/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

ძაღლები აეროპორტებში კორონავირუსული ინფექციით დაავადებულების აღმოსაჩენად გაწვრთნეს

ძაღლები აეროპორტებში კორონავირუსული ინფექციით დაავადებულების აღმოსაჩენად გაწვრთნეს
მეცნიერებმა გაწრთვნეს ძაღლები, რათა მათ მაღალი სიზუსტით აღმოაჩინონ აეროპორტებში კორონავირუსით დაავადებული ადამიანები.

კვლევებმა აჩვენა, რომ ძაღლი რამდენიმე კვირის განმავლობაში შეიძლება გაიწვრთნას COVID-19 -ით დაავადებული პაციენტების აღმოსაჩენად პრაქტიკულად იგივე სიზუსტით, როგორიც არის PCR-ტესტი. თუმცა აუცილებელი იყო ამ მონაცემების პრაქტიკულად შემოწმება. ამისათვის სპეციალისტებმა გაწრთვნეს ოთხი ძაღლი, რომლებიც მანამდე სუნით ცნობდნენ ნარკოტიკულ ნივთიერებებს. სპეციალისტებმა მათ ასწავლეს სუნით SARS-CoV-2-ით დაავადებული ადამიანიების ამოცნობა.

მეცნიერები ძაღლებს აძლევდნენ დასაყნოსად 420 მოხალისეს კანის ნაცხის ნიმუშს, რომელთაგან 114-ს კორონავირუსზე ჰქონდა ტესტის დადებითი პასუხი, ხოლო 306 იყო ჯანმრთელი. ზოგადად, ყველა ნიმუშის დიაგნოსტიკურმა სიზუსტემ შეადგინა 92%. ამას გარდა, ძაღლებმა, დაავადებულად ამოიცნეს 28 ადამიანი, რომელთაც სიმპტომები არ აღენიშნებოდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მათგან 25-ს ჰქონდა COVID-19, რაც უსიმპტომო ფორმის კორონავირუსული ინფექციის გამოვლენის 89%-იან სიზუსტეზე მეტყველებს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

შემდეგ მკვლევარებმა ძაღლები გამოსცადეს ჰელსინკის საერთაშორისო აეროპორტში 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის აპრილამდე. თითოეულ მგზავრს ასევე ჩაუტარდა PCR-ტესტი. აღმოჩნდა, რომ ტესტის და ძაღლების მუშაობის შედეგები ერთმანეთს დაემთხვა 303-დან 296 შემთხვევაში (98%).

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ყველაფერი სასმენი აპარატების შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყველაფერი სასმენი აპარატების შესახებ

გამოყენებასა და ამ დროს მოსალოდნელ პრობლემებზე გვესაუბრება პროფესორი ზურაბ ქევანიშვილი.

  • როგორ მუშაობს სასმენი აპარატი?

- ამაში რომ გავერკვიოთ, გავიხსენოთ, როგორ მუშაობს ყური.

ყური გარეთა, შუა და შიგნითა ნაწილებისგან შედგება. გარეთა და შუა ყური ატარებს ბგერას, ხმას. ხმოვან ტალღებს მოძრაობაში მოჰყავს დაფის აპკი, ხოლო დაფის აპკს - სასმენი ძვლები (ჩაქუჩი, გრდემლი და ურო). მათი მოძრაობა მემბრანის საშუალებით გადაეცემა შიგნითა ყურს. შიგნითა ყური, რომელიც ფორმით ნიჟარას წააგავს, სითხით ამოვსებულ ღრუს წარმოადგენს. მისი მგრძნობიარე უჯრედები მექანიკურ რხევებს გარდაქმნიან ნერვულ იმპულსებად, რომლებიც თავის ტვინის შესაბამის უბნებამდე აღწევს. სწორედ იქ ხდება მათი აღქმა ხმად.

ხმის ფორმირების რომელიმე საფეხურზე არსებულმა დაზიანებამ, რომელიც, წესისამებრ, დაავადების ან ტრავმის შედეგია, შესაძლოა პროცესის დარღვევა ან მოშლა გამოიწვიოს.

როდესაც პათოლოგიური პროცესი მთლიანად მოიცავს შიგნითა ყურის მგრძნობიარე უჯრედებს, ვითარდება სიყრუე.

სიყრუე ორი ტიპისაა:

  1. პრელინგვალური ანუ ენის ამოდგმამდე ჩამოყალიბებული;
  2. პოსტლინგვალური ანუ ენის ამოდგმის შემდეგ ჩამოყალიბებული.

ახლა - მოკლედ იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს კოხლეარული იმპლანტაციის სისტემა (სასმენი აპარატი): მიკროფონი იჭერს ბგერას და გადასცემს მას მეტყველების პროცესორს. სასმენი აპარატის თანამედროვე მოდელებში ეს ორი ბლოკი გაერთიანებულია და მოთავსებულია ყურის ნიჟარის უკან, დვრილისებურ მორჩზე. ეს აპარატის გარეგანი ნაწილია, შინაგანი ნაწილის ჩასანერგად კი საჭიროა კოხლეარული იმპლანტაციის ოპერაცია.

  • როდის არის მიზანშეწონილი ან როდის არ შეიძლება ამ ოპერაციის ჩატარება?

- ოპერაციის ქვედა ზღვარი წლინახევრის ასაკია, ზედა კი განუსაზღვრ-ლია.

ჩვენებას წარმოადგენს:

  1. ორმხრივი ან IV ხარისხის სიყრუე.
  2. მეტყველების გარჩევა შესაძლებელია არა უმეტეს 30%-ით.
  3. იურიდიული გამოკვლევების მიხედვით შენარჩუნებულია სასმენი ნერვის, სასმენი ანალიზატორების ცენტრალური ნაწილების ფუნქცია.
  4. პაციენტისა და მისი უახლოესი ნათესავების მაღალი მოტივაცია (თუ არსებობს სიყრუის შემთხვევა უახლოეს ნათესავებს შორის).

ოპერაციას აქვს რამდენიმე უკუჩვენებაც, მათ შორის:

  1. შუა ყურის ანთებითი დაავადებები;
  2. დაფის აპკის პერფორაცია;
  3. ნიჟარის სრული დახურვა;
  4. რეტროკოხლეარული პათოლოგიები;
  5. პრელინგვალური სიყრუე, როდესაც პაციენტის ასაკი 6-7 წელს აღემატება;
  6. პოსტლინგვალური სიყრუე, როდესაც სიყრუის პერიოდის ხანგრძლივობა აღემატება ნორმალური სმენის პერიოდის ხანგრძლივობას;
  7. თვით ქირურგიული ჩარევის უკუჩვენება.

აპარატის ჩართვა ოპერაციიდან მხოლოდ 3-5 კვირის შემდეგ არის შესაძლებელი.

  • რა სირთულე შეიძლება წარმოიშვას სასმენი აპარატის ტარებისას?

- ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა ხმაურიან გარემოში ხმის გარჩევა. ამ დროს მნიშვნელობა აქვს, საიდან მოდის ხმა. აპარატი აძლიერებს წინიდან მომავალ ბგერებს, გვერდებიდან და უკნიდან მოსული ხმები უფრო სუსტია.

მეორე - ხმაური, რომელსაც იწვევს გარეგანი და შინაგანი ხმები. გარეგანია, მაგალითად, მაცივრის, კომპიუტერის ხმა.

მესამე - შეფერხება სიგნალის დამუშავების დროს. ეს ის დროა, რომელიც საჭიროა აპარატის მიერ მიღებული სიგნალის თავის ტვინში დამუშავებამდე. შეფერხება იწვევს ხმის როგორც ექო-სიგნალის აღქმას.

თანამედროვე სასმენ აპარატებში ყველა ეს ნაკლი მინიმუმამდეა დაყვანილი.

კიდევ ერთი პრობლემაა კოსმეტიკური მიმზიდველობა და კომფორტი. ეს მხარე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა პაციენტებისთვის, რომლებსაც, ბუნებრივია, არ სურთ თავიანთი პრობლემების დემონსტრირება. თანამედროვე აპარატების გარეგანი ნაწილი მცირე ზომისა და წონისაა (დაახლოებით 1,4 გრამს იწონის) და შეფერილობით დიდად არ განსხვავდება კანისგან.

  • როდესაც პაციენტი ბავშვია, ალბათ, სხვა სირთულეებიც იჩენს თავს...

- მოდით, თავდაპირველად გავარკვიოთ, როგორი სმენა ითვლება ბავშვისთვის ნორმალურად. სმენა ნორმალურად ითვლება, თუ ბავშვი 5-6 მეტრიდან აღიქვამს ხმადაბალ ლაპარაკს, ხოლო 20 მეტრიდან - ხმამაღალს. წინათ მიიჩნეოდა, რომ თუ მოსწავლეს მეტყველება ესმოდა არანაკლებ 2 მეტრი მანძილიდან, გარკვეულ პირობებში მას შეეძლო ჩვეულებრივ სკოლაში სწავლა, ხოლო თუ 1 მეტრი ან უფრო ნაკლები მანძილიდან ესმოდა, სმენადაქვეითებულ ბავშვთა სპეციალურ სკოლაში უნდა ესწავლა. სასმენი აპარატებიც მათ სჭირდებოდათ, ვისაც 1 მეტრზე ნაკლები მანძილიდან ესმოდა. ამჟამად მიდგომა ძირეულად შეიცვალა. სასმენ აპარატებს საჭიროებენ უკიდურესად სმენადაქვეითებული ბავშვები, რადგან მეტი ყურადღება ეთმობა თერაპიული რეაბილიტაციის კურსს. დროულად ჩატარებული იმპლანტაციისა და ხარისხიანი პროთეზების წყალობით ბევრ ბავშვს მიეცა ჩვეულებრივ სკოლაში სწავლის საშუალება.

  • როდის სჭირდება ბავშვს სმენის შემოწმება?

- ახალშობილს სმენა სიცოცხლის მესამე-მეხუთე დღესვე უნდა შეუმოწმონ. საამისოდ მრავალი მეთოდი არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე რთული მეთოდია სპეციალური აპარატის საშუალებით თავის ტვინში ელექტრული იმპულსების გაზომვა.

  • თუ პატარას სმენასთან დაკავშირებული პრობლემა აღმოაჩნდა, რა ასაკიდან შეიძლება პროთეზირების ჩატარება?

- პედიატრი პათოლოგიის აღმოჩენისთანავე გაგგზავნით ყურის ექიმთან. საჭიროების შემთხვევაში სასმენი აპარატის შეძენას ნუ გააჭიანურებთ. მეტყველების განვითარების აუცილებელი ეტაპია პასიური აღქმის პერიოდი, როცა მას მხოლოდ ესმის, ლაპარაკი კი ჯერ არ შეუძლია. ეს პერიოდი, დაბადებიდან მოყოლებული, გრძელდება დაახლოებით 18 თვე და მას სმენის ასაკი ეწოდება. ბავშვი, რომელსაც სმენა დაქვეითებული აქვს, ვერ არჩევს და ვერ იმახსოვრებს მეტყველების ცალკეულ ელემენტებს, თანდათან საერთოდ აღარ აქცევს ყურადღებას და აღარ რეაგირებს მათზე, სმენის გამოუყენებელი ნარჩენები კი შეიძლება საერთოდ გაქრეს. ასე რომ არ მოხდეს, საჭიროა, სასმენი აპარატის საშუალებით გავაძლიეროთ მეტყველების ხმიანობა, რათა ბავშვმა მისი ნორმალურად აღქმა შეძლოს. რაც უფრო ადრე მოხდება ეს, მით უკეთესი.

რა ზიანი შეიძლება მიაყენოს სასმენმა აპარატმა ბავშვს?

- სასმენი აპარატების მავნებლობის შესახებ აზრი იმ დროიდან მოდის, როცა ისინი დაბალი ხარისხისა იყო. ასეთი აპარატები ძლიერ ამახინჯებდა ბგერას, ისმოდა ხმაური, არ ითვალისწინებდა პაციენტის ინდივიდუალურ თავისებურებებს.

თანამედროვე სასმენი აპარატი ურთულესი, დახვეწილი მიკროელექტრონული მოწყობილობაა, რომელიც კომპენსაციას უწევს სმენის პრაქტიკულად ნებისმიერ დანაკარგს. შესაძლებელია მათი ინდივიდუალურად მართვა. სწორად შერჩეული აპარატი ადამიანს საშუალებას აძლევს, განივითაროს ნარჩენი სმენა სმენის ანალიზატორის ტრენირების საშუალებით. ასე რომ, თანამედროვე სასმენ აპარატს სწორად დაყენების შემთხვევაში მხოლოდ სარგებლობა მოაქვს.

  • არსებობს თუ არა ბავშვებისთვის სასმენი აპარატის გამოყენების უკუჩვენება?

- ზოგიერთი ისეთი პათოლოგია, როგორიც არის, მაგალითად, ფსიქონევროლოგიური დაავადებები, ეპილეფსია, კრუნჩხვითი სინდრომი, დაავადებები, რომლებიც ვესტიბულური ფუნქციის დარღვევას იწვევს, ყურის ანთებითი დაავადებები, აპარატის გამოყენების უკუჩვენებად მიიჩნევა. ცხადია, უკუჩვენება სპეციალისტმა უნდა განსაზღვროს.

  • ერთი სასმენი აპარატის ტარება სჯობს თუ ორისა?

- გარემო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სავსეა ხმებით. ყურები ლოკატორებივით კრებენ მათი ბგერითი ტალღების რხევებს და გადასამუშავებლად თავის ტვინს გადასცემენ. ადამიანს ორი ყური შემთხვევით არ დაჰყოლია _ გარემოდან მიღებული ინფორმაციის ხარისხიანი ანალიზი შესაძლებელია მხოლოდ ორი მიმღების საშუალებით. მრავალრიცხოვანი გამოკვლევების შედეგები ცხადყოფს, რომ ორი სასმენი აპარატის გამოყენებისას გარემოში არსებული ხმებისა და, რაც მთავარია, ადამიანის მეტყველების გარჩევა უფრო ადვილია. სმენის პროთეზირება ორი აპარატის დახმარებით - ე.წ. ბინაურალური პროთეზირება - აიოლებს ხმის მიმართულების განსაზღვრას, ეს კი მეტად მნიშვნელოვანია: ბავშვმა უნდა იცოდეს, საიდან უახლოვდება ტრანსპორტი, სად დგას დედა, რომელიც ეძახის, რა ხდება მის გარშემო.

პრაქტიკულად ყველა ბავშვს, რომელსაც სჭირდება სმენის პროთეზირება, სმენის ორმხრივი დაქვეითება აქვს. სმენის სრულყოფილი კორექცია შესაძლებელია მხოლოდ ორი სასმენი აპარატის მეშვეობით. ახლომხედველს ხომ სათვალეს ორივე თვალისთვის უნიშნავენ! ასე რომ, თუ ექიმი ბავშვისთვის ბინაურალურ პროთეზირებას გირჩევთ, შეეცადეთ, ბავშვი ორი სასმენი აპარატით უზრუნველყოთ.

  • დღე-ღამეში რამდენ საათს უნდა ატაროს ბავშვმა სასმენი აპარატი?

- სასმენი აპარატი ბავშვის მუდმივ თანამგზავრად უნდა იქცეს. დასრულდება თუ არა შეგუების პროცესი, ბავშვი ვალდებულია, გაღვიძებისთანავე გაიკეთოს იგი, ატაროს მთელი დღის განმავლობაში და მხოლოდ ძილის წინ მოიხსნას. მინდა, ყურადღება გავამახვილო ერთ მეტად მნიშვნელოვან მხარეზე: მშობლებს მეტწილად ჰგონიათ, რომ თუ ბავშვს სასმენ აპარატს შეურჩევენ, ამით სმენასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა მოგვარდება. არადა არანაკლები მნიშვნელობა აქვს აპარატის მუშაობის ათვისებას, მასთან შეგუებას.

მშობლებს შეუძლიათ, ბავშვს ამ პროცესის დაჩქარებაში დაეხმარონ, თუ დაიცავენ შემდეგ, არცთუ ისე რთულ წესებს:

  1. არ მიმართონ ბავშვს შორიდან;
  2. საუბრისას შეასუსტონ ან საერთოდ გამორთონ სხვა ხმები. მაგალითად, ჩაუწიონ ტელევიზორს, დახურონ ფანჯარა, თუ ის ხმაურიან ქუჩაში გადის.

აპარატთან შეგუებაში ბავშვს დაეხმარება სურდოპედაგოგი (სპეციალისტი, რომელიც ხელების მოძრაობით ესაუბრება სმენადაქვეითებულებს).

თუ ბავშვს თავდაპირველად უჭირს თქვენი ნათქვამის გაგება, ნუ გაუბრაზდებით, უმჯობესია, უფრო მეტად მიუახლოვდეთ, ესაუბროთ ბუნებრივად და გასაგებად. ყურადღება მიაქციეთ მეტყველების სიჩქარეს - ბავშვს თქვენი გაგება უფრო მეტად უადვილდება, როცა აუჩქარებლად, გამოთქმით ესაუბრებით.

  • რა უნდა იღონონ მშობლებმა, თუ ბავშვი ყოველგვარი ცდის მიუხედავად უარს ამბობს აპარატის ტარებაზე?

- თუ აპარატი სწორად არის შერჩეული, ბავშვი მას იოლად ეჩვევა და მალე ვეღარც კი ამჩნევს, უცხო სხეულად აღარ აღიქვამს. თუ პატარა პაციენტმა აპარატის ტარებაზე უარი განაცხადა, ესე იგი, ის არასწორად არის მორგებული, ბავშვს აღიზიანებს მეტისმეტად მაღალი და მკვეთრი ხმები და ასე შემდეგ. ასეთ შემთხვევაში დეფექტი რაც შეიძლება მალე უნდა გამოსწორდეს, ამისთვის კი მშობლებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სპეციალისტს.