/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

გესმის ჩვენი?

გესმის ჩვენი?
პატარა ბავშვებში სმენასთან დაკავშირებული პრობლემები, სამწუხაროდ, იშვიათი არ არის.

რა შეუძლია მშობელს? გვესაუბრება ოტოლარინგოლოგი ეკა თოფურიძე.

- როდის უნდა გამოვიკვლიოთ პატარას სმენა?

- როდესაც ბავშვი რეაგირებს ბგერებზე, მაგალითად, თავს აბრუნებს იქით, საიდანაც ხმა ესმის ან უეცარი ხმაური აკრთობს, მშობლებს აზრადაც არ მოსდით, რომ მას შესაძლოა სმენა ჰქონდეს დაქვეითებული.

სინამდვილეში კი ეს ყოველთვის არ არის იმის საბუთი, რომ პატარას სრულყოფილი სმენა აქვს. სმენის დაკარგვა სრულიც შეიძლება იყოს და ნაწილობრივიც. სმენა ადამიანისთვის ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არხია. თუ ბავშვს ცუდი სმენა აქვს, ფერხდება მისი მეტყველებისა და ინტელექტუალური განვითარებაც. ასე რომ არ მოხდეს, პატარას დროულად უნდა შევუმოწმოთ სმენა. გამოკვლევა საჭიროა დაბადებისთანავე, შემდეგ - სიცოცხლის პირველ თვეს, ბოლოს კი ერთი წლის ასაკში.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიყრუე შეიძლება იყოს თანდაყოლილიც და შეძენილიც. თანდაყოლილი სიყრუე ხშირად შეუქცევადია. მისი მიზეზია შუა ყურის ლოკოკინას უჯრედების ფუნქციის სრული ან ნაწილობრივი დაკარგვა.

შეძენილი სიყრუე შესაძლოა იყოს შექცევადი, თუ ის ინფექციის შედეგად ყურში სითხის დაგროვებით არის გამოწვეული, და შეუქცევადი, თუ არახელსაყრელი ფაქტორის ზემოქმედების შედეგად დაზიანდა ნერვული უჯრედები.

- რისი ბრალია თანდაყოლილი სიყრუე?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. მყავს 2 კვირის და 3 დღის ბავშვი. ბუნებრივ კვებაზეა. ამობოყინება ძალიან უჭირს, ყველანაირი პოზა ვცადე მაგრამ ძაალიან იშვიათად აქარვებს. რაც ძალიან მაშინებს. ძილში რომ წამოაქაფოს ან რამე მაგის მეშინია. როგორ ამოვაქარვებინო? და კიდევ რომ მირჩიოთ თუ საკმარისია ზურგზე წოლა და თავი გვერდულად. რომ დაზღვეული ვიყო ამოღების შეემთხვევაში მასის უკან წაღების</p>

- თანდაყოლილი სიყრუე ხშირად მუცლადყოფნის პერიოდში განვითარების მანკითაა გამოწვეული. ნერვული უჯრედები, რომლებიც შუა ყურიდან ტვინისკენ ინფორმაციის გადაცემაში მონაწილეობს, სხვადასხვა მიზეზით ზიანდება. უმეტესად დამაზიანებელ ფაქტორად გვევლინება დედის მიერ ორსულობისას გადატანილი ინფექციური დაავადება.

- როდის უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება ახალშობილის სმენის გამოკვლევას?

  • თუ დედამ ორსულობისას გადაიტანა ინფექციური დაავადებები - წითურა, წითელა, გრიპი, ჰერპესის გამწვავება, ციტომეგალოვირუსი, ტოქსოპლაზმოზი, მით უფრო - ორსულობის პირველ ტრიმესტრში;
  • ორსულობისას გამოიყენა ყურისთვის მავნე პრეპარატები - ანტიბიოტიკები, ამინოგლიკოზიდები, მაკროლიდები, შარდმდენი საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო არაჰორმოული საშუალებები;
  • არსებობდა რეზუსკონფლიქტი დედასა და ნაყოფს შორის;
  • თუ ბავშვს ჰქონდა ასფიქსია მშობიარობის დროს;
  • დაიბადა ნორმაზე ნაკლები ან მეტი წონისა;
  • დაბადების შემდეგ 5 დღე და მეტი დასჭირდა რეანიმაციულ ღონისძიებებს.

შეძენილი სიყრუე მოსალოდნელია, თუ ბავშვს უმკურნალეს სმენისთვის მავნე პრეპარატებით;

  • გადაიტანა თავის ქალას ტრავმული დაზიანება.

თუ ასეთი ზემოქმედების შედეგად დაზიანდა ნერვული უჯრედები, დაზიანება შეუქცევადი იქნება და ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის საჭირო გახდება სასმენი აპარატი ან კოხლეოიმპლანტაცია (სმენის გასაუმჯობესებელი აპარატის გადანერგვა). ასევე ბავშვს დასჭირდება სურდოპედაგოგი, რათა სრულყოფილი ცხოვრება ჰქონდეს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

გესმის ჩვენი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გესმის ჩვენი?

რა შეუძლია მშობელს? გვესაუბრება ოტოლარინგოლოგი ეკა თოფურიძე.

- როდის უნდა გამოვიკვლიოთ პატარას სმენა?

- როდესაც ბავშვი რეაგირებს ბგერებზე, მაგალითად, თავს აბრუნებს იქით, საიდანაც ხმა ესმის ან უეცარი ხმაური აკრთობს, მშობლებს აზრადაც არ მოსდით, რომ მას შესაძლოა სმენა ჰქონდეს დაქვეითებული.

სინამდვილეში კი ეს ყოველთვის არ არის იმის საბუთი, რომ პატარას სრულყოფილი სმენა აქვს. სმენის დაკარგვა სრულიც შეიძლება იყოს და ნაწილობრივიც. სმენა ადამიანისთვის ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არხია. თუ ბავშვს ცუდი სმენა აქვს, ფერხდება მისი მეტყველებისა და ინტელექტუალური განვითარებაც. ასე რომ არ მოხდეს, პატარას დროულად უნდა შევუმოწმოთ სმენა. გამოკვლევა საჭიროა დაბადებისთანავე, შემდეგ - სიცოცხლის პირველ თვეს, ბოლოს კი ერთი წლის ასაკში.

სიყრუე შეიძლება იყოს თანდაყოლილიც და შეძენილიც. თანდაყოლილი სიყრუე ხშირად შეუქცევადია. მისი მიზეზია შუა ყურის ლოკოკინას უჯრედების ფუნქციის სრული ან ნაწილობრივი დაკარგვა.

შეძენილი სიყრუე შესაძლოა იყოს შექცევადი, თუ ის ინფექციის შედეგად ყურში სითხის დაგროვებით არის გამოწვეული, და შეუქცევადი, თუ არახელსაყრელი ფაქტორის ზემოქმედების შედეგად დაზიანდა ნერვული უჯრედები.

- რისი ბრალია თანდაყოლილი სიყრუე?

- თანდაყოლილი სიყრუე ხშირად მუცლადყოფნის პერიოდში განვითარების მანკითაა გამოწვეული. ნერვული უჯრედები, რომლებიც შუა ყურიდან ტვინისკენ ინფორმაციის გადაცემაში მონაწილეობს, სხვადასხვა მიზეზით ზიანდება. უმეტესად დამაზიანებელ ფაქტორად გვევლინება დედის მიერ ორსულობისას გადატანილი ინფექციური დაავადება.

- როდის უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება ახალშობილის სმენის გამოკვლევას?

  • თუ დედამ ორსულობისას გადაიტანა ინფექციური დაავადებები - წითურა, წითელა, გრიპი, ჰერპესის გამწვავება, ციტომეგალოვირუსი, ტოქსოპლაზმოზი, მით უფრო - ორსულობის პირველ ტრიმესტრში;
  • ორსულობისას გამოიყენა ყურისთვის მავნე პრეპარატები - ანტიბიოტიკები, ამინოგლიკოზიდები, მაკროლიდები, შარდმდენი საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო არაჰორმოული საშუალებები;
  • არსებობდა რეზუსკონფლიქტი დედასა და ნაყოფს შორის;
  • თუ ბავშვს ჰქონდა ასფიქსია მშობიარობის დროს;
  • დაიბადა ნორმაზე ნაკლები ან მეტი წონისა;
  • დაბადების შემდეგ 5 დღე და მეტი დასჭირდა რეანიმაციულ ღონისძიებებს.

შეძენილი სიყრუე მოსალოდნელია, თუ ბავშვს უმკურნალეს სმენისთვის მავნე პრეპარატებით;

  • გადაიტანა თავის ქალას ტრავმული დაზიანება.

თუ ასეთი ზემოქმედების შედეგად დაზიანდა ნერვული უჯრედები, დაზიანება შეუქცევადი იქნება და ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის საჭირო გახდება სასმენი აპარატი ან კოხლეოიმპლანტაცია (სმენის გასაუმჯობესებელი აპარატის გადანერგვა). ასევე ბავშვს დასჭირდება სურდოპედაგოგი, რათა სრულყოფილი ცხოვრება ჰქონდეს.


- წლამდე ასაკის ბავშვები უფრო ხშირად ავადმყოფობენ ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციებით, რომლის ხშირი გართულებაა ყურის ანთება - ოტიტი. შესაძლოა თუ არა, ყურის ხშირმა ანთებამ მომავალში სმენის დაქვეითება გამოიწვიოს?

- წლამდე ასაკში ხშირი ოტიტი ცხვირ-ხახის ანატომიური აგებულების თავისებურებით აიხსნება: ცხვირის ღრუსა და შუა ყურის დამაკავშირებელი ევსტაქის მილი მოკლე და განიერია, რის გამოც სურდო ადვილად გადაედინება ყურისკენ და იქ ანთებით პროცესს იწვევს. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ ამ ასაკის ბავშვი უმეტესად წევს. ბავშვის ტირილს ასეთ დროს ნაწლავურ კოლიკას ან კბილების ამოჭრას აბრალებენ, დაგვიანებულმა დიაგნოსტიკამ კი შესაძლოა სმენის დაქვეითება გამოიწვიოს.

შუა ყურში დაგროვილი სითხის გამო შექმნილი პრობლემების აღმოფხვრა შესაძლებელია მედიკამენტური თერაპიითა და მიკროოპერაციული ჩარევით ამბულატორიულ პირობებში. მთავარია, პრობლემა დროულად აღმოვაჩინოთ.

- როგორ შეიძლება ახალშობილის სმენის გამოკვლევა?

- ახალშობილის სმენის გამოკვლევა უნდა მოხდეს სიცოცხლის მე-3-4 დღეს, როდესაც მას ყურს უსუფთავებენ მშობიარობისას მოხვედრილი სანაყოფე წყლების ნარჩენებისგან. პაწიას ყურში ჩაუდგამენ აპარატის ბოლოს, რომ ყურის შესასვლელი კარგად დაიხუროს და თითს ღილაკზე დააჭერენ. გამოკვლევა უსაფრთხოა. მთავარია, ბავშვი მშვიდად იწვეს. ამ მოტივით გამოკვლევა შეიძლება ჩაუტარდეს მძინარე ბავშვსაც. აპარატს “ესმის”, როგორ მუშაობს შუა ყური. თუ მან არასასურველი მდგომარეობა აჩვენა, მშობელს დამატებითი გამოკვლევის ჩატარებას ურჩევენ.

- მაგრამ ყველა სამშობიარო სახლი როდია ისე აღჭურვილი, რომ ასეთი სკრინინგის ჩატარება შეეძლოს. რას ურჩევდით მშობელს, სამშობიაროდან გამოწერის შემდეგ რას მიაქციოს ყურადღება?

- უპირველესად, უნდა ვიცოდეთ, როგორ იქცევა ჩვილი, რომელსაც სმენის პრობლემა არ აქვს: სიცოცხლის პირველი 2-3 კვირას ახალშობილი კრთება ძლიერ ხმაურზე, აქვს მოროს რეფლექსი - ხელებს შლის განზე და შემდეგ ტანზე იკრავს.

მე-3-4 კვირიდან ბავშვი ადამიანის ხმის გაგონებისას ირინდება, ხოლო ძლიერ ხმაურზე ფართოდ ახელს თვალებს. პირველი თვის დასასრულიდან ან მეორე თვის დასაწყისიდან ცნობს დედის ხმას, მისი გაგონებისას აქტიურად იწყებს ხელებისა და ფეხების ქნევას, ცდილობს გაიღიმოს, თვალებით პოულობს დედას და გამოსცემს ბგერებს.

მე-3 თვეს ჩვილი ატრიალებს თავს იმ მხარეს, საიდანაც ესმის ხმა. მე-2 თვიდან იწყებს ღუღუნს, ხოლო მე-4-5 თვეს ცდილობს ცალკეული ბგერების წარმოთქმას. თანდაყოლილი სიყრუის მქონე ბავშვები ასე არ იქცევიან, ისინი უფრო ჩაკეტილები ჩანან და არცთუ იშვიათად ექიმი აუტისტურ სინდრომს ეჭვობს. ასეთ დროს საჭიროა, გაიაროთ კონსულტაცია სხვადასხვა სპეციალისტთან და გამოიკვლიოთ სმენა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, დროულად შევამჩნიოთ სმენის დარღვევა ანთებითი დაავადების შემდეგ. ასეთ დროს ცვლილებების შეფასება ძნელია. მნიშვნელოვანია, პედიატრმა ან ოტოლარინგოლოგმა საკუთარ თავზე აიღოს სიტუაციის კონტროლი და დროულად გამოიკვლიოს ბავშვი.

შუა ყურში სითხის აღმოჩენა შესაძლებელია ტიმპანომეტრით. მისი მეშვეობით იკვლევენ დაფის აპკის რეაქციას გამღიზიანებლის ზემოქმედებაზე. პროცედურა უსაფრთხოა და უმტკივნეულო. პატარა რამდენიმე წამს უძრავად უნდა იყოს, არ ყლაპავდეს, არ ტიროდეს. ასევე მნიშვნელოვანია ყელ-ყურის ორგანოების ვიზუალური შეფასება და ცხვირ-ხახის ბაქტერიული ინფექციების დროული მკურნალობა.

- თუ სამშობიარო სახლში ან ამბულატორიული გასინჯვისას ჩვილს სმენის დარღვევა აღმოანდა, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?

- სმენის დარღვევის აღმოჩენის შემდეგ საჭიროა მიზეზის დადგენა. გამოკვლევის ერთიანი სქემა არ არსებობს, ყველაფერი დამოკიდებულია დარღვევის მიზეზებზე, ყელ-ყურის ორგანოების მდგომარეობაზე, ბავშვის ასაკზე, დიაგნოსტიკური აპარატურის ხელმისაწვდომობაზე და სხვა. თუ დარღვევა ანთებითი პროცესით და შიგნითა ყურში სითხის არსებობით არის გამოწვეული, რეკომენდებულია მედიკამენტური მკურნალობა, ფიზიოპროცედურები, შესაძლოა საჭირო გახდეს უმნიშვნელო ოპერაციული ჩარევაც.

თუ დარღვევები შეუქცევადია, უნდა მიმართოთ სურდოლოგს სასმენი აპარატის შესარჩევად და სპეციალური მეცადინეობების ჩასატარებლად. მძიმე და შეუქცევადი დარღვევებისას ბავშვი უნდა ატაროთ სპეციალურ საბავშვო ბაღში და სპეციალურ სკოლაში, სადაც მას გარემოსთან ადაპტაციაში დაეხმარებიან. თუ სმენის დარღვევის შემთხვევაში ბავშვს დროულად აღჭურვავთ სასმენი აპარატით, ჩაუტარებთ მეცადინეობის სპეციალურ კურსს სმენადაქვეითებულთათვის, მოგვიანებით კი შეასწავლით განსაკუთრებულ პროგრამას, იგი იცხოვრებს სრულყოფილად, შეეძლება თანატოლებთან ურთიერთობა და სასურველი პროფესიის შერჩევა.