწავს. ამ პატარა მაგიდასთან შვილს სადილიც შეიძლება მიართვათ, ბუნებაში სადილობა ხომ ძალიან სასიამოვნოა, დიდების მაგიდა კი ძალიან მაღალია...

  • ტალახში თამაში ნებადართულია!

ტალახი თითქმის ყველა ბავშვს იზიდავს, ერთხელ მაინც უნდა ჩაყონ თითი ამ შავ საბადოში. თუმცა ქალაქში, სადაც ბავშვი სასეირნოდ გამოპრანჭული გაჰყავთ, არც ერთი დედა ამის ნებას არ დართავს. აგარაკზე კი მშობლების ნებართვით ბავშვს შეუძლია "ყურებიანად ტალახში" ამოიგანგლოს და თავისი ქალაქური ოცნებაც აისრულოს. ტალახი საშიში რომ არ იყოს, უმჯობესია ის საკუთარი ხელით შექმნათ - აიღეთ სუფთა მიწა და მას მცირე რაოდენობით წყალი დაასხით. უცნაურია, როგორ შეიძლება გირჩიოთ ვინმემ, რომ ბავშვი ტალახში ათამაშოთ, მაგრამ წარმოიდგინეთ, პედიატრების აზრით პატარას სტერილურ პირობებში გაზრდა სულაც არ არის სასურველი იმუნური სისტემისთვის, ხოლო ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ტალახში თამაში ბავშვის განვითარებას უწყობს ხელს - პატარა მისთვის უცნობ სუბსტანციას შეიცნობს, რომელიც არც წყალს ჰგავს და არც ქვიშას. ყველაფერთან ერთად, როცა ბავშვი თქვენ მიერ "მომზადებულ" ტალახში თამაშობს, არ გექნებათ შიში, რომ ხელს გაიჭრის ან ნაგავს წააწყდება.

  • სამყარო საოცარია

ბავშვებს უნიკალური თვისება აქვთ - გაკვირვების უნარი. ჩიტები, პეპლები, ხოჭოები... რა თქმა უნდა, მათი ნახვა ქალაქშიც შეიძლება, მაგრამ აგარაკზე, ბუნებაში მათთან სიახლოვე განსხვავებულად აღიქმება. მშობლებსაც უჩნდებათ სურვილი, ბავშვს უჩვენონ, როგორ მიათრევს ჭიანჭველა ბუდისაკენ თავისზე რამდენჯერმე დიდ ნამცეცს, როგორ დასტრიალებს ფუტკარი ყვავილს, როგორ ამოცოცდებიან ჭიაყელები წვიმის დროს... შეიძლება ჩვენთვის ეს ყველაფერი ბანალურია, მაგრამ ბავშვისთვის სამყაროს აღმოჩენაა.

  1. ეცადეთ, თქვენმა შვილმა ყურადღება მიაპყროს იმ სილამაზეს, რომელიც თქვენს ირგვლივაა. მოუსმინეთ, როგორ მღერიან ჩიტები, რა ხმას გამოსცემენ ხოჭოები, ერთად გაიხარეთ, როცა დაინახავთ, რომ თესლიდან მცენარე აღმოცენდა, ყვავილი გაიფურჩქნა, კიტრისა და პომიდვრის პირველი ნაყოფი გაჩნდა. ბავშვს ყოველთვის უთხარით მცენარეების სახელები, თანდათან დაისწავლის მათ გარჩევას. მართალია, სანამ თქვენი პატარა დამსვენებელი ახალ გარემოში სათანადო ქცევას შეეგუებოდეს, ბებიის საყვარელ ყვავილებსაც მოწყვეტს და იშვიათი ჯიშის ბოსტნეულსაც დაესხმება. ამის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ პატარას თანდათან უნდა აუხსნათ, რომ ყველაფერს, რაც ცოცხალია, მოფრთხილება და ზრუნვა სჭირდება.
  2. შეგიძლიათ, ეზოში მაგნიტოფონი ჩართოთ, კლასიკური ან სხვა, სასიამოვნო მუსიკა დაუკრათ და თავად მუშაობას შეუდგეთ. ბავშვს გაართობთ და მშვენიერებასაც აზიარებთ.