/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

რა კარგია უფროსობა!

რა კარგია უფროსობა!
როცა ოჯახში ერთზე მეტი ბავშვია, იქ აყალმაყალი და მტყუან-მართლის გარჩევა ჩვეული ამბავია. შესაძლებელია თუ არა

კონფლიქტის თავიდან აცილება?

პატარა ნიკას დაბანის დროს მისმა სამი წლის დამ დედას სთხოვა: "მოდი ხელი გაუშვი, ვნახოთ, თუ დაიხრჩობა!" 4 წლის ანანო კი კომპოტის დასხმისას დედას სთხოვს: "ყველას ტოლ-ტოლად დაგვისხი, ყველაზე ცოტა კი მეგის" (მეგი მისი უფროსი დაა). ასეთ ამბებს უამრავი დედისგან მოისმენთ. უფროს და უმცროს და-ძმას შორის ქიშპი ისევე ხშირია, როგორც გაზაფხულის წვიმა. ამის შემყურე მშობლები ხშირად ისე იღლებიან, რომ როცა პატარები ხელჩართულ ბრძოლაზე გადადიან (ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით), დედა მშვიდად დგას და თავს იმით ინუგეშებს, რომ ეს ყოველივე ნორმალურია.ჩვენ კი აქსიომად ვიღებთ, რომ ეს სულაც არ არის ნორმა და ვეცდებით გავარკვიოთ, როგორ ვმართოთ ასეთი სიტუაცია.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზა მისი პროფილაქტიკაა. რა თქმა უნდა, შვილის მომავალზე ჯერ კიდევ მის ჩასახვამდე ვზრუნავთ. ასევე უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ უფროსის საპატიო წოდება ბავშვს მძიმე ტვირთად არ ექცეს. ფსიქოლოგებმა მრავალი გამოკვლევა ჩაატარეს იმის გასარკვევად, როგორია იდეალური ასაკობრივი განსხვავება ბავშვებს შორის. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, პასუხი უცნობია. სპეციალისტები ვერავითარ დასკვნამდე ვერ მივიდნენ. ყოველგვარ განსხვავებას აქვს თავისი პლუსები და მინუსები.

  • ერთ წელზე ნაკლები - არის შემთხვევები, როცა დედა სამშობიაროდან გამოსვლასაც ვერ ასწრებს, რომ ისევ ორსულადაა. ასეთ განსხვავებას ბავშვები პრაქტიკულად ვერც იგრძნობენ, ისინი ტყუპებივით გაიზრდებიან.
  • 2-4 წელი - ასეთი სხვაობა მომავალი ურთიერთობისთვის საუკეთესოდ ითვლება - ბავშვები ერთი თაობისანი იქნებიან, საერთო მეგობრები ეყოლებათ. თუმცა გაჩნდება თუ არა პატარა, უფროსი თავგამოდებით დაიწყებს იმის მტკიცებას, ვინ არის ოჯახში მთავარი, ვინ უნდა უყვარდეთ.
  • 6-7 წელი - უფროსი მალე გააცნობიერებს, რომ დიდია, ოღონდ აუცილებლად უნდა გამონახოთ დრო მასთან ერთად სამეცადინოდ, თორემ დიდია რისკი, ბავშვი "გამართულ სამოსნად" ჩამოყალიბდეს.
  • 10 წელზე მეტი. ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, უფროსი სერიოზულად არასოდეს იეჭვიანებს - პატარა მისთვის საყვარელი თოჯინაა.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ყოველივე ამის გათვალისწინებით შეიძლება ერთი რამ დავასკვნათ: მთავარია, მეორე შვილი გავაჩინოთ; ასაკობრივი განსხვავება მეორეხარისხოვანია.

ჩვენ პატარას ველით!

არსებობს მოსაზრება, რომ კარგი იქნება, თუ პატარას მოსალოდნელი დაბადების შესახებ უფროსი ბავშვი დროულად შეიტყობს. ამ შემთხვევაში მას საკმაო დრო ექნება ახალ სტატუსთან შესაგუებლად. რასაკვირველია, დედის მთელი ორსულობის განმავლობაში ბავშვი აღფრთოვანებული იქნება იმით, რომ ძმა ეყოლება. დაგეგმავს კიდეც, როგორ ითამაშებს მასთან ერთად ომობანას, როგორ ატარებენ ერთად ველოსიპედს... პატარა ჯერ ვერ ხვდება, რომ მისი ახალშობილი ძმა სულაც არ ემსგავსება მის თანატოლებს. მისთვის სიტყვა "ძმა" ჯერ კიდევ "მეგობრის" სინონიმია. პატარას ჰგონია, რომ ძმა, მეგობრის მსგავსად, ხან მასთან ერთად ითამაშებს, ხან მეორე ოთახში გავა, სხვა რამით გაერთობა, მოუნდება - მოვა, აღარ მოუნდება - წავა, მშობლებისთვის ერთადერთი საყვარელი არსება კი, რასაკვირველია, თავად იქნება. გადის დრო და სამშობიაროდან პატარა მოჰყავთ. ის ხშირად ტირის, ღამით არავის აძინებს, სულაც არ თამაშობს ომობანას, ყოველთვის შინ არის და, რაც მთავარია, ის დედას უყვარს, მის მოვლას უამრავ დროს ანდომებს. ამდენის ატანა ტერმინატორსაც გაუჭირდება!

მინდა, ყველაფერი ვიცოდე!

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მყავს 11 თვის პატარა და დაუდგინდა ჭინჭრის ციება. სისხლის ანალიზებში არანაირი ცვლილება არ იყო. ესლოტინის, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დასალევად დანიშნული. მეთორმეტე დღეს მხოლოდ ბარძაყებზე გამოაყარა პატარა ბრტყელი ვარდისფერი ლაქები და აულაგდა იმ დღესვე. 20 დღე ვიმკურნალეთ. შესაძლებელია კიდევ რომ გაუმეორდეს? მყავს ბუნებრივ კვებაზე. რასაც მანამდე ვჭამდი და მასაც ვაჭმევდი, სიახლე არ გვქონია არაფერი. შესაძლებელია მცენარეს ან მწერის ნაკბენს გამოეწვია ჭინჭრის ციება? დაუუდოვებელს არ ვაცმევ და დაუუთოვებელში არ ვაწვენ. შიში დამრჩა რომ გაუმეორდება, ლამის ღამეც არ დავიძნო და ვათვალიერებ სულ ახალი გამონაყარაი ხომ არ აქვს სადმე. 20 დღეა დიეტაზე ვართ. ეგებ მირჩიოთ რამე.</p>

XXI საუკუნე ინფორმაციის ეპოქაა. ვისაც ინფორმაცია აქვს, სამყაროსაც ის ფლობს. პატარებმა, რომლებიც უმცროს და-ძმებს ვერ იტანენ, უბრალოდ არაფერი იციან მათ შესახებ, რადგან დედის ორსულობისას სათანადო ინფორმაცია ვერ მიიღეს. აუცილებლად უნდა მოვუყვეთ ბავშვს, როგორია ახალშობილი, რა შეუძლია მას; ავუხსნათ, როგორ ჭამს, როგორ ისველებს, რატომ ტირის ღამით. ნუ იფიქრებთ, რომ ამის ცოდნა მას არაფერში სჭირდება - რაც უფრო მეტი ეცოდინება უფროს შვილს ახალშობილის შესახებ, მით უფრო გაუადვილდება მასთან შეგუება. მოუყევით, რა ასაკში იწყებს ჩვილი ცოცვას, სიარულს, ლაპარაკს, აგრძნობინეთ, რომ ჩვილობა ცხოვრების ეტაპია, რომელსაც ყოველი ადამიანი გაივლის.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა კარგია უფროსობა! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა კარგია უფროსობა!

კონფლიქტის თავიდან აცილება?

პატარა ნიკას დაბანის დროს მისმა სამი წლის დამ დედას სთხოვა: "მოდი ხელი გაუშვი, ვნახოთ, თუ დაიხრჩობა!" 4 წლის ანანო კი კომპოტის დასხმისას დედას სთხოვს: "ყველას ტოლ-ტოლად დაგვისხი, ყველაზე ცოტა კი მეგის" (მეგი მისი უფროსი დაა). ასეთ ამბებს უამრავი დედისგან მოისმენთ. უფროს და უმცროს და-ძმას შორის ქიშპი ისევე ხშირია, როგორც გაზაფხულის წვიმა. ამის შემყურე მშობლები ხშირად ისე იღლებიან, რომ როცა პატარები ხელჩართულ ბრძოლაზე გადადიან (ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით), დედა მშვიდად დგას და თავს იმით ინუგეშებს, რომ ეს ყოველივე ნორმალურია.ჩვენ კი აქსიომად ვიღებთ, რომ ეს სულაც არ არის ნორმა და ვეცდებით გავარკვიოთ, როგორ ვმართოთ ასეთი სიტუაცია.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზა მისი პროფილაქტიკაა. რა თქმა უნდა, შვილის მომავალზე ჯერ კიდევ მის ჩასახვამდე ვზრუნავთ. ასევე უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ უფროსის საპატიო წოდება ბავშვს მძიმე ტვირთად არ ექცეს. ფსიქოლოგებმა მრავალი გამოკვლევა ჩაატარეს იმის გასარკვევად, როგორია იდეალური ასაკობრივი განსხვავება ბავშვებს შორის. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, პასუხი უცნობია. სპეციალისტები ვერავითარ დასკვნამდე ვერ მივიდნენ. ყოველგვარ განსხვავებას აქვს თავისი პლუსები და მინუსები.

  • ერთ წელზე ნაკლები - არის შემთხვევები, როცა დედა სამშობიაროდან გამოსვლასაც ვერ ასწრებს, რომ ისევ ორსულადაა. ასეთ განსხვავებას ბავშვები პრაქტიკულად ვერც იგრძნობენ, ისინი ტყუპებივით გაიზრდებიან.
  • 2-4 წელი - ასეთი სხვაობა მომავალი ურთიერთობისთვის საუკეთესოდ ითვლება - ბავშვები ერთი თაობისანი იქნებიან, საერთო მეგობრები ეყოლებათ. თუმცა გაჩნდება თუ არა პატარა, უფროსი თავგამოდებით დაიწყებს იმის მტკიცებას, ვინ არის ოჯახში მთავარი, ვინ უნდა უყვარდეთ.
  • 6-7 წელი - უფროსი მალე გააცნობიერებს, რომ დიდია, ოღონდ აუცილებლად უნდა გამონახოთ დრო მასთან ერთად სამეცადინოდ, თორემ დიდია რისკი, ბავშვი "გამართულ სამოსნად" ჩამოყალიბდეს.
  • 10 წელზე მეტი. ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, უფროსი სერიოზულად არასოდეს იეჭვიანებს - პატარა მისთვის საყვარელი თოჯინაა.

ყოველივე ამის გათვალისწინებით შეიძლება ერთი რამ დავასკვნათ: მთავარია, მეორე შვილი გავაჩინოთ; ასაკობრივი განსხვავება მეორეხარისხოვანია.

ჩვენ პატარას ველით!

არსებობს მოსაზრება, რომ კარგი იქნება, თუ პატარას მოსალოდნელი დაბადების შესახებ უფროსი ბავშვი დროულად შეიტყობს. ამ შემთხვევაში მას საკმაო დრო ექნება ახალ სტატუსთან შესაგუებლად. რასაკვირველია, დედის მთელი ორსულობის განმავლობაში ბავშვი აღფრთოვანებული იქნება იმით, რომ ძმა ეყოლება. დაგეგმავს კიდეც, როგორ ითამაშებს მასთან ერთად ომობანას, როგორ ატარებენ ერთად ველოსიპედს... პატარა ჯერ ვერ ხვდება, რომ მისი ახალშობილი ძმა სულაც არ ემსგავსება მის თანატოლებს. მისთვის სიტყვა "ძმა" ჯერ კიდევ "მეგობრის" სინონიმია. პატარას ჰგონია, რომ ძმა, მეგობრის მსგავსად, ხან მასთან ერთად ითამაშებს, ხან მეორე ოთახში გავა, სხვა რამით გაერთობა, მოუნდება - მოვა, აღარ მოუნდება - წავა, მშობლებისთვის ერთადერთი საყვარელი არსება კი, რასაკვირველია, თავად იქნება. გადის დრო და სამშობიაროდან პატარა მოჰყავთ. ის ხშირად ტირის, ღამით არავის აძინებს, სულაც არ თამაშობს ომობანას, ყოველთვის შინ არის და, რაც მთავარია, ის დედას უყვარს, მის მოვლას უამრავ დროს ანდომებს. ამდენის ატანა ტერმინატორსაც გაუჭირდება!

მინდა, ყველაფერი ვიცოდე!

XXI საუკუნე ინფორმაციის ეპოქაა. ვისაც ინფორმაცია აქვს, სამყაროსაც ის ფლობს. პატარებმა, რომლებიც უმცროს და-ძმებს ვერ იტანენ, უბრალოდ არაფერი იციან მათ შესახებ, რადგან დედის ორსულობისას სათანადო ინფორმაცია ვერ მიიღეს. აუცილებლად უნდა მოვუყვეთ ბავშვს, როგორია ახალშობილი, რა შეუძლია მას; ავუხსნათ, როგორ ჭამს, როგორ ისველებს, რატომ ტირის ღამით. ნუ იფიქრებთ, რომ ამის ცოდნა მას არაფერში სჭირდება - რაც უფრო მეტი ეცოდინება უფროს შვილს ახალშობილის შესახებ, მით უფრო გაუადვილდება მასთან შეგუება. მოუყევით, რა ასაკში იწყებს ჩვილი ცოცვას, სიარულს, ლაპარაკს, აგრძნობინეთ, რომ ჩვილობა ცხოვრების ეტაპია, რომელსაც ყოველი ადამიანი გაივლის.


ცხოვრებისეული სინამდვილე

ნანატრი პაწია დაიბადა. უფროსი ბავშვი საყოველთაო სიხარულს იზიარებს. ის დედას სამშობიაროში ხვდება, ცოტა ხნით პატარას ხელშიც "იჭერს", სიხარულით ხტუნავს, იცინის. თუმცა მისი სიხარული ხანმოკლეა. შესაძლოა, მზრუნველმა დაიკომ ფეხების ბაკუნი სწორედ მაშინ დაიწყოს, როცა დედა პატარას აძინებს; არ არის გამორიცხული, მოითხოვოს ბოთლიდან ჭამა, საწოვარას პირში ჩადება, პამპერსის ჩაცმა; წამდაუწუმ მოითხოვოს: "დედა, მომწყინდა, მეთამაშე!" უფროსი მართლაც მოწყენილია - ის აღარ არის ოჯახის წევრთა ყურადღების ცენტრში და ეჭვიანობს. ასეთ დროს ყველაზე უარესი გამოსავალია უფროსისთვის ყოველგვარი პასუხისმგებლობის თავიდან აცილება.

გაცილებით უკეთესი იქნება, თუ მას გარკვეულ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ. სთხოვეთ, მოგიტანოთ ჩვილის პერანგი, პამპერსი, მოეფეროს უმცროსს, ამის გამო კი დღეში ასჯერ გადაუხადეთ მადლობა და ხშირად უმეორეთ: "არ ვიცი, რა მეშველებოდა, შენ რომ არ მყავდე, ვინ დამეხმარებოდა ასე", "შენ ყველაზე უკეთესი დამხმარე ხარ, ძმას შენსავით არავინ უყვარს!" არ დაივიწყოთ, რომ თქვენ გყავთ ორი, დიახ, ო რ ი შვილი და არა ერთი ჩვილი და ერთი "სასჯელი". უფროსი მართალია უფროსია, მაგრამ ბავშვია, პატარაა და მას დედა ძალიან სჭირდება.

ეჭვი რომ არ გაჩნდეს

უფროსი შვილი არ იეჭვიანებს, თუ შეამჩნევს, რომ მას იმდენივე ყურადღებას უთმობენ, რამდენსაც პატარას დაბადებამდე. აუცილებლად უნდა გამონახოთ დღეში 30 წუთი უფროს შვილთან ურთიერთობისთვის. მოდი, პატარა მამამ წაიყვანოს სასეირნოდ, თქვენ კი უფროსთან ერთად თავსატეხი ააწყვეთ, კუბებით ითამაშეთ. აგრძნობინეთ უფროსს, რომ ის უკვე დიდია - მიეცით უფლება, ზოგჯერ 10-15 წუთით გვიან დაიძინოს ან თავად აირჩიოს, რას ჩაიცვამს.

კამათი და ჩხუბი

ბავშვების ჩხუბის შესახებ საათობით შეიძლება ვისაუბროთ. ნებისმიერი დედა გეტყვით, რა ხშირად არკვევენ ბავშვები ურთიერთობას მუშტების მეშვეობით. მთავარია, კონფლიქტის დროს დედამ ვინმეს მხარე არ დაიჭიროს და უფროსს არ სთხოვოს - მით უმეტეს, არ მოსთხოვოს, - პატარას დაუთმეო. ჯობია, შესთავაზოთ: "შეთანხმდით, რომელი ითამაშებს მანქანით, რომელი - თოფით".

აქვს თუ არა აზრი ასაკის ხაზგასმას?

სპეციალისტების აზრით, როცა განსხვავება უმნიშვნელოა, პატარებს უნდა მივცეთ საშუალება, თანატოლებივით გაიზარდონ. რა თქმა უნდა, თუ ერთი ბავშვი ფეხს ახლა იდგამს, ხოლო მეორე ინტერნეტით თანატოლებს ესაუბრება, თავს ისე ვერ დავიჭერთ, თითქოს თანატოლები იყვნენ. რასაკვირველია, ერთი უფროსია, მეორე - უმცროსი. ამასთანავე, არ დაგავიწყდეთ, რომ უფროსობა ბავშვს მოვალეობებთან ერთად უფლებებსაც უნდა ანიჭებდეს, ამიტომ როცა უფროსს რაღაცას სთხოვთ, ისიც უნდა აგრძნობინოთ, რომ მას უმცროსთან შედარებით მეტის უფლება აქვს.

მზად არის თუ არა თქვენი შვილი უფროსობისთვის?

ქვემოთ მოყვანილ შეკითხვებს უპასუხეთ "დიახ" ან "არა". რაც უფრო მეტი "დიახ" იქნება თქვენს პასუხებში, მით უფრო დიდია შანსი, რომ პატარას დაბადება ყველას, უპირველეს ყოვლისა კი უფროს შვილს, სიხარულს მოუტანს.

  • იცის თუ არა თქვენმა პატარამ, რომ მას მალე და ან ძმა ეყოლება?
  • უყვებით თუ არა მას, როგორ ვითარდება ბავშვი მუცლადყოფნისას?
  • მიიდეთ თუ არა შვილის ხელი მუცელზე, რათა პატარას უმცროსთან "მისალმების" საშუალება ჰქონოდა?
  • უყვებით თუ არა შვილს, როგორი იყო თავად, როცა დაიბადა?
  • ერთად არჩევთ თუ არა პატარას სახელს?
  • ერთად არჩევთ თუ არა მაღაზიებში ბავშვის სათამაშოებსა და ტანსაცმელს?
  • ამზადებთ თუ არა ბავშვთან ერთად საჩუქარს უმცროსისათვის?
  • აქებთ თუ არა შვილს იმის გამო, რომ დიდივით იქცევა?
  • იცის თუ არა ბავშვმა, სად დადგამთ პატარას საწოლს?
  • იცის თუ არა ბავშვმა, რომ პატარას მოსაყვანად ცოტა ხნით წახვალთ?