ალერგენები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ალერგენები

.

  • ორგანიზმში ალერგენების მოხვედრის გზებ

ორგანიზმში ალერგენების მოხვედრის 3 ძირითადი გზა არსებობს:

  1. ინჰალაციური - ალერგენით დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვა;
  2. ალიმენტური - ალერგენის შემცველი პროდუქტის ან სხვა ნივთიერების საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვედრა;
  3. კონტაქტური - კანსა და ლორწოვან გარსებთან ალერგენის უშუალო კონტაქტი.

ალერგიული რეაქციის ძალა დამოკიდებული არ არის ორგანიზმში მოხვედრილი ალერგენის ოდენობაზე - ალერგენის უმცირეს დოზასაც კი შეუძლია, ანაფილაქსიური შოკი გამოიწვიოს. ალერგიული რეაქციის ძალას უპირატესად ალერგენის ორგანიზმში მოხვედრის გზა, საკუთრივ ალერგენის სიძლიერე და კონტაქტის ინტენსივობა განსაზღვრავს. დღეს ათასობით ალერგენია ცნობილი, რომლებიც წარმოშობის წყაროს მიხედვით რამდენიმე ჯგუფად იყოფა. განასხვავებენ მტვრისმიერ, საყოფაცხოვრებო, კვებით, სამრეწველო, წამლისმიერ, ინფექციურ, ჰელმინთურ, ინსექტიურ ალერგენებს.

  • მტვრისმიერი ალერგენები

ალერგენთა ამ ჯგუფს მცენარეული წარმოშობის ნივთიერებები შეადგენს, რომლებიც სხვებზე გაცილებით მეტი ანტიგენურობითა და ალერგიულობით გამოირჩევა. ყვავილობისას ჰაერი 30-დან 40-მდე მტვრისმიერ ალერგენს შეიცავს. ეს ძირითადად ქარის (შედარებით იშვიათად - მწერების) მეშვეობით დამტვერვად მცენარეთა მტვერია. მავნე მცენარეებს შორის პირველ ადგილს ამბროზია იკა-ვებს, შემდეგ კი წიწვოვანთა, ბალახოვანთა და მარცვლოვანთა ყვავილების მტვერი მოდის. ხეების მტვერზე გაცილებით აგრესიულია ბალახოვან მცენარეთა (ბაბუაწვერას, გვირილას, მრავალძარღვას) მტვერი. ალერგია უმეტესად არა რომელიმე კონკრეტული მცენარის მტვრის, არამედ მათი კომპლექსურად მომატებული კონცენტრაციის დამსახურებაა. მტვრისმიერი ალერგენების მოქმედებას ბევრად განსაზღვრავს ამინდი - მშრალ და ქარიან ამინდში ჰაერში მათი კონცენტრაცია გაცილებით დიდია.

  • საყოფაცხოვრებო ალერგენები

საყოფაცხოვრებო მტვერი ხალიჩების, თმის, ქერტლის, წიგნების, ფრინველთა ბუმბულის, ბაქტერიების, ობის სოკოების, მწერების (ტკიპების, ტარაკნების, ბუზების) ექსკრემენტების, პოლიმერული სინთე-ზური მასალებისა და სხვა საყოფაცხოვრებო საგნების ნარჩენების ერთგვარი ნარევია. მათ შორის ყველაზე ალერგიული ის მტვერია, რომელიც ტკიპებს, ტარაკნების ექსკრემენტებსა და ეპიდერმულ ნარჩენებს შეიცავს. 1 გრამი სახლის მტვერში ათეულათასობით 0,1-დან 0,2 მმ-მდე ზომის მიკრო-სკოპული ტკიპაა, რომელთა რაოდენობაც სწრაფად იზრდება ხელსაყრელ მიკროკლიმატურ პირობებში (ფარდობითი ტენიანობა - 70-80%, ჰაერის ტემპერატურა - 24-26 გრადუსამდე). ლეიბები, საბნები და ნოხები ტკიპასთვის იდეალურ გარემოს წარმოადგენს. მისი გამრავლება პიკს მარტ-აპრილსა და სექტემბერ-ოქტომბერში აღწევს. პაციენტების მდგომარეობაც სწორედ ამ დროს უარესდება. სახლის მტვრის შემადგენლობა საგრძნობლად იცვლება სახლში ცხოველების, თევზების ყოლისას, მათი მოვლისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კვალობაზე. ტკიპა გაცილებით იოლად იკიდებს ფეხს ისეთ სახლებში, სადაც მრავლად არის ნივთები, რომლებიც საყოფაცხოვრებო მტვრის დაგროვებას უწყობს ხელს.

  • ეპიდერმული ალერგენები

ეპიდერმული ალერგენები საყოფაცხოვრებო ალერგენთა ჯგუფის ნაწილია. მთავარი ეპიდერმული ალერგენებია ქერტლი (ადამიანის, ცხენის, ღორის, კატის), ბალანი (კატის, კურდღლის, ზღვის გოჭის, ძროხის, ვირთხის, აქლემის, თხის, ირმის), ბეწვი (ნუტრიის, მელიის, თხუნელასი), ბუმბული (ქათმის, ბატის, თუთიყუშის, იხვის, მტრედის). ეპიდერმული ალერგენები საშინაო მტვრის შემადგენლობაში შედის და ძლიერი ალერგიული თვისებები ახასიათებს. განსაკუთრებით რეაქციულია კატის ნერწყვი, ბეწვი და ქერტლი. ეპიდერმული ალერგენებისადმი მომატებული მგრძნობელობის მქონე ადამიანები ასეთ რეაქციას ამჟღავნებენ არა მარტო ალერგენთან კონტაქტისას, არამედ მისი წარმომშობი ცხოველისა და შესაბამისი პროდუქტების (მაგალითად, ამ ცხოველის ხორცის) მიმართაც.

  • სოკოები

საყოფაცხოვრებო მტვერი ბინის ნესტიან ადგილებში დიდი რაოდენობით შეიცავს ობის სოკოთა მიცელიუმებსა და სპორებს, რომელთა პოლისაქარიდული და ცილოვანი კომპონენტები არანაკლებ ძლიერი ალერგენებია. ცნობილია სოკოთა 4 ძირითადი კლასი, რომლებსაც ორგანიზმის სენსი-ბილიზაციის გამოწვევა შეუძლია. ორი მათგანი - ფიკომიცეტები და დეიტრომიცეტები - ჰაერს სპორებით აბინძურებს და წარმოქმნის აეროპლანქტონს, რომელიც სოკოებისგან შედგება და მცენარეულ მტვერთან ერთად განსაკუთრებით დიდ ზიანს აყენებს მცენარეულ ბოჭკოთა (ბამბის) პირველადი გადამუშავებით დაკავებულ პირებს. დანარჩენი ორი - ასკომიცეტები და ბაზიდომიცეტები - ალერგიულ რეაქციებს იწვევს სასოფლო-სამეურნეო სფეროს მუშაკებში, ხორბლის გადამამუშავებელ და წისქვილში მომუშავე პირებში.

  • ვებითი ალერგენები

კვებით ალერგიას ჰალენმა იდიოსინკრაზია უწოდა, რაც ნიშნავს უჩვეულო რეაქციას ჩვეულებრივი საკვების მიმართ. კვებითი ალერგია ადამიანში საკვების პირველივე მიღებისას იჩენს თავს და მთელი სიცოცხლე გრძელდება. პროდუქტის მიმართ ალერგიული რეაქცია დამოკიდებულია მის ქიმიურ შემადგენლობაზე, გლიკოპროტეინების შემცველობასა და დაბალმოლეკულურ ნაერთთა კონცე-ნტრაციაზე. ყველაზე მეტად გავრცელებული კვებითი ალერგენებია ძროხის რძე, კვერცხი, თევზი, პომიდორი, ნესვი, მარწყვი, შოკოლადი, კაკალი, ციტრუსები. რძე 20-მდე ალერგიულ კომპონენტს შეიცავს, მათ შორის ყველაზე აქტიურია A, B, C ბეტა-ლაქტოგლობულინები, რომელთა მიმართ ორგანიზმი აუტანლობას ამჟღავნებს. კვერცხის ცილაში შემავალი ძლიერი სენსიბილიზატორები, კონალბუმინი და ლიზოციმი, მოხარშვისა და შეწვისას იშლება, მაგრამ კვერცხი შეიცავს კიდევ ერთ, თერმული დამუშავებისადმი მდგრად ცილა ოვომუკოიდს. ამიტომ არის, ზოგიერთი ალერგიულია როგორც მოხარშული, ისე უმი კვერცხის მიმართ, ზოგიერთში კი რეაქციას მხოლოდ უმი კომპონენტები იწვევს. აღსანიშნავია ისიც, რომ კვერცხის ცილისადმი მომატებული მგრძნობელობის მქონენი ძნელად იტანენ ქათმის ხორცს, მათთვის საშიშია კვერცხის შემცველი კერძები, ქათმის ვიბრიონზე კულტი-ვირებული ვაქცინები და სხვა. თევზის ცილაც ძლიერ ალერგენებს მიეკუთვნება. ის მეტად თერმოსტა-ბილურია და სადილის მომზადებისას რეაქციულობას არ კარგავს. თევზის მრეწველობაში მომუშავე ადამიანების სენსიბილიზაცია სწორედ თევზის ცილის დამსახურებაა. პომიდორი, მარწყვი, კაკაო, თხილი, კაკალი, პარკოსნები - ეს პროდუქტები დიდი რაოდენობით შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას ჰისტამინს. სწორედ ამით გახლავთ განპირობებული ალერგიული რეაქცია მათ მიმართ.

ზოგიერთ პროდუქტს უნარი შესწევს, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის უჯრედებიდან ჰისტამინი გამოათავისუფლოს და ალერგიული რეაქცია ასე გამოიწვიოს. ასეთია ყავა, შოკოლადი, კაკაო, ფორთო-ხლის წვენი. ალერგენებია კვებითი დანამატები, საღებავი ნივთიერებები (ყვითელი ტარტრა-ზილი, ნიტრატები), კონსერვანტები (ნატრიუმის ბისულფატი, სალიცილატები), ანტიოქსი-დანტები, საშუალებები, რომლებიც აძლიერებენ პროდუქტების გემოვნებით თვისებებს (ნიტრატები, ნიკელის სულფატი, კობალტის ქლორიდი), მცენარეული არომატული ნივთიერებები.

  • სამრეწველო ალერგენები

სამრეწველო ალერგენთა მთავარი თვისებაა, ორგანიზმში მოხვედრისას შერჩევითად დააზიანოს ესა თუ ის ქსოვილოვანი ცილა, წარმოქმნას ანტიგენური თვისების მქონე ნაერთი, რაზეც ორგანიზმი ანტისხე-ულთა გამომუშავებით და ალერგიული გამოვლინებებით პასუხობს.

ყველაზე გავრცელებული სამრეწველო ალერგენებია:

  • ლითონები - ქრომი, ნიკელი, ბერილიუმი, რუბიდიუმი, კობალტი;
  • სინთეზური შენადნობები - ფორმალდეჰიდი, კანიფოლი, ეპიქლორჰიდრინი;
  • მიკრობიოლოგიური სინთეზით მიღებული ფერმენტული პრეპარატები - პროტეაზები, პექტინაზები, ამილაზები, ცელულაზები;
  • კოსმეტიკური ნაწარმი - კონსერვანტები, საღებავები, ანტიოქსიდანტები, ემულგატორები, სინთეზური არომატული ნივთიერებები;
  • ზედაპირულ-აქტიური ნივთიერებანი, რომლებიც გამოიყენება სარეცხ საშუალებებში - ოლეფინსულფატები, ალკილსულფატები, სულფანოლები;
  • პესტიციდები - კაპტანი, ლინდანი, აცეროქლორიდი, ჰეპტატიურამი, პარათიონი, პოლიქლორპინენი.

  • წამლისმიერი ალერგენები

დაბალმოლეკულურ ქიმიურ ნივთიერებებს, რომელთაც მრავლად შეიცავს სხვადასხვა მედიკამენტი, საკმაოდ მწვავე ალერგიული რეაქციების გამოწვევის უნარი შესწევს. გავრცელებული მედიკამენტური ალერგენებია სალიცილის მჟავას, იოდის, ბრომის შემცველი პრეპარატები, ანტიბიოტიკები, (პენიცილინი, სტრეპტომიცინი და სხვა), შრატები და ვაქცინები. მომატებული მგრძნობელობის მქონე ადამიანის კანზე ან ლორწოვან გარსზე მოხვედრისას წამლები სხვადასხვა ალერგიულ რეაქციას იწვევს. ისინი, ქიმიურ ალერგენთა მსგავსად, ქმნის ცილებთან რთულ კომპლექსს, რომელიც ორგანიზმისთვის ანტიგენური თვისებების მატარებელი ხდება და იმუნურ სისტემას სპეციფიკურ ანტისხეულთა წარმოქმნას აიძულებს.

  • ჰელმინთური ალერგენები

მრავალი ჰელმინთი ძლიერი ალერგიული ინდუქტორია - წარმოქმნის ალერგენებს და იწვევს ადამიანის სენსიბილიზებას. პარაზიტები ხშირად აპროვიცირებენ ალერგიულ დაავადებებს, ვინაიდან მათი ცხოველქმედების პროდუქტები აქტიურად წამლავს ორგანიზმს. პარაზიტული ჭიების მასენსიბი- ლიზებელი თვისებები განსაკუთრებით ძლიერდება გამრავლებისა და კვერცხდების სტადიაში. განსა-კუთრებით ალერგენული ბუნებისაა ნაწლავური პარაზიტები: ასკარიდა, მახვილა, ტრიქინელა და სხვები.

  • ინსექტიური ალერგენები

ინსექტიურია მწერთა ალერგენები, რომლებითაც ადამიანი სხვადასხვა გზით სენსიბილიზდება: შხამის ორგანიზმში მოხვედრით, კბენით, ნერწყვით... ინსექტიური ალერგია ადამიანთა 0,4-0,8%-ს აღენიშნება. ძლიერი ალერგენების მატარებელნი არიან ფუტკარი, კრაზანა, ჭიანჭველა, კოღო, ზოგიერთი მოსკიტი, რწყილი, ტკიპა, ჩრჩილის პეპელა და სხვა მწერები. განსაკუთრებით საშიშია მწერები, რომლებსაც კბენისას სხეულში დაახლოებით 35 მკგ შხამის შეშვება შეუძლიათ. მწერების შხამი შეიცავს პროტეინებს, ფერმენტებს (ჰიალურონიდაზა), რომელთა ორგანიზმში მოხვედრისას შესაძლოა განვითარდეს სიცოცხლისათვის მეტად საშიში ანაფილაქსიური შოკი, რომელსაც თან გულ-სისხლძა-რღვთა მწვავე უკმარისობა სდევს. მეტად სახიფათოა კონტაქტური მოქმედების ინსექტიური ალერგე-ნებით გამოწვეული ტოქსიკურ-ქიმიური ბუნების ალერგიული დაავადებები. ინსექტიური ალერგენები ინჰალაციური გზით ორგანიზმში ფაქტობრივად არ ხვდება.