/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

სიმსუქნემ შეიძლება შეცვალოს ტვინის რეაქცია საკვებზე

სიმსუქნემ შეიძლება შეცვალოს ტვინის რეაქცია საკვებზე
ახალმა კვლევამ იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებს

გამხდარი და მსუქანი ადამიანების ტვინი საკვებ ნივთიერებებზე, შეიძლება ახსნას, თუ რატომ უჭირთ ადამიანებს წონის დაკლება და მისი შენარჩუნება.

იელის უნივერსიტეტის მკვლევარებმა 28 გამხდარი და 30 სიმსუქნის მქონე ადამიანებში პირდაპირ შეიყვანეს ნახშირწყლები (გლუკოზა), ცხიმები (ლიპიდები) და წყალი. შემდეგ დააკვირდნენ მათ ტვინის აქტივობას მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით.

კვლევამ აჩვენა ნაწლავ-ტვინის კავშირი და ის, თუ როგორ რეაგირებდნენ ადამიანები საკვებზე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ვიზუალიზაციამ აჩვენა, რომ გამხდარი ან ნორმალური წონის ადამიანებს აღენიშნებოდათ ტვინის აქტივობის შენელება და დოფამინის გამოყოფის ზრდა, ქიმიური ნივთიერება, რომელიც იწვევს საკვების მიღების შემდეგ სიამოვნების და კმაყოფილების გრძნობას. მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებიც მსუქანებად ითვლებოდნენ, არ აჩვენეს ტვინის აქტივობის შენელება და დოფამინის გამოყოფა.

მონაწილეები, რომლებსაც სიმსუქნე ჰქონდათ გაიარეს წონის დაკლების 12 კვირიანი პროგრამა. ადამიანები, რომლებმაც სხეულის ცხიმის მინიმუმ 10% დაკარგეს, კვლავ გაიარეს ინფუზია და ტვინის ვიზუალიზაცია, მაგრამ წონის დაკლებამ არ შეცვალა მათი ტვინის რეაქცია.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, ვარ 1.65 და 67 კგ.არ ვარ მსუქანი ,თუმცა მინდა ერთი 7 კგ დაკლება.თუმცა ვერ ვახერხებ,არ ვარ ძალიან დიდი მჭამელი მაგრამ არც პატარა ულუფებით ჭამა შემიძლია.ვერ ვითმენ რომ არ ვჭამო და სულ უარი ვთქვა ,ცომეულზე ,ტკბილზე .იქნებ მირჩიოთ რამე ისეთი ,რითითაც მადის დაქვეითებას შევძლებ ან რამე მარტივი გასაკებელი იქნება,არც სწრაფი კლება მინდა,რომ მალე მოვიმატო.დღიურად მიწევს სიარილი,დაახლივებით 3000 -4000 ნაბიჯის ,ხან მეტიც.წყალს ძალდატანებით ,ვცდილობ დავლიო.</p>

ტვინი ჯერ კიდევ ვერ ცნობდა სისავსესა და კმაყოფილების შეგრძნებას, ნათქვამია კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა Nature Metabolism-ში.

ამ აღმოჩენამ შეიძლება ასევე ახსნას, თუ რატომ იმატებენ ადამიანები წონას მისი დაკლებიდან რამდენიმე წლის შემდეგ. სიმსუქნის ტვინზე გავლენა შეიძლება არ იყოს ისეთი შექცევადი, როგორც ჩვენ გვსურს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ შევარჩიოთ ძიძა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევარჩიოთ ძიძა

პროფესიული კუთხით დიდ წარმატებას მივაღწიო, ამიტომ მინდა, სამუშაოს დროულად დავუბრუნდე. ბავშვის მოვლას ბებიებს ვერ მივანდობ, რადგან ორივე ჰიპერტონიკია. სარისკო ხომ არ არის ძიძის დაქირავება?

როდესაც შვილს უცნობ ადამიანს ანდობთ, ეს ყოველთვის შეიცავს გარკვეულ რისკს, თუმცა ეს ადამიანი შეიძლება თქვენი ოჯახის ნამდვილ მეგობრადაც იქცეს. ვიდრე განცხადებების სანახავად გაზეთების ფურცვლას ან ინტერნეტში საჭირო ინფორმაციის ძიებას შეუდგებოდეთ ან სპეციალურ სააგენტოებს მიმართავდეთ, უმჯობესია, ჯერ ნაცნობებში მოიკითხოთ - იქნებ ვინმეს შეუძლია, კარგი ძიძა ან უკვე გამოცდილი სააგენტო შემოგთავაზოთ. რეკომენდაცია მაინც ბევრს ნიშნავს. თუ ვერავინ დაგეხმარათ, მაშინ დამოუკიდებლად დაიწყეთ ძებნა.

მიიჩნევა, რომ ძიძა, რომელსაც სპეციალური სააგენტო შემოგთავაზებთ, საიმედოა. ეს ვარიანტი გარკვეულ გარანტიას მართლაც იძლევა და დროის ეკონომიასაც გააკეთებთ. მაგრამ ვიდრე ძიძის შერჩევას სპეციალისტებს ანდობთ, აუცილებლად უნდა დაინტერესდეთ თვით სააგენტოს რეპუტაციით:

  • რამდენი წელია არსებობს;
  • რა პრინციპით ხდება პერსონალის შერჩევა;
  • ითხოვენ თუ არა განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს, ჯანმრთელობის ცნობას ან სარეკომენდაციო წერილებს.

კარგი ძიძა უნდა ერკვეოდეს ბავშვის ფსიქოლოგიაში, მის ასაკობრივ თავისებურებებში, აღზრდის მეთოდებში, უნდა ჰქონდეს გარკვეული ცოდნა სამედიცინო სფეროში. ამავე დროს, თქვენი მოთხოვნებიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული. მნიშვნელოვანია:

  • სამუშაო გამოცდილება (ოჯახებში, საბავშვო ბაღში, სკოლაში);
  • განათლება (უმაღლესი პედაგოგიური ან საშუალო სპეციალური);
  • უცხო ენების ცოდნა.

თავიდანვე განსაზღვრეთ სამუშაო გრაფიკი - ნაწილობრივი დატვირთვა ექნება ძიძას თუ სრული, ასევე - მის მოვალეობათა ნუსხა, ანაზღაურების პირობები (საათობრივი, ყოველკვირეული, ყოველთვიური). მომდევნო ეტაპია გასაუბრება. დაუსვით კითხვები, რომლებზეც ამომწურავ პასუხებს მიიღებთ:

  • ჰყავს თუ არა საკუთარი შვილები;
  • რატომ აირჩია ეს სამუშაო;
  • რომელი განმავითარებელი თამაშები იცის და ა.შ.

ვინაიდან ჯერ კიდევ უცნობია, იმუშავებს თუ არა ეს ადამიანი თქვენთან, შეხვედრა დაუნიშნეთ სახლის გარეთ, მაგალითად, კაფეში. გამოჰკითხეთ წინა სამუშაოს შესახებ: რა ასაკის ბავშვებთან ჰქონდა ურთიერთობა, ემოციური ადამიანია თუ არა, ექსტრემალურ სიტუაციებში იპყრობს თუ არა შიში, ხომ არ იბნევა, როგორ მოიქცევა, თუ პატარა რამეს დაიშავებს ან სიცხე აუწევს. სთხოვეთ იმ ოჯახის ტელეფონი, სადაც აქამდე მუშაობდა. აუცილებლად დარეკეთ. თუ პრეტენდენტი უარს ამბობს ტელეფონის ნომრის მოცემაზე, ეს საკმაო საბაბია იმისთვის, რომ დაფიქრდეთ და გარკვეული დასკვნა გამოიტანოთ.

თუ გასაუბრებამ წარმატებით ჩაიარა, ამის შემდეგ უნდა გაარკვიოთ, შეძლებს თუ არა ძიძა თქვენს შვილთან საერთო ენის პოვნას, მასთან დაახლოებას. მოაწყვეთ საცდელი დღე, დააკვირდით ბავშვის რეაქციებს. თუ ძიძა სვამს კითხვებს ბავშვის ტემპერამენტის, მისი ხასიათისა და განვითარების თავისებურებების შესახებ, ეს კარგი ნიშანია - ის მართლაც პროფესიონალია.

ვინ გვჭირდება?

  • ერთ წლამდე ასაკის პატარასთვის - პიროვნება სამედიცინო განათლებით და ჩვილებთან მუშაობის გამოცდილებით. მისი მოვალეობაა დღის რეჟიმის დაცვა, საბავშვო სამზარეულოს თავისებურებათა ცოდნა, ბავშვის ტანსაცმლის რეცხვა, ჰიგიენის წესების დაცვა, ჰიგიენური პროცედურების ზედმიწევნით ცოდნა, ბავშვის გასეირნება.
  • სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის - პიროვნება, რომელიც ასწავლის, გამოუმუშავებს მას მარტივ ჩვევებს და მოამზადებს სკოლაში წასასვლელად.

ძიძის შერჩევა ძალზე ფაქიზი საკითხია. თქვენ მას ანდობთ ყველაზე ძვირფასს, რაც გაგაჩნიათ - თქვენს შვილს, თანაც იმ ასაკში, როდესაც ბავშვის პიროვნებას საძირკველი ეყრება, ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვის ხელში აღმოჩნდება პატარა. მის ბუნებაზე, ადამიანურ თვისებებზე, განათლებაზე, ინტელექტზე, მისწრაფებებსა და ჩვევებზე იქნება დამოკიდებული თქვენი შვილის აღზრდა და განვითარება. ამიტომ დიდი დაკვირვება და ყურადღება გმართებთ.

რეკომენდაციები აუცილებლად გადაამოწმეთ, დასვით კითხვები - ძიძის არჩევისას დაშვებული შეცდომა შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს.