H1N1-ის ახლი შემთხვევა თბილისში

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */
ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */
ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */
ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */
ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */
ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */
ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */
ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */
ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
შესაძლებელია თუ არა ჩვილის მისგან დაცვა? ამის შესახებ ექიმი პედიატრი მარინა აფციაური გვესაუბრება.
- დედების უმრავლესობამ იცის, რომ დიათეზია, როცა ჩვილს აქვს წითელი ლოყები ან კანი დუნდულებზე უწითლდება, უშრება, შეხებისას ექერცლება, ეფარება გამონაყარით და ექავება. მაგრამ ასეა დიათეზის მწვავე პერიოდში. მის ნაადრევ გამოვლინებებს იშვიათად უკავშირებენ ალერგიას.
- გამოუცდელობის გამო მშობლები ზედაპირულად აფასებენ სიტუაციას. მაგალითად, ჰგონიათ, რომ ბავშვს თავი კარგად ვერ დაბანეს ან შამპუნი იყო უხარისხო, რის გამოც თავზე გაუჩნდა უცნაური ქერქი, თითქოს კანი ფიფქებით დაეფარა, ან პამპერსი დროულად არ გამოუცვალეს და ამიტომ დაეწყო გამოყელვა. სინამდვილეში ეს ყველაფერი დიათეზის - ატოპიური დერმატიტის - ნიშნებია და მათი უყურადღებოდ დატოვება არაფრით არ შეიძლება.
- ალერგიისადმი წინასწარი გაწყობა არსებობს, მისი ნაადრევი ნიშნების გამოვლენა მნიშვნელოვანია. დიათეზის განვითარების ალბათობა დიდია იმ ბავშვებთან, რომელთაც ალერგიული მშობლები ჰყავთ. საბედნიეროდ, ალერგიის ყველა სახეობა გენეტიკურად არ არის დაპროგრამებული. ასეთია მხოლოდ ატოპია ანუ ჭეშმარიტი ალერგია. ის უდევს საფუძვლად ალერგიის ისეთ ფორმებს, როგორებიცაა ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ალერგიული რინიტი (სურდო), ბრონქული ასთმა, ალერგიული რეაქცია ფუტკრისა და სხვა მწერების ნაკბენზე. თუ მშობელს ერთ-ერთი ეს დაავადება მაინც აქვს, რისკი იმისა, რომ ჩვილი იქნება ალერგიული და გამოაჩნდება დიათეზი სიცოცხლის პირველ თვეებში, 20-50%-ია, თუ ორივე მშობელია ალერგიული - 40-75%. თუ დედა და მამა ჯანმრთელები არიან, ალერგიის გამოვლენის საფრთხე 5-15%-მდე მცირდება, თუმცა არც ეს არის ცოტა.
ამრიგად, სიფრთხილე საჭიროა მაშინაც, როცა ბავშვს ჯანმრთელი მშობლები ჰყავს. სხვა საქმეა, როცა დედა ავადაა, მაგალითად, ბრონქული ასთმით - იგი თავს იმშვიდებს, რომ მისი ალერგია სასუნთქი სისტემის დაავადებით გამოვლინდება და მის ჩვილს კანის ალერგიული დაავადება - დიათეზი არ ექნება. სამწუხაროდ, ასე არ არის. არც ასთმა და არც ატოპიური დერმატიტი მშობლისგან შვილს მემკვიდრეობით არ გადაეცემა. გადაეცემა მხოლოდ უცხო ნივთიერების მიმართ იმუნური სისტემის რეაქცია. ეს ის ნიადაგია, რომელზეც ვითარდება ალერგიის მედიცინაში ცნობილი ნაირსახეობები. ასე რომ, წინასწარ გათვლა, რომელი დაავადება ექნება პატარას, არც ერთ სპეციალისტს არ შეუძლია. დაბეჯითებით შეიძლება მხოლოდ იმის თქმა, რომ ალერგიული დაავადება გამოვლინდება წლამდე ასაკში დიათეზის სახით.
თუ დიათეზს ჩვილ ასაკში ვერ გაუმკლავდებით, იგი ტრანსფორმირდება ატოპიურ დერმატიტად ან ალერგიულ სურდოდ, ასთმად, ჭინჭრის ციებად... მაგრამ თუ მოახერხებთ, პათოლოგიური პროცესი დიათეზის სტადიაში შეაჩეროთ, ვერც ბავშვი და ვერც მშობელი ვერ გაიგებენ, ალერგიის რომელ ფორმაში შეიძლებოდა გადაზრდილიყო პროცესი.
- ამა თუ იმ საკვების მიმართ მომატებული მგრძნობელობა გამოიხატება კანზე მქავანა გამონაყარით, რაც უმეტესად ორსულის არასწორი კვების შედეგია. ბავშვები, რომელთაც დიათეზის პირველი ნიშნები გამოაჩნდათ არა სიცოცხლის მესამე თვიდან, არამედ პირველივე თვეს, იმ ქალების შვილები არიან, რომლებიც არ იცავდნენ ჰიპოალერგიულ დიეტას. ასეთი დიეტა კრძალავს ციტრუსებს, კენკრას, შოკოლადს, თაფლს, თხილსა და კაკალს, ხიზილალას. რძეც კი, განურჩევლად იმისა, სუფთა სახით სვამდა ორსული თუ ჩაისთან ერთად, მაღაზიისა იყო, პასტერიზებული, შესქელებული თუ ფხვნილისა - ის ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება გახდეს ბავშვისთვის ძლიერი ალერგენი.
- არსებობს დიათეზისადმი მიდრეკილების გამოსავლენი ტესტი. როდესაც ბავშვს უცვლით ტანსაცმელს, შიშველ სხეულზე დაადეთ ხელისგული. თუ კანზე დარჩა მკაფიო ანაბეჭდი, ეს ალერგიისადმი განწყობას მოწმობს. ამაზე მეტყველებს კანის სიწითლეც, რომელიც დღის განმავლობაში ხან იმატებს, ხან იკლებს. საგანგაშო ნიშნებია ქერქები (გნეისი) თავზე თმიან ნაწილში და წარბებზე დაბადებისთანავე, გამოყელვა.
ამ შემთხვევაში ჩვილს მკურნალობენ დისბაქტერიოზზე და მართებულიცაა, ვინაიდან ნაწლავური მიკროფლორის დარღვევისას კვებითი ალერგენები აღწევენ სისხლში, უკავშირდებიან მათ გამანეიტრალებელ ანტისხეულებს და იწყება პათოლოგიური რეაქციების ჯაჭვი. ეს უკანასკნელი გამოვლინდება კანისა და ლორწოვანი გარსების პათოლოგიური პროცესებით - დიათეზით დაწყებული, შეკრულობითა თუ სურდოთი დამთავრებული.
- გამოცდილი ექიმის თვალს არ გამოეპარება ალერგიული ბავშვისთვის დამახასიათებელი სხეულის აგებულება - ე.წ. ლიმფატიკური კონსტიტუცია. ასეთი ბავშვი ნორმაზე მეტს იწონის, ფერმკრთალია, დუნე, გადიდებული აქვს თიმუსი (მკერდუკანა ჯირკვალი). ეს არის ბავშვის იმუნური სისტემის მთავარი ორგანო. იგი აპროგრამებს რეაქციას უცხო ნივთიერებაზე. რაც უფრო დიდია თიმუსი, მით უფრო ძლიერია ეს რეაქცია და მაღალია დიათეზის, ცრუ კრუპისა და სხვა არასასურველი რეაქციების რისკი.
- თუ თქვენს შვილს ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილება გამოაჩნდა, ნაადრევად ნუ აღელდებით. განწყობა ჯერ კიდევ არ არის დაავადება! ამ ეტაპზე სავსებით შესაძლებელია, თავიდან ავიცილოთ დიათეზიც და ალერგიის სხვა გამოხატულებაც. მისგან მთავარი დამცავია დედის რძე. მასში ბევრია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება, რომელიც ებრძვის ალერგიულ დაავადებებს - ალერგოზებს. ალერგიისადმი მიდრეკილი ჩვილისთვის არაფრით არ შეიძლება ხელოვნური კვება, შეეცადეთ აწოვოთ ძუძუ ერთ წლამდე, უკიდურეს შემთხვევაში - 6 თვე მაინც.
გახსოვდეთ: დედის რძე ალერგიის საწინააღმდეგო ვაქცინაა!
- დედა, როცა თავად ალერგიულია, შიშობს, მისი რძე ბავშვისთვის მაპროვოცირებელ ფაქტორად არ იქცეს. ასეც მოხდება, თუ მან არ დაიცვა ჰიპოალერგენული დიეტა. თუმცა ჩვილს საფრთხეს უქმნის ჯანმრთელი დედაც, რომელიც ურეჟიმოდ იკვებება. მისი რძე ასევე შეიცავს ალერგენებს. თუ დედა ჰიპოალერგენულ დიეტას დაიცავს, მისი პატარა ისე გაიზრდება, რომ არც კი ეცოდინება, რა არის დიათეზი.
მეძუძური დედის მენიუ ნებადართულია:
არ შეიძლება:
- დამატებითი საკვები უწყინარი იქნება, როცა ჩვილის კუჭ-ნაწლავი მზად არის მისთვის. აჩქარება არ შეიძლება. ძუძუ ბავშვმა 4 თვემდე მაინც უნდა წოვოს. ხელოვნურ კვებაზე მყოფი პატარები დამატებით კვებაზე უფრო ადრეულ ასაკშიც გადაჰყავთ - არ შეიძლება! როცა დრო მოვა, დაიწყეთ ბოსტნეულით და არა ფაფით, მით უმეტეს, თუ ჩვილი შეკრულობისადმი მიდრეკილია. მაგალითად, ყაბაყით. შემდეგ თანდათან გადადით კომბოსტოზე (თეთრთავაზე, ყვავილოვანზე), გოგრაზე. წლის ბოლომდე ერიდეთ სტაფილოსა და ჭარხალს - ეს ბოსტნეული საკმაოდ ალერგენულია.
თუ პატარას არც შეკრულობა აწუხებს და არც ზედმეტი წონის პრობლემა აქვს, პირველი დამატებითი საკვები შეიძლება იყოს ფაფაც. მაგალითად, ბრინჯისა. შვრია და წიწიბურაც გამოდგება, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ორივე შეიცავს ცილა გლუტენს - ძლიერ ალერგენს.
თუ პატარას შვრიის ან წიწიბურას ფაფაზე ალერგიული რეაქცია გამოაჩნდა, უნდა შეიძინოთ სპეციალური უგლუტენო ფაფები. მანანის ფაფა და თეთრი პურის ორცხობილა კი დაივიწყეთ - მათში გლუტენი უფრო მეტია.
1 ან 2 წლისთვის, როდესაც კუჭ-ნაწლავის სისტემა ალერგენების უკეთ ამოცნობასა და განადგურებას ისწავლის, ძროხის რძის აუტანლობა თავისთავად გაივლის. გლუტენისა და სტაფილოსადმი მომატებული მგრძნობელობაც გაქრება, თუ, რა თქმა უნდა, დედა პერიოდულად არ შეამოწმებს, ისევ აქვს თუ არა პატარას რეაქცია ამა თუ იმ ალერგენის შემცველ პროუქტზე - ასეთი მიდგომა ორგანიზმის სენსიბილიზაციას და ამ პროდუქტის მიმართ პათოლოგიური პროცესის გაღრმავებას იწვევს, ასე რომ, მოთმინება მოიკრიბეთ და თუნდაც ერთი წელი თავი არიდეთ ისეთ პროდუქტებს, რომლებზეც პატარას ალერგია ჰქონდა. აი, თაფლზე, კაკალსა და თევზზე კი ალერგია არასოდეს გაქრება. თაფლსა და თხილს ჩვილს არავინ აძლევს.
თევზი წლამდე ასაკის ბავშვის მენიუში შედის, მაგრამ თუ ალერგიისადმი განწყობა არსებობს, უმჯობესია, ის გაასინჯოთ ორი წლის შემდეგ.
ფრთხილად მიეცით ხილის წვენები და ხილფაფები. დაიწყეთ მწვანე ვაშლით, თავი შეიკავეთ წითელი, ნარინჯისფერი და ყვითელი ხილისგან ან აირღუმელში მოთუთქული შესთავაზეთ - ასე მომზადებისას პროდუქტი უვნებელი ხდება. კივი, ანანასი, ციტრუსები - ჩვილისთვის არ შეიძლება.
გირჩევთ:
ზოგიერთ შემთხვევაში ალერგია საკვების მიღებისთანავე ვითარდება, ზოგიერთ შემთხვევაში კი 6-12 საათის და უფრო მეტი ხნის შემდეგაც, ამიტომ ახალი პროდუქტი უნდა მისცეთ დილით, რომ დღის განმავლობაში კარგად დააკვირდეთ. იმ ბავშვების 75-95%-ს, რომელთაც ჩვილ ასაკში ჰქონდათ მქავანა გამონაყარი - ალერგიული რეაქცია ძროხის რძეზე, სამი წლისთვის შეუძლია რძე მშვიდად მიირთვას.
ამრიგად, ალერგიულ დაავადებებს თავს დავაღწევთ, თუ ყურადღებიანი დედა დროულად შეამჩნევს პირველ რეაქციებს, მიმართავს ექიმს, გაითვალიწინებს მის რჩევებს და არ იჩქარებს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას.